სიახლეები
თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფოტოალბომი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა დროში გამოგზაურებთ

"თბი­ლი­სი - ტფი­ლი­სი" - ეს ფო­ტო­ალ­ბო­მი ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფი­სა და ქარ­თვე­ლი არტ-პრო­დუ­სე­რის სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ძველ თბი­ლის­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ და თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ.

წიგ­ნის იდე­ის ავ­ტო­რის, ფრან­გი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნის ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის ნა­მუ­შევ­რის მეშ­ვე­ო­ბით, თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელ უბანს სულ სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავთ, მის ის­ტო­რი­ას უფრო ღრმად გა­ეც­ნო­ბით. ფო­ტოგ­რაფ­მა ის უმ­ცი­რე­სი დე­ტა­ლე­ბიც დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით ასა­ხა, რაც ხში­რად, აღ­ქმა­დი არ არის ხოლ­მე.

ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტი და არტ პრო­დი­უ­სე­რი დალი უბი­ლა­ვა დე-გრა­ა­ფი ძვე­ლი თბი­ლი­სის კარს სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან გვიხ­სნი­ან, გვაჩ­ვე­ნე­ბენ მათ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, იმ დამ­ღას, რო­მე­ლიც მათ დრომ და­ას­ვა; გვაჩ­ვე­ნე­ბენ თბი­ლი­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ხეს, რო­მე­ლიც რო­გორც მის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე ნგრე­ვის ეპო­ქას ასა­ხავს.

ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა თა­ვის ობი­ექ­ტივ­ში, რო­გორც სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ეზო­ე­ბი, ისე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, სი­ო­ნის ტა­ძა­რი, სი­ნა­გო­გა, მე­ჩე­თი, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლე, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი, სა­სა­მარ­თლო, მწე­რალ­თა სახ­ლი, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლიც კი აღ­ბეჭ­და. წიგნ-ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ავ­ტო­რებ­მა ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს, რის შე­სა­ხე­ბაც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი Ambebi.ge-ს გა­უ­ზი­ა­რეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის ფო­ტო­ამ­ბის ავ­ტო­რი გა­მოც­დი­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მელ­მაც უკვე 40-მდე ქვე­ყა­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი ის­ტო­რია გა­და­ი­ღო. ეს ორი­ე­ლი­ენ ვი­ლე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, ცოტა ხნის წინ, მან სა­კუ­თარ ფირ­ზე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თიც აღ­ბეჭ­და და მთე­ლი მისი მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და მო­უვ­ლე­ლო­ბის სევ­და ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­მა­სა­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ორე­ლი­ე­ნი იხ­სე­ნებს, რომ თბი­ლი­სი, პირ­ვე­ლად, 2013 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მას შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის და­ნახ­ვა თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის შე­და­რე­ბით რთუ­ლია, რად­გან მათი თვა­ლი ამ სივ­რცეს ძა­ლი­ან შე­ეჩ­ვია. მისი გა­მოც­დი­ლე­ბის მან­ძილ­ზე ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ქა­ლა­ქის ასე­თი სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. "რა­ღა­ცე­ბი მი­დი­ან, რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბი­ან, რა­ღა­ცე­ბი კი იბა­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ­მა.

"თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო უამ­რა­ვი გავ­ლე­ნის ქვეშ და ეს ბოლო ათწლე­უ­ლიც ვერ გა­ექ­ცა ამ ის­ტო­რი­ას. ეს გან­ვი­თა­რე­ბა არ ხდე­ბა კი­თხვე­ბის გა­რე­შე, რა მო­უ­ვათ ძველ სახ­ლებს, ძვე­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, გარ­კვე­ულ უბ­ნებს? რო­გორ მო­ერ­გე­ბი­ან ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი ძველ გა­რე­მოს? რო­გორ გა­და­წყდე­ბა ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა საგ­ზაო სის­ტე­მა? ეს არის ის უზარ­მა­ზა­რი სა­კი­თხე­ბი რომ­ლე­ბიც თბი­ლის­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას მისი ტო­პოგ­რა­ფი­აც ვერ უწყობს ხელს", -აღ­ნიშ­ნა ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა.

მან თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში სწო­რედ ეს ძვე­ლი­სა და ახ­ლის კონ­ტრას­ტი აღ­ბეჭ­და და ეცა­და, ჩვენ­თვის, რო­გორც თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სწრა­ფი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა, ქა­ლა­ქის­თვის ღი­რე­ბუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი იერ­სა­ხე, უბ­რა­ლოდ, და­ი­კარ­გოს. ფო­ტოგ­რა­ფი მი­იჩ­ნევს, რომ ის, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ კი თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბი შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ალ­ბო­მად აქ­ცია.

შე­კი­თხვა­ზე, ჩვენ­თვის, რო­გორც ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის, წიგ­ნი - ფო­ტო­ამ­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას თბი­ლი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის შე­საც­ნო­ბად, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ორე­ლი­ე­ნი პა­სუ­ხობს, თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით უნ­დო­და, წარ­მო­ე­ჩი­ნა, რო­გორც ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს, ისე ის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის მსვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ გაქ­რა.

"მი­მაჩ­ნია, რომ ამ შე­ნო­ბე­ბის­გან, ამ გა­რე­მოს­გან დის­ტან­ცი­რე­ბა, მათი და­ვი­წყე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბას ნიშ­ნავს. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ჩემს ფიქ­რებს პირ­და­პირ ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ი­სა და ევო­ლუ­ცი­ის­კენ მი­მარ­თავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე წიგ­ნის­თვის გა­და­ვი­ღე სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას არ წარ­მო­ად­გე­ნენ. წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რა იდე­ებ­ზეც წი­ნას­წარ ვფიქ­რობ­დი დ აამ პა­ტა­რა გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში გან­ვი­ხი­ლავ­დი (განხსვა­ვე­ბუ­ლო­ბა, ის­ტო­რია და ა.შ). სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და ყვე­ლა იმ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თის, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რო­მელ­თა წიგნ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბაც არ ხერ­ხდე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

იმის გამო, რომ ფო­ტოგ­რა­ფი თა­ვის ბევრ ნა­მუ­შე­ვარს "ვერ შე­ე­ლია", არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ისი­ნი მო­მა­ვალ გა­მო­ცე­მა­შიც კი მოხ­ვდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თბი­ლი­სის კი­დევ ერთი ნა­წი­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ.

თბი­ლი­სის ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იმ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ გაგ­ვი­ზი­ა­რა, რომ­ლებ­მაც მას­ში ყვე­ლა­ზე დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

gvg

პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და ძვე­ლი თბი­ლი­სი - ეს ის ად­გი­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ორე­ლი­ენ ვი­ლეტს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა. წიგნ­შიც, ეს შე­ნო­ბე­ბი და უბ­ნე­ბი სწო­რედ ისეა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­გორც ფო­ტოგ­რაფ­მა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­წე­რა.

"შთამ­ბეჭ­და­ვი იყო პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც დიდი სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში წიგ­ნე­ბის თა­რო­ებს შო­რის სი­ჩუ­მე სუ­ფევს. ამ ოთა­ხი­დან პირ­და­პირ ეზო­ში გა­დი­ხარ, ეს გა­რე­მო კი ტარ­კოვ­სკის ფილ­მებს მახ­სე­ნებს. წიგ­ნე­ბი მიყ­ვარს და ამ სივ­რცე­ში აღ­მო­ჩე­ნა პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში ყოფ­ნას გავს. ის გა­ფორ­მე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით, დარ­ბა­ზი კი სავ­სეა წიგ­ნე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, თით­ქოს წარ­სუ­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავ­და. მიყ­ვარს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ", - აღ­ნიშ­ნავს ორე­ლი­ე­ნი.

ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა ნა­მუ­შევ­რებ­ზე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სარ­კე­ე­ბი­ა­ნი დარ­ბა­ზიც აღ­ბეჭ­და, ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა კი სა­ღე­ბა­ვე­ბის ქვეშ შე­მა­ლულ ორ­ნა­მენ­ტებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, შე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

"ჩემს ფო­ტო­ებ­ში რო­გორც გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ისე წარ­სუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. კი­დევ ერთი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ქა­ლა­ქის ძვე­ლი ნა­წი­ლია. აქ ჯერ კი­დევ არის ტი­პუ­რი ხის აივ­ნე­ბის ხიბ­ლი, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია მე-19 სა­უ­კუ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბებ­ში შე­მა­ლულ, მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქუ­ჩებს მო­ი­ცავს”, - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

kb

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტი ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მელ­საც არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, აღ­ნიშ­ნავს, რომ ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბა იმა­ზე უფრო მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბა.

"წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას არ გუ­ლის­ხმობ­და. ეს იყო თი­თო­ე­უ­ლი ად­გი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნახ­ვა, მისი შეც­ნო­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის შეგ­რძნე­ბა, ემო­ცი­ე­ბის აღ­ქმა და ევო­ლუ­ცი­ის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ში­შის და­ნახ­ვა. როცა ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხე, არ მი­ფიქ­რია, რომ მათი შეს­რუ­ლე­ბი­სას ამ­დენ რა­მეს შე­ვი­ტყობ­დი და ასეთ სიღ­მე­ებ­ში წა­ვი­დო­დი: არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მათი სპონ­სო­რე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მსხვერ­პლი და ცვლი­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი პრო­ექ­ტი სწო­რედ თბი­ლის­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და ვი­მე­დოვ­ნებ, მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა ქა­ლა­ქებ­შიც მო­მე­ცე­მა", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი AMBEBI.GE-ს დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მაც გა­უ­ზი­ა­რა. რო­გორც არტ-პრო­დუ­სე­რი იხ­სე­ნებს, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა, რომ ალ­ბომ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ე­წყოთ. შე­თან­ხმე­ბას 2017 წელს მი­აღ­წი­ეს, უამ­რა­ვი ფო­ტო­სე­სი­ი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი მუ­შა­ო­ბა თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ და­ას­რუ­ლეს.

„თბი­ლის­ზე უამ­რა­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ალ­ბო­მია შექ­მნი­ლი. ვფიქ­რობ, ეს ალ­ბო­მი მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია, სპე­ცი­ფი­უ­რია, უნი­კა­ლუ­რია. რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სე­ბუ­რა­ბეს გა­მოვ­ყოფ­დი მა­ნამ­დე კი გა­ვი­მე­ო­რებ ერთი კომ­პე­ტენ­ტუ­რი უცხო­ე­ლი კო­ლე­გის აზრს: „ესაა ალ­ბო­მი მაგ­ნი­ტი, რო­მე­ლიც ხელ­ში აღე­ბის­თა­ნა­ვე გი­ზი­დავს და გიხ­მობს, რომ სას­წრა­ფოდ გა­და­დო ყვე­ლა საქ­მე და ეს­ტუმ­რო ამ მა­გი­ურ ქა­ლაქ თბი­ლისს“. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არაა, თუ ფო­ტო­ალ­ბო­მი თუ ასეთ გან­წყო­ბას აღ­ძრავს პუბ­ლი­კა­ში - ესე იგი, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია“, -აღ­ნიშ­ნა დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მა.
f

არტ-პრო­დუ­სე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ფოტო მხო­ლოდ ამ ფო­ტო­ალ­ბო­მის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი და ჯერ არ­სად არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, - “იგი­ვე ით­ქმის ტექ­სტობ­რივ მხა­რე­ზეც, რო­მე­ლიც არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტო­რის, თა­მარ შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის მიერ მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი და იმ ეპო­ქის სურ­ნე­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბი.

კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია "ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მი­მარ­თუ­ლე­ბით, ესაა კი­დევ ერთი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი­სა, მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში”, - გან­მარ­ტა დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მა, რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და იქ საქ­მი­ა­ნობს.

დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფის თქმით, მის­თვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი უაღ­რე­სად რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი, ფო­ტო­ალ­ბო­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ი­ხა­ტა ის­ტო­რი­ე­ბის, ფე­რე­ბის, ხა­სი­ა­თი­სა და სხვა­დას­ხვა სტი­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში.

„აღ­მო­ჩე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­ხა­რია რომ ამ პრო­ექ­ტმა - ფო­ტო­ალ­ბომ­მა "ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სი" ერთ "ჭერ­ქვეშ" გა­ა­ერ­თი­ა­ნა არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა ეპო­ქის და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ათე­უ­ლო­ბით სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა სტი­ლის, იტო­რი­ის მქო­ნე შე­ნო­ბე­ბი, არა­მედ დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნის 10-იან წლებ­ში, ამ შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ში მოღ­ვა­წე თუ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო, კო­მერ­ცი­უ­ლი თუ არა­კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. უკან რომ გა­ვი­ხე­დავ თვალ­წინ კი­ნო­ფი­რი­ვით მიტ­რი­ა­ლებს ამ პრო­ექ­ტში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სახე, კე­თილ­გან­წყო­ბა, ენ­თუ­ზი­აზ­მი”, - აღ­ნიშ­ნავს წიგ­ნის ერთ-ერთი ავ­ტო­რი.

ინა­ხავს თუ არა ეს წიგ­ნი - ფო­ტო­ალ­ბო­მი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას?

ამ კი­თხვა­ზე დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფიც ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის მსგავ­სად პა­სუ­ხობს, რომ დიახ, ეს იყო ქა­ლა­ქის კი­დევ ერთხელ აღ­მო­ჩე­ნა და მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ჩე­ნა.

„ღრმად მჯე­რა, რომ თბი­ლის­ზე, მის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, ხა­სი­ათ­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე გა­მო­ცე­მულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნი ფო­ტო­ალ­ბო­მი თა­ვის ნი­შას და­ი­კა­ვებს. მეტ­საც გა­გან­დობთ, რომ ფო­ტო­ალ­ბომს უკვე ელო­დე­ბა სა­კუ­თა­რი ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ჰო­ლან­დი­ის და საფ­რან­გე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში. მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქებ­ზე წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გებს ამ­ჯე­რად "ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სიც" შე­ე­მა­ტე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა მან.

დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფის, ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ისა და თბი­ლის­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სხვა ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტე­ბის ჯგუფ­თან შე­რე­ვა და იმ ად­გი­ლე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის თა­ვი­დან აღ­მო­ჩე­ნა თქვენც მო­ი­სურ­ვოთ, რო­მელ­საც ხან­და­ხან გულ­გრი­ლად ჩა­უვ­ლი­დით-ხოლ­მე, თით­ქოს მათ შე­სა­ხებ ახალს ვე­რა­ფერს შე­იც­ნობ­დით.

 

22 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
თუ ბავშვისთვის კარგ წიგნს ეძებთ, ამის ხელიდან გაშვება არ ღირს

ამქვეყნად უამრავი საბავშვო წიგნია, თუმცა ყველა მათგანზე მულტფილმებს არ იღებენ. მართლაც გამორჩეული წიგნი უნდა იყოს, რომ ჯერ კინოინდუსტრია დაინტერესდეს მისით, შემდეგ კი ამ ფილმმა მსოფლიოს ბავშვთა გულები დაიპყროს. ბრიტანელი მწერლის, კრესიდა კოუელის წიგნს სწორედ ასე "დაემართა"...

"როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ავტორმა ჯერ კიდევ 2003 წელს დაწერა, მაგრამ მას მერე, რაც მისით კინოსტუდია დაინტერესდა და კინოთეატრებთან რიგი დადგან, წიგნის მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რა თქმა უნდა, ასეთ პოპულარულ წიგნს არც ქართული გამომცემლობები გაუშვებდნენ ხელიდან და მალე ბესტსელერი ქართულ ენაზეც ითარგმნა. 

წიგნი ვიკინგებსა და დრაკონებზეა, თუმცა მასში ისეთი ბავშვური იონები, თავგადასავლები, წყენა თუ სიხარული, მარცხი და გამარჯვებებია არწერილი, რომ ნებისმიერი თანამედროვე ბავშვი გაუგებს და დაინტერესდება. 

ბოყინა მართლაც გამორჩეული ვიკინგი გმირია. მას ვიკინგების მთელ საბრძანისში ,,დრაკონთმოჩურჩულეს" სახელით იცნობენ... მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. ეს ძლევამოსილი მეომარი ერთ დროს ბანჯგვლიანი ხულიგნების ტომის ბელადის წყნარი, ფიქრებსა და ოცნებებში გართული ვაჟი იყო... გაინტერესებთ, როგორ მოახერხა ბოყინამ დრაკონების გულის მოგება და როგორ გახდა მათი ლიდერი? ეს მართლაც ისეთი ამბავია, ნებისმიერი ბავშვი რომ სულმოუთქმელად წაიკითხავს. 

"ის ფაქტი, რომ წიგნის მიხედვით უკვე გადაღებული და სამომავლოდ დაგეგმილი ცნობილი მულტიპლიკაციური ფილმები საყოველთაო პოპულარულობით სარგებლობს როგორც მთელ

მსოფლიოში, ასევე საქართველოში, დარწმუნებით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ წიგნების სერიას, რომელსაც ეს მულტიპლიკაციური ფილმები ეფუძნება, პატარა მკითხველი დიდი სიყვარულით მიიღებს" - ამბობს წიგნის მთარგმნელი, არჩილ რაჭველი.

"როგორ მოვარჯულოთ დრაკონი" ქართველმა ბავშვებმაც ისევე აღტაცებით მიიღეს, როგორც მათმა უცხოელმა თანატოლებმა. ამიტომ გამომცემლობა პალიტრა L-მა მისი მეორე ნაწილიც თარგმნა და მას პატარა მკითხველი აპრილში მიიღებს. 
ეს არის წიგნი ბავშვურ და დიდურ სამყაროზე, სიკეთესა და მამაცობაზე, მეგობრობასა და თავდადებაზე - ეს ყველაფერი მართლაც რომ ფრთებს შეასხავს ბავშვის ფანტაზიას.

22 მარტი, 2019 წ.
სრულად
"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში

21 მარ­ტი­დან ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­ვა "მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი", რო­მე­ლიც მკი­თხველს მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ფოლკ­ლორ­ში ამოგ­ზა­უ­რებს. ამ ახა­ლი სე­რი­ით გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L“ ეხ­მი­ა­ნე­ბა მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რეს­სა და სურ­ვილს, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხე­ბის სიბ­რძნე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და.

„მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ზღაპ­რე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი, იგა­ვე­ბი, ბა­ლა­დე­ბი მკი­თხველ­თა ყვე­ლა თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო და რჩე­ბა დღემ­დე. ეს ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი რე­ლიკ­ვი­აა, რო­მე­ლიც მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში, არ­ქი­ვებ­სა და სა­ცა­ვებ­ში. დღეს ამ­გვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თგვა­რი სი­ცა­რი­ე­ლეა ამ მხრივ წიგ­ნის ბა­ზარ­ზეც. ამის შე­სა­ხებ გა­მუდ­მე­ბით გვწერ­დნენ მკი­თხვე­ლე­ბიც და სწო­რედ ამან დაგ­ვა­ფიქ­რა ახა­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სე­რი­ის შექ­მნა­ზე.

ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმას არ­ცთუ მცი­რე შრო­მა დას­ჭირ­და. და­ვი­წყეთ მო­ძი­ე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის­თვის თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო უმუ­შა­ვი­ათ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­ცველ წყა­რო­ებ­ზე, უთარ­გმნი­ათ ან და­უ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მსგავ­სი ტექ­სტე­ბი. ჩვე­ნი რე­დაქ­ტო­რე­ბი გულ­დას­მით არ­ჩე­ვენ და ახა­რის­ხე­ბენ ამ ტექ­სტებს, რათა ჩვე­ნი ახა­ლი სე­რია თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის, ისე ახალ­გაზ­რდა და მო­ზარ­დი მკი­თხვე­ლის­თვის,” - ყვე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ანა კო­პა­ძე.

რო­გორც ანა აღ­ნიშ­ნავს, სე­რი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ტო­მის "ასუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბის" ყდა­ზე ძვე­ლა­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შვე­დუ­რი ზღაპ­რე­ბის, რო­მელ­საც ასე­ვე მალე მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი, ყდა შვე­დე­თის დრო­შის ფერი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი" ორ ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა.

 

18 მარტი, 2019 წ.
სრულად
„დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტის, „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა „დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნე“ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თე­ლავ­ში, რუს­თავ­სა და გორ­ში დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რე­ბი მკი­თხვე­ლებს უკვე შეხ­ვდნენ. მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი ზუგ­დიდ­ში, ოზურ­გეთ­ში, ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­შია და­გეგ­მი­ლი. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლე­ბი მათ­თვის საყ­ვა­რელ, ქარ­თველ ავ­ტო­რებს პი­რა­დად ხვდე­ბი­ან და სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ახ­ლოს გა­იც­ნონ ისი­ნი. შეხ­ვედ­რე­ბი კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კონ­კურსს „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ”პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. მისი მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­როს.

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა", გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის "შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი" და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის "ცდუ­ნე­ბა“, კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018“ ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბია გახ­და. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის "ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია" და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის "ტრან­სმუ­ტა­ცია" კი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან.
gf

„პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" უნი­კა­ლუ­რი შან­სია დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის, სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ. ერ­თია წიგ­ნის და­ბეჭდ­ვა, მე­ო­რეა შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბი და სწო­რედ ამის ნა­წი­ლია დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეც. რო­გორც წესი, დე­და­ქა­ლა­ქი მუ­დამ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით, ჩვე­ნი მი­ზა­ნი კი ისაა, რომ არა მხო­ლოდ წიგ­ნით, არა­მედ თა­ვა­დაც მი­ვი­დეთ მკი­თხვე­ლებ­თან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.“ - ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი.

„მე არ მახ­სენ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის გარ­და, რო­მე­ლი­მე გა­მომ­ცე­მელს ავ­ტო­რე­ბის­თვის ტურ­ნე მო­ე­წყოთ. ძა­ლი­ან კარ­გი წა­მო­წყე­ბაა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში იშ­ვი­ა­თად იმარ­თე­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს აც­ნობ სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს, ინ­ტე­რესს აღუძ­რავ და თვი­თო­ნაც კმა­ყო­ფი­ლია, რად­გან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი დამ­ყარ­და. ვნა­ხოთ, სა­მო­მავ­ლოდ რა იქ­ნე­ბა, მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო გვაქვს შე­მო­სავ­ლე­ლი და იმე­დი მაქვს მკი­თხვე­ლიც მრავ­ლად დაგ­ვხვდე­ბა.“ - ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე.
dd

„ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ ხოლ­მე, რო­დე­საც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის“ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი არ სრულ­დე­ბა წიგ­ნის გა­მო­ცე­მით. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წარ­მო­ე­ბი და­წე­რო, გა­მოს­ცე წიგ­ნად და მკი­თხვე­ლამ­დე დიდი ხანი ვერ მი­ვი­დეს, რად­გან შენ დამ­წყე­ბი მწე­რა­ლი ხარ, არა­ვინ გიც­ნობს და შე­სა­ბა­მი­სად, გაც­ნო­ბას დრო სჭირ­დე­ბა... პრო­ექ­ტი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მას შემ­დეგ, რაც წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა, შენ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს, შეხ­ვდე შენს მკი­თხველს, გა­ი­ზი­ა­რო მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და გა­უ­ზი­ა­რო შენი, მო­გის­მი­ნონ და მო­უს­მი­ნო...“ - გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

15 მარტი, 2019 წ.
სრულად
სერია „იკითხე ქართული“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანით - „სპირალით“ გრძელდება

„მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ურ­ბა­ნუ­ლი მწე­რა­ლი“ - ასე აფა­სებს ფსი­ქო­ლო­გი, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე მა­მას. მისი თქმით, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტი­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჩა­მომ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი იყო.

თა­ნა­მედ­რო­ვე წე­რის სტი­ლის გარ­და, მწერ­ლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნი სუ­ჟე­ტი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. „სპი­რა­ლი“ მე-20 სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ნადმვი­ლი ბესტსე­ლე­რი გახ­და. მა­შინ, რო­დე­საც წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ტა­ლო­ნე­ბით ხდე­ბო­და, 60 000-იან­მა ტი­რაჟ­მა არა­ერ­თი მკი­თხვე­ლის გული მო­ი­გო და სრუ­ლად გა­ი­ყი­და.
dff

1990 წელს „სპი­რა­ლის“ მი­ხედ­ვით გა­მო­ვი­და ფილ­მიც, რო­მელ­მაც რე­ჟი­სორ გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

„ეს წიგ­ნი, მა­შინ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა იყო, დღეს კი ჩვე­ნი ახლო რე­ა­ლო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს.“ - ამ­ბობს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

იმ დრო­ის­თვის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის რო­მა­ნი და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი­თა და დე­ტექ­ტი­ვის ელე­მენ­ტე­ბით მა­ლე­ვე გახ­და მკი­თხვე­ლი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე იხ­სე­ნებს, მა­მა­მი­სიც ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­და ამას და თა­ვა­დაც ეთან­ხმე­ბა იმ აზრს, რომ „სპი­რალ­ში“ მე­ტად ფა­სე­უ­ლი არის ის, თუ რო­გორ გა­ნიც­დის ადა­მი­ა­ნი სხვის სხე­ულ­ში ჩა­ბუ­დე­ბას.

„ახლა რო­დე­საც სხე­უ­ლის ორ­გა­ნო­ე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია ხში­რია, ძა­ლი­ან რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცდე­ბი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცე­დუ­რის წი­ნაც და შემ­დე­გაც ძა­ლი­ან ბევ­რს შრო­მო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი.“ - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

რო­მა­ნის სი­უ­ჟე­ტის თა­ნახ­მად, მო­მაკ­ვდა­ვი აკა­დე­მი­კო­სის ტვინს უნერ­გა­ვენ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ვინ იქ­ნე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი - მო­ხუ­ცი აკა­დე­მი­კო­სი, ახალ­გაზ­რდა კრი­მი­ნა­ლი, თუ ვი­ღაც ახა­ლი პი­როვ­ნე­ბა? ტვი­ნი და­ი­მორ­ჩი­ლებს სხე­ულს, თუ სხე­უ­ლი ტვინს? და სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ხომ არ ვე­რე­ვით ბუ­ნე­ბის საქ­მე­ებ­ში? ხომ არ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩვენ თვი­თონ ბუ­ნე­ბის შვი­ლე­ბი ვართ და შემ­ქმნე­ლი ზედ­მეტ თავ­ხე­დო­ბას არ გვა­პა­ტი­ებს?

ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის ძი­ე­ბა ქარ­თველ მკი­თხველს ახლა უკვე „სპი­რა­ლის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მის ფურ­ცლებ­ზე შე­უძ­ლია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” პრო­ექტს „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის „სპი­რა­ლით“ აგ­რძე­ლებს. წიგ­ნის შე­ძე­ნა პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­სა და ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

05 მარტი, 2019 წ.
სრულად
გეგონა, ბევრი იცოდი შენი ქვეყნის შესახებ? - უახლესი გამოცემა საქართველოს გეოგრაფიის შესახებ, რომელიც უამრავ უცნობ ფაქტს აერთიანებს

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა და „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ გა­მო­ი­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის „სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სი“. ეს არის რუ­კე­ბის, ვრცე­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მთლი­ა­ნო­ბა. ატ­ლა­სი გვიჩ­ვე­ნებს, რო­გო­რია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის; რო­გო­რია მისი როლი სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რულ, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­ში.

ატ­ლა­სი შედ­გე­ნი­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ.

კარ­ტოგ­რა­ფი და გე­ოგ­რა­ფი­ის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ “სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სით“ მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა ისეთ თე­მებს, რომ­ლე­ბიც ადრე გა­მო­ცე­მულ ატ­ლა­სებ­ში არას­დროს შე­სუ­ლა და გრა­ფი­კუ­ლი სა­ხით არ­სა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს გა­მო­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

გარ­და რუ­კე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბი­სა, ატ­ლას­ში მრავ­ლა­დაა დი­აგ­რა­მე­ბი და გრა­ფი­კე­ბიც; გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. რო­გორც გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს ატ­ლა­სის შედ­გე­ნი­სას, ისარ­გებ­ლეს რო­გორც საქსტა­ტის, ისე ცალ­კე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით. დი­აგ­რა­მე­ბი და გრა­ფი­კე­ბი კი ატ­ლა­სის დი­ზა­ი­ნე­რის, მა­ნა­ნა ქურ­თუ­ბა­ძის შექ­მნი­ლია.

ატ­ლა­სი არ არის გათ­ვლი­ლი რო­მე­ლი­მე ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე. წიგნ­ში რუ­კებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი. ასე­ვე, ვხვდე­ბით ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. გარ­და ამი­სა, იგი ქარ­თველ და უცხო­ელ მოყ­ვა­რულ ფო­ტოგ­რაფ­თა მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­საც მო­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­მო­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ვლად.

„ჩვენ არა ვართ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ატ­ლა­სე­ბით. ამი­ტომ, მიღ­წე­ვად უნდა ჩავ­თვა­ლოთ მისი შექ­მნა და გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ატ­ლა­სი, ერთი მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მაა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ძე­ნია მთე­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის,“ - ამ­ბობს გუ­ლი­კო ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

19 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე წიგნად პირველად გამოიცა

„ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მთხრო­ბე­ლი ავ­ტო­რი“ - ასე აფა­სებს ურუგ­ვა­ელ მწე­რალს, მა­რიო ბე­ნე­დეტს ლი­ტე­რა­ტო­რი ზაალ ჩხე­ი­ძე. ბე­ნე­დე­ტის რო­მა­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე წიგ­ნად პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“სე­რი­ა­ში „ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე“. წიგ­ნის წარ­დგე­ნა 12 თე­ბერ­ვალს მა­ღა­ზი­ა­ში „სტამ­ბის წიგ­ნე­ბი“ გა­ი­მარ­თა. ახა­ლი გა­მო­ცე­მა რე­დაქ­ტორ­მა, მაია ალუ­და­ურ­მა და მთარ­გმნელ­მა, ელზა ახვლე­დი­ან­მა წა­რად­გი­ნეს. ლი­ტე­რა­ტორ­მა, ზაალ ჩხე­ი­ძემ წა­ი­კი­თხა ლექ­ცია მა­რიო ბე­ნე­დე­ტის შე­სა­ხებ.

მა­რიო ბე­ნე­დე­ტი 80-ზე მეტი წიგ­ნის ავ­ტო­რია. ისი­ნი 20-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი. ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მწე­რა­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ავ­ტო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. აქ­ტი­უ­რი იყო ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც.

„მა­რიო ბე­ნე­დე­ტი სამ­ხრეთ-ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ის არის ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კი­თხვა­დი მწე­რა­ლი, არა მხო­ლოდ ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან მკი­თხველ­ში, არა­მედ მთელ ევ­რო­პა­ში. ვფიქ­რობთ, რომ მისი წიგ­ნი ძა­ლი­ან კარ­გი შე­ნა­ძე­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის,“ - ამ­ბობს მა­რიო ბე­ნე­დე­ტის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი, მაია ალუ­და­უ­რი.
dwd

ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ში მა­რიო ბე­ნე­დე­ტის ორი რო­მა­ნია შე­სუ­ლი: „სუ­ლის მოთ­ქმა“ და „მად­ლო­ბა ცე­ცხლის­თვის“.

რო­მან­ში „სუ­ლის მოთ­ქმა“ შუ­ახ­ნის ქვრი­ვი მა­მა­კა­ცის ერ­თფე­რო­ვან, უსი­ხა­რუ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ ხდე­ბა. მას ეწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­ნუც­დე­ლი აღ­მაფ­რე­ნით ავ­სებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე რო­მანს - „მად­ლო­ბა ცე­ცხლის­თვის“, ეს არის ამ­ბა­ვი ახალ­გაზ­რდა კა­ცი­სა, რო­მე­ლიც ვე­ღარ უძ­ლებს სა­კუ­თა­რი მა­მის უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ მას­თან ბრძო­ლის ძალა არ შეს­წევს. მწე­რა­ლი უდი­დე­სი ოს­ტა­ტო­ბით გად­მოს­ცემს ამ­ბავს ერთ ცნო­ბილ ოჯახ­ზე, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სამი თა­ო­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­დაც და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლით დუღს სიყ­ვა­რუ­ლიც, სი­ძულ­ვი­ლიც, ში­შიც, გამ­ბე­და­ო­ბაც, ღა­ლა­ტიც, ერ­თგუ­ლე­ბა­ცა და სა­სო­წარ­კვე­თაც.

„აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა, რო­მე­ლიც ბე­ნე­დე­ტის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში შეგ­ხვდე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა იყოს უკი­დუ­რე­სად მსუ­ბუ­ქი. გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მან­ში „სუ­ლის მოთ­ქმა“. რაც შე­ე­ხე­ბა რო­მანს, „მად­ლო­ბა ცე­ცხლის­თვის“, ეს ცოტა უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ცოტა უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას.“ - ამ­ბობს, ზაალ ჩხე­ი­ძე. მი­სი­ვე თქმით, ბე­ნე­დე­ტი სა­დად და ფა­ქი­ზად წერს ადა­მი­ა­ნურ თე­მებ­ზე: „ბა­ბუა რომ დაჯ­დე­ბა და ამ­ბავს მო­უყ­ვე­ბა შვი­ლიშ­ვილს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ამ­ბა­ვია ბე­ნე­დე­ტის რო­მა­ნე­ბი. თუკი არ­სე­ბობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მწერ­ლო­ბა, ბე­ნე­დე­ტი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მწერ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე უფრო კლა­სი­კუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.“ - აღ­ნიშ­ნავს იგი.
v

„თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­თი­ნურ-ამე­რი­კულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მო­ძა­ლე­ბუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ზის, მა­გი­უ­რი რე­ა­ლიზ­მის, უსა­ზღვრო ფან­ტას­ტი­კი­სა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი წი­აღსვლე­ბის ფონ­ზე, ურუგ­ვა­ე­ლი მწერ­ლის მა­რიო ბე­ნე­დე­ტის პრო­ზა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბე­ბი­სა და ძველ­მო­დუ­რი ფსი­ქო­ლო­გიზ­მით გამ­სჭვა­ლუ­ლი გმი­რე­ბის გამო, მკი­თხველს შე­იძ­ლე­ბა მე­ტის­მე­ტად ყო­ფი­თიც კი მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით ჩანს ასე: მა­რიო ბე­ნე­დე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა ღრმად რე­ა­ლის­ტუ­რია, წინა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლია სო­ცი­ა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი, გმირ­თა სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ავ­ტორს მთარ­გმნე­ლი ელზა ახვლე­დი­ა­ნი.

გარ­და იმი­სა, რომ ბე­ნე­დე­ტი რო­მა­ნის­ტი და ესე­ის­ტი გახ­ლდათ, მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით 1992 წელს გა­მო­ვი­და არ­გენ­ტი­ნუ­ლი დრა­მა - „გუ­ლის ბნე­ლი მხა­რე“ (El lado oscuro del corazón). ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტია, რო­მელ­საც თა­ვის გა­სა­ტა­ნად სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ი­სათ­ვის მი­ყიდ­ვა უწევს. ფილ­მის სცე­ნარს სა­ფუძ­ვლად მა­რიო ბე­ნე­დე­ტის ლექ­სე­ბიც და­ე­დო.
d

ქარ­თველ მკი­თხველს სამ­ხრეთ-ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბა უკვე შე­უძ­ლია. ბე­ნე­დე­ტის რო­მა­ნე­ბის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

13 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
"მერსისაიდული დღიური" - წიგნი ბიჭზე, რომლისთვისაც ცხოვრების აზრი ფეხბურთია

"ვინ ვარ? - ამ კითხვას მე თავადაც ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და ყოველ ჯერზე განსხვავებული პასუხი მაქვს. თუ ამ კითხვას მშობელი დამისვამს, მისთვის შვილი ვარ, მეგობრისთვის - მეგობარი, ვიღაცისთვის შეიძლება თანამშრომელი, ლექტორი, მასწავლებელი ან არც არავინ ვიყო..." 

საზოგადოებისთვის კი ეს ნუგზარ ღვალაძეა - ავტორი, რომლის რომანი "მერსისაიდული დღიური" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" აღმოჩენაა. 

ნუგზარ ღვალაძის ეს სადებიუტო წიგნი შეუპოვრობაზე, მიზნისაკენ სწრაფვასა და ოცნებების ახდენაზე მოგვითხრობს.

"ვწერ მას შემდეგ, რაც წერა ვისწავლე. ღრმა ბავშვობიდან ვწერ. თავიდან ვწერდი მხოლოდ

ლექსებს, შემდეგ პატარ-პატარა მოთხრობებს. ბავშვობისდროინდელი ჩანაწერების უმეტესობა დამეკარგა, თუმცა რაც შემრჩა, მათი კითხვისას ძალიან ვხალისობ. "მერსისაიდული დღიური" ჩემი პირველი წიგნია, რომელიც დაიბეჭდა. 

რატომ ვწერ? - ვწერ იმიტომ, რომ არ მომწონს სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, ნაწერში კი შეგვიძლია ისეთი შევქმნათ, როგორიც გვსურს. უმეტესად, ვწერ იმიტომ, რომ გადმოვცე ემოცია, რომელიც სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობისას მიგროვდება. ასევე, ვცდილობ, თავი თითოეული ადამიანის ადგილას წარმოვიდგინო და გადმოვცე, თუ რას გრძნობენ, რა უხარიათ, რა სწყინთ... 

მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. პატარ-პატარა ცხოვრებისეული დეტალების შეგროვება, შემდეგ გაერთიანება და ნაწერში გადმოცემა. პერსონაჟებს ვქმნი რამდენიმე რეალური ადამიანის ხასიათების შერწყმით ისე, რომ მკითხველმა ხშირად ამოიცნოს საკუთარი თავი და თქვას - "ეს ისტორია ხომ ჩემზეა?! აი, ზუსტად ასე ვიქცევი მეც!" - ასე ახასიათებს საკუთარ თავსა და ნაწარმოებს ავტორი.

"მერსისაიდული დღიურის" მთავარი გმირი არის ბიჭი, რომლის ცხოვრების აზრიც ფეხბურთია, ხოლო მისი სათაყვანებელი გუნდი - "ლივერპული". მისთვის "ლივერპულში" თამაში კი არა, ქალაქ ლივერპულში მოხვედრაც კი აუხდენელი ოცნებაა მანამ, სანამ სასკოლო გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვებს. 

წიგნი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორია გზა უბნის საფეხბურთო მოედნიდან მსოფლიოს უდიდეს სტადიონებსა და ასობითათასი გულშემატკივრის აღტაცებულ ყიჟინამდე.

ავტორის ფანტაზიის უნარი და საინტერესო თხრობის სტილი არა მარტო "ლივერპულის", არამედ, ზოგადად, ფეხბურთის ქომაგებს საოცნებო სამყაროში ამოგზაურებს.

"კონკრეტულად ეს ნაწარმოები ფეხბურთის და უშუალოდ, "ლივერპულის" სიყვარულმა დამაწერინა. ეს არ არის უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. საფეხბურთო კულტურაში "ლივერპული" შეიძლება შევადარო ყველაზე მძიმე ნარკოტიკს, რაც კი არსებობს. თუ გასინჯე, ჩათვალე, რომ ვერასდროს დააღწევ თავს. მიყვარს მისი წარსული, აწმყო და ის პოტენციალი, რაც ახლა იგრძნობა ამ კლუბში. ძალიან მიყვარს "ლივერპულის" თილისმა - ფენიქსი, რომელიც ხასიათით ცხოვრების გარკვეულ ეტაპებს შემიძლია შევადარო. ეს არის მითოლოგიური ფრინველი, რომელიც სიკვდილის წინ თავს თვითონვე იწვავს და შემდეგ საკუთარი ფერფლისგან აღდგება. ეს მუდმივი განახლების, უსასრულობის სიმბოლოა. წერისას, ხშირად ვუსმენდი გუნდის ჰიმნს - You'll never walk alone-ს. ეს რომანი არის ყველასთვის, ვისაც კი რაიმე ოცნება და მიზანი გააჩნია. 

ეს არის რომანი ბიჭზე, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება თავის ოცნებას. ადამიანზე, რომელიც ცდილობს გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და მიაღწიოს მიზანს. ნაწარმოები განსაკუთრებით მოსწონთ ფეხბურთის მოყვარულებს, მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობენ თუ არა "ლივერპულს", - აღნიშნავს ნუგზარ ღვალაძე.

ავტორი, ამჟამად, ახალ ნაწარმოებზე მუშაობს. ნაწყვეტებს, პერიოდულად, სოციალურ ქსელში აქვეყნებს და როგორც თავად აღნიშნავს, საკმაოდ დიდ გამოხმაურებას იღებს. 

"მეორე ნაწარმოები ბევრად განსხვავებულია. ამ ნაწარმოებში ვცდილობ, გადმოვცე პერსონაჟები შიშვლად, შეულამაზებლად. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ, ადამიანები არ ვართ არც კეთილები და არც ბოროტები, რადგან სიკეთისა და ბოროტების ცნება ძალიან ზოგადია და სხვადასხვაგვარად აღქმადი. დარწმუნებული ვარ, ამ ახალ ნაწარმოებზე ისაუბრებენ ყველგან - დიდ ქალაქებში, სოფლებში, ყავის დალევისას, სადაქალოში, საძმაკაცოში, სოციალურ ქსელებში, აღსარებებშიც კი", - ამბობს ავტორი.

რაც შეეხება რომანს - "მერსისაიდული დღიური", მისი შეძენა "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

04 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
„ავტორი, რომელსაც შეუძლია გასწავლოს საუბარი საკუთარ თავთან“ - პროექტი „იკითხე ქართული“ იწყება

4 თე­ბერ­ვალს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ახალ პრო­ექტს იწყებს. „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ პირ­ვე­ლი ტომი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის, პო­ე­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ იქ­ნე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მაია ალუ­და­უ­რის თქმით, „იკი­თხე ქარ­თუ­ლი“ უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, მისი თე­მე­ბის, ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დი­ნა­მი­კას ასა­ხავს.

„თა­მაზ ჭი­ლა­ძის რო­მა­ნი, „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი და­სა­წყი­სია, რად­გან რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნო­ვა­ტო­რო­ბა­ზე, ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ამ შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვახ­სენ­დე­ბა სწო­რედ თა­მაზ ჭი­ლა­ძე. ეს არის ავ­ტო­რი, რომ­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­პე­იზ­მის ტენ­დენ­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში,” - ამ­ბობს მაია ალუ­და­უ­რი.

რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ 1965 წელს არის და­წე­რი­ლი. ამ თა­რიღ­ზე პო­ე­ტი და ფი­ლო­ლო­გი ქე­თე­ვან შენ­გე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის რო­მა­ნის ახა­ლი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის და­წე­რი­ლი წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა, სა­დაც წერს, რომ სა­ინ­ტე­რე­სოა ეპო­ქა, როცა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი შე­იქ­მნა. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის უკვე შეჩ­ვე­უ­ლი იყო ადა­მი­ა­ნის მიერ ქვეყ­ნის­თვის, საქ­მის­თვის ან მოყ­ვა­სის­თვის ჩა­დე­ნილ „სა­ა­მა­ყო“ ქმე­დე­ბებს. ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი გმი­რი ხალ­ხის­თვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

„ამ­გვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­რე­მო­ში თა­მაზ ჭი­ლა­ძეს შე­მოჰ­ყავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა, ყოფა და ცხოვ­რე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ერ­თო აღ­ტა­ცე­ბის სა­გა­ნი არ არის. მის პერ­სო­ნაჟს გა­აჩ­ნია ნაკ­ლიც და ღირ­სე­ბაც, ის არც გმი­რია და არც კერ­პი. ცხოვ­რობს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და ესე იგი, სა­ინ­ტე­რე­სოდ. სავ­სეა ადა­მი­ა­ნუ­რი და არა ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი ემო­ცი­ე­ბით...,“ - ასე ახა­სი­ა­თებს ქე­თე­ვან შენ­გე­ლია ჭი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას.

რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ სხვა­დას­ხვა დრო­სა და ად­გი­ლას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა. რო­მა­ნი ეხე­ბა მა­რა­დი­ულ თე­მებს, რომ­ლებ­საც ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი მუდ­მი­ვად დას­ტრი­ა­ლე­ბენ: რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რა არის ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა და რო­გო­რია მათ­კენ სა­ვა­ლი გზე­ბი; რო­მან­ში შეხ­ვდე­ბით უნი­ჭო­ბი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ბო­რო­ტე­ბის, მედ­რო­ვე­თა, კა­რი­ე­რის­ტთა და თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე­თა ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს. „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“, რო­გორც ქე­თე­ვან შენ­გე­ლია წერს, არის რო­მა­ნი, რომ­ლის „ავ­ტორს შე­უძ­ლია გას­წავ­ლოს სა­უ­ბა­რი სა­კუ­თარ თავ­თან“.

შენ­გე­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით, მკი­თხვე­ლი ხვდე­ბა, რომ ავ­ტო­რი სა­უ­ცხოო ფსი­ქო­ლო­გიც არის. იგი ნა­წარ­მო­ებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის პერ­სო­ნა­ჟებს აცო­ცხლებს.

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს თა­მაზ ჭი­ლა­ძის, რო­გორც მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვან წილ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­მა­ნი „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ ცალ­კე გა­მო­ცე­მუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. „ის იყო ერთ დიდ კრე­ბულ­ში მოქ­ცე­უ­ლი. კარ­გია, რომ ის უკვე ცალ­კე წიგ­ნად იქცა,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.

wignebi

გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „სა­ოც­რად კარ­გი თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს ბა­ტონ თა­მაზ­თან. 19 წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. თა­ვი­დან­ვე თა­ვი­სი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით, ტაქ­ტით, რო­გორც ყვე­ლა­სად­მი იყო გან­სმჭვა­ლუ­ლი, ასე შემ­ხვდა მეც. ერთი ის­ტო­რია მა­კავ­ში­რებს მას­თან. ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში მი­ტა­ნი­ლი მქონ­და ჩემი ერ­თა­დერ­თი პი­ე­სა. სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო ბა­ტო­ნი თა­მა­ზი ამ ამ­ბავს და გა­ი­გო, რომ ვერ ბეჭ­დავ­დნენ. იმ პი­ე­სა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რა­ღაც გვაკ­ლი­აო და ამ კონ­ტექ­სტში თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში კი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, თუნ­დაც შე­ფარ­ვით ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი იყო. ბა­ტონ­მა თა­მაზ­მა კი მი­თხრა, თუ მო­ი­ტან აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ვე­ლი­ვე ნო­მერ­ში გა­ვუშ­ვე­ბო. წა­უ­კი­თხა­ვად და­თან­ხმდა და­ბეჭდ­ვას. რა­მაც ძა­ლი­ან დიდი რწმე­ნა მომ­ცა. ახალ­გაზ­რდა კაც­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, რო­დე­საც და­ი­ნა­ხავს რწმე­ნას, ნდო­ბას. იმე­დი უჩ­ნდე­ბა და მეც სა­ოც­რად მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის.“

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „ბა­ტო­ნო თა­მა­ზი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრა­მა­ტურ­გი და მწე­რა­ლია და რაც მთა­ვა­რია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გია, რაც ადა­მი­ა­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭია. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ი­სად­მი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბა­ტონ თა­მაზ­თან. სხვა კარ­გი პე­და­გო­გე­ბიც მყო­ლია, მაგ­რამ მახ­სოვს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ლექ­ცი­ე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ბა­ტო­ნო თა­მა­ზი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ დრა­მა­ტურ­გებ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში და არა მარ­ტო მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში. ქარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გია არ ით­ვლის მა­ინ­ცდა­მა­ინც ბევრ სა­უ­კუ­ნეს. ამ ის­ტო­რი­ა­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი, როლი და ფუნ­ქცია აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბა­ტონ თა­მაზს.“

პრო­ექ­ტის „იკი­თხე კლა­სი­კა“ ფარ­გლებ­ში, ასე­ვე, მზად­დე­ბა ანა კა­ლან­და­ძის პო­ე­ზი­ის კრე­ბული, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის რო­მანი „სპი­რა­ლი“, ვაჟა გი­გაშ­ვი­ლის „ერთი ვინ­მე ყაფ­ლა­ნიშ­ვი­ლი“, ლე­ვან გო­თუ­ას მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბული, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „ნატ­ვრის ხე“ და სხვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ის „იკი­თხე ქარ­თუ­ლი" წიგ­ნე­ბი 4 თე­ბერ­ვლი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.50 ლარი, ხოლო გა­ზეთ­თან ერ­თად 10 ლარი.

04 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა

23 იან­ვარს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თა.
„შუ­ლა­მელ გო­გო­ნებ­სა“ და „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბას“ მკი­თხვე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ყიდ­ვა­ში ჩაშ­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჰყავს, რა­საც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ავ­ტო­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლეც მოწ­მობ­და. რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა და მკი­თხვე­ლის გაც­ნო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პრო­ცე­სი იყო.

wignebi

გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი 9 ათას­ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი ხმით გახ­და. წიგ­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, მწე­რალ­მა, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა და წიგ­ნის ყდის დი­ზა­ი­ნერ­მა, მხატ­ვარ­მა მაკა ზე­დე­ლაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს.

wignebi

„პა­ლიტ­რა L -ის კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლის სივ­რცის ნა­წილ­ნი გახ­დნენ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამავდრო­უ­ლად, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. ამა­ღელ­ვე­ბე­ლია შეგ­რძნე­ბა, რო­დე­საც შენი პირ­ვე­ლი წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა. აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ის ახლა მკი­თხვე­ლის ხელ­შია, მისი სა­კუთ­რე­ბაა... წა­ი­კი­თხა­ვენ, გა­ე­ღი­მე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ცრემ­ლიც მო­ად­გეთ, ეწყი­ნოთ, გაბ­რაზ­დნენ... მე, რო­გორც ავ­ტო­რი, მზად ვარ მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი გავ­ხდე. ეს მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ რისი თქმაც მათ­თვის მინ­დო­და, ვთქვი.“ - გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

wignebi

„როცა დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რი წერს პირ­ველ წიგნს - რო­მანს, ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. მას სჭირ­დე­ბა სულ სხვა გამ­ბე­და­ო­ბა. ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს სხვა­დას­ხვა ქალ­ზე, მოგ­ვი­თხრობს თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, სხვებ­ზე და ამა­ვე დროს, ეს არის მისი გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. რო­მან­ში სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იმა­თი ხმა უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ლეს ხმას და იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი სა­მა­ია, კომ­პო­ზი­ცი­უ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლა­დაც, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თვის არის ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი.“ - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი

ხალ­ხის რჩე­უ­ლის, ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ კი, რო­მელ­მაც 10 000-ზე მეტი ხმა მი­ი­ღო, სტუმ­რებს ჟი­უ­რის წევ­რმა და ლი­ტე­რა­ტორ­მა, ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და მწე­რალ­მა ელის დოჯ­სონ­მა წა­რუდ­გი­ნეს.

wignebi

ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი­სა და მისი წიგ­ნის შე­სა­ხებ ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი marao.ge-საც ესა­უბ­რა. კრი­ტი­კოს­მა ახალ­ბე­და მწე­რალს თხრო­ბის სტი­ლი შე­უ­ქო და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ნა­წარ­მო­ე­ბი სუ­ლაც არ ჰგავს დე­ბი­უ­ტან­ტის ნა­წერს. ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ უს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­საც“ შე­ა­და­რა, თუმ­ცა გან­მარ­ტა, რომ ნი­კო­ლო­ზი არც ერთი მწერ­ლის გზას არ მიჰ­ყვე­ბა და სწო­რედ ამი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი:

„ნი­კო­ლოზს მწერ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვერ შე­ვა­ფა­სებთ, რად­გან ეს მისი სა­დე­ბი­უ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბია, თუმ­ცა, რო­გორც წიგნ­მა აჩ­ვე­ნა, მას აქვს საკ­მა­რი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და თუ ამ გზას გა­უყ­ვე­ბა და მთლი­ა­ნად თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში არ ჩა­ი­კარ­გე­ბა, წარ­მა­ტე­ბულ მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. თვი­თო­ნაც, უთ­ქვამს, შე­იძ­ლე­ბა ექი­მო­ბამ წე­რა­ში ხელი შე­მი­შა­ლო­სო, მაგ­რამ არამ­გო­ნია. ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ბერვ კარგ მწე­რალს იც­ნობს, რომ­ლებ­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა და მე­დი­ცი­ნის შე­თავ­სე­ბა შეძ­ლეს. ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად ჩე­ხო­ვის მა­გა­ლი­თიც საკ­მა­რი­სია.ნი­კო­ლო­ზის თხრო­ბის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რა, სტი­ლის­ტი­კა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი და სხვა უამ­რა­ვი წვრილ­მა­ნი გვა­ვი­წყებს, რომ „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნია და გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­მოც­დი­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ებს ვკი­თხლობთ, რო­გორც ჩანს, მას თვი­თონ აქვს პრო­ზა­ი­კო­სის ხა­სი­ა­თი. ის მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხა­ავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას“,- ამ­ბობს ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

wignebi

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია პო­ე­ტის ამ­პლუ­ა­ში იც­ნობს. მო­მა­ვა­ლი ექი­მი და მისი ლექ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში სარ­გებ­ლობს. რო­გორც ავ­ტო­რი marao.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, წიგ­ნიც სწო­რედ ამ თა­ო­ბის­თვის, 16 წელ­ზე უფ­რო­სი მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. მან სა­უბ­რი­სას პრე­ზენ­ტა­ცი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა და წიგ­ნის მი­ზან­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც ემო­ცი­ებ­სა და გან­ცდებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს:

„დიდი ხა­ნია ასე ძა­ლი­ან არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, თუმ­ცა რო­გორც კი ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ „მწერ­ლის სკამ­ზე“ მოვ­კა­ლათ­დი და წარ­დგე­ნა და­ი­წყო, მივ­ხვდი სა­კუ­თარ თავს და წიგნს იმა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი, ვიდ­რე ოდეს­მე. სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა მკი­თხველ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის. პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც და­ვა­რი­გე და მკი­თხველს სა­ნის­თან და შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბას­თან ერ­თად თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა ვუ­სურ­ვე. წიგ­ნი, ალ­ბათ, 16 წლის თი­ნე­ი­ჯე­რებს და უფ­რო­სებს მო­ე­წო­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ის მკი­თხველს გან­სხვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და­უ­ტო­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­ნის გრძნო­ბე­ბი და გან­ცდე­ბი ასე თუ ისე შორს არის რე­ა­ლუ­რის­გან, ის ცდი­ლობს თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა მო­უ­ძებ­ნოს ყვე­ლა­ფერს, მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ერ­თოს იპო­ვის მას­თან.ჩემი წიგ­ნი ვინ­მეს მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მის­გან ცხოვ­რე­ბის სწავ­ლე­ბას უნდა ელო­დოთ-მეთ­ქი, არ გე­ტყვით. ის უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია მა­შინ მი­ა­კი­თხო, რო­დე­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გინ­დე­ბა. წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ცა­დონ და იგ­რძნონ“.- ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ ხუ­თი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი: გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“; ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“; იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის „ტრან­სმუ­ტა­ცია“ და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის „ცდუ­ნე­ბა“ 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­და.

კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

04 თებერვალი, 2019 წ.
სრულად
ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ქა­ო­სურ რე­ჟიმ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. მუდ­მი­ვად სა­დღაც გვეჩ­ქა­რე­ბა, მუდ­მი­ვად სა­დღაც გავ­რბი­ვართ და რა­ღაც გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. დრო­ის დე­ფი­ცი­ტი არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ წიგნ­თან მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის შექ­მნის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს გახ­ლავთ, გა­ა­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნე­ბის წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი უკვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლა წიგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზღაპ­რე­ბი, თუმ­ცა gudabooks.ge აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ვებგ­ვერ­დია, რო­მე­ლიც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, იქო­ნი­ოს პი­რა­დი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა და იკი­თხოს წიგ­ნე­ბი ყველ­გან: მან­ქა­ნა­ში, მა­ტა­რე­ბელ­სა თუ თვითმფრი­ნავ­ში, ვე­ლო­სი­პე­დი­თა თუ ფე­ხით სე­ირ­ნო­ბი­სას, რიგ­ში დგო­მი­სას, ვარ­ჯი­შის დროს ან უბ­რა­ლოდ დას­ვე­ნე­ბი­სას.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დზე gudabooks.ge ან აპ­ლი­კა­ცი­ით - გუდა (Guda), რომ­ლის ჩატ­ვირ­თვა­საც iOS (iPad, iPhone, iPod Touch), Android და Windows (Windows 10, mobile) მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტე­ბი­დან შეძ­ლე­ბენ.

palitraL

„გუ­დას­თვის არ არ­სე­ბობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ზა­ნია, წიგ­ნი ყვე­ლას­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ვებგ­ვერ­დის შექ­მნაც სწო­რედ ამ იდე­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ შშმ პი­რე­ბიც. აუ­დიო წიგ­ნებ­თან ერ­თად ვებგ­ვერ­დზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბის ელ. ვერ­სი­ე­ბიც. “- აცხა­დებს „პა­ლიტ­რა L“-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი gudabooks.ge-ზე ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იწე­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის ვებგ­ვერ­დზე უკვე ასამ­დე წიგ­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი, ესე­ნია კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის თარ­გმა­ნე­ბი, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, აქ ნა­ხავთ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებ­საც.

Godabooks.ge ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტეს­ტო ეტაპ­ზეა, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელს უკვე შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა. პრო­დუქ­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ხმე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თაა ჩა­წე­რი­ლი, რაც უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ეწ­ვი­ონ ვებგ­ვერდს: www.gudabooks.ge ან გად­მო­წე­როს აპ­ლი­კა­ცია შე­სა­ბა­მი­სი ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტი­დან.

აპ­ლი­კა­ცი­ის გად­მო­სა­წე­რად, თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან (Apple, Android, Windows) უნდა შეხ­ვი­დეთ ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტებ­ზე (App store, Playstore, Microsoft store) მო­ძებ­ნოთ "Guda" და ჩა­მოტვირ­თოთ „გუდა“.

18 იანვარი, 2019 წ.
სრულად
უმცროსი ბრონტეს კიდევ ერთი რომანი ქართულ ენაზე

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ენ ბრონ­ტეს მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნით - „აგ­ნეს გრეი“ უკვე იც­ნობს. ახლა კი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, ბრონ­ტე­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის რი­გით მე­ო­რე და სკან­და­ლუ­რი რო­მა­ნი ქარ­თულ ენა­ზე წა­ი­კი­თხონ.

„მდგმუ­რად უა­ილ­დფელ-ჰოლ­ში“ 1848 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და გა­მოს­ვლი­დან ექვს კვი­რა­ში მთე­ლი ტი­რა­ჟი გა­ი­ყი­და. ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი რო­მა­ნე­ბი­დან ეს რო­მა­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლია. წიგ­ნი იმ­ჟა­მინ­დე­ლი ეპო­ქის მთა­ვარ პრობ­ლე­მურ თე­მებს: ლო­თო­ბა­სა და გარ­ყვნი­ლე­ბას ეხე­ბა. ენ ბრონ­ტე რო­მან­ში მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს გა­თხო­ვი­ლი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას. ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, რომ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ქალი მთლი­ა­ნად ქმრის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ი­ო­და: მას თით­ქმის არ ჰქონ­და უფ­ლე­ბე­ბი, არ გა­აჩ­ნდა შე­მო­სა­ვა­ლი და სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა. იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ ქალი ქმარს გა­ეყ­რე­ბო­და, ვერ მოს­თხოვ­და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­სა და ვერც შვი­ლებს წა­იყ­ვან­და თან.

გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში არც თუ ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბოდ­ნენ, ქმრის­გან შე­ვიწ­რო­ვე­ბა აე­ტა­ნათ ან უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. სწო­რედ ასე იქ­ცე­ვა ენ ბრონ­ტეს რო­მა­ნის გმი­რიც.

იმ დროს ალ­კოჰო­ლიზ­მზე თით­ქმის არა­ვინ სა­უბ­რობ­და. ენ ბრონ­ტეს, ძმის ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, პი­რა­დად ჰქონ­და შე­ხე­ბა ამ სენ­თან. ამი­ტო­მაც, მან ნა­წარ­მო­ებ­ში პრობ­ლე­მა, მთე­ლი თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბით, ცხა­დად აღ­წე­რა.

palitraL

დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას დრო­ინ­დელ ინ­გლის­ში, ასე­ვე, უცხო იყო ყვე­ლა დრო­ის ისეთ მწვა­ვე პრობ­ლე­მებ­ზე წერა და სა­უ­ბა­რი, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ცრუ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­რა­ლი, ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ოჯახ­ში, ქმრის ტი­რა­ნია, უზ­ნე­ო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბას გაქ­ცე­უ­ლი ქა­ლის გა­რიყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან.

რო­მან­მა „მდგმუ­რად უა­ილ­დფელ-ჰოლ­ში“ ინ­გლის­ში კრი­ტი­კო­სე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ენის და, შარ­ლო­ტა ბრონ­ტეც კი იმ აზ­რზე იყო, რომ მწე­რალ­მა არას­წო­რი თემა შე­არ­ჩია. შარ­ლო­ტამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა აკ­რძა­ლა.

რო­მა­ნი ხე­ლახ­ლა მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. მას მოჰ­ყვა ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბი 1968 და 1996 წლებ­ში. ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კი ნა­წარ­მო­ებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო­ბა. 17 იან­ვრი­დან „მდგმუ­რად უა­ილ­დფელ-ჰოლ­ში“ ბიბ­ლუ­სის ფი­ლი­ა­ლებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

18 იანვარი, 2019 წ.
სრულად