თინეიჯერული ლიტერატურა
ბრძოლა გრძელდება! ბრძოლა ბედისწერასავით გარდაუვალი და ზღვასავით უსასრულო... როდესაც დედამიწას მეხუთე ტალღა დაატყდა, კესი სალივანი და სხვა გადარჩენილები სასოწარკვეთილების ზღვარზე აღმოჩნდნენ. ახლა? – ახლა მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება... უცხოპლანეტელები კვლავ დედამიწაზე არიან! არავინ იცის იმ უფსკრულთა სიღრმეები, რომელსაც დედამიწის დამპყრობლები – უცხოპლანეტელები მისწვდებიან, რათა ჩვენი პლანეტა ადამიანური ინფექციისგან გაწმინდონ. მაგრამ ასევე არავინ იცის, სად გადის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. კაცობრიობის სულის უსასრულობა? – იქნებ ესაა იარაღი, რაც უკიდეგანო კოსმოსიდან მოსულ საფრთხეს დაუპირისპირდება? ბრძოლა გრძელდება... დედამიწისთვის! წინა ხაზზე კვლავაც ჩვენი ნაცნობი გმირები – გადარჩენილები არიან და ახლა იმ „სხვებს“ მოუწევთ პირისპირ შეეგებონ ადამიანთა მიერ
მოწყობილ გამოცდას.