თინეიჯერული ლიტერატურა
ნორა გრეის ჯერ არავისთან გაუბამს რომანი... ის არასოდეს დაინტერესებულა თანაკლასელი ბიჭებით... თუმცა ყველაფერი პაჩის გამოჩენასთან ერთად იცვლება, რომელიც თავისი ეშმაკური ღიმილითა და წყვდიადივით შავი თვალებით თითქოს ნორას სულში იცქირება. ნორამ უკვე აღარ იცის, ვის ენდოს... პაჩი ყოველთვის იქ არის, სადაც ნორა და მის შესახებაც, თითქოს ყველაზე მეტი იცის. ნორას ვერ გადაუწყვეტია,მიიღოს მისი სიყვარული, თუ გაიქცეს და დაიმალოს. და როცა ნორა კითხვებზე პასუხების ძიებას იწყებს,
აღმოაჩენს, რომ სიმართლე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ყველა ის გრძნობა, რასაც პაჩის მიმართ განიცდის.
აქ უკვდავები და დაცემულები ერკინებიან ერთმანეთს!