სიახლეები
"მე/შენ ქრისტე ხარ" - რომანი რომანში, რომელშიც ბევრი საკუთარ ყოფას ამოიცნობს
26 მარტს”ბიბლუსი გალერეაში” პრემია ”საბას” ლაურეატი ქართველი მწერლის, ტორესა მოსის წიგნის ”მე/შენ ქრისტე ხარ” პრეზენტაცია გაიმართა.წიგნის მთავარი თემაა თანამედროვე ადამიანი, მისი ყოველდღიური ცხოვრებითა და სულიერი მდგომარეობით... წიგნი, რომელშიც ბევრმა შესაძლოა საკუთარი ყოფა ამოიცნოს. ეს არის რომანი რომანში, რომელშიც განსხვავებული პერსონაჟები საკუთარ ამბებს გვიამბობენ, მსჯელობენ, კამათობენ.. ყველა გმირი ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. მათი ცხოვრება ხშირად აწეწილია, ზოგჯერ მშვიდია და წყნარი, თუმცა, ყველა შემთხვევაში თავისებურია.წიგნი ”პალიტრა L-მა”  გამოსცა.
27 მარტი, 2015 წ.
სრულად
საღმრთო ისტორია ბავშვებისათვის
”გამომცემლობა პალიტრა L"  ამჯერად ჟურნალ ”კარუსელთან” ერთად კიდევ ერთხელ გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის დაწერილი ბიბლიური მოთხრობების სერიას (სულ 24 წიგნად, რომლებიც თანდათან  ყოველ პარასკევს გამოვა) , საერთო სახელით ”საღმრთო ისტორია”, შესაბამისი ილუსტრაციებით. ეს წიგნები 2012 წელს დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II – ს ლოცვა-კურთხევით და გამოდიოდა ჟურნალ ”კარიბჭესთან” ერთად.
20 მარტი, 2015 წ.
სრულად
”გიკი გოგო” - ამჯერად თბილისში
”ბიბლუსი გალერეაში" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 10 ლარის ნაცვლად მხოლოდ 3 ლარად გაიყიდა. ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" 15 წლის ჰარიეტ მანერსის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.აქცია თბილისში, ჭავჭავაძის #7-ში მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" 19.00 საათზე დაიწყო. ის ერთი საათით იყო დაგეგმილი. თუმცა წიგნის შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ორგანიზატორებმა აქცია იქამდე გააგრძელეს, ვიდრე წიგნი აქციაზე მყოფმა ყველა მსურველმა არ შეიძინა.როგორც "ბიბლუსი გალერეაში" შეკრებილი საზოგადოება აცხადებდა, მოხარული არიან იმით, რომ წიგნი ქართულად ითარგმნა და მისი შეძენა ხელსაყრელ ფასში არის შესაძლებელი.
17 მარტი, 2015 წ.
სრულად
ჩვენი ეპოქა 20 წელი (წიგნი მეოთხე)
მამუკა არეშიძე: „თავიდან ქართული სოფლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, რაზეც ჩვენ ამავე იარაღით არ გვიპასუხია. ეუთოს მონიტორინგის სამსახურმა წარმოადგინა კიდეც დასკვნა, რომ ოსური მხარიდან დაიბომბა ქართული სოფლები“ გინახავთ ოდესმე დაჩოქილი, გასისხლიანებული მოხუცი, რომელიც ქვეყნისთვის ლოცულობს, უფალს მის გადარჩენას სთხოვს, ირგვლივ კი ისვრიან და ჭურვებს აფეთქებენ?! ამაზე მძიმე არაფერი შეიძლება იყოს!
ალეკო ელისაშვილი: „მეცვა ფორმა, მეჭირა ავტომატი და ვერაფერს ვაკეთებდი საქართველოსთვის. უფრო სწორად, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ომი უჩემოდ მოხდა, ომი უჩემოდ წავაგეთ“
დეკანოზი იაკობი (ჩოჩნიძე): ჩვენ არ ვკითხულობთ, ვინ – ოსია, ვინ – რუსი და ვინ – ქართველი. იქ ყველა გაჭირვებულია. ყველას გამხნევება და გადარჩენა სჭირდება. ჩვენთვის ყველა ღვთის შვილია. ის ხალხი უფლის ხელიდან იღებს დახმარებას, უფლისთვის კი ყველა ერთია...არსებობს რუსული არმიის თბილისში შემოსვლის საფრთხე... მტრის ტანკები თბილისისკენ დაიძრნენ და სოფელ იგოეთთან შეჩერდნენ...
ჯორჯ ბუში: „ვიწყებთ ჰუმანიტარულ მისიას ქართველი ხალხის დასახმარებლად. ამ მისიის სათავეში ამერიკის შეიარაღებული ძალები დგას. ეს მისია იქნება მტკიცე და გრძელვადიანი“ დმიტრი მედვედევი: „რომ არა 2008 წლის ომი, დედამიწაზე სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლად, რამდენიმე ქვეყანას ნატოში შეათრევდა“
26 თებერვალი, 2015 წ.
სრულად
ზამთრის საბოლოო ფასდაკლება ”პალიტრა L-ის” წიგნებზე
გამომცემლობა "პალიტრა L"-ი კითხვის მოყვარულებს ყოველთვის ანებივრებს ფასდაკლებებით.
18 თებერვალი, 2015 წ.
სრულად
ჩვენი ეპოქა 20 წელი (წიგნი მესამე)
ასლან აბაშიძის ხელისუფლებამ 2 მაისს ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. ქაქუთის,ჩოლოქისა და ჯიხანჯირის ხიდები ააფეთქა და, ფაქტობრივად, მოსახლეობა მძევლად აქცია.იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლა იყო. ოფიციალური ვერსიის არავის სჯეროდა.10 მაისს თბილისი შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში ჩაწერილიყო, როგორც მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერის მკვლელობის ადგილი... ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტის აფეთქება 27 წლის ვლადიმერ არუთინიანმა სცადა...ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან პრეზიდენტი სააკაშვილი „ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმაში“, კორუფციასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში ამხილა, ეჭვქვეშ დააყენა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.რიყესა და რუსთაველზე მიტინგების სასტიკი დარბევისას გამოყენებული რეზინის ხელკეტები და წყლის ჭავლი არ იყო ახალი და გასაკვირი, მაგრამ პოლიციამ უფრო მტკივნეულ იარაღზეც რეზინის ტყვიებზე, ელექტრომაგნიტურ მოწყობილობასა და ცრემლსადენ გაზზეც არ თქვა უარი გიორგი თარგამაძე: „მათთვის მთავარ მიზანს არ წარმოადგენდა ტელევიზიის დროებით შეჩერება. მათ სურდათ „იმედის“ ტექნიკური ბაზის მთლიანად განადგურება და სავარაუდოდ, ჩვენი თანამშრომლების, ჟურნალისტების დაშინება“.ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იგი ეჭვმიტანილად გამოაცხადა. ბრალდება 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
27 იანვარი, 2015 წ.
სრულად
ჩვენი ეპოქა 20 წელი (წიგნი მეორე)
მკვლელობის შემდეგ „გრიცკო“ სანაიას სახლის გასაღებით გარედან კეტავს კარს. იპარავს 140 ლარს გიორგის ჯიბიდან. სისხლიან ზეწარს სადარბაზოს სარდაფში აგდებს, აჩერებს ტაქსის და მშრალ ხიდთან მიდის. ამ ტერიტორიაზე აგდებს ტყვიის მასრას, მიდის თავისი მეგობრის, მალხაზ ხვედელიანის კორპუსთან. გასაღებს სახლის მახლობლად აგდებს და შინ გამთენიისას შედის...მერაბ ელიოზიშვილი: გალიაში ვარ და გალიიდან ვიხედები. ამას ამ ცხოვრებაზე მოგახსენებთ.ეკლესია სულიერია, ის ცხოვრება სხვაა... მე, მაგალითად, კიდევ არა მჯერა, რომ შიდა ქართლი დაკარგულია, როგორც ამბობენ. მაშ, რაღა დაგვრჩა და რისთვისა ვართ!მელორ სტურუა: თუ შენ არაფერი გაქვს, არა ხარ თავისუფალი ადამიანი და იცი, რომ ხვალ შეიძლება მონად გადაიქცე, მაგრამ თუ გაქვს მიწა, ისიც, რაც ამ მიწაზეა და რასაც უკანონოდ ვერავინ წაგართმევს, ხდები ჭეშმარიტი მოქალაქე!აკა მორჩილაძე: არც ერეკლე გვყავს, არც ილია და აღარც არსენა და, ალბათ, აღარც გვეყოლებიან არასოდეს.22 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე, მერიის შენობის წინ, ათეულობით ათასი ოპოზიციის მხარდამჭერი შეიკრიბა. მათ მალე გეზი სახელმწიფო კანცელარიისაკენ აიღეს, რომელიც პოლიციისა და შინაგანი ჯარის გაძლიერებული რაზმებით იყო გამაგრებული. მომიტინგეების გამოჩენის შემდეგ პოლიციამ და ჯარისკაცებმა (მიუხედავად იმისა, რომ წყალსატყორცნებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი) ძალის გამოყენებაზე უარი თქვეს და მომიტინგეებს სახელმწიფო კანცელარიისკენ გაუხსნეს გზა(!). ამ დროისათვის შევარდნაძე უკვე პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელშიიმყოფება...
06 იანვარი, 2015 წ.
სრულად
სპეციალური აქცია ბახტრიონის ბიბლუსში”_”ლაბირინთში მორბენალი” 2 ლარად!
გუშინ, 17 დეკემბერს, თბილისში, ბახტრიონის 16ში საღამოს რვა საათზე გრანდიოზული აქცია დაიწყო _ მაღაზია ”ბიბლუსში” ყველა მსურველს მხოლოდ 2 ლარად შეეძლო შეეძინა მსოფლიო ბესტსელერი, ჯეიმზ დაშნერის ”ლაბირინთში მორბენალი”.ამ წიგნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი კარგად ჩანს თანდართულ ვიდეოში, რომელშიც ამ აქციასთან დაკავშირებით მაღაზიასთან მოსულ ადამიანებს ნახავთ!



18 დეკემბერი, 2014 წ.
სრულად
100 წიგნი, თარო და პლედი
ეს სერია თქვენი არჩეულია_ "50 წიგნი პლუს 1 და კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!" სახალხო პროექტი, რომელშიც 80 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა! შეირჩა 50 წიგნი, რომელსაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაემატა ბიბლია და  შემდეგ, საზოგადოების თხოვნით, კიდევ 49 წიგნი.დარეკეთ ნომერზე 2 15 90 30 და შეიძინეთ წიგნების სერია „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ ან 49 + 1 წიგნი“ თვეში სულ რაღაც 50 ლარად, 11 თვიანი განვადებით. განვადების შემთხვევაში თქვენ ჯამში გადაიხდით სულ რაღაც 550 ლარს 708 ლარის ნაცვლად და თუ თქვენ ერთიანად გადაიხდით საფასურს, მიიღებთ უპრეცედენტო ფასდაკლებას და უკვე ფასდაკლებული 550 ლარის ნაცვლად გადაიხდით მხოლოდ 468 ლარს და მიიღეთ 50% ფასდაკლება სასურველი ფერის, თანამედროვე დიზაინის თაროზე, აირჩიეთ თქვენი გემოვნებით - თეთრი, შავი ან ყავისფერი. თაროს ადგილზე მოგართმევთ და უფასოდ დაგიმონტაჟებთ ჩვენი კურიერი. ხოლო „100 - ვე წიგნის“ შეძენის შემთხვევაში მოქმედებს უფრო მომგებიანი პირობა! თქვენ 1416 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 1100 ლარს განვადებით, ანუ თვეში 100 ლარს, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 936 ლარს, რაც წარმოუდგენელი ფასია ამ სერიისთვის და თანაც ერთის ფასად შეგიძლიათ მიიღოთ ორი თარო!არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი ნაწარმოები ორ წიგნადაა  დაბეჭდილი, ამდენად, თქვენ გექნებათ 120-მდე წიგნისგანშედგენილი ბიბლიოთეკა.დარეკეთ ახლავე და  თქვენ დამატებით საჩუქრად მიიღებთ კიდევ ერთ, ექსკლუზიურ პროდუქტს_საკითხავ პლედს, რომელიც კითხვის დროს მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით.2 15 90 30 სატელეფონო მარკეტინგის ოპერატორების სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი _ 9:30-21:00შაბათი, კვირა - 10:30-18:00
11 დეკემბერი, 2014 წ.
სრულად
ჩვენი ეპოქა 20 წელი
შეინახე შენი ეპოქის რეალური ისტორია!პირველად! საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ერთად, რაც წლების განმავლობაში თქვენთვის იწერებოდა"კვირის პალიტრის” რჩეული პუბლიკაციები 5 წიგნად. ჩვენი ეპოქა 20 წელი თვეში ერთხელ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ერთად 15-დან 22 დეკემბრამდე

პირველი წიგნი

1995-1999

თბილისის ომი
აფხაზეთის ომი
კრიმინალური ქრონიკა
საქართველო ამიერკავკასიის საჭადრაკო დაფაზე
90-იანი წლების თბილისი და საქართველო
ეპოქის იუმორი


20 წელი ერთად! 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა ,,კვირის პალიტრის” პირველი ნომერი

ზვიად გამსახურდია:
"მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის."

"ნიუტონას" დღიურებიდან:
"2 ოქტომბერს, გამთენიისას, რაღაც ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ ნამდვილი სიკვდილის მოსვლასაც. ბავშვების წივილსაც ჰგავდა, ქალების კივილსა და კაცების ხრიალს. ნელ-ნელა რომ სჭრიან ყელს. ჩვენი ბიჭების ღრიანცელმა მომიყვანა გონს. განგაშია"

გაზეთი "მონდი":
"შევარდნაძემ შეუმცდარი ალღოთი გაიანგარიშა, საით უბერავდა ქარი და როგორც მსოფლიო კლასის დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, საქართველოს სასარგებლოდ დააწყო ფიგურები ნავთობის სიმბოლურ საჭადრაკო დაფაზე.

"კვირის პალიტრა" #4 1999წ:
თუ კარგა ხანს დაჰყოფთ მთაწმინდაზე, თქვენ წინაშე წარმოსდგება საშობაო ნაძვის ხესავით მოციმციმე ჩვენი დედაქალაქი და მოწმე გახდებით ტრაგიკომიკური სურათისა. როგორც კი ჩაქრება ერთი უბანი, ინთება მეორე.. მეორე ჩაქრება და ინთება მესამე, ოღონდ ქალაქის სხვა ნაწილში, შემდეგ ყველა ერთად ჩაქრება, კვლავ აინთება და ა.შ. თბილისელების მთელი გულისყური და იმედი თელასის მეპატრონე ფირმისა და მისი სიმპათიური წარმომადგენლისკენ, მაიკლ სქოულისკენ იყო მიმართული."

02 დეკემბერი, 2014 წ.
სრულად
ჯერონიმო სტილტონი უკვე საქართველოშია!
ჯერონიმო სტილტონი სათაგვეთში, თაგვების კუნძულზე ცხოვრობს. ეს არის ყველის ნაჭრის ფორმის ულამაზესი კუნძული, რომელიც სამხრეთის ოკეანეში მდებარეობს. აქ დაცული ბუნებაა, ამიტომ თაგვები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ. თავისუფალ დროს ჯერონიმო მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებულ პარმეზანის ქერქებს აგროვებს, გარდა ამისა, ძალიან უყვარს წიგნების წერა, რომლებშიც თავის ექსტრათაგვურ თავგადასავლებს აღწერს!ინტერვიუ ჯერონიმო სტილტონი:- ძვირფასო მეგობრებო, აქ, სათაგვეთში, თაგვების კუნძულზე, ყველა ჩემი წიგნი ნამდვილი ბესტსელერია. როგორ, ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ? ნამდვილად სასაცილო ამბებია-მოცარელაზე ფაფუკი, შვეიცარიულ ყველზე გემრიელი და გორგონძოლაზე მადისაღმძვრელი. ეს არის... ნამდვილად ულვაშიანი, სასაცილო ამბები, ენდეთ ჯერონიმო სტილტონის სიტყვას!
12 ნოემბერი, 2014 წ.
სრულად
გალაკტიონ ტაბიძე
"გალაკტიონ ტაბიძე" 17 ნოემბერს გალაკტიონის დაბადების დღეა. გამომცემლობა ”პალიტრა  L” მხოლოდ ”კვირის პალიტრის” მკითხველს საიუბილეო გამოცემას სთავაზობს, რომელშიც გალაკტიონ ტაბიძის საუკეთესო ლექსები და პირადი ჩანახატები შედის . 17-დან 24 ნოემბრამდე წიგნის სპეციალური ფასი 8 ლარია; გაზეთთან ერთად კი ფასი 9 ლარი იქნება.
06 ნოემბერი, 2014 წ.
სრულად