თინეიჯერული ლიტერატურა
საუკუნეები გავიდა, რაც დედამიწაზე ფეხი აღარავის დაუდგამს... გამანადგურებელი ატომური ომის შემდეგ კაცობრიობა კოსმოსურ ხომალდზე ცხოვრობს, დედამიწის რადიოაქტიური სივრცისგან შორს. ერთ დღესაც ხელისუფლება ას დამნაშავე მოზარდს დედამიწაზე გზავნის სახიფათო მისიით ‒ მათ პლანეტის ხელახალი კოლონიზაცია ევალებათ. დავალება დამნაშავეთათვის ან სიცოცხლის უფლების მოპოვების შანსია, ან ‒ დამღუპველი განაჩენი... კლარკი ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს. მას არავისთვის
უღალატია, მაგრამ რაც ჩაიდინა, ძალიან ტანჯავს. საყვარელი გოგონას გამო დედამიწაზე უელსიც მიემგზავრება, თუმცა არ იცის, აპატიებს თუ არა კლარკი დანაშაულს. ბელამი დის
დასაცავად ბრძოლით აღწევს სადესანტო ხომალდზე, გლასი კი იქიდან გამოპარვას და შინ დარჩენას ახერხებს, თუმცა ხვდება, რომ ეს დედამიწაზე გამგზავრებაზე სახიფათოა.
გაუდაბურებულ ხმელეთზე ასეულს თავის გადასარჩენად ბრძოლა უწევს. მოზარდებისგან გმირობას არავინ ელის, თუმცა ეს რაზმი კაცობრიობის ერთადერთი იმედია.
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე