თინეიჯერული ლიტერატურა
15 წლის თინეიჯერი ჰარიეტ მანერსი ნამდვილი გიკია. და როგორც გიკმა _ ძველმოდურმა, ენთუზიასტმა და უსარგებლო სიტყვების მოყვარულმა -  ბევრი რამ იცის...

    კატას თითო ყურში 32 კუნთი აქვს
    ერთი ჩაის კოვზი ნეიტრონი მილიარდობით ტონას იწონის
    ადამიანი დღეში, საშუალოდ, 15-ჯერ იცინის
    მიწის თხილი დინამიტის ერთ-ერთი ინგრედიენტია
მაგრამ ვერ ხვდება, სკოლაში რატომ არავის მოსწონს, რატომ დასცინიან. ამიტომ, როცა შანსი ეძლევა, ყველაფერი შეცვალოს, ჰარიეტი შემთხვევას ხელიდან არ უშვებს. მოახერხებს კი გიკი გოგო, მომხიბლავ ქალიშვილად იქცეს?