პროექტის შესახებ
პროექტის შესახებ

დაამშვენეთ თქვენი სახლი ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტისა და სხვა უდიდესი მხატვრების შედევრებით!


თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული ამ უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ  ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს,  რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.

1-ლი დეკემბრიდან გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას, პირადად შეარჩიეთ თქვენი  სასურველი არაუმეტეს 12 მხატვარი, შეაგროვეთ უნიკალური ნახატები თვეში ერთხელ და მოარგეთ საკუთარ ინტერიერს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ როგორც ჩვენი ქოლცენტრის მეშვეობით ნომერზე: 2196013, ასევე „კვირის პალიტრის“ და სხვა პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით.  გამოიცემა ყველაზე მეტი ხმის მქონე  მხატვრების რჩეული ტილოები.

მალე ! ,,კვირის პალიტრის’’ მკითხველს ექნება შესაძლებლობა სპეციალურ ფასად შეიძინოს ყველაზე მოთხოვნადი ნახატები და შექმნას შედევრების საკუთარი კოლექცია.

წესები და პირობები

I ეტაპი

  • გადახედეთ 30 დიდი მხატვრის შემოქმედებას და შეარჩიეთ თქვენი რჩეული მაქსიმუმ 12 მხატვარი.
  • მხატვრების შერჩევა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1-ლი  დეკემბრიდან.
  • ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ
  • უგულშემატკივრეთ თქვენს საყვარელ დიდ მხატვრებს, რომ მოხვდნენ რჩეულთა შორის.

II ეტაპი

  • 10 დეკემბრიდან უკვე არჩეული მხატვრების შემოქმედებიდან ტილოების შერჩევის პროცესი დაიწყება.
  • გახსენით მხატვრის პროფილი ვებგვერდზე, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი 3 შედევრი და მიეცით ხმა.
  • მიღებული ხმების მიხედვით აირჩევა თითოეული მხატვრის ყველაზე მოთხოვნადი 3-3 ტილო, რომლებიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად, 2019 წლის იანვრიდან გაიყიდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრს ნომერზე - 2196013.

ელფოსტაბეჭდვა