სიახლეები
გილიან ფლინის გაუჩინარებული ქალი

გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი. ცხოვრობს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს. ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება

04 ივნისი, 2015 წ.
სრულად
პროექტი "ლიბერთინსი" ერთი წლისაა - სიურპრიზებით დატვირთული ზღაპრული იუბილე
უამრავი ღიმილი, სიმღერა და ზღაპრული კოსტიუმი - ასე აღინიშნა "პალიტრა L"- ის პროქტ "ლიბერთინსის" ერთი წლის იუბილე. კარნავალზე სტუმრად მისული თინეიჯერები ღონისძიების ორგანიზებითა და საჩუქრებით მიღებულ სიხარულს ვერ მალავდნენ.
02 ივნისი, 2015 წ.
სრულად
გამომცემლობა პალიტრა L თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

მხოლოდ 4 დღით 28-დან 31 მაისამდე

დაუჯერებელი ფასები 100 - ზე მეტი დასახელების წიგნზე

პრეზენტაციები, გასართობი ღონისძიებები, ავტორებთან შეხვედრა, კარნავალი, საჩუქრები და

უამრავი სიურპრიზი გელით

"გამომცემლობა პალიტრა L-ის” სტენდი

ექსპო ჯორჯია წერეთლის #118, მე-11 პავილიონი

გამომცემლობა პალიტრა L-ის ღონისძიებებს წიგნის ფესივალზე:

15 მაისი, 2015 წ.
სრულად
ერიხ მარია რემარკი
პირველი მსოფლიო ომის ვეტერან ერიხ პაულ რემარკმა კარგად იცოდა მშვიდობის ფასი.
იგი თითქმის ორი წლის მანძილზე უშუალოდ ფრონტის ხაზზე ებრძოდა გერმანიის მტრებს. ამ ომში  რამდენჯერმე დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველს მაინც არ გარიდებია.
14 მაისი, 2015 წ.
სრულად
უნიკალური მასალები ქართულ თეატრსა და კინოზე ერთ წიგნში
საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 24-ტომეულის მე-7 ტომის - "ქართული თეატრი და კინო" – პრეზენტაცია გაიმართა.
29 აპრილი, 2015 წ.
სრულად
თაობა L_პალიტრა L-ისა და თსუ-ს ერთობლივი პროექტი
თუ ხარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიდა თუ გიყვარს ლიტერატურა - იკითხე მეტი ჩვენთან ერთად! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა “პალიტრა L” წარმოგიდგენთ შემეცნებით სტუდენტურ პროექტს: “თაობაL”
28 აპრილი, 2015 წ.
სრულად
"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული"!
10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი.
რატომ `სამაგიდო"? იმიტომ, რომ თქვენთან ახლოს იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინით და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.
21 აპრილი, 2015 წ.
სრულად
ჯეიმზ დაშნერის ”ცეცხლით გამოცდა”: ასობით თინეიჯერი წიგნის 2-საათიან რიგში
ლაბირინთში მორბენალი თინეიჯერები ახლა ცეცხლით გამოცდისთვის ემზადებიან - გრძელი რიგი "ბიბლუსი გალერისთან" ჯეიმზ დაშნერის მორიგი ბესტსელერის მოლოდინში დადგა.
09 აპრილი, 2015 წ.
სრულად
ჩვენი ეპოქა 20 წელი (წიგნი მეხუთე)
ოთარ ჭილაძე: „ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ
ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც... ყველაფერი, რითიც საკუთარ ვინაობას
ადასტურებს და მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად,
მარადიულ ცეცხლში“
02 აპრილი, 2015 წ.
სრულად
"მე/შენ ქრისტე ხარ" - რომანი რომანში, რომელშიც ბევრი საკუთარ ყოფას ამოიცნობს
26 მარტს”ბიბლუსი გალერეაში” პრემია ”საბას” ლაურეატი ქართველი მწერლის, ტორესა მოსის წიგნის ”მე/შენ ქრისტე ხარ” პრეზენტაცია გაიმართა.წიგნის მთავარი თემაა თანამედროვე ადამიანი, მისი ყოველდღიური ცხოვრებითა და სულიერი მდგომარეობით... წიგნი, რომელშიც ბევრმა შესაძლოა საკუთარი ყოფა ამოიცნოს. ეს არის რომანი რომანში, რომელშიც განსხვავებული პერსონაჟები საკუთარ ამბებს გვიამბობენ, მსჯელობენ, კამათობენ.. ყველა გმირი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. მათი ცხოვრება ხშირად აწეწილია, ზოგჯერ მშვიდია და წყნარი, თუმცა, ყველა შემთხვევაში თავისებურია.წიგნი ”პალიტრა L-მა”  გამოსცა.
27 მარტი, 2015 წ.
სრულად
საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის
”გამომცემლობა პალიტრა L"  ამჯერად ჟურნალ ”კარუსელთან” ერთად კიდევ ერთხელ გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის დაწერილი ბიბლიური მოთხრობების სერიას (სულ 24 წიგნად, რომლებიც თანდათან  ყოველ პარასკევს გამოვა) , საერთო სახელით ”საღმრთო ისტორია”, შესაბამისი ილუსტრაციებით. ეს წიგნები 2012 წელს დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II – ს ლოცვა-კურთხევით და გამოდიოდა ჟურნალ ”კარიბჭესთან” ერთად.
20 მარტი, 2015 წ.
სრულად