თინეიჯერული ლიტერატურა
მე არ მინდოდა დიდება.
არ მინდოდა ერთადერთი ვყოფილიყავი.
არც კი მიცდია.
35 გოგო. 1გვირგვინი. შეჯიბრება სიცოცხლისთვის.
რჩეულებს განსაკუთრებული სამოსი, ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, სასახლეში ცხოვრება და პრინც მაქსონის გულის მოსაგებად ბრძოლა ელით.
ამერიკა სინგერისათვის კონკურსში მონაწილეობა მძიმე სასჯელია. მას არ უნდა სახლიდან წასვლა, გვირგვინისთვის დაუნდობელ ბრძოლაში ჩაბმა და ცხოვრება სასახლეში, რომელსაც მეამბოხეები გამუდმებით ესხმიან თავს.
სამეფო კარზე ამერიკა პრინც მაქსონს გაიცნობს. ეს ბედისწერის შემობრუნებაა. გოგონა იმაზე ეჭვობს, რისაც აქამდე გულით სწამდა. და ხვდება, რომ ოცნება მიღმა სამყაროში იფანტება, მომავალი კი სულ სხვა იქნება.