თინეიჯერული ლიტერატურა
ცხოვრების გობელენი მეტისმეტად მყიფეა ‒ ერთ ძაფს მოსწევ და მთლიანად ირღვევა...
წყალდიდობებით გაჩანაგებულ კუნძულზე, "ქსელების სახლის" ეზოში, ახალგაზრდა მქსოველი ელიანა ენაამოგლეჯილ გოგონას პოულობს. მხოლოდ მის ხელზე ამოსვირინგებული სახელით შეიძლება დადგინდეს, როგორ მოხვდა იგი მქსოველთა ქალაქში. წყალდიდობების გახშირებასთან ერთად კუნძულის მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს უცნობი სენი შეეყარათ! დამუნჯებული გოგონას ამბის გამოძიებისას ელიანა კუნძულის შუაგულში აღმოჩნდება. წარსული და აწმყო ერთმანეთში ისეა გადახლართული, როგორც ძაფები ‒ გობელენებზე, ანდა იმ სიზმრებში, რომელთა ნახვა კუნძულზე იკრძალება. "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" ემი იტერანტას მეორე რომანია, რომლის ოსტატურად ჩახლართული ინტრიგა ჩვენთვის უცნობ და თანაც ნაცნობ სამყაროს წარმოგვიდგენს.