სიახლეები
ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილები“ პრეზენტაცია 19 დეკემბერს გაიმართება

19 დე­კემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში (მის: კან­დე­ლა­კის #7) ჯ.რ.რ ტოლ­კი­ნის ახა­ლი თარ­გმა­ნის, „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა.

ჯ.რ.რ ტოლ­კი­ნის „შო­პის პა­პის წე­რი­ლე­ბი“ გა­მო­ი­ცა სე­რი­ის „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბის პა­ტა­რე­ბის­თვის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნი აერ­თი­ა­ნებს წე­რი­ლებს, რომ­ლებ­საც ტოლ­კი­ნი სა­კუ­თარ ოთხ შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწერ­და, რო­გორც შო­ბის პაპა. წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით. „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა კამ­პა­ნი­ის, "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ" ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ­ლის მი­ზა­ნია წა­ა­ხა­ლი­სოს მა­მა­კა­ცე­ბის, რო­გორც არა­მო­ძა­ლა­დე და მზრუნ­ვე­ლი მა­მე­ბის და მე­უღ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ოჯა­ხე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, რათა მა­მა­კა­ცებ­მა მე­ტად და­უ­ჭი­რონ მხა­რი გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და ამ გზით - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

წიგნს წა­რად­გე­ნენ მწერ­ლე­ბი: ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, დათო გორ­გი­ლა­ძე და მთარ­გმნე­ლი ნიკა სა­მუ­შია.

კამ­პა­ნია „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია We Care-ის მიერ, გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის „გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, შვე­დე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის იდე­ას იზი­ა­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/1120754238098918/

 

18 დეკემბერი, 2018 წ.
სრულად
რა წიგნი ვაჩუქოთ ახალ წელს ინტერესების გათვალისწინებით

ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბა და ბევ­რი ჩვენ­გა­ნი უკვე იწყებს ფიქ­რს იმა­ზე, თუ რა აჩუ­ქოს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. კარ­გად ვი­ცით, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან მცი­რე­დი ყუ­რა­დღე­ბაც კი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ გა­ცე­მა, ზოგ­ჯერ, იმა­ზე მეტ ემო­ცი­ას აღ­ძრავს ჩვენ­ში, ვიდ­რე მი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, სა­ჩუ­ქა­რი იყოს ორი­გი­ნა­ლუ­რი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი.

სა­ჩუქ­რის არ­ჩე­ვი­სას, ალ­ბათ ყვე­ლა ამ­ჟღავ­ნებს პე­დან­ტის თვი­სე­ბებს. ამ დროს დე­ტა­ლებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ად­რე­სა­ტის გე­მოვ­ნე­ბას, სურ­ვი­ლებს, სა­ჭი­რო­ე­ბებს, ცხოვ­რე­ბის სტილს... და, ხში­რად, მივ­დი­ვართ იმ დას­კვნამ­დე, რომ წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია.

სა­ჩუ­ქა­რი საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის:

საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი

ეს დღი­უ­რი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ თა­ნამ­შრო­მელს სა­ი­დუმ­ლო სან­ტას თა­მა­ში­სას აჩუ­ქოთ. სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, წლის 365-ვე დღის გრა­ფი­კი გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­ი­წე­როს. დღი­უ­რი მო­ი­ცავს გა­სა­ფე­რა­დე­ბელ გვერ­დებ­საც, რაც ერთ-ერთი უახ­ლე­სი მიგ­ნე­ბაა ან­ტის­ტრე­სულ თე­რა­პი­ა­ში. ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ვე­ლი წუ­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და და­გეგ­მვა, საქ­მი­ა­ნი დღი­უ­რი პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­ჭი­რო ნივ­თია, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო დღე­ებს ბევ­რად გა­უ­ად­ვი­ლებს.

palitraL

ბრა­ი­ან თრე­ი­სის „მიზ­ნე­ბი“

ეს წიგ­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, მათ­თვის, ვი­საც სწრა­ფად სურს წინსვლა და წარ­მა­ტე­ბა, მაგ­რამ ამის­თვის მხო­ლოდ სურ­ვი­ლი საკ­მა­რი­სი არ არის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი და მათი მიღ­წე­ვის გო­ნივ­რუ­ლი მე­თო­დე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ბრა­ი­ან ტრე­ი­სის წიგნ­შია თავ­მოყ­რი­ლი.

palitraL

დიდი წიგ­ნი ბიზ­ნეს­ზე“

ის თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მო­სა­დე­გია ახალ­გაზ­რდა სტა­რა­ტა­პე­რის­თვის, რო­მე­ლიც ბიზ­ნესს იწყებს, დიდი კორ­პო­რა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის­თვის, რო­მელ­საც თვალ­თა­ხედ­ვის გა­ფარ­თო­ე­ბა სურს და მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მო­ტი­ვე­ბი აინ­ტე­რე­სებს. ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის მკი­თხვე­ლი იპოვ­ნის წიგნ­ში შთა­გო­ნე­ბის წყა­როს.

სა­ჩუქ­რე­ბი რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის:

ერიხ მა­რია რე­მარ­კი _ „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“

რო­მან­ტი­კო­სე­ბის­თვის რე­მარ­კის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლი და საყ­ვა­რე­ლია. მისი წე­რის სტი­ლი იმ­დე­ნად ცხა­დად და მარ­ტი­ვად აღ­წერს მოვ­ლე­ნებს, რომ კი­თხვი­სას პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­ცდებს ვი­ზი­ა­რებთ. „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“ ავ­ტო­რის კი­დევ ერთი ემო­ცი­უ­რი ამ­ბა­ვია ომსა და ემიგ­რან­ტებ­ზე.

palitraL

სე­სი­ლია აჰერ­ნი - „სიყ­ვა­რუ­ლით, როზი“

„სიყ­ვა­რუ­ლით, როზი“ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში სარ­გებ­ლობს. ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რის რო­მა­ნი, რო­მე­ლიც წე­რი­ლე­ბის, მე­ი­ლე­ბის, დის­ტან­ცი­უ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა და სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბი­თაა აგე­ბუ­ლი, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.

აღ­წე­რა:

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, როზი და ალექ­სი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მათ დიდი გეგ­მე­ბი აქვთ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი წარ­მო­სახ­ვა­ში გა­ნი­ხი­ლავს ისეთ მო­მა­ვალს, სა­დაც ბავ­შვო­ბის გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი ისევ ერ­თად იქ­ნე­ბი­ან. თუმ­ცა ერთი შეც­დო­მის გამო, ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა იც­ვლე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ სა­ტე­ლე­ფო­ნო, სა­ფოს­ტო, უფრო ხში­რად კი, ონ­ლა­ინ­კავ­ში­რი აქვთ. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბა და გან­შო­რე­ბა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ღა­ლა­ტი ალექ­სი­სა და რო­ზის, სა­ბო­ლო­ოდ, მი­იყ­ვანს იმ დას­კვნამ­დე, რაც, რე­ა­ლუ­რად, წლე­ბის წინ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

ჯილ სან­ტო­პო­ლო - და­კარ­გუ­ლი სი­ნათ­ლე

მწერ­ლის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. ორი სი­ცო­ცხლე. ორი სიყ­ვა­რუ­ლი. ერთი არ­ჩე­ვა­ნი. ლუსი და გები ერ­თმა­ნეთს 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს შეხ­ვდნენ და ამ სა­ბე­დის­წე­რო დღემ მათი ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. ორი­ვეს სურს რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე აკე­თოს და არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ აპი­რებს კა­რი­ე­რა­ზე უა­რის თქმას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი. გზე­ბი გა­ი­ყო - გე­ი­ბი აღ­მო­სავ­ლე­თის ცხელ წერ­ტილ­ში ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟებ­ზე მუ­შა­ობს, ლუ­ი­სი - ნიუ-იორკში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მის ავ­ტო­რია...

კლა­სი­კის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის:

შტე­ფან ცვა­ი­გი _ „მო­უთ­მენ­ლო­ბა გუ­ლი­სა“

კლა­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ცვა­ი­გის გულ­ში­ჩამ­წვდო­მი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი თხრო­ბის სტი­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. რო­მა­ნი „მო­უთ­მენ­ლო­ბა გუ­ლი­სა“ გვას­წავ­ლის, რომ ორი სა­ხის თა­ნაგ­რძნო­ბა არ­სე­ბობს და გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა (რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს თა­ნაგ­რძნო­ბის ობი­ექ­ტზე).

მერი შელი _ „ფრან­კენშტა­ი­ნი“

ასე­ვე, კლა­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა გო­თი­კუ­რი ჟან­რის რო­მა­ნი „ფრან­კენშტა­ი­ნი“, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ავ­ტო­რის პო­პუ­ლა­რო­ბა. რო­მა­ნის გა­მო­ცე­მი­დან მა­ლე­ვე სა­ხე­ლი „ფრან­კენშტა­ი­ნი“ ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იმ მონ­სტრის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რო­მე­ლიც ჩვენ­ში არ­სე­ბობს.

მერი შე­ლის „ფრან­კენშტა­ი­ნი“ - ეს ყვე­ლა­ზე მეტი თეთ­რად გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის მი­ზე­ზია მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში!

ჯორჯ ორუ­ე­ლი - ბირ­მუ­ლი დღე­ე­ბი

1984-ის შემ­დეგ მე-20 სა­უ­კუ­ნის კი­დევ ერთი ავ­ტო­რის შე­დევ­რი ითარ­გმნა. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია მარ­ტო­სუ­ლი ინ­გლი­სე­ლის, ჯონ ფლო­რის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც უპი­რის­პირ­დე­ბა ბირ­მა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბულ იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ჟი­ნით, ქსე­ნო­ფო­ბი­ი­თა და რა­სიზ­მით შე­პყრო­ბილ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს. ბრძო­ლით დაღ­ლი­ლი კი ეძებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ რთულ ყო­ფას მას­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რებს

თრი­ლე­რე­ბი­სა და ჩამ­თრე­ვი ის­ტო­რი­ე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის:

გი­ლი­ან ფლი­ნი _ „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“

თრი­ლე­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, გი­ლი­ან ფლი­ნის ბესტსე­ლე­რის „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“ და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი და ინ­ტრი­გე­ბი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

აღ­წე­რა :

ეს ამ­ბა­ვი "იმ დღეს იწყე­ბა".

”იმ დღეს ” ვაჟი კარ­გავს ქალს. ქალი მისი ცო­ლია. ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ნე­ბი­ე­რა ქა­ლიშ­ვი­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლი ცდი­ლობს, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი ამოხ­სნას. მალე ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. თუმ­ცა, ამ ამ­ბავ­ში ლო­გი­კუ­რი ძა­ფე­ბი იო­ლად წყდე­ბა და იბურ­დე­ბა...

რო­გორც ყვე­ლა წიგ­ნი, ეს ნა­წარ­მო­ე­ბიც მთავ­რდე­ბა, ოღონდ არ მთავ­რდე­ბა მკი­თხვე­ლის გო­ნე­ბა­ში, შეგ­რძნე­ბებ­ში.

palitraL

ს.ჯ. უოტ­სო­ნი - „სა­ნამ და­ვი­ძი­ნებ“

ქრის­ტი­ნა ყო­ველ დი­ლას ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან იწყებს მას მეხ­სი­ე­რე­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს. მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი ამ­ბე­ბი ახ­სოვს... სა­ნამ და­ი­ძი­ნებს... დი­ლით კი ქმა­რი თა­ვი­დან უამ­ბობს, რო­გორ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორ იქორ­წი­ნეს, რო­გორ მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და და­ე­მარ­თა ამ­ნე­ზია, აღა­რა­ფე­რი ახ­სოვს... ქრის­ტი­ნას ძა­ლი­ან უნდა და­უ­ჯე­როს მას­ზე მზრუნ­ველ მა­მა­კაცს, მაგ­რამ... ქალს მხსნე­ლად მო­ევ­ლი­ნე­ბა ექი­მი, რო­მე­ლიც ურ­ჩევს, მეხ­სი­ე­რე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად ყვე­ლა მოვ­ლე­ნა დღი­ურ­ში ჩა­ი­წე­როს და მალე ქრის­ტი­ნა მიხ­ვდე­ბა, რომ მის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ აუხ­სნე­ლი, გა­უ­გე­ბა­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლია.

აგა­თა კრის­ტი - და აღა­რა­ვინ დარ­ჩა

გან­მარ­ტო­ე­ბულ კუნ­ძულ­ზე ერ­თმა­ნეთ­თან არაფ­რით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ათი ადა­მი­ა­ნი მიწ­ვე­ვით ჩა­დის, მაგ­რამ... მას­პინ­ძლე­ბი არ­სად ჩა­ნან. სას­ტუმ­რო ოთახ­ში, ლან­გარ­ზე, ფა­ი­ფუ­რის ათი პა­ტა­რა ინ­დი­ე­ლის ფი­გუ­რა დევს, ხოლო სტუმ­რე­ბის სა­ძი­ნებ­ლებ­ში მხი­ა­რუ­ლი სა­ბავ­შვო ლექ­სია კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი. ნე­ტავ რაზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ სტუმ­რებს მას­პინ­ძლე­ბი? ან არ­სე­ბო­ბენ ისი­ნი? ვინ ხო­ცავს ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით სტუმ­რებს და რა­ტომ ქრე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ?

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­მაზ ჭი­ლა­ძის - „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ შეგ­ვიძ­ლია გირ­ჩი­ოთ. წიგნ­ში ჭი­ლა­ძის კი­დევ ერთი „თბი­ლი­სუ­რი“ სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვია მო­თხრო­ბი­ლი. „აჰა, მი­ი­წუ­რა ზამ­თა­რი“ უქმე დღე­ებს და არა­მარ­ტო, თქვენს ად­რე­სატს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რე­ბი­ნებს.

დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად სა­სურ­ვე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნე­ბი ბურ­გე­რე­ბი“ და „ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი კერ­ძე­ბი“.

palitraL

პა­ტა­რე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლოდ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა ჯ.რ.ტოლ­კი­ნის „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბი", რო­მე­ლიც 17 ნო­ემ­ბრი­დან, გა­ზეთ კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა.

palitraL

გახ­სოვ­დეთ, წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია. ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში კი ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ჩუ­ქა­რი!

18 დეკემბერი, 2018 წ.
სრულად
"ნამდვილი დეტექტივის" წერილები ამოხსნილია
გამარჯვებულების სია:

თეონა თოთაძე

ლუკა ვასაძე

გიორგი მაჭარაშვილი

თეკლა ერისთავი

მარიამ ფეფხვაძე

ნუცა ბაქრაძე

თეონა რამიშვილი

მარიამ შენგელია

ბაია ლომიძე

გიორგი ზალუაშვილი

დათო ჩაჩუა

ნანა ასაბაშვილი

ხატია მელიქიძე

დალი სურმანიძე

ლელა მაჩაბლიშვილი

ლიზი გოგოლაძე

გ.ნიჟარაძე

ქეთევან კეშელაშვილი

გიორგი კოსტავა

ირაკლი გოგოლაძე

თეონა რამიშვილი

ელისო ჯიოშვილი

რომანი რომანიშვილი

ლელა მაჩაბლიშვილი

თამთა მახარაძე

ზიკი იანიშვილი

05 დეკემბერი, 2018 წ.
სრულად
თბილისის წიგნის დღეები - წარმოდგენილი წიგნების სია
"თბილისის წიგნის დღეები 2018" ახლოვდება. 8-11 ნოემბერს გამოფენების ცენტრში, ExpoGeorgia-ში თბილისის წიგნის ფესტივალი გაიმართება. ჩვენ წელს ტრადიციულად დიდი ფასდაკლებით ვიქნებით წარმოდგენილი. გთავაზობთ წიგნების სიას შესაბამისი ფასდაკლებებით.


სიის სანახავად მიჰყევით ბმულს
: https://issuu.com/759487/docs/sia?e=0
05 ნოემბერი, 2018 წ.
სრულად
სასიამოვნო მოულოდნელობა - "კლასიკოსები ბავშვებისთვის"

თა­ნა­მედ­რო­ვე მშობ­ლე­ბის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ბავ­შვებს შე­აყ­ვა­რონ წიგ­ნის კი­თხვა, მი­თუ­მე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბად კომ­პი­უ­ტე­რი აღიქ­მე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­რო­სე­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია გა­მო­ნა­ხონ გზა, თუ რო­გო­რი წიგ­ნე­ბი და ავ­ტო­რე­ბი შე­ურ­ჩი­ონ შვი­ლებს იმი­სათ­ვის, რომ კი­თხვის ინ­ტე­რე­სი გა­უღ­ვი­ძონ. ამ მხრივ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L მუდ­მი­ვად ანე­ბივ­რებს მკი­თხველს და მათ­თვის გა­მორ­ჩე­ულ და სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნებს გა­მოს­ცემს. ამ­ჯე­რა­დაც ბავ­შვე­ბის­თვის ახა­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია გა­მო­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, მაია ალუ­და­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

ჩვენ ვამ­ზა­დებთ წიგ­ნე­ბის სე­რი­ას, რო­მელ­საც ჰქვია "კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის". ამ სე­რი­ის­თვის მო­ვი­ძი­ეთ მსოფ­ლიო კლა­სი­კო­სე­ბის, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ბავ­შვე­ბის­თვის და­წე­რეს. სე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს იმ ავ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც არ ით­ვლე­ბი­ან სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბად, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვი­საც და მკი­თხვე­ლის­თვი­საც ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ვეც­ნოთ მათი შე­მოქ­მე­დე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ბავ­შვებს მი­უ­ძღვნეს. სწო­რედ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შევ­კრი­ბეთ და გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ ერთ სე­რი­ა­ში.

- თუ შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, რო­მე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შევა ამ სე­რი­ა­ში

- სე­რი­ა­ში "კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი მოხ­ვდნენ, მაგ. ლევ ტოლსტოი, ვირ­ჯი­ნია ვულ­ფი, ჯეკ ლონ­დო­ნი, უა­ლი­ამ ფოლკ­ნე­რი. ამ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­თაც კი ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი, თუ რო­გო­რი კა­ლიბ­რის მწერ­ლე­ბის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბებს ვთა­ვა­ზობთ. ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო. მა­გა­ლი­თად, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­ირ­კვა, რომ ფოლკ­ნე­რის სა­ბავ­შვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, რომ­ლე­ბიც სხვებ­ზე უკეთ იც­ნო­ბენ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა


31 ოქტომბერი, 2018 წ.
სრულად
რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში "დედა ენა“ 33-ჯერ გა­მო­ი­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 25-ჯერ. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე "დედა ენა“ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ბა­და­ლი უწო­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ხალ­ხი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი გახ­და. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი ათი ათა­სო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25 ათა­სი "დედა ენა“ და 5-6 ათა­სი "ბუ­ნე­ბის კარი“ იყი­დე­ბო­და. ხოლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს­თვის, მა­სობ­რი­ვი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენი­სა“ და "ბუ­ნე­ბის კა­რის“ აღ­დგე­ნი­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

გო­რის, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­სა, აქვე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს­მა­ინც სა­ზო­გა­დებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის ია­კო­ბი კი­ევ­ში ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­და, ექი­მე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სზე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს მისი და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი იყო, რად­გან ია­კო­ბის მშობ­ლებ­სა და და-ძმა­საც სუს­ტი ფილ­ტვე­ბი ჰქონ­დათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, რო­მე­ლებ­მაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სა­სი­კე­თო კვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი ასეთ მოღ­ვა­წედ ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც. მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. ამა­ვე დროს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხოს­კო­ლე­ბის შექ­მნა-დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­მა: "ქარ­თუ­ლი ენის ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, "ბუ­ნე­ბის კარი“, "დედა ენა“, "რუს­კოე სლო­ვო“, დიდი როლი ითა­მა­შეს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ იშუ­რებ­და სახ­სრებს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის; იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს, ცალ­კე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, პო­ე­ტებს, მწერ­ლებს. ბევ­რმა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სტი­პენ­დია მი­ი­ღო, მათ შო­რის იყ­ვნენ შემ­დგომ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფულს რუ­სეთ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოს­წავ­ლე ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, სა­ბავ­შვო ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ნო­ტებ­ზე გა­და­ტა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­არ­სე­ბა­ში და ა.შ.

სიკ­ვდი­ლის წინ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“ გა­დას­ცა. ია­კო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა თქმით, "ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ მისი ოჯა­ხი იყო. ია­კობ­მა 300 თუ­მა­ნი თა­ვის და­საფ­ლა­ვე­ბი­სა და ძეგლის და­სად­გმე­ლი ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რა­ვად გა­და­დო. და­ნარ­ჩე­ნი ქო­ნე­ბა კი ასე გაყო: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

31 ოქტომბერი, 2018 წ.
სრულად
ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ

სულ მალე ბას­ტი და ბუბუ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ბავ­შვე­ბის ხელ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ისა და ბას­ტი-ბუ­ბუს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ფუმ­ფუ­ლა თო­ჯი­ნე­ბად იქ­ცნენ.

ბას­ტი და ბუბუ 25 წელ­ზე მე­ტია, ყვე­ლა თა­ო­ბის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან. მათი თო­ჯი­ნე­ბად ქცე­ვის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ახალ თა­ო­ბას­თან კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ვე­ბაა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 4 სა­ხის თო­ჯი­ნა ორი­გი­ნა­ლუ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

თო­ჯი­ნე­ბი „ბას­ტი-ბუ­ბუ­სა“ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გვპირ­დე­ბი­ან, რომ სა­მო­მავ­ლოდ გმი­რებს პა­ტა­რე­ბი წიგ­ნებ­შიც შეხ­ვდე­ბი­ან. „ბას­ტი-ბუ­ბუს“ დი­რექ­ტო­რის თა­მარ ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ამი­ე­რი­დან ბას­ტი და ბუბუ ბავ­შვებს კი­დევ უფრო და­უ­მე­გობ­რდე­ბი­ან.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ორი ბრენ­დი გა­ერ­თი­ან­და და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი შე­იქ­მნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, არ­სე­ბო­ბენ და ძა­ლი­ან უყ­ვართ უკვე სხვა ფორ­მი­თაც ხელ­მიწ­ვდო­მია და ბავ­შვებს ბას­ტი და ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბი ეყო­ლე­ბათ. ჩვე­ნი გმი­რე­ბით უკვე და­ბეჭ­დი­ლია ბლოკ­ნო­ტე­ბი, სტი­კე­რე­ბი, ბა­ლი­შე­ბი. ამი­ე­რი­დან კი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. სა­მო­მავ­ლო­დაც ვგეგ­მავთ არა­ერ­თი სი­ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას. იქ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი. „პა­ლიტ­რა L-თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა დიდი შო­უ­ე­ბი და გა­და­ცე­მე­ბიც დავ­გეგ­მოთ,“ - გან­მარ­ტავს თა­მარ ახვლე­დი­ა­ნი.

palitraL

"პა­ლიტ­რა L-ის­თვის" კი ბას­ტი­სა და ბუ­ბუს შექ­მნა ქარ­თველ გმი­რებ­თან მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ თოვ­ლის გუნ­და უკვე აქ­ცია წიგ­ნის გმი­რად, მისი პაზ­ლე­ბი, სტი­კე­რე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, ჭი­ქე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბიც კი შექ­მნა, რა­მაც გმი­რის პო­პუ­ლა­რო­ბა ახალ თა­ო­ბა­შიც გა­ზარ­და.

ბას­ტი­სა და ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბის წარ­დგე­ნა 31 ოქ­ტომ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე ჭავ­ჭა­ვა­ძის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. მხი­ა­რულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­იყ­ვანს ბა­ბი­ლი­ნა, ბას­ტი, ბუბუ და ბავ­შვე­ბი. პა­ტა­რებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურპრი­ზე­ბი ელით: სა­ხა­ლი­სო გა­თა­მა­შე­ბა, სა­ხის მო­ხატ­ვა და მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ. სა­თა­მა­შო­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი

31 ოქტომბერი, 2018 წ.
სრულად
დაშიფრული ტექსტები და ახალი დეტექტიური თავსატეხები - ეს ნამდვილი დეტექტივია

და­შიფ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის წერა ალ­ბათ ყვე­ლა მო­ზარ­დის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. და­შიფვ­რის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბაც არ­სე­ბობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კე­ის­რის შიფ­რის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც თა­ვის და­სა­ხე­ლე­ბას იღებს იუ­ლი­უს კე­ის­რის­გან. მან პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა და­შიფვ­რა ბი­ჯით 3 მარ­ცხნივ, სამ­ხედ­რო სა­ხის მი­მო­წე­რა­ში.

კე­ის­რის შიფ­რი და­შიფრ­ვის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა. მის­გან კი უფრო რთუ­ლი არა­ერ­თი სხვა სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­შიფ­რუ­ლი კოდი პირ­ველ­მა არ­თურ კო­ნან დო­ილ­მა „მო­ცეკ­ვა­ვე კა­ცუ­ნებ­ში“ გა­მო­ი­ყე­ნა. და­შიფ­რუ­ლი კოდი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც გვხვდე­ბა, ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბია თეა ინა­სა­რი­ძის "მე­ცხრე ფლი­გე­ლი", სა­დაც ფა­რუ­ლი გზავ­ნი­ლის წა­კი­თხვა ჩა­ნაც­ვლე­ბა­დი შიფ­რის დახ­მა­რე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამ­ჯე­რად მკი­თხველს და­შიფ­რუ­ლი კო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო თავ­სა­ტეხს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” სთა­ვა­ზობს. მზად­დე­ბა ახა­ლი სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი“, რო­მე­ლიც დე­ტექ­ტი­ურ, ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნებს კი მოჰ­ყვე­ბა და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მკი­თხვე­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი თავ­სა­ტე­ხის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა.

„პა­ლიტ­რა L-ის” მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის თაკო ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მკი­თხვე­ლებს, რომ­ლე­ბიც და­შიფ­რუ­ლი წე­რი­ლე­ბის სე­რი­ას გა­შიფ­რა­ვენ, გა­მომ­ცემ­ლო­ბა სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს.

„დე­ტექ­ტი­ურ რო­მა­ნებს მოჰ­ყვე­ბა წე­რი­ლე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 5 ნა­წი­ლის­გან. მკი­თხველ­მა უნდა შე­აგ­რო­ვოს ისი­ნი და წე­რი­ლებ­ში და­მა­ლუ­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მო­იც­ნოს. დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ეს ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოწ­ვე­ვაა. ისი­ნი, ვინც წე­რი­ლის ყვე­ლა ნა­წილს შე­აგ­რო­ვე­ბენ და მას სწორ პა­სუხ­თან ერ­თად წა­რად­გე­ნენ, და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან „პა­ლიტ­რა L-ის“ მიერ. ასე რომ, თავ­სა­ტე­ხე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბო, სე­რია შე­იქ­მნა თქვენ­თვის. არ გა­მო­ტო­ვოთ და იმოგ­ზა­უ­რეთ ნამ­დვილ დე­ტექ­ტი­ურ სამ­ყა­რო­ში! აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წე­რი­ლე­ბის შე­ძე­ნას მხო­ლოდ ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თან შეძ­ლებთ, ამი­ტომ არ გა­მოგრჩეთ და შე­ი­ძი­ნეთ წიგ­ნი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ჟურ­ნალთნ ერ­თად“ - გან­მარ­ტავს თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

სე­რია „ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია. ამ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ყდის დი­ზა­ი­ნი­თაც.

თვე­ში 2 ახა­ლი წიგ­ნი გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი კი, რომ­ლის გა­ყიდ­ვაც 13 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყე­ბა, იქ­ნე­ბა რე­ი­მონდ ჩენდლე­რის „ღრმა ძილი“. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.50 ლა­რია, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი - 7 ლარი.

palitraL

09 ოქტომბერი, 2018 წ.
სრულად
ახალი რომანი „წიგნის ქურდის“ ავტორისგან ქართულ ენაზე გამოიცემა

„წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა. ახლა კი მარ­კუს ზუ­ზა­კი ახა­ლი წიგ­ნით გვიბ­რუნ­დე­ბა. ოჯა­ხუ­რი საგა, Bridge of Clay მოგ­ვი­თხრობს ამ­ბავს Clay-ის შე­სა­ხებ, ის ხუთი ურჩი ძმი­დან ერთ-ერ­თია და იცის ისე­თი სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, რაც დე­დის სიკ­ვდი­ლი­სა და მა­მის მი­ტო­ვე­ბის შემ­დეგ შექ­მნეს. Publisher weekly-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში Zusak სა­უბ­რობს, რო­გორ წერ­და ამ წიგნს 20 წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში.

palitraL

მუ­შა­ობ ახალ ნო­ვე­ლა­ზე და არის რამე, რისი თქმაც შე­გიძ­ლი­ათ ამა­ზე?

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ. რო­დე­საც პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და Bridge of Clay-ის წე­რი­სას, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, „ თუ ეს რთუ­ლია მა­შინ და­წე­რე სხვა იდე­ებ­ზე“ და მე ვფიქ­რობ­დი: „პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ მაქვს სხვა იდე­ე­ბი“. ახლა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ მაქვს სხვა იდე­ე­ბიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მო­ექ­ცა Bridge of Clay-ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მისი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბელ წიგ­ნა­დაც კი აღიქ­მე­ბო­დეს.

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ვა­პი­რებ თუ არა „წიგ­ნის ქურ­დის“ გაგ­რძე­ლე­ბას. ჩემი პა­სუ­ხია - არა. ჩემი აზ­რით, ეს წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­ა­უ­ფა­სუ­რებს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვაგ­ვა­რა­დაა. ეს წიგ­ნი ჩემ­თვის „ილი­ა­და­სა“ და „ოდი­სე­ას“ მსგავ­სია, ეს დიდი ბრძო­ლა იყო, იქ­ნებ ოდეს­მე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ დავ­წე­რო... ზუს­ტად არ ვიცი.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე გა­ზა­ფხულ­ზე იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

09 ოქტომბერი, 2018 წ.
სრულად
კომპანიებს გარემოს დაცვისა და მაკულატურის გადამუშავების მარტივი შესაძლებლობა გაუჩნდათ

გა­მომ­ცემ­ლო­ბამ “პა­ლიტ­რა L” პრო­ექ­ტის „გაც­ვა­ლე მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნებ­ში“ ფარ­გლებ­ში და­ი­წყო ახა­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბას ეძღვნე­ბა.

"გაც­ვა­ლე მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნებ­ში" გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რავ ქა­ღალდს იყე­ნებს. მათ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბით ბიბ­ლი­ო­თე­კის გამ­დიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ეძ­ლე­ვათ. ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნებს მი­ი­ღე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი წიგ­ნე­ბის ნუს­ხა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ცე­მა. „გა­უფრ­თხილ­დით გა­რე­მოს, გა­მო­ი­ყე­ნეთ რე­სურ­სი, რო­მე­ლიც გა­გაჩ­ნი­ათ და გა­ამ­დიდ­რეთ თქვე­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კა“ - გან­მარ­ტავს „პა­ლიტ­რა L-ის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი თაკო ახვლე­დი­ა­ნი.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ ძვე­ლი ქა­ღალ­დე­ბის, წიგ­ნე­ბი­სა და სხვა მა­კუ­ლა­ტუ­რის გაც­ვლით მი­ი­ღონ სა­ჩუქ­რად პა­ლიტ­რა L-ის წიგ­ნე­ბი. თი­თო­ე­ულ კი­ლოგ­რამ მა­კუ­ლა­ტუ­რას შე­უძ­ლია გა­და­არ­ჩი­ნოს ხე და და­იც­ვას გა­რე­მო.

თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბით ლი­დე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს „თვის კომ­პა­ნი­ის“ სა­ხელს, ხოლო კამ­პა­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი შე­იკ­რი­ბე­ბა თი­თო­ე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის რა­ო­დე­ნო­ბა თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სამი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­ზე და­ირ­გვე­ბა ხე­ე­ბი.

კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ იუ­რი­დი­ულ პი­რებს.

მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა ხდე­ბა თვის ნე­ბის­მი­ერ პე­რი­ოდ­ში და ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს ჯამ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა.

ნერ­გე­ბი სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც თვის, ასე­ვე სა­ერ­თო ჯამ­ში მი­ღე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით.

რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ ბმუ­ლი http://bit.do/etJDi

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით: 577 687 945

10 სექტემბერი, 2018 წ.
სრულად
ერეკლე II - საქართველოს რეფორმატორი მეფე

მან შე­ზღუ­და თავ­ნე­ბა თა­ვა­დე­ბი და გა­ა­უქ­მა ზო­გი­ერ­თი სა­თა­ვა­დო, და­ა­სახ­ლა უცხო­ელ დამ­პყრობ­თა შე­მო­სე­ვე­ბის შე­დე­გად მო­ოხ­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი, იღ­ვწო­და უცხო­ელ მო­ა­ხალ­შე­ნე­თა მო­ზიდ­ვი­სა და სა­მე­ფო სა­კუთ­რე­ბის გაზ­რდი­სათ­ვის, გა­მოს­ცა კა­ნო­ნი, რომ­ლის ძა­ლი­თაც ტყვე­ო­ბი­დან თა­ვი­სი სახ­სრე­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით დაბ­რუ­ნე­ბულ გლეხს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ენი­ჭე­ბო­და, შექ­მნა და გა­ამ­რავ­ლა თა­ვი­სუ­ფალ მი­წათ­მფლო­ბელ-მო­ლაშ­ქრე­თა ფენა, შექ­მნა მო­რი­გე­ო­ბის პრინ­ციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მუდ­მი­ვი ჯარი, აკ­რძა­ლა ოს­მა­ლო­ბა-ყი­ზილ­ბა­შო­ბის დროს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ყმა­თა უმა­მუ­ლოდ გა­ყიდ­ვა და ტყვე­ე­ბით ვაჭ­რო­ბა, და­რაზ­მა ხალ­ხი ტყვე­თა გა­ტა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, რუ­სე­თის მი­ბაძ­ვით შე­მო­ი­ღო სამ­ხედ­რო სის­ტე­მა, სცა­და მმარ­თვე­ლო­ბა ცალ­კე­უ­ლი უწყე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნა: „სა­გა­რეო საქ­მე­თა“, „სა­ხელ­მწი­ფო შე­მო­სავ­ლი­სა“ და „სამ­ხედ­რო საქ­მე­თა“ დარ­გე­ბად.

-0:10

ეს ერეკ­ლე მე­ო­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი იმ რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც ხე­ლის­ფუ­ლე­ბის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ას ეძღვნე­ბო­და. თუმ­ცა ერეკ­ლეს დიდი საქ­მე­ე­ბი მხო­ლოდ ამ რე­ფორ­მე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

ერეკ­ლე II ენერ­გი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თავ­და მრეწ­ვე­ლო­ბის და კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რის შე­დე­გა­დაც გაჩ­ნდა ფაბ­რი­კე­ბი და ქარ­ხნე­ბი: შაქ­რის, მი­ნის, სარ­კის, ბრო­ლის, შა­ლის, სან­თლის, ია­რა­ღის,საპ­ნის, აგუ­რის, თი­ხის ჭურ­ჭლის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი. ზეთ­სახ­დე­ლი, მა­რილ­სახ­დე­ლი, თამ­ბა­ქოს და­მამ­ზა­დე­ბე­ლი,შაქ­რისმწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი, სამ­ღებ­რო­ე­ბი; გან­ვი­თარ­და სამ­თა­მად­ნო წარ­მო­ე­ბა, დიდი შე­მო­სა­ვა­ლი შე­მო­დი­ო­და ახ­ტა­ლის ლი­თო­ნის მად­ნე­ბი­დან, გა­ნახ­ლდა ზა­რა­ფხა­ნა, იჭ­რე­ბო­და ვერ­ცხლი­სა და სპი­ლენ­ძის ფული, ამუ­შავ­და ია­რა­ღის, დენ­თის, ზარ­ბაზ­ნის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი. თბი­ლის­ში დუქ­ნე­ბის რი­ცხვი ხუ­თა­სამ­დე აღ­წევ­და. თბი­ლის­ში ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ქონ­ლით დატ­ვირ­თუ­ლი ქა­რავ­ნე­ბი შე­მო­დი­ო­და და აქე­და­ნაც გაჰ­ქონ­დათ ტვირ­თი ვაჭ­რებს. შენ­დე­ბო­და ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ცი­ხე­ე­ბი, თუმ­ცა თბი­ლი­სის შიდა ციხე და­ან­გრი­ეს, რად­გან მტრის შე­მო­სე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ იყო.

ქვე­ყა­ნა­ში დიდი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბო­და გა­ნათ­ლე­ბას, იხ­სნე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ე­ბი და სკო­ლე­ბი. აღად­გი­ნეს სტამ­ბა, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით იბეჭ­დე­ბო­და წიგ­ნე­ბი.

palitraL

თბი­ლი­სი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კურ, კულ­ტუ­რულ და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად იქცა. სა­ქარ­თვე­ლო­თი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ. მრა­ვა­ლი წე­რი­ლი იბეჭ­დე­ბო­და იმ­დრო­ინ­დელ რუ­სულ და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის გა­ზე­თებ­სა თუ ჟურ­ნა­ლებ­ში „პრინც ერეკ­ლე­ზე“, რო­მელ­საც „აშ­ვე­ბუ­ლი ლო­მის“ სა­ხე­ლი ჰქონ­და.

სწო­რედ ასე­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა ჰქონ­და ერეკ­ლე მე­ო­რეს, რომ­ლის სა­ხე­ლიც ის­ტო­რი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­მორ­ჩა. მან სხვა მრა­ვალ სა­სი­კე­თო საქ­მეს­თან ერ­თად, ქარ­თლ-კა­ხე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც შეძ­ლო.

ერეკ­ლე მე­ო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბას ეძღვნე­ბა სე­რი­ის „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ახა­ლი ტომი, რო­მე­ლიც 10 სექ­ტემ­ბერს გა­მო­ვა. წიგ­ნი გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 5,50 ლა­რად, გა­ზეთ­თან ერ­თად - 7,00 ლა­რად. ხოლო ერთი კვი­რის შემ­დეგ კი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში მისი შე­ძე­ნა 10 ლა­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

10 სექტემბერი, 2018 წ.
სრულად
თუ თქვენ მოზარდის მშობელი ხართ - რა არის ნერდი და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვების შემდგომ წარმატებას

სტივ ჯობ­სი, ბილ გე­ით­სი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი, ალან ტი­უ­რინ­გი, ნი­კო­ლა ტეს­ლა - ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მსოფ­ლიო შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მათ კი­დევ ერთი რამ აერ­თი­ა­ნებთ - ისი­ნი ყვე­ლა ნერ­დე­ბი არი­ან. ეს არის მათი ხა­სი­ა­თის მთა­ვა­რი შტრი­ხი, რა­მაც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ასე­თი წარ­მა­ტე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე სწო­რედ ნერ­დო­ბის გამო არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რან და­ცინ­ვის, ბუ­ლინ­გის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ხში­რად ის­მის ტერ­მი­ნე­ბი: ნერ­დი, გიკი, ბუ­ლინ­გი, თუმ­ცა მათი ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ ოჯახ­ში გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ ამ ყვე­ლაფ­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მო­ზარ­დებს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სწო­რი მი­მა­თუ­ლე­ბა მის­ცენ, სწო­რად მარ­თონ მათი ხა­სი­ა­თი და ნერ­დო­ბა თუ გი­კო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი გა­ხა­დონ.

და მა­ინც რა არის ნერ­დი? ერთ-ერთი გან­მარ­ტე­ბით ნერ­დი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლეა, უყ­ვარს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, კო­მიქ­სე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის წიგ­ნე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გა­დაც ერ­კვე­ვა. ნერ­დე­ბი ხში­რად უყუ­რე­ბენ ტე­ლე­სე­რი­ა­ლებს. ხა­სი­ა­თის კი­დევ ერთი სა­ერ­თო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შტრი­ხი კი ისაა, რომ ისი­ნი ნაკ­ლე­ბად სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან.

ნერ­დე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბოლო პე­რი­ოდ­ში არა ერთი წიგ­ნი და­ი­წე­რა და ფილ­მი შე­იქ­მნა. ფი­ლიპ ოზ­ბორ­ნის „ნერ­დის დღი­უ­რი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია ნერ­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა და მალე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის თა­რო­ებ­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა. წიგ­ნი „პა­ლიტ­რა L”-ის სე­რი­ის „ლი­ბერ­ქიდსის“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცე­მა. სე­რია გან­კუთ­ვნი­ლია მო­ზარ­დე­ბის­თვის 8-წლი­დან.

ქარ­თულ ენა­ზე ნა­თარ­გმნ „ნერ­დის დღი­ურს“ უკვე გა­ეც­ნო ბავ­შვთა ფსი­ქო­ლო­გი ჯანა კა­ხი­ა­ნი, რო­მე­ლიც მშობ­ლებს ასე­თი რე­კო­მენ­და­ცი­ას სთა­ვა­ზობს:

„დღეს მე წა­კი­თხუ­ლი მაქვს უამ­რა­ვი წიგ­ნი და მათი ში­ნა­არ­სი არ მახ­სოვს დე­ტა­ლუ­რად, თუმ­ცა მახ­სოვს ის ემო­ცია, რო­მე­ლიც ამ წიგნ­მა და­ტო­ვა. „ნერ­დის დღი­ურ­მა“ სწო­რედ ის და­დე­ბი­თი ემო­ცია და­ტო­ვა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მე ვფიქ­რობ, იგი­ვე ემო­ცია ექ­ნე­ბა მის ყვე­ლა მკი­თხველს. 21-ე სა­უ­კუ­ნის თა­ო­ბას ბევ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს: კომ­პი­უ­ტე­რი, ფენ­ტე­ზის ჟან­რის ფილ­მე­ბი, თა­მა­შე­ბი, კო­მიქ­სე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ ეს წიგ­ნი ფი­ლიპ ოზ­ბორნ­მა და­ახ­ლო­ე­ბით კო­მიქ­სის სტილ­ში და­წე­რა. აქ აღ­წე­რი­ლი არი­ან ნერ­დე­ბი. აქ კარ­გად ჩანს მშობ­ლის როლი, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ მშობ­ლებ­მაც წა­ი­კი­თხონ. არ არის სწო­რი, როცა მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია, იმი­ტომ რომ ამ ასაკ­ში ბავ­შვებს უყ­ვართ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის­თვის ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა. მათ სწო­რად უნდა გა­ვუ­გოთ და მათ გან­ვი­თა­რე­ბა­საც სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნდა მივ­ცეთ,“ - გან­მარ­ტავს ჯანა კა­ხი­ა­ნი.

„ლი­ბერ­ქიდსის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძის გან­მარ­ტე­ბი­თაც, ეს არის აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხი წიგ­ნი რო­გორც 8-წლი­დან ბავ­შვე­ბის­თვის, ისე მათი მშობ­ლე­ბის­თვის, იმის­თვის, რომ ბავ­შვებ­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია შეძ­ლონ.

„ეს წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, ნაკ­ლე­ბად სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი და გა­აჩ­ნი­ათ გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლებ­ში ასე­თი ბავ­შვე­ბი ხში­რად იჩაგ­რე­ბი­ან. სწო­რედ ასე­თია წიგ­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟიც. მას მე­გობ­რე­ბის ვიწ­რო წრე ჰყავს. ის ცდი­ლობს სკო­ლა­ში ყო­ველ­დღი­ურ ჩაგ­ვრას გა­ექ­ცეს და სა­კუ­თა­რი სამ­ყა­რო შექ­მნას. მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თად, ბავ­შვი წიგნ­ში ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მიღ­წე­ვე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. წიგნ­ში მრავ­ლა­დაა კო­მიქ­სე­ბი, ფენ­ტე­ზის და სა­მეც­ნი­ე­რო ელე­მენ­ტე­ბიც. ეს წიგ­ნი გა­ნა­ვი­თა­რებს ბავ­შვე­ბის წარ­მო­სახ­ვას და აა­მაღ­ლებს მათ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე.

ნერ­დე­ბის შე­სა­ხებ ამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნის ყიდ­ვას ქარ­თველ მკი­თხვე­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შეძ­ლებს.



31 აგვისტო, 2018 წ.
სრულად