სიახლეები
გამომცემლობა "პალიტრა L " სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემას იწყებს და იწვევს პროფესიონალ და დამწყებ ავტორებს
ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში ჩასართავად გამომცემლობა "პალიტრა L" იწვევს დაინტერესებულ ავტორებს,  სკოლის პედაგოგებს, ლექტორებს, ფსიქოლოგებსა თუ თეორეტიკოსებს–  ანუ, ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის წიგნები სჭირდებათ დღეს მოსწავლეებს უკეთესი განათლების მისაღებად. პროფესიონალთა ჯგუფი გამომცემლობასთან ერთად შემდეგი საგნის სახელმძღვანელობის შექმნაში ჩაერთვება: "მათემატიკა", "ქართული ენა და ლიტერატურა", "ქართული, როგორც მეორე ენა", "ინგლისური", "ჩვენი საქართველო", "მე და საზოგადოება", "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები", "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება", "ბუნებისმეტყველება".
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 089 882

25 ივლისი, 2016 წ.
სრულად
ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
2016 წლის 23 ივნისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უნიკალური პროექტის, "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.
24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.
23 ივნისი, 2016 წ.
სრულად
"პალიტრა L-ის" გრანდიოზული გათამაშება დასრულდა
"პალიტრა L"-ის გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ "პალიტრა L"-ის გრანდიოზული გათამაშება დასრულდა.
4 იღბლიანი გამარჯვებული იაპონური ავტომობილით "დაცუნ მიდო", ერთკვირიანი საგზურით ევროპაში, 3000-ლარიანი ავეჯის ვაუჩერით და iPhone 6S-ით დაჯილდოვდა. მთავარი პრიზის, ავტომობილის მფლობელი ქუთაისელი ქალბატონი გახდა. ვენა-ბუდაპეშტის ორკაციანი ერთკვირიანი საგზური თელაველმა მკითხველმა მოიგო, ავეჯის ვაუჩერის და iPhone 6S-ის მფლობელები კი "პალიტრა L" გამომცემლობის ერთგული თბილისელი მკითხველები გახდნენ.
30 მაისი, 2016 წ.
სრულად
ევროპის ჩემპიონატი 2016
სტიკერების ალბომი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს ეძღვნება.  ალბომში გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას "ევრო 2016"-ის მასპინძელი სტადიონების, მონაწილე ნაკრებებისა და ფეხბურთელების შესახებ, ასევე - ევროპის ჩემპიონატების ისტორიას, სხვადასხვა წლის გამორჩეულ მოთამაშეებს, ნაკრებებს და ა.შ.
19 აპრილი, 2016 წ.
სრულად
ჩემი პირველი ენციკლოპედია
ჩემი პირველი ენციკლოპედია
შეაგროვე, გაერთე და ისწავლე!
13 აპრილიდან , ყოველ ოთხშაბათს !
„გამომცემლობა პალიტრა L“ გთავაზობთ წიგნების შემეცნებით სერიას „ჩემი პირველი ენციკლოპედია“. პროექტის ფარგლებში 4 თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ გამოიცემა 1 წიგნი.
სერია შედგება:
სპეციალური ყუთისგან - სადაც ბავშვები შეაგროვებენ 16 ტომს და სტიკერების ალბომს.
16 წიგნისგან - ძუძუმწოვრები, დინოზავრები, პლანეტა დედამიწა, ფრინველები, ქვეწარმავლები, თევზი და ამფიბიები, მწერები და უხერხემლოები, ფლორა, ზღვები და ოკეანეები, ვულკანები და მიწისძვრები, დიდი გამოგონებები, მიწიერი სამოთხეები, მკვლევარები, მდინარეები და ტბები, მთები და ტყეები, გარემო. - ყველა წიგნს მოყვება 16-16 სტიკერი , რომელსაც ბავშვები აგროვებენ სტიკერების დიდ წიგნში და ნაწილს იმავე ტომში.
08 აპრილი, 2016 წ.
სრულად
თოვლის გუნდა
თოვლის გუნდას და მის ლეგენდარულ სიმღერას ყველა მოზრდილი იცნობს, ეს ჩვენი ბავშვობის საყვარელი გმირია, მაგრამ თანამედროვე პატარებში ამ მულტფილმის ცნობადობა შედარებით დაბალია, არადა, ეს მშვენიერი, მხიარული და ქუთქუთა არსება უსაყვარლესია."გამომცემლობა პალიტრა L-მა" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თოვლის გუნდა სათამაშო აჩუქა ქართველ პატარებს, 2015 წელს კი "გუდა-გუდა" წიგნის გმირადაც იქცა. 8 აპრილიდან ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად "გუდა-გუდას" ახალ თავგადასავლებსაც გაეცნობით.
ეს ცნობილი ქართული მულტპერსონაჟის, თოვლის გუნდას ამბების კრებულია, რომელიც პირველ ეტაპზე 6 წიგნად გამოვა. თითოეულ წიგნს 32 ცალი სტიკერი მოყვება. რით არის ეს წიგნები გამორჩეული?ეს პირველი მცდელობაა ქართული მულტპერსონაჟის კადრსმიღმა ისტორიის გაგრძელებისა.
08 აპრილი, 2016 წ.
სრულად
50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია
"გამომცემლობა პალიტრა L" ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად თვეში ერთხელ გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა.  
მათზე ბევრი გსმენიათ, შესაძლოა გიფიქრიათ და გიკამათიათ კიდეც, მაგრამ ალბათ იშვიათად გაცნობიხართ მასალას, სადაც პერსონაზე სრულიად განსხვავებული ფაქტებითა და ამბებით მოგითხრობენ. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება.
25 თებერვალი, 2016 წ.
სრულად
Libekids - მხატვრული ლიტერატურა 8+ წლის ბავშვებისთვის
Libekids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს "გამომცემლობა პალიტრა L" გამოსცემს.ტერი პრეტჩეტის "სატვირთოს გამტაცებლები" და დევიდ ბედიელის "საოცნებო მშობლები"  სწორედ მათი არჩეული წიგნებია.წიგნის შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც. - მხატვრული ლიტერატურა 8+ წლის ბავშვებისთვის" ს განსაკუთრებული და იდუმალი სამყაროა. ამ სამყაროში ასობით პაწაწინა ნომი ცხოვრობს - უნივერსალური მაღაზიის კუთხეებსა და ნაპრალებში - ფირფიცრების ქვეშ, და აღარც ახსოვთ, ანდაც არ სჯერათ, რომ მაღაზიის კედლებს მიღმა ვინმე, რამე არსებობს. მაგრამ ერთ დღესაც მაღაზიაში სხვა ნომების ჯგუფი მოდის ახალგაზრდა მასკლინის მეთაურობით. მოსულებს იდუმალი შავი ყუთი - თილისმა, და თავზარდამცემი ახალი ამბავი მოაქვთ: ოცდაერთ დღეში მაღაზია განადგურდება!ახლა ორივე სამყაროს ნომებმა ერთად უნდა მოიფიქრონ, როგორ გადარჩნენ. - მხატვრული ლიტერატურა 8+ წლის ბავშვებისთვის" ბარი ამბობს: "მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები" და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს.რის გამოც ის მშობლებს კიცხავს არის :⭕ ისინი არიან მოსაწყენები,⭕ ისინი მუდმივად დაღლილები არიან.
მაგრამ არსებობს სამყარო, არც ისე შორი, რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ დედ-მამა.⭕ ბარისთვის ეს სამყარო საოცნებოა, მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ჩანს ხოლმე ❗და თქვენ მიხვდებით, რომ მშობლები განუმეორებლები არიან.წიგნის ფასი :11.99 ლარი Libekids - მხატვრული ლიტერატურა 8+ წლის ბავშვებისთვის" სამყარო განსაცდელშია. რამ შეიძლება იხსნას იგი?კაცობრიობის გადასარჩენად ოთხი ბავშვი იბრძვის - კონორი, აბეკე, მეილინი და როლანი. ისინი ოთხ ლეგენდარულ მეომარ ცხოველს გამოიხმობენ - მგელს, ჯიქს, პანდასა და სონღულს! ადამიანები და ცხოველები სახიფათო დავალების შესასრულებლად ერთ მუშტად უნდა შეიკრან. წარსულიდან დაბრუნებული წყვდიადის ძალების შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ. სამყაროს ბედ-იღბალი ოთხი უცნობი გმირის ხელშია.შენც დაუმეგობრდი ცხოველებს, შეიყვარე ბუნება და იხსენი სამყარო.ფასი: 11.99 ლარი.
08 თებერვალი, 2016 წ.
სრულად
სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული
მკითხველთა რჩეული კიდევ 10 წიგნი -  20 ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკული წიგნის სერია.„სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული“ განსაკუთრებული, სახლხო სერია გახლავთ. ათტომეულში გაერთიანებულ წიგნებს, მკითხველთა სურვილითა და მოთხოვნით, კიდევ 10 ტომი შეემატა. პატრიარქის ეპისტოლეები,მსოფლიოს ისტორია, ქართული პოეზიის საგანძური, კარაბადინი, სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მსოფლიოს ხალხთა სიბრძნე -  „სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული“ -  ახლა უკვე სრული სახით -  გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც პირველ ათეულს ლოგიკურად აგრძელებს და სერია ერთ მთლიან, მნიშვნელოვან და პრაქტიკულ, თემატურად განსხვავებული ოცი წიგნისგან შემდგარ ბიბლიოთეკას ქმნის. ეპისტოლეები ქართული პოეზიის საგანძური კარაბადინი მსოფლიოს ხალხთა აფორიზმები მსოფლიოს ისტორია ყმაწვილთათვის სინონიმთა ლექსიკონი ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია ქართველები გვარ-სახელთადიდიწიგნი უცხო სიტყვათა ლექსიკონი.„მარადიული ფასეულობები ცხოვრებისთვის დაუვიწყარი საშობაო და სააღდგომო  ეპისტოლეები ერთ წიგნში 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით“ 8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ტომი 11 „ეპისტოლენი“
29 იანვარი, 2016 წ.
სრულად
შუახმელეთში მოგზაურობა იწყება
სახელგანთქმული მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი არაერთი ბესტსელერის ავტორია. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყველანი ვიცნობთ ფროდოს, სმოუგს, ჰობიტებს და საერთოდაც, ბევრი გავმხდარვართ ამ მწერლის ფანტაზიით შექმნილი შუახმელეთის საგის მაცხოვრებლები თუ არა, სტუმრები მაინც.
უნიკალური ჯადოქრული სამყაროს შემქმნელი მწერლის,  ჯ. რ. რ. ტოლკინის ექვსტომეული ქართველი მკითხველის ბიბლიოთეკას სამი შესანიშნავი ნაწარმოებით - “სილმარილიონი“, „ჰობიტი“, ტრილოგიით - „ბეჭდების მბრძანებელი“  გაამდიდრებს. სერიის ორიგინალური დიზაინი საშუალებას მოგცემთ წიგნებით არამარტო თქვენი ცხოვრება გახადოთ საინტერესო, არამედ - თაროც.
ტოლკინი უბრალოდ კარგი მწერალი არ არის, ტოლკინი ფანტაზიური სამყაროს შემოქმედია - მკითხველს ის სრულიად ამოუცნობ და რეალობისგან განსხვავებულ სივრცეში მიუძღვება.
14 იანვრიდან თქვენ საშუალება გექნებათ, გაიცნოთ ეს არარეალისტურად რეალური სამყარო, 14 იანვრიდან თქვენ გაქვთ ბილეთები შუახმელეთის მიმართულებით!

palitraL

05 იანვარი, 2016 წ.
სრულად
"ჩემი საქართველო" - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო !
"გამომცემლობა პალიტრა L"-ის ახალი მასშტაბური პროექტი !
23 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა წიგნების ახალი სერია სახელწოდებით:
"ჩემი საქართველო" - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო !
ეს არის 13 ფოტოალბომი – 13 განსხვავებული ხასიათი, ტრადიცია, გარემო, ყველა მნიშვნელოვანი ნაცნობი თუ უცნობი ადგილი, ძეგლები და უბრალოდ, ულამაზესი ხედები... პროექტში, "ჩემი საქართველო", გარდა პროფესიონალებისა, დამწყები ფოტოხელოვანებიც არიან ჩართულნი - თავიანთ ნამუშევრებს "ფეისბუკის" საშუალებით აგზავნიან. ეს ალბომები უცხოელი ტურისტებისა და ქართველებისთვის თანაბრად საინტერესო იქნება, რადგან ხშირად ჩვენც ვერ ვახერხებთ საკუთარი ქვეყნის სრულად დათვალიერებას. ახლა კი საშუალება გვექნება ფოტოალბომით გავეცნოთ საქართველოს თვალწარმტაც კუთხეებს.
პროექტის უნიკალურობა შემდეგში მდგომარეობს: მაღალი ხარისხის ფოტონამუშევრების გარდა, წიგნებში შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და ადგილების მოკლე ისტორია, მათი აღწერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ აქამდე უცნობი ფაქტები, ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადგილების შესახებ.
პირველი ტომი, რომელიც 23 ნოემბერს გამოვა, მიეძღვნა აჭარას !
სიმბოლურია, რომ ეს პროექტი აჭარით იწყება, რადგან აქ ყველაზე მრავლადაა შემორჩენილი, პრაქტიკულად მივიწყებული ქართული ეთნოგრაფიული მასალა. ასევე აღსანიშნავია, ამ კუთხისათვის დამახასიათებელი, მთისა და ზღვის ლანდშაფტის იშვიათი ნაზავი და, ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი – ბათუმი.

წიგნები, თვეში ერთხელ გამოვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად (წიგნის ღირებულება 15.5 ლარი , გაზეთთან ერთდ 17 ლარი).
12 ნოემბერი, 2015 წ.
სრულად
ბავშვი 44
ტომ რობ სმიტმა 2001 წელს დაასრულა კემბრიჯის უნივერსიტეტი. ცხოვრობს ლონდონში. მისი პირველი რომანი, "ბავშვი 44", "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერად და საგამომცემლო სამყაროს სენსაციად იქცა. წარდგენილ იქნა ჩვიდმეტ საერთაშორისო პრემიაზე, რომელთაგან შვიდში გაიმარჯვა. რომანმა "ბავშვი 44" მოიგო CWA  ფლემინგის "ფოლადის ხანჯალი",  ITW თრილერის ჯილდო "საუკეთესო პირველი რომანისთვის" და წარდგენილ იქნა ბუკერის პრემიაზე. სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი ოფიციალური სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის ერთ-ერთი დამცველია იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვი, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ახლა, როცა გვერდით მხოლოდ ცოლი ჰყავს, ლევმა ბრძოლა უნდა განაგრძოს, რათა შოკის მომგვრელი სიმართლე გაამჟღავნოს მკვლელისა და იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც "დანაშაული" არ არსებობს."ბავშვი 44" "Top თრილერის" სერიის ფარგლებში სულ მალე გამოვა.
23 ოქტომბერი, 2015 წ.
სრულად