თინეიჯერული ლიტერატურა

ბიჭი ლეგენდაა.
გოგო – გენიოსი.
რომელი გახდება გამარჯვებული? ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. თხუთმეტი წლის დეი, რესპუბლიკის ერთ-ერთი მეგაპოლისის, ლოს-ანჯელესის ჯურღმულებში დაბადებული ბიჭი, ქვეყნის პირველი ძებნილია. თუმცა, არც ისეთი ბოროტმოქმედია, როგორიც ჰგონიათ. თხუთმეტი წლის ჯუნი კი რესპუბლიკის ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონის ელიტურ ოჯახში დაბადებული სამხედრო გენიოსია. კანონმორჩილი და ქვეყნის ერთგული. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წამოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.