თინეიჯერული ლიტერატურა
სამი წელი გავიდა საშინელი ავარიიდან...
სამი წელი მას შემდეგ, რაც მია ადამის ცხოვრებიდან გაქრა!
ისინი ახლა სხვადასხვა მხარეს არიან:
მია ,,ჯულიარდის” ამომავალი ვარსკვლავია, ადამი კი ლოს-ანჯელესის ტაბლოიდების სამიზნე გამხდარა. იგი როკვარსკვლავია.ნიუ-იორკში ბედნიერი შემთხვევა მიასა და ადამს კვლავ ახვედრებს ერთმანეთს!
ერთად ათვალიერებენ ქალაქს, რომელიც მიას სახლად ქცეულა. ისინი წარსულს უბრუნდებიან და მომავალსა და ერთმანეთს გულს უხსნიან.
,,სად წავიდა” გაგრძელებაა რომანისა ,,თუ დავრჩები”. ადამი თავისი და მიას გამანადგურებელი დარდის, იმედისა და სიყვარულის ხელახლა დანთებული ცეცხლის შესახებ გვიამბობს.
3 წლის წინ ეს ამბავი დაიწყო წიგნით "თუ დავრჩები".

მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე