პიერ-ოგიუსტ რენუარი (1841-1919), იმპრესიონიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი მონესთან ერთად, XIX საუკუნის მიწურულის პარიზული ბოჰემით ცხოვრობდა. მისი ტილოებიდან გამოსჭვივის თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სიცოცხლის სიხარული. რენუარის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა მეჯლისებს, ქალებსა და მონმარტრის ცხოვრებას, ასევე ეპოქის გავლენიან ადამიანებს (გამომცემლებს, ბანკირებს, დიდებულებს), რომელთა პორტრეტებსაც ხატავდა ან სახლებს უფორმებდა. ავადმყოფობამ ხელოვანს საქმიანობა ტანჯვად უქცია, მაგრამ როგორც სიცოცხლის მიწურულს ამბობდა, ერთი დღეც ვერ წარმოედგინა ხატვის გარეშე.
8365
რენუარი 1
388
რენუარი 2
986
რენუარი 3
2128
რენუარი 4
269
რენუარი 5
305
რენუარი 6
114
რენუარი 7
312
რენუარი 8
2864
რენუარი 9
1219
რენუარი 10
501
აივაზოვსკი
აივაზოვსკი
ივან აივაზოვსკი (1817-1900), შესანიშნავი მხატვარი-მარინისტი, თავისი დროის რუსეთში ერთ-ერთი გამორჩეული ფერმწერი, წარმოშობით სომეხი იყო. მისი შემოქმედება არა მარტო რუსეთისა და სომხეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. მას სიცოცხლეშივე უწოდეს `ზღვის მეფე~. აივაზოვსკის მარინისტული პეიზაჟები აღაფრთოვანებს მნახველს. როგორც მხატვარი ამბობდა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ბუნების სტიქიის გადატანა ტილოზე, არამედ თავად რასაც გრძნობდა და განიცდიდა, რაც მის მეხსიერებას შერჩენოდა, როგორც უკვდავი ღირებულება. სწორედ ეს არის აივაზოვსკის ფერწერის ღირსება.
8833
ყინულის მთები
845
ზღვა. კოკტებელი
2599
მეცხრე ტალღა
2974
ტალღა - აივაზოვსკი
106
ბრიგი მერკური - აივაზოვსკი
737
შავი ზღვა - აივაზოვსკი
164
ტალღებს შორის
198
ცისარტყელა
436
კონსტანტინოპოლი
575
ნეაპოლის ყურე მთვარიან ღამეში - აივაზოვსკი
3115
რემბრანდტი
რემბრანდტი
მეწისქვილის ვაჟი _ რემბრანდტი (1606-1669) თანამემამულეებმა ჰოლანდიური ფერწერის უდიდეს ოსტატად აღიარეს, მერე კი, როცა გაღატაკდა, გარიყეს. დღეს უდავოა, რომ იგი მსოფლიოს ყველა დროის ფერწერის დიდოსტატია, რომ უბადლოდ გადმოგვცა გარემო და ეპოქა. ბიბლიური გმირებისა თუ ოლიმპის ღმერთების ტილოზე გასაცოცხლებლად იგი თავის მეზობლებს ხატავდა. ყველას შეეძლო საკუთარი თავის ამოცნობა მის ტილოებზე ასახულ ზღაპრულ ამბებში. მხოლოდ მასავით ჰუმანურ კაცს ხელეწიფებოდა მიეგნო იმ ფაქიზი სიმებისთვის, ცასა და დედამიწას რომ აკავშირებდა.