თინეიჯერული ლიტერატურა
“-დედა!
არავის უპასუხია. არც ელოდა. დედა უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო.
ახლა მთლად მარტო დარჩა.“
სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს.
ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარების ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის.
კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს!
გოგონა მძიმე განაჩენისათვის ემზადება, თუმცა, მეურვეთა საბჭო მის გაწირვას არ აპირებს/ კირას უბადლო ნიჭი მმართველთა კასტას შეუმჩნეველი არ დარჩენია. სწორედ ამი წყალობით უნდა გადარჩეს და უდიდეს საქმეს შეეჭიდოს. ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვერსად გაექცევა.
იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება...
გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლოვბს, რაც სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.