წესები და პირობები
წესები და პირობები

„გახდი ბესტსელერის ავტორი“

კონკურსის წესები და პირობები

*კონკურსის მთავარი მიზანია ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა







  • კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.
  • კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.
კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" მონაწილეობის მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას::
  1. გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოთხრობილი მოკლე ბიოგრაფია, რომელიც გამოქვეყნდება ვებგვერდზე. ბიოგრაფია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, გამოუქვეყნებია თუ არა კონკურსანტს ნამუშევრები სადმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;
  2. კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);
  3. საკონტაქტო ინფორმაცია;
  4. საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);
  5. ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)
განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა
  1. ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge
  2. ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ორი დღის განმავლობაში ელფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.
  3. გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.
  4. კონკურსზე არ განიხილება:
    •  რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადი
    •  არასრულყოფილი განაცხადი
    •  ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტი
    •  ტექსტი, რომელშიც გამოიკვეთება პლაგიატი
    •  თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოები
    •  გადამუშავებული ნაწარმოები
    •  შედგენილი ნაწარმოები
    •  თარგმანი
  5. საკონკურსოდ დაიშვება და სპეციალურ ვებგვერდზე (http://www.palitral.ge/konkursi) განთავსდება ორიგინალური, ენობრივად და სტილისტურად გამართული ნაწარმოებები, რომლებიც არ შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.
  6. კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთება საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემა 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით.
  7. გამომცემლობა იტოვებს უფლებას, კონკურსიდან მოხსნას კონკურსანტი, თუ პლაგიატის ნიშნები გამოვლინდება შემდგომ ეტაპზე ან/და თუ რომელიმე მესამე პირი წარმოადგენს დასაბუთებულ/კანონიერ პრეტენზიას კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნაწარმოების მიმართ. ამასთან, ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებელი იქნება კონკურსანტი.
შენიშვნა: ხმების გაყალბების ან გაყალბების მცდელობის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

ხმის მიცემის პროცედურა
  1. ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.
  2. ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს "SMS კოდის მიღება". მაქსიმუმ ერთ წუთში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.
    * თუ მომხმარებელი ერთი წუთის განმავლობაში ვერ მიიღებს SMS კოდს, ის უნდა დაუკავშირდეს გამომცემლობას ნომერზე (032) 2 38 38 71; 595 99 99 72
    * თუ  SMS კოდის გამოყენება არ ან ვერ მოხდება მომენტალურად, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სხვა დროს იმავე კონკურსანტისთვის (კონკურსით გათვალისწინებული ვადის პირობებში)
    * ხმის მიცემის პროცედურა უფასოა
  3. ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში.
  4. ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.
  5. I ტურის შედეგად გამოვლინდება მაქსიმუმ 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი კონკურსის ჟიური გამოავლენს
I ტური
  1. კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყება 1 აპრილს.
  2. საკონკურსო ნაწარმოებების შემოტანის ბოლო ვადაა 1 მაისი.
  3. I ტურის შედეგად გამოვლინდება 20 კონკურსანტი, რომელთაგან 10, მიღებული ხმების რაოდენობით, მკითხველის რჩეული გახდება, 10-ს კი  კონკურსის ჟიური გამოავლენს.
    * შესაძლებელია, რომ ხალხისა და ჟიურის რჩეული ავტორები დაემთხვეს ერთმანეთს
II ტური
  1. მეორე ტურში გადასულმა კონკურსანტებმა 8 ივნისისდან 20 ივნისამდე კონკურსის ელფოსტაზე - konkursi@palitra.ge უნდა გამოგზავნონ:
    • I ტურში გამოგზავნილი ნაწარმოების გაგრძელება – 60-80 გვერდამდე, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11, ხაზებს შორის დაშორება − სტანდარტული (Multiple)
    • ნაწარმოების დეტალური აღწერა (Word დოკუმენტი, 60-დან 150 სიტყვამდე).
  2. 2. ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.
  3. 25 ივნისიდან 9 ივლისამდე – მკითხველი ხმას აძლევს სასურველ ნაწარმოებებს
  4. 10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, მაქსიმუმ 2 − ჟიურის.
შენიშვნა: გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია.
ელფოსტაბეჭდვა