სიახლეები
გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი
ბრაიან თრეისი - გაყიდვების გურუ!

პროფესიონალი სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტია. მან დააფუძნა კომპანია “Brian Tracy International“, რომელიც სოლანა-ბიჩზე, კალიფორნიაშია. ბრაიან თრეისი წლის განმავლობაში ტრენინგს უტარებს 250 000-ზე მეტ ადამიანს, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების კუთხით. ის ავტორია ისეთი ბესტსელერი წიგნებისა, როგორიცაა „შეჭამე ბაყაყი“, „100 სრულიად უტყუარი კანონი ბიზნესის წარმატებისათვის“, „მილიონერთა წარმატების 21 საიდუმლო“ და „მაქსიმალურის მიღწევა, მიზნები!“

ბრაიან თრეისის ჰყავს მეუღლე და 4 შვილი, ცხოვრობს სან-დიეგოში, კალიფორნიაში.

„წარმატებისთვის საჭირო თვისებებს შორის ოპტიმიზმი ყველაზე მნიშნველოვანია, გაყიდვების წარმატებული სპეციალისტები ჩვეულებრივი ხალხისაგან მეტი ოპტიმიზმით გამოირჩევიან. ისინი ცხოვრებისგან უფრო მეტს მოელიან.“

„ჩემი საყვარელი სიტყვები, რომელთაც ჩემს თავს ყოველდღე ვუმეორებ, ასე ჟღერს: „მე მომწონს ჩემი თავი და მიყვარს ჩემი საქმე“. რაც უფრო ხშირად ჩამესმის ეს სიტყვები, მით უფრო მეტამ მწამს მათი და იმსა, რასაც ვაკეთებ.“

„გამომცემლობა პალიტრა L-ის“ ინიციატივით დაიწყო ბიზნეს ლიტერატურის ერთ სერიად გამოსვლა, სერიის სახელწოდებაა „ლურჯი ოკეანე“, ეს არის ახალი მიმართულება ბიზნესში. ლურჯი ოკეანის სტრატეგიის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბიზნეს სამყარო პირობითად შეიძლება დავყოთ ორ განსხვავებულ სივრცედ – წითელ და ლურჯ ოკეანეებად. წითელი ოკეანეები წარმოადგენენ უკვე ცნობილ და გამოცდილ საბაზრო სივრცეს – აქ შედის ყველა სახის ინდუსტრია, რაც დღეს არსებობს. ლურჯი ოკეანეები კი არის ჯერაც უცნობი, კონკურენციისგან თავისუფალი სივრცე, ანუ ჯერაც არარსებული ინდუსტრიები. ლურჯ ოკეანეებში ნიშა კი არ უნდა მოიპოვო, არამედ თავად შექმნა.

„გახდი გაყიდვების სუპერსტარი“ ბრაიან თრეისის უკვე მეორე წიგნია ქართულ ენაზე, გამოიყენეთ ეს 21 უნიკალური ხერხი, გახდით გაყიდვების სუპერვარსკვლავი და თქვენი წარმატება უსაზღვრო იქნება!

„გახდი გაიდვების სუპერვარსკვლავი“ წარმოგიდგენთ ბრაიან თრეისის 21 ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიას, თუ როგორ გავყიდოთ მეტი პროდუქტი. მათი მეშვეობით თქვენ გაზრდით გაყიდვებს და მალე წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, კარგ პროდუქტთან ერთად მაღალი თვითშეფასება წარმატების საწინდარია.

„გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“  სახელმძღვანელოა გაყიდვების სფეროს პროფესიონალებისათვის. ბრაიან თრეისი გასწავლით, თუ როგორ:

! დაითანხმოთ პოტენციური კლიენტები უფრო მეტ და შედეგიან შეხვედრაზე მარტივად.

! შეუქმნათ კლიენტს მაღალი დონის, დადებითი შთაბეჭდილება პირველ ათ წუთში.

! გააკეთოთ უკეთესი და უფრო ეფექტური პრეზენტაცია.

! დაასრულოთ იმაზე ბევრად მეტი გაყიდვა, ვიდრე აქამდე გქონიათ.






28 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
მშობლებო და მასწავლებლებო!
ახალი თაობის წიგნიერება მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის, მით უმეტეს, კი ჩვენთვის.დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა Liberteens-ის პროექტს ვიწყებდით, ცოტათი გვეშინოდა, რომ ვერ შევძლებდით მოზარდების აყოლიებას, გვეშინოდა, რომ წიგნი ვერ იქნებოდა ისეთი საინტერესო თინეიჯერებისთვის, როგორიც კომპიუტერია.  მაგრამ დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს თაობა წიგნის მოყვარული თაობაა, რომელიც ერთი სულით ელოდება Liberteens-ის ყოველ ახალ წიგნს. მოზარდები ოქროს შუალედის შენარჩუნებას ნადმვილად ახერხებენ. დღეს ჩვენ უკვე ახალი მიზანი გვაქვს, შევქმნათ ბიბლიოთეკა 8-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, შევაგროვოთ ყველა ისეთი წიგნი, რომელიც მათ კარგ მკითხველებად გაზრდის. ივლისის თვეში „გამომცემლობა პალიტრა L-მა“ 8-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის მიღება გამოაცხადა და რამდენიმე ათეული არაჩვეულებრივი ადამიანი შევარჩიეთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ასაკის სპეციფიკიდან გამომდინარე მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებაც მნიშვნელოვანია.მასწავლებლებო, თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელთაც დიდი წვლილი შეგაქვთ მოსწავლეების აღზრდასა და განვითარებაში. გვინდა, ჩაერთოთ პროექტში, გაგვიზიაროთ მოსაზრებები, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და შევარჩიოთ სწორი ლიტერატურა ჩვენი ბავშვებისათვის.პროექტში ჩართვა ასევე შეუძლიათ მშობლებს, რომლებიც ასევე აქტიურად მიიღებენ მონაწილებას  მათი შვილებისათვის ლიტერატურის შერჩევაში.ღრმად გვწამს, რომ ეს პროექტი აამაღლებს წიგნიერების დონეს. გაზრდის  წიგნის კითხვის სიყვარულის სკოლის მოსწავლეებში, რაც „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტში ჩართული მასწავლებლების მოსაზრებები, რჩევები ხშირად დაიბეჭდება გაზეთ „კვირის პალიტრაში“, „გზაში“, ასევე განთავსდება სხვადასხვა პოპულარულ ვებგვერდებზე.პროექტში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა და მშობლებმა მოგვმართეთ შემდეგ მეილზე: t.peikrishvili@palitra.ge
03 სექტემბერი, 2015 წ.
სრულად
სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული
”გამომცემლობა პალიტრა L-ის” სახალხო პროექტი, ”სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული”, გრძელდება. ქართველი მკითხველი უკვე გაეცნო სერიის ოთხ წიგნს:1. ”სიბრძნის ენციკლოპედია”;2. ”დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია”;3. ” ყველაფერი ყველაფერზე”4. ” ქართულ ხალხურ ზღაპრები”.საგულისხმოა ისიც, რომ მათ თავად უნდა აირჩიონ მეათე წიგნი.სერიის მომდევნო წიგნია ,,ცხოველების ენციკლოპედია’’. წიგნი უნიკალურია იმიტომ რომ მასში თავმოყრილია უამრავი ინფორმაცია, იგი დაყოფილია 7 თავად, პირველ თავში მოცემულია ცხოველთა სამყაროს კლასიფიკაცია, განხილულია ცხოველთა ბინადრობის არეალი და ქცევის თავისებურებანი, აგრეთვე ის საფრთეები, რაც მათ არსებობას ემუქრება. სხვა თავები წარმოგვიდგენს ცხოველთა უმთავრეს ჯგუფებს: ძუძუმწოვრებს, ქვეწარმავლებს, ამფიბიებს, თევზებსა და უხერხემლოებს. ყოველი თავი იწყება შესავლით, რასაც მოსდევს უმთავრესი ჯგუფების აღწერა. აგრეთვე ამა თუ იმ ცხოველის თავისებურებების მოკლე მიმოხილვა. წიგნის ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ განმარტებითი ლექსიკონი და ცხოველთა ზომები. წიგნს დანართის სახით ახლავს დედამიწის კონტინენტის რუკები, იქვე მითითებულია მათთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ზონები და ზოგიერთი გავრცელებული სახეობა.სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული იმ წიგნთა ნაკრებია, ყველა ოჯახში რომ აუცილებლად უნდა იყოს მათი პრაქტიკული დატვირთვიდან გამომდინარე.უნივერსალური სამაგიდო ათეულის წიგნებში თქვენ პასუხს ყველა კითხვაზე იპოვით!
17 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
თომას მანი
პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში და სილვა–ბრუნსი, წარმომავლობით ბრაზილიელი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხვოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი, უმცროსი ძმა ვიქტორი , და იულია და კარლა .
07 აგვისტო, 2015 წ.
სრულად
წლის ბესტსელერი
“გამომცემლობა პალიტრა L-ი” ახალ პროექტს იწყებს, ეს უკანასკნელი მსოფლიოში აღიარებული წიგნების თარგმნასა და გამოცემას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბესტსელერობა წიგნის ხარისხის ერთადერთი ინდიკატორი არ არის, თითოეული წიგნი მნიშვნელოვანი პრემიით არის დაჯილდოვებული.
სერიის პირველ წიგნად კორმაკ მაკარტის ”გზა” შეირჩა. იგი 2007 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. კორმაკ მაკარტი ყოველგვარი წინა პირობისა და წინასწარ შემზადების გარეშე, პოსტაპოკალიფსულ სამყაროში მიგვიძღვება და მერე შეუბრალებლად შუა გზაზე გვტოვებს.
კორმაკ მაკარტი - სამყაროს აღსასრულის მემატიანე.
24 ივლისი, 2015 წ.
სრულად
წიგნი ყველა სოფელს
დღეს, 22 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე შეფასდა გასული წლის შედეგები და მომავალი წლის გეგმა საზოგადოებისათვის გაცხადდა.
22 ივლისი, 2015 წ.
სრულად
10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი
10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი.
რატომ ”სამაგიდო” ? იმიტომ, რომ თქვენთან ახლოს იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინით და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.
სიბრძნის ენციკლოპედია - მსოფლიო მნიშვნელობის მოაზროვნეთა ბრძნული გამონათქვამები, აზრები, რომელთაგან ნებისმიერმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
ყველაფერი ყველაფერზე - პიროვნება, ქვეყანა, ტერმინი, ბუნება, მსოფლიოს საოცრებები, ლიტერატურა და არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი და მოვლენა - ყველაფრის მოკლე და გასაგებ განმარტებას ამ ტომში იპოვით.
დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია - გინდათ, იცოდეთ გავრცელებული დაავადებები და მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები? ამ წიგნზე 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა.
საოჯახო სამზარეულო - არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტების საუკეთესო კრებული.
ქართული ხალხური ზღაპრები - ძილის წინ მოსაყოლი უძველესი ქართული საგანძური.
მეურნის ენციკლოპედია - ილუსტრირებული ცნობარი - ოთახის მცენარეების მოვლიდან და ჩითილების გამოყვანიდან დიდ ფერმერულ მეურნეობამდე.
27 ივლისიდან გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად ,,ქართული ხალხური ზღაპრები”


 

22 ივლისი, 2015 წ.
სრულად
”Liberteens-ის” ახალი წიგნის პრეზენტაცია
"Liberteens-ის” ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ქართულად ნათარგმნი ბესტსელერი შეემატა. "ბიბლუსი გალერეაში" "Liberteens-ის" ახალი წიგნის, ელის სიბოლდის "საყვარელი ძვლების" პრეზენტაცია გაიმართა. მოზარდ მკითხველს წიგნი მათმა თანატოლებმა, "Liberteens-ის" წევრებმა და ქართულ ენაზე მთარგმნელმა ლევან ინასარიძემ წარუდგინეს.
15 ივლისი, 2015 წ.
სრულად
ემილ ზოლა
XIX საუკუნის მეორე ნახევრის რეალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ე.წ. ნატურალისტული მოძრაობის თავკაცი და თეორეტიკოსი ემილ ზოლა (სრული სახელი _ ემილ ედუარდ შარლ ანტუან ზოლა) საუკუნის ბოლო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრების
13 ივლისი, 2015 წ.
სრულად
მარტივად...
FOR DUMMIES ასე ქვია ინგლისურად სერიას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნესლიტერატურის გამომცემლის Wiley-ს პროდუქტია, ქართულად კი ,,მარტივად წარმატებისკენ’’ ქვია. უკვე გამოვიდა ამ სერიის ქართული ვარიანტის ორი წიგნი ,,მართვა მარტივად’’ და ,,სამუშაოს ძიება მარტივად’’, ეს არის მარტივი ენით დაწერილი, ყველასთვის გასაგები, პრაქტიკული სახელმძღვაბელ- ბიზნესის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული თუნდაც არაპროფესიონალი მკითხველისთვის. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დასწერილი, მაგალითებით სავსე წიგნი, რომელიც ლაკონურ წარმოდგენას ქმნის.
07 ივლისი, 2015 წ.
სრულად
სტივენ კინგი - მისტიკური თრილერის ლეგენდა!

ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერალი,მისტიკური თრილერის ლეგენდა და საშინელებათა დიდოსტატი

01 ივლისი, 2015 წ.
სრულად
ყველაფერი ყველაფერზე: დიდი ათეულის მორიგი წიგნი
10 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნი.
რატომ `სამაგიდო"? იმიტომ, რომ თქვენთან ახლოს იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ყველა ეს წიგნი სხვადასხვა დროის ბესტსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინით და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.
18 ივნისი, 2015 წ.
სრულად