თინეიჯერული ლიტერატურა
წარსული არავის ახსოვს, მხოლოდ - წყალს
კაცობრიობამ უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა განიცადა, დედამიწამ სახე იცვალა, წელიწადის დროებიც არეულია. გასული საუკუნეებისა და ცივილიზაციების ხსოვნას ჩაის ოსტატთა სხვადასხვა თაობის დღიურები ინახავს. ნაშთების პოვნა ნაგავსაყრელებზეც შეიძლება.
17 წლის ნორიას ძალიან რთული მისია აქვს
ნორია ჩაის ოსტატთა შთამომავალია, ეს კი ნიშანვს, რომ მან წყლის საიდუმლო იცის და მისი  დარაჯიც თვითონაა. ეს კი სიკვდილთან თამაშის ტოლფასია, რადგან წყლის დამალვა უმძიმეს დანაშაულად ითვლება.
ნორიას უთვალთვალებენ.
შეძლებს თუ არა ის სამხედრო ხელისუფლების დევნას გადაურჩეს? ეს ამბავი სულისშემძვრელად ასახავს მოზარდების გმირობას სიცოცხლისგან დაცლილ სამყაროში.