თინეიჯერული ლიტერატურა
ჰარიეტ მანერსმა ბევრი რამ იცის:
ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, მისი დევიზია: „სულ უფრო მაღლა“.
ამერიკელების 27%-ს სჯერა, რომ მთვარეზე ფეხი არასოდეს დაგვიდგამს.
მაგრამ ჰარიეტს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება შტატების სამოდელო ბიზნესში, არც სიყვარულის გაეგება რამე, თორემ დიდ გაუგებრობაში ხომ არ ამოჰყოფდა თავს, ინტრიგის მსხვერპლი არ გახდებოდა და ნიუ-იორკში — წარმატებებისა და წინსვლის ქალაქში ყველასგან მიტოვებულადაც არ იგრძნობდა თავს. თუმცა, ის ხომ ჰარიეტია, — გამოსავალს მოძებნის და კიდევ ერთხელ გაგვაკვირვებს.
დაუვიწყარი ნიუიორკული თავგადასავალი იწყება!