თინეიჯერული ლიტერატურა
ჩამთრევი და სულის შემძვრელი თრილერი!
,,აი, როგორ იყო საქმე: დრამის გაკვეთილზე ვაპირებდი შესვლას და უცებ ის გოგო გამახსენდა, წინ რომ შემეჩეხა, ზუსტად ჩემნაირ მწვანე სვიტერში გამოწყობილი.აი, თურმე ვისში შევეშალე მისის უოტს. მწვანესვიტერიანი მანაც დაინახა და მე ვეგონე... ეს ძალიან
მარტივი ახსნა იყო, არა?
ფეი ვერ იშორებს ფიქრს, რომ ადამიანები უცნაურად ეპყრობიან, მასთან იმ შეხვედრებს იხსენებენ, რომელიც არ ყოფილა, ეუბნებიან, ამა და ამ ადგილას დაგინახეთო, არადა, იმ დროს ფეი სულ სხვაგან იყო, მოახლოებული ნაბიჯების ხმაც ჩაესმის უკნიდან, ნისლით
მოცულ კიბეზე თავის მსგავს აჩრდილსაც ხედავს. ნუთუ, ეს ყველაფერი წარმოსახვის ნაყოფია?