თინეიჯერული ლიტერატურა
სინდერი ბრუნდება და საპყრობილიდან გაქცევას ცდილობს, არადა, თუკი ამას შეძლებს, ის აღმოსავლეთ ფედერაციის ყველაზე საშიშ დამნაშავედ გამოცხადდება. დედამიწის სულ სხვა ნაწილში კი სკარლეტ ბენუას ბებია გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, სკარლეტს ძალზე ბევრი რამ არ სცოდნია თავისი ბებიისა და იმ შემზარავი საფრთხის შესახებ, რომლის ჩრდილშიც
სიყმაწვილიდან უცხოვრია. სკარლეტი ხვდება მგელს, ქუჩის მოკრივეს, რომელმაც, შესაძლოა, ბებიის ადგილსამყოფელი იცოდეს. გოგონას უჭირს უცნობის ნდობა, მაგრამ მგელი, რომელიც იხიბლება სკარლეტით, უცნაურად იზიდავს მას. სკარლეტი და მგელი ერთ საიდუმლოს ხდიან ფარდას, სინდერთან შეხვედრის შემდეგ კი მეორე საიდუმლოს წინაშე აღმოჩნდებიან. საბოლოოდ, მათ მთვარის სასტიკი დედოფლის, ლივანას, წინააღმდეგ მოუწევთ საშიშ თამაშში ჩაბმა.