თინეიჯერული ლიტერატურა
უკეთურის შექმნამდე და თომასის ლაბირინთში მოხვედრამდე 13 წლით ადრე მზეზე აფეთქებებმა დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა შეიწირა, შეიცვალა კლიმატი, დაიწყო გლობალური დათბობა... კატასტროფას გადარჩენილებმა მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი
და ახალშენების დაარსება დაიწყეს, მაგრამ მალე სხვა განსაცდელი დაატყდათ თავს: ხელისუფლებამ უცნობი ვირუსის გავრცელებით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა! მარკი და ტრინა ერთგულ მეგობრებთან ლანასა და ალეკთან ერთად
ჩრდილოეთ კაროლინისკენ მიემართებიან. მათ იმედი აქვთ, რომ განკურნების საშუალებას მიაგნებენ და სამყაროს გადარჩენას შეძლებენ.