მოთხრობები
მოთხრობები
ნოეს კიდობანიკიდობანი უნდა ავაგო, თქვა ნოემ და შვილებმა ერთმანეთს გადახედეს ჯერ და მანამდე შვილიშვილებმა დაასწრეს და ახარხარდნენ, რძლებმა მამამთილის და დედამთილის რიდით ჩაიქირქილეს და ერთმანეთს თვალებით მეტი არ შემილია ვხარხარებო და დანარჩენი კოფეზეო, მერე შვილებმა და თან ძმები ერთმანეთის გადახედვა გადმოხედვას რომ მორჩნენ ახითხითდნენ. „მორჩი კაცო რეებს ამბობო“ და დაიშალნენ მაგრამ მასხრობას შვილიშვილებთან ერთად უმცროსი შვილი რუდიკო აგრძელებდა. შვილები კიდეს სამი ყავდა ნოეს და მიმოზას. უფროსი ჯემიკო, ჯინჯიკო და რუდიკო, საბუთებში კიდევ ასე: ქართლოსი, ალექსანდრე და რობინზონი. ეს სახელები, მშობლებმა, ცოლებმა და შვილებმა, აჰა სკოლის ცოცხალ მასწავლებლებმა და იქა-აქა ნათესავებმა იცოდნენ. სამაგიეროდ შვილიშვილებს ერქვათ თითო სახელი: ბარბარე, მარიამი, გიოგრი, ირაკლი და ანდრია. ეგ სახელები ეკლესიური სუბორდინაციით დაერქვათ და შემატება მომატება და გამოკლებას არ ექვემდებარებაო ითქვა ერთხმად საერთო ოჯახურ ნათლობისას და ნოემ თქვენი კარგისტრაკიცო ერთიო ან რომელიმეს მამაჩემის სახელი დაგერქმიათო ან დედათქვენის დედის სახელიო და ყველამ თვალები ჭყიტა... ჯერ რომ ნოესგან კარგისტრაკი არავის გაეგო და მერე არასდროს ქონია ასეთებზე პრეტენზია, მხოლოდ მიმოზა იყო მშვიდად, ჯერ რომ ჯეელობაში კარგისტრაკზე მეტი გაეგო ნოეს პირიდან და მერე რატომაც არ უნდა დაერქვათ ბებიის და ან ბაბუის სახელი რომელიმე შვილს შვილისთვის? ახლაც თქვენი კარგისტრაკიცო ნოემ და ადგა მაგიდიდან და გავიდა, მერე სახლიდანაც გავიდა. მიმოზამ ყველაფერი იცოდა რაც მოხდებოდა იქამდე სანამ აქ აქირქილდებოდნენ, იცოდა ისიც რომ გაბრაზებული გავარდებოდა სახლიდან ნოე და ამ კიდობანის ამბავს ესე არ მოეშვებოდა სანამ აქ დიდი ამბავი არ ატყდებოდა. დილით ხვნეშა ხვნეშით რომ წამოდგა მიმოზა, საწოლიდან ცქვიტივით ახტა თავისი ასი წლის უცვლელი პიჟამოთი ნოე.-სიზმარი ვნახე. -თქვა და მიმოზამ უკვე იცოდა ეს სიზმარი რამე წინასარმეტყველური იქნებოდა და ცოტა არ იყოს გაბრაზდა.-ახლა არ თქვა ბოჩოლა დაგვეკარგებათქო თორემ გავგიჟდები ქალი... ამ დილაადრიან არ გამიხეთქო გული არ შეიძლება?-უარესი... - თქვა ნოემ და მიმოზა გაშეშდა და ჭყიტა ისედაც დიდრონი კაკლისტოლა თვალები.-წვიმები დაიწყება იმ კვირიდან...-უხ თქვა რაცხა. - წვიმა არ აწყობდა მიმოზას, მარა ბოჩოლას კიდევ ერთხელ დაკარგვას კი ჯობდა.-კიდობანი უნდა ავაშენო.- თქვა ნოემ და არაფერი უპასუხა მიმოზამ, მაგრამ უკვე იცოდა რომ ჩართო ნოემ მისია და გადამთქმელი არავინ იყო, თვითონაც. არა იმიტომ რომ ეთანხმებოდა, უბრალოდ იცნობდა კარგად ნოეს და თან ისიც რომ ხშირად მისი სიზმრები ამყოლი და შესრულებადი იყო ზოგჯერ და არა ხშირად მარა სიზმართან მიმოზას სერიოზული დამოკიდებულება ქონდა, ამიტომაც და იმიტომაც უკვე იცოდა რომ სანამ პურზე კარაქს წაუსვამდა და დაუდებდა ჩაის ჭიქის გვერდით მანამ იტყოდა ნოე კიდობანზე და სანამ ოთხი მოკბეჩით და სამი მოხრუპვით მოასრულებდა საუზმეს მანამდე აქირქილდებოდნენ შვილები, შვილიშვილები და რძლები. მერე გაბრაზებული სახლს დატოვებდა საღამომდე ნოე და საღამოს ისევ იტყოდა კიდობანზე და მერე რაც მოხდებოდა მასაც ჭვრეტდა ჭკვიანი და ბევრის მთმენი და ერთგული მიმოზა.-კიდობანი უნდა ავაშენოთ. -თქვა ბირჟაზე ნოემ და ბირჯავიკებმა კიდევ ტრაქტორისტ გოგის დედისტრაკს შეეხნენ, რადგან უკვე მესამე დღეა ატყუებს ზაურას გოგი, ანატოლმა გუშინ მთელი დღე დავსდევდიო და მაინც ვერ დავიჭირეო, კაკომაც მასაო, ზაურამ მოკლედ თვალებით დაეთანხხმა ყველას დე მერე ყველამ ერთად აგინეს გოგიას.-კიდობანი უნდა ავაშენოთ.- კედევ გაიმეორა ნოემ და ახლა გადახედეს თანაბირჟავიკებმა და ზაურამ შენა ალაოდ ხო არ ხარ ნოეო. დანარჩენებსაც ჯერ ბრაზი მოერიათ, „რად დროს ეგაო როცა გოგიას ვაგინებთო“, მაგრამ ეს კიდობანი და მერე ნოეს პირიდან უკვე გაეცინათ.-დოუშტვინე ნოეეე?- ანატოლი გვერდითა ახლო მეზობელი იყო ნოესი მარა დიდად არ ყვარობდა და ნოეს ყოველ უცნაურობაზე ხმამაღლა და დიდხანს ხალისობდა. ყველამ რაღაცა წამოიძახა და მერე ისევ გოგიას თემას დაუბრუნდა ბირჟა რადგან გული კარგად არ ქონდათ ამოოხრებული ლანძღვა გინებით, ჯერ ხურდებოდნენ. ხოლო ნოეს უცნაურობა არა ახალი იყო ამათვის. აქ ვერაფერი გაუდიოდა ნოეს, ადგა და გაეცალ ჯერ ჯერობით რადგან ამ თემაზე ისევ მოუწევდა ლაპარაკი აქ. ასე წამდა და ასეთი პრინციპული კაცი იყო ნოე. მანამდე ონისესთან უნდა გაევლო ამ თემაზე დისკუსია. ხშირად სტუმრობს ონისეს ნოე და თუ ონისე მოცლილია სულაც არ წუხდება და თუთუმს ერთად ეწევიან, თან საუბრობენ და ან არ საუბრობენ. ამჯერადაც მოცლილი იყო ონისე და პატარა ტაბურეტკა გამოიტანა და იქვე თუთუმიც, ნოემ ჯიბიდან დაჭრილი კარგი ქაღალდი დაითრია და მასპინძელსაც გაუყო, პროფესიონალირად წამში შეკრეს ორივემ და დიდი კმაყოფით ჩაირტყეს პიველი ნაფაზი. ახლაც ეგონა ონისეს რუტინულად ეტყოდა ნოე რას შვებიო და ონისე მხარს აიჩეჩავდა, მაგრამ ნოემ:-კიდობანის აშენებაში დამეხმარეო...- ჭკვიანი კაცია ონისე, ისეთი ჭკვიანი რომ სოფლის თავჯდომარე ყოველ დღე თუ არა ყოველ მესამე ან კვირაში ერთხელ ამოაკითხავს და სასხვათაშორისოდ რჩევასაც გამოკრავს ხელს. ახალგაზრდა კაცია თავჯდომარე და ასე პირდაპირ მირჩიე ეუხერხულება და ნელ ნელა შეპარვით თხოვს, ონისეც ის კაცი არაა რომ დაამადლოს ან მიანიშნოს რამე რუმეზე და ეგო შეურცხვინოს. ახლაც ესე იქცევა და კითხავს არა იმას რასაც ნახევარი კი არა ასიდან ასი სოფლელი კითხავდა: რათა გინდა კაცოო?-რა ზომის? - აი ეს კითხა ონისემ და ნოემაც სოფელის კომლი და მათი საქონელ ცხოველ ფრინველი რომ დაეტიოსო.-ოო დიდი ამბავია მაგი. -ჰოო მაგრამ საჭიროა და გეგმა პროექტი დამახაზინე. - მჭუნვარე სახით თხოვა დახმარება ნოემ. აი ახლა კითხავს ონისე იმას რასაც აქამდე დაცინვით ან ირონიით კითხავდა სოფელი.-რათა გინდა კიდობანი?-სოფლისგან განსხვავებით არა ირონიით და არა დაცინვით კითხა ონისემ.-მესიზმრა.-მოკლედ უპასუხა ნოემ.-ოო... ეს კაი ამბავი არაა ჩემო ნოე... ჯერ ერთი რომ ამსიოდენა კიდობანს ბევრი მასალა მატერიალი უნდა და ეს კიდევ დიდი თავსატეხია, კიდევ რომ ამაში სოფელი გვერდში არ დაგიდგება და კიდევ აბა რავიცი რა გითხრა.- გაავიშვიშა ხელები ონისემ. ონისეს სახლიდან გამოსული ისევ ბირჟათან გამოიარა და ჩამოჯდა, ამჯერად აქეთ დაასწრეს სანამ იტყოდა კიდობანი უნდა ავაშენოთო.-ჰაა ნოე რასა ვშვებით? ვაშენებთ კიდობანს? ნოეს კიდობანს? წარღვნა როისთვის იქნება ნოე? მარტო ჩვენი სოფელი გადარჩება შე კაცო?- ასე დაუსრულებელი ლაზღანდარობდნენ და ნოე მიხვდა რომ ეს ის ხალხია რომელიც გვერდში არ დაუდგება,- მე ჩემი გითხარით და თუ არ დაიჯერებთ თქვენი კარგისტრაკიც...- ადგა და გაეცალა ნოე. ბირჟა კიდევ დაშლა არ მოშლამდე ხალისობდა.-სოფლი სასაცილო გაიხადე თავი და ჩვენც გვარცხენ ამხელა კაცი. მაინც და მაინც შენ მოგივიდა აზრად? დადის ხალხი და გააიძახის ნოეს კიდობანი, არ ვიცი არ ვიცი...- სიტყვით იყო გამოსული საოჯახო ვახშამზე ჯემიკო. ჯინჯიკო კიდევ ქოშინებდა და იფურთხებოდა.-აგერ ანატოლის დასაცინი რომ გახდები კაცი... - ჯემიკოს მხარს უბამდა უფრო გაწმარებული ფურთხი ფურთხით რუდიკო.- ფუ შენი ფუ შენი. კიდევ კაი ხანს არ გაჩერდებოდნენ რომ არა მიმოზა. გეყოთ ახლაო და აწი ხმას არამოიღებს ნოეცო. ხოლო ნოემ თავისი ფართე პანამას გახუნებული ჩალის ფერი ქუდი მუჭაში მოიმწყვდია და ძალით მაგიდას დაანარცხა, მერე ისევ აიღო და მიმოზას გადახედა. მიხვდა მიმოზა რომ აწყენინა და ნოეც მიხვდა რომ მიმოზა მიხვდა რომ ეწყინა, მერე მიმოზა იმასაც მიხვდა როგორ ტკივა ნოეს გული როცა ასე ექცევიან შვილები და იმასაც მიხვდა რომ ნოეც ხვდებოდა რომ მიმოზას კარგად ესმოდა როგორ ტკიოდა გული და ამიტომ მიმოზაზეც დარდობდა რადგან იცოდა რომ თუ მას ტკიოდა მიმოზა გრძნობდა და მასაც ტკიოდა. მეტი არაფერიც უთქვია იმის გარდა რაც დილით თქვა და ისევ ის გაიმეორა თქვენი კარგისტრაკიცო და დასაწოლად გაეშურა. ცოტახანში ცოლიც გამოყვა.გავიდა ეს კვირა და მოვიდა ახალი კვირა, ამინდი კიდევ გაურკვეველი იყო, არც ავდარიანი და არც დარიანი. გაზაფხული ზამთირს გაცილება იყო. შუა კვირას ცამ ტრაკი მოხუჭაო და იწვიმებს ამაღამსო თქვეს სოფლის ბირჟაზე და ნოეს თითქოს ეამა, რადგან თავის სიზმარს ვადა გასდიოდა თუ ამ კვირაში არ იწვიმებდა და მართლაც შუაღამე რომ დაიწყო სამი დღე წვიმდა, უფრო ცრიდა ალაგ ალაგ უმატებდა. ნოე კიდავ დარდობდა კიდობანსს რომ ვერ აშენებდა. ეს დღეები ჩუმად იყო და არსად არ უხსენებია კიდობანი. მეოთხე დღეს მზეც გამოვიდა და ნეომ სახლში რამეს მაინც გავაკეთებო და ძველი უფუნქციო ოდა ფაცხას დაშლას შეუდგა, ერთი წელია ამის დაშლა ოჯახს გეგმად აქვს და ვერავინ მოკიდა ამ საქმეს ხელი. ნოემ რომ დაიწყო, შვილებმა და მიმოზამ ერთმანეთს გადახედეს და „დაწყნარდა ეტყობაო“ ჯემიკომ.-გვეშველა.-მიმოზა კმაყოფილი იყო-ოღონდაცა გადააგდოს სისულელე თავიდან და სახლიც დაშალოს.- იხუმრა ჯინჯიკომ.-ამას ვერაფერი გამოასწორებს, გიჟია კარგმოტყნული. - სკეპტიკური და ბრაზიანი იყო როგორც ყოველთვის რუდიკო.ექვსი დღე შლიდა და კოხტად აწყობდა მერე დაშლილ მასალას დანომრილად ალაგებდა ნოე და მეექვსე დღეს ჯინჯიკოს შვილმა ეჭვის მარცვალი შეაგდო საოჯახო საბჭოში.-მე მგონია ბაბუა კიდობნის ასაშენებლად ამზეადებს ამ მასალებს.-სიდან მოიტანე ეგ..- ყველამ ერთად კითხეს.-რაამე წამოცდა?-არაფერი უთქვია მარა ისე აწყობს და ალაგებს ფიცრებს მეფიქრება.მეშვიდე დღეს ნოემ ბოსლის გვერდით ახალი ფართის მშენებლობა დაიწყო და როგორც დაიწყო იმ წამსვე ოჯახი სრული მაშტაბი თავზე დაადგა. ხმას არავის სცემდა ნოე და მუშაობდა თავისთვის. მიმოზამ გაანეიტრალა სიტუაცია. ბოსელს აკეთებს ახალხო, აი რას გავს ვერ ხედავთ? წლებია საწყალი საქონელი წყალში და ტალახში წევს და ისვენებს და ერთსაც აზრად არ მოგვსვლიათ გაგემართათ და კაცი მარტო აკეთებს და სვავებივით ეცით თავზე, ან დაეხმარეთ ან გაეცალეთო.-ჰო თუ ბოსელს აკეთებს კაია კაცო.-მარტომ ქნას უფრო კაია მაგისთვინა.-ხო ხო მარტო ქნას, გადააყოლებს გულს და გაუქრება ტვინიდა ის აზრები.ნოეს ის ეამა რომ ცოლმა შვილები მიჯირყვნა და ნოეს მხარი დაიჭირა რადგან ნოემ კარგად იცოდა რომ მიმოზამ იცოდა რომ ნოე ნოეა და თავისას მაინც იზავდა. შვიდი დღისმ მერე დაწყებული მშენებლობას შვიდი დღე აშენებდა ნოე და ამ დღეებში ბერვი რამ გადაიარა მის თავზე რადგან მესამე დღეს მიხვდენნ რომ ეს ჩვეული ბოსელის არქიტეკტურას არ გავდა და ისევ დაადგნენ თავს და ამჟამად ნოემაც არც აცია და არც აცხლელა: „ისეთი ბოსელი უნდა იყოს არც წვიმა არც სიცივე და არც მზე აწუხებდეთო და თან განსხვავებული ფორმისა იყოსო“. -მაა ბოძები რატო არ ჩამარხე მიწაზეო და რატოა ქვებზე დადებული ბალკებიო.- ეჭვის თვალით კითხა უმცროსმა რუდიკომ.-ნესტი რომ არ აიღოს.- მოკლედ მოუჭრა და ამის მერე ხმა არ ამოუღიათ მეხუთე დღემდე, რადგან მეხითე დღეს ბოსელს ბოსლის ფორმა დაუწუნეს მას შემდეგ რაც შვილიშვილებამ გუგლიდან ფოტოები ამოუყარეს მამებსს და ანახეს სადაც ეხატა ნოეს კიდობანი, ფოტოზე იყი თავიანთი ბოსლის გვერდით ვითომ ახალი ბოსელის ფორმა და ისევ დაადგნენ თავზე და ამჟამად ახსნა განმარტებას არც ითხოვდნენ და რომ ცოლებს და შვილებს არ გაეკავებინათ ქმრები, მამები, იქნებოდა მუშტი კრივი და ნოეს კიდევ მხოლოდ მიმოზა აკავებდა. ამიტომ სხვა გზა აღარ დარჩენია ნოეს თავდაცვისთის და თავის მამა პაპისეული ცალ ლულიანი თოფი გაისროლა ჰაერში. მერე მოცვივდნენ მეზობლები, ბირჟავიკები და მთელი სოფლით აივსო ეზო. ყველა თავისი სიმართლით განიკითხავდა ნოეს და ნოეს სიმართლე არავის ქონდა გარდა ონისესა, ნეიტრალური და შემრიგებლური სიმართლე. -რანაირია ღმერთო მაინც ეს ონისე. - გულში ხელებ გადაჯვარებული და სენსიტიური ხმით ჩაილაპარაკებს მიმოზა იმის მერე როცა ონისე ერთი საათი და ცოტა მეტი ტეტა-ტეტ დაელაპარაკა ნოეს და მოლაპარაკებიდან გამოსული შვილებსაც დიპლომატიურად ყურებს აუწია და შერიგებისკენ მოუწოდა.-რა გინდათ რას ერჩით ამ კაცს?- კითხა შვილებს ონისემ-როგორ რა გვინდდა? ხედავ ძია ონისე სოფელში როგორ დაგვცინიან...-მისმინე შვილო, სოფელი ყოველთვის ყველას დასცინის, ოღონდა რიგითობითაა ეგ, იყო დრო მეც დამცინოდა, ჩემზე აუგს ამბობდა, მერე იმას, მერა ამას და მოადგა თქვენი ჯერი, და ახლა ცოტაც მოითმინეთ თქვენც ან კიდევ არ იდარდოთ, სოფელი რო დაგცინებს ესეიგი რაღაცნაირი ისეთი ხარ რომ ვერ გიგებს და შურს კდევაც შენი... გააკეთოს რასაც აკეთებს, ხედავთ როგორი ბოსელი და საკუჭნაო გამოდის? მშვენიერია მყარი და დაცული, ფორმით კიდევ განსხვავებულია, რაღაც საინტერესო და სხვანაირი, იღლიცინებენ ჯერ მერე მოვლენ დააკვირდებიან ხმამაღლა თუ არა გულში მაინც იტყვიან რა კაია, მერე ერთი გაბედავს და მსგავს გააკეთებს და ერიჰა მიყვება ყველა და აი მაშინ ვინ გააიცინებს ვნახავთ. მოკლეთა შეეშვით ამ კაცსა და გააკეთოს რასაც აკეთებს... ხვალე არა და ზეგა მცალია და მეც მოვაკითხავ, რაცხეებში შევეშველები...აბა ჰე და აბა ჰოო.- დაემშვიდობა ყველას და ჭიშკრამდა მიაცილა მიმოზამ. - შენ გაიხარე ონისე.- გულაჩუყებულმა მიაძახა.იმ დღიდან შეეშვნენ შვილები, ეამათ ონისეს დარიგება, რადგან სოფელში დაფასებული სიტყვის კაციაო ონისე, ყველამ ერთად განაცხადეს და მერე ისიც ახარებდათ რომ ხშირად შემოუვლიდა ონისე ნოეს და რაღაც ძალიან სერიოზილად ბჭობდნენ. მორჩა ნოე ბოსელის აშენებას და კარგი კიდობანი გამოუვიდა, ოჯახშიც ომი და დაძაბულობას მაგივრად საგრძნობლად და საჩინოდ მშვიდობამ ისადგურა ბოლო-ბოლო, თუ არ ჩაითვლება რუდიკოს და ჯინჯიკოს შვილის წაღლიცინება სანამ მიმოზა ადგილზე არ მოსვამს მოღლაბუცეებს. ნოეს დიდი სიხარული არ ეწერა სახეზე და არც ჩამოსტიროდა, ცოტა საქმე ხო არა ააშენა კიდობანი და სიზმრისა და წინასწარ ჭვრეტის წინაშე ალალი იყო, მისია პირველ საფეხურისთვის ხო შეასრულა და მეორე საფეხური ჭვრეტის მასზე არ იყო დამოკიდებული მაგრამ გული წყდებოდა „ბედმაც ხო არ დამცინაო სოფლისნაირად და რა სოფელიო შვილებმა ამიკლეს აქანეო.“ რაღაც ხო არისო კითხა თავის თავს და უპასუხა კი კაცოვო.-გადაბრუნდი კაცო და ნუ დუდღუნებ რაცხეებსო.- დაღლილმა მიმოზამ უსაყვედურა და მხარი იცვალა ხვნეშა კვნესით და ნოემაც მიბაძა გადაბრუნებაში.-მიმოზა არ იწვიმებს ვითომ? -მაინც არ გაჩერდა ნოე-ჭირი და დოზანა რავიცი მე, ისე ისეთი პირი უჩანს ცას კაი ხანი დარიანი იქნება...-მააშ... რაც ავაშენე მის მერე სამი დღეა ცას არც შეუჭმუხნია პირი, არა რო ეწვიმა.-მაშაა... დეიძინე ახლა.- მუდარა ხმით უთხრა მიმოზამ.-ჰოო კაი... - მალევე ამოუშვა ხვრინვა ნოემ. რა იცოდა ნოემ რომ დილა ელოდა სასიხარულო და კი უნდა იცოდეს მესიზმრე კაცმაო მერე იტყვის როცა გაიხარებს მისი სული. მიმოზას დაუჯერა და მხარი იბრუნა და უმალ თვალის მიხუჭუჭება და ხვრინვა ერთი იყო და პირველად დაასწრო მიმოზას ამ დარგში, მიმოზამაც იდაყვი უთაქა, მარა არც უგვრძნია და არც დალოდებია მიმოზა, მანაც დასცხო და დილამდე ერთი ხმთ და სიყვარულით ხვრინავდნენ, არაფერი დასიზმრებია, დაეფიცება რომ წვეთი სიზმარი არ უნახავს და ამაზე ჩაღონებულმა იდარდა გამოღვიძებისთანავე. თითქმის სამი წუთი, აჰა ხუთი წუთი დარდობდა და ფიქრობდა სიზმარმაც მიმტყუნო... და აი ზუსტად სამი თუ ხუთი წუთის მერე თითქოს კეფაში ჩაუტყაპუნა ვიღაცამ და ფიქრებიდან გამორეკა, მიაყურადა დარაბებს გაღმა რა ისმისო. ოი სასწაულო, ჭყაპა ჭყუპი, სახურავის რაკრაკი და ალაგ ალაგ დგაფა დგუფა ისმოდა.-ღემრთო დიდებულოო..- ისე წამოიყვირა გახარებულმა ნოემ რომ მიმოზა დაფეთებული ლოგინიდან ახტა და კარებს ეცა, მერე ფანჯარას და მერე ნოეს „ხო კაატ ხარო“ და ნოემ:-რას ამბობ ქალოოო, კარქადა ვარ ქარქად... წვიიიმს, გესმის წვიმს მიმოზაააა.-წვიმს და ჯანდაბა, ჭირი, დოზანა სიკვტილი და შენ გაზიპინება აქანა ახლა და შენ დაგასვენე გვერდით ოთახში... შენ მეისპი შე უჯიშოოო... - არ ჩერდებოდა მიმოზა, მაგრამ სულაც არ უსმენდა და არც წუხდა ნოე, პირიქით ასეთი ბედნიერი მაშინაც არ იყო როცა მიმოზა გაიცნი, პირველად აკოცა და საერთოთ ოცდახუთის კი იყო მარა გოგსთვის ნაკოცნავებიც არ იყო და არც მაშინ იყო მასეთი ბედიერი როცა პირველად დაწვნენ, მარტო, ბნელ და წკურუმია ოთახში და პირველად ნახა შიშველი მიმოზა და მიმოზა მარტო არა, შიშველი ქალი და მერე პირველად რომ გადმოგორდა ლოგინზე გვერდით და არც მაშინ იყო ასე ბედნიერი როცა მამამ ფული მისცა მისივე ნაოფლარი და წაი ავტომობილი იყიდეო. მოკლედ ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა და ჰაა. მარტო მანქანა სექსი და ტუჩი ტუჩის წილ ხო არაა ბედნიერება, მარა არა.-ველოდი და მოიდა წვიმა...-თავისთვის ბურტყუნებდა და დახტოდა დაკუნტრუშებდა, მიმოზა დაშოშმინდა როგორც იქნა.-რაა გიხარია ნეტაი შენ. - უკვე ამასობაში ადგომის დრო იყო.-ადე ადე კაცო, საქონელს მივხედოთ და მერე საჭმელიცა მაქ გასაკეთებელი, ამდენი კუჭი უნდა დავავსო.. თქვენ დაგეფსოთ ჩემი ცოდვა.-კვნესა ოხრით წამოდგა გადაიცვა და უჯიკა ნოესაც, მარა ნოეს ჯიკაობა რად უნდოდა, უკვე ფეხზე იყო გამოწკიპული და გარბოდა გარეთ. პირველად სადაც მივიდა იყო ბოსელი, მერე მისი კიდობანი. ძალიან სახალისოდ ქონდა საქმე, რადგან ბოსელში წყალი იყო კრგად შესული და საქონელი წუხდა, ხოლო თავისი კოდობანი კიდევ მშრალი, გაფითქნებული იყო. ჩემი კაიცო დაუბურდღუნა და გავარდა ძველ ბოსლისკენ იქ მიმოზა წველიდა ძროხას.-მანამდე ბოჩოლები გაიყვანე, მერე თხები და ღორებს მე მივხედავ.ნოეს არ სჭირდებოდა მითითება, ისედაც უკვე როლში შეიჭრა და ბოჩოლები, თხები და თვით ღორების კოლტი კიდობანში გადაიყვანა, მერე ფრინველებს ეცა, იხვი ქათამი ბატი, ციცარი, ინდაური თავის ჭუკ წიწილიანად ყველა კიდობნისკენ გააქანა. მიმოზამ რომ დაინახა ასეთი განლაგება გაგიჟდა და დაიწყო წივილ კივილი.მასეთ პატარა წამოწიწკვნაზე სად შეყუჟე ამგენიო შე უარგისო კაცოო და შევარდა კიდობანში და დაიწყო საქონელ ფრინველების გამორეკვა დევნა, მაგრამ ნოე გადაეფარა წინ.-დედაკაცო გეუბნები წყალდიდობა იქნება და არ გამორეკო თორემ გეუბნები დაკარგავ ამგენებსო და იქვე მეცო.- შეუდრეკელად იდგა ნოე და წამით დაფიქრდა მიმოზა, მერე ახედა ცას და შავი ღრუბელის მეტი არაფერი ჩანდა და იფიქრა ეგ წყაწაღებული ეგე მართალია და ჰო კაითქვა და სახლისკენ დაიძრა და სანამ შევიდა უკვე თავსხმა კოკისპირული იყო და იმის იქითაც კიდევ, ცა ჩამოიქცა. ძლივს შევიდა სახლში. იქ კიდევ სამი შავილი ცოლებით და შვილებით პირ დღებული ელოდებოდნენ მიმოზას სადილის დასამზადებლად და გასაშლელად და რაც აქამდე გულში უნახია და არც ნოესთან დაუკვნესია ახლა აღმოხდა და დაერია ჯერ შვილებს და მათ ნამატებს. ძალიან გაცეცხელბული იყო მიმოზა და ცეცხლს და ნაფთს და ჯარხანას ისვრიდა და მიზანში ახვედრებდა. ნოე რო შემოვიდა და ეს შემოსვლა არ იყო შემოღწევა იყო ძლივს დამაინც რაც იყო ის იყო და უკვე მიმოზა დაცლილი იყო ყველანაირი აგრესისგან და ტახტზე ფეხებ ხელებ გაშხლართული იწვა. აქა ნოემ მიიხედ მოიხედა და მიხვდა რომ შვილები შვილიშვილები და რძლები აქ განფენილი იყვნენ დილის წასახემსებლად და რადროს ეგ არისო ნოემაც, არ დააგდო მიმოზას თამასა. სიხარულის ცალყბად კი ჩაიცინა მიმოზამ.- სასწრაფოდ ბარგ ბარხანას... არა ბარხანა არ ცოტა ბარგი და შვილებს მოკიდეთ ხელი და წადით კიდობნისკე. ეგ წვიმა არ გაჩერდება და სახლშიც არ გაიჩერება...-კაი ერთი შენი ჭირიმეო.- რუდიკომ-კაი ერთი და კარგიც შენიო...- შეუკურთხა ნოემ და თავის ბარგის შეგროვებას შეუდგა და მიმოზასაც გასძახა. პირველად იყო ცხოვრებაში მიმოზა რომ დაეთანხმა უსიტყვო, უკრიტიკოდ და უთქმელად, შეაგროვა მიმოზამაც თავისი ბარგი და მერე პირველად და აუცილებელ სამზარეულო ატრიბუტებს ეტაკა, იქვე საკვებ, ნახევრად დამზადებულ საკვებს. შეზიდეს და ცოლ ქმარმა კიდობანში რაც შესაზიდად მიიჩნიეს და მაინც შვილების და რძლების და შვილიშვილების მოლოდინში მთავარი კარიბჭე ნახევრად ღიად დატოვეს, მარა ისე წვიმდა რომ დიდხანს ასე არ გაგრძელდებოდა. არც გაგრძელებულა, მალევე გამოჩნდნენ შვილები, მათი ცოლები და შვილებიც, თუთო თითო საჭირო ბარგით, თითქოს აქ მორჩა და უნდა დაეხურა კარი მარა ნოემ შორიდან სილუეტო დალანდა და ლოდება ბრძანა. ანატოლი თავისი ცოლით და მხაარზე შემოგდებული ცუგათი, შორიდანვე ყვიროდა-ნოოოე, ნოოოე, მიშველეეეე... -მოაღწია როგომრე და ნოეც წაეშველა ორივეს. ამოდი შე უარგისო კაცო მარა ახლა ხელს ხო არ გკრავო, შენ გაიხარე ნოე შენი ოჯახითო, გახარებულმა ანატოლის ცოლმა დალოცა, ანატოლი დარცხვენილი თავჩაქინდრული კუთხეში მიეყუდა. საბოლოდ დავკეტოთო კარიბჭეო და ამ დროს ონისეს ხმაც მოესმა და ახლა რაც არ უნდა იყოს ამ კაც არ დავტოვებო და თვითონვე შეეგება გარეთ, ერთი მეწველი ძროხა მოყავდა ონისეს. როგორც იქნა დაიკეტა კარები და აწ მშვიდათ ვიყოთო იმ წამსვსე კაი ძლიერი დარტყმა იგემა კიდობანმა და ადგილს მოწყდა, მეორე დარტყმისას უკვე კარგად მიცორავდა, ხან სად ეჯახებოდა და ხან სად. შიგნით მყოფებს რაღა დარჩენოდათ ლოცვის მეტი და ყველა ჩუმად იჯდა და გულში ლოცულობდა ან ფიქრობდა ან სულაც გარინდულიყო. გარედან ათასი უცნაური ჭახა - ჭუხის ხმები ისმოდა, ჭუჭრუტანიდან ცდილობდნენ სიტუაციის შეფასებას. დილამდე იქუხა ცამ და ჩამოირეცხა ბოღმა ნალექი და გულის ნადები. განათდა მარა არაფერი ხეირი. კიდობანი ხან ტრალებდა ხან მისრიალებდა, ხანაც ამოტრიალდებოდა. მაინც გადარჩნენ შიგ მყოფები და თვით კიდობანიც, მერე რაღაცას დაეჯახა და გაიჭედა.-მთის კალთას გავერჭვეთ მგონია...-სიტუაცია შეაფასა ნოემ და ჭუჭრუტანიდან დამკვირვებლებმა რიგრიგობით თითქმის დაეთანხმნენ. დღე ესე გასტანა და ღამეც და დილით ცოტა მშვიოდბისკენ გამოუჩნდა პირი, მერე პირიც და მთლად ყველაფერი გამოუჩნდა დედამიწას. მიყუჩდა წვიმა, ცოტას წვიმდა მაგრამ შედარება სად იყო. შიგ მყოფებს გარედან ხმა მოესმათ ადამიანების და ამან მთელი ეს ავდარიანი მწუხარება სიხარულით შეუცვალათ, იმწამს რა ჟამს მოესმათ და ამასობაში გარედან კარის ჯახურიც მოისმა, მერე შიგნიდანაც შეეშველეს და როგორც იქნა გაიღო კარი კიდობანის და მზემ შეაჭყიტა, გარეთ კიდევ ამბავი დახვდათ და თან რა ამბები, მთელი სოფელი კი არა ქვეყანა იყო შეკრებილი. ქვეყანა ქვეყანაა და მთლად ქვეყნის პირველი კაცი ბოტებით და ლამაზი წითელი ხასხასა ჰალსტუკით, იქვე რეგიონის გუბერნატორის და ქალაქის მერის და რათქმაუნდა სოფლის გამგებელი, ასევე უამრავი უცნობი ხალხი და ჟურნალისტ ფოტოგრაფები. პრეზიდენტმა ყველა ჩაიხუტა, ორფეხები და ოთხფეხები, გადარჩენა და მომავლის სიხარული მიულოცა კიდობნის ეკიპაჟებს და სამყაროს. მერე ბძანება გასცა რომ ნოეს კიდობანი შეეპაჩინეკებინათ და სოფლის ცენტრში დაედგათ მუზეომად, ნოე კიდევ ქალაში წაყოლოდა და მასთან ერთად ფოტოები გადაეღო და ერთი ორი სიტყვა ეთქვა არჩევნების წინა პერიოდისთვის, ნოე აბა ის კაცი არ იყო ესეთებზე დათანხმებოდა მაგრამ ოჯახმა კატეგორიულიად და თხოვნა მუდარით გაყოლა ურჩიეს: „მამა აქ წყდება ჩვენი მომავალი და ბედიღბალიო“ ხოდა ოჯახის გულიზა უნდა დათანხმდეო მიმოზამაც და თქვენი კარგისტრაკიცო და იმ დღიდან ნოე გადარჩენის, ბრძოლის ხატი სახე გახდა ქვეყნის. სოფელში კიდევ პაიცემული კაცი, ნებით თუ უნებლიე, რადგან შვილები სოფლის კი არა და რაიონის პირველ მეორე კაცები გახდნენ, ნოე კიდევ დრო და დრო ალაგებდა და უვლიდა სოფლის შუაგულში მდგარ მუზეომად ქცეულ კიდობანს.დევნილებიამბავია გაღმისა და გამოღმისა. გაქცეულებისა და სხვაგან შემოქცეულებისა.სახელებია ათასნაირი ბევრი, გამოქცეულები, შემოყრილები, ტოლვილები, დევნილები, მოღალატეები, ლაჩრები, უპატრონოები, მიტოვებულები და ბევრი და ბევრი და ესენი არიან მთელ დუნიაზე ლეგიონის ხელა უთვალავი ქარ საფარის ხეთა რიგებივით განბნეულები დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ყველა ალაგს თავის წონა და ფერისა ყავს. აქ ამბავის ფერისა იყვნენ ენგურს გადმოყრილ და ამ სოფლის კანტორაშაი შეყრილებისა. ასე ეძახდა სოფლის ნახევარი, და ნახევარის ნახევარი კიდევ ტოლვილებად და დარჩენილი ნახევრის ნახევარ ნახევარი გამოქცეულებლად და გაქცეულ გაქუცულებად და ის ცოტა ნახევარი კიდევ: საწყალი დევნილებად და უფრო მეტისთვის იყვნენ იქ შეყრილები, ცოდვები და ბეჩავები, ხოლო საზოგადოდ და განვრცობილად კიდევ: მშრომელებიი და უსაქმურები, ქურდები და ჩათლახები და თახსირები, ბოზები და ვიგინდარები. და მაინც შემოდიოდნენ სოფლის თვალ და თავ წარსადგენები და ამაყები ამ შეყრილების არც დიდი და არც პატარა ეზოში და უყურებდნენ როგორც ეგზოტიკურ სანაოხაბას. იყო მერე ბევრი დავი დარობა, ახსოვს კანტორის ეზოში შეყრილებს და სოფლის მკვიდრებს. ზოგჯერ დილით დაწყებული აყალ მაყალი საღამოს წივილ კივილამდე გაგრძელებულა, ცემა ტყეპა არ მთავრდებოდა თუ ჰაერში ვინმე არ ააკაკანებდა ავტომატს. სიამაყე ქონდა გაქუცულ და გატყავებულ და სახლებიდან გამოყრილ ხალხს შერჩენილი და ის აჩხუბებდა, სოფლელების ყეყეჩ დ დამცინავ რეაქციებზე. ქონდათ რეაქციები და სოფლელებისთვის ეს უცნური იყო, როგორია დაიჯერო რომ ამ ეგზოტიკურ ადამიანებს რამეზე რეაქცია შეიძლება ქონოდათ. არადა ხომ ითქვა, ქონდათ შერჩენილი ეს მარტოღა, აბა ოქრო, ქონება და სხვა სიმდიდრეები ან იქ დარჩათ ან გზაში დაეფანტათ, გაანიავეს და ან ძალადაც წაართვეს. ან კიდევ ერთმნეთს მოპარეს და არც იციან და რომ იციან გასაკვირი მაინც რატომაა? მარტო გარეთ და შემოგარეთა მტრის იმედად ხომ არ იყვნენ, ეს დავი დარობა და ცემა ტყება და გაუგებრობა ადგილობრივებთან რომ მორჩა ვინმეს გონია რომ დაისადგურა მშვიდობა, სიმშვიდე, ბედნიერება და სიყვარული ჰარმონიული? არამც და კიდევ არა, მერე ერთმანეთიც გაცნობა ა შედარებები და მეობების დატოლება დაიწყო და კაა ხანი არ დამთავრებულა სანამ გასალახი არ გაილახა, მერე გალახულმა არ დაურეპეტა, მერე იმან ისევ და ბოლოსს არ შერიგდნენ ან არ გაირკვა მტყუან მართალი. არ გაჩერდნენ სანამ გასაქურდი არ გაიქურდა, მოსატყნავი არ მოიტყნა, გასაქცევი არ გაიქცა და მომაკვდავი არ მოკვდა და ჩასაცეცხლი არ ჩაცეცხლდა და ათასი ამბები სხვა ამბებამდე. მერე ცოტა მშვიდობამ ისადგურა და დაიწყო სოციალურად შერწყმის და შეცნობის ეპოპეა, ამ არც დიდ და არც პატარა კანტორის ეზოში. ზოგი მისთხოვდა, ზოგი გათხოვდა და გამოთხოვდა, ზოგმა ჩუმად მეზობელთან გაისექსა, ვისაც შერჩა ბოლომდე შეუცნობლად ისექსავეს სანამ სოცილაური მდგომარეობმ არ დააშორა, ზოგმა იქ გაღმა შენახული უბიწოება აქამომდე ფაცი ფუცით მოტანილი ღირებულება აქვე გამოღმა ყრუ და ცივ კედლებში გაანიავა და წივილ კივილით და ვიშივშით ძალად იქნა აღსადგენი სირცხვილ ნამუსი და მეობა და იძულებულნი შეიქმნენ შეექმნათ ლატენტური ბედნიერი ოჯახი და მოკლედ აქ იმდენი დრამები მოგროვდა რომ ყოველ ცისმარე დილით დაწყებული ჭორაობა არ მთავრდებოდა საღამოს დაისამდე. ბირჟა ფორუმები იყო განფენილი ყველა თანრიგის და ყველა წონა ზომისთვის და სტატუსისა. სხვა საქმით დაკავება აქ იშვიათობა იყო და აქ მარტო არა მთელ ქვეყანაში. ამიტომაც დილით მზის მცხუნვარების დაწყებამდე და ჩიტების აჭიკჭიკებისთანავე ჯგუფ პოლიტიკანების დისკუს მოისმენდით, და თანაც ამ ეზოს შემოგარენ კანტორა და ბარაკებში სათითაო კუთხე კუნჭულებშიც გაიგებდით პოლიტიკურ ჟღურტულს. მერე ქალების ბირჟა იხსნებოდა და მერე ახალგაზრდების, თინებიდან მოზარდს გადაცილებული ასე ოცდაათამდე და შეიძლება ორმოცდაათამდე წლისანების, ოღონ მთავარი იყო გულს უნდა ეგულო, აქაც იყოფოდა მერე კაი ბიჭები, პატიოსანი და უსაქმური ბიჭები და ეგ უსაქმურობა მანდ კაი ბიჭებშიც იყო და მერე გლეხები და მუშა ბიჭები და მთლიანობაში სმა ჭამა და მოსაწევში ესენი ერთიანდებოდნენ და ძაან პირადულ და ვიწრო დახურულ ჯგუფის ინფორმაციის გაზიარებამდე ერთმანეთს უზიარებდნენ დღის და გარდასულ დღეების ინფორმაციაებს ან სულაც გაგონილ და მოგონილ ლეგენდებსაც. მოკლედ იყო ყველა ბირჟა გახსნილის დილიდან ან უფრო სწორე დილიდან იხსნებოდა და აქ მოსახვედრად გზა ყველასთვის ხსნილი იყო, შეყრიელბისთვის რათქმაუნდა, მაგრამ იყო მომენტები რომ მთლად ყველასთვისაც არ იყო ყველა ჯგუფი ხსნილი, აი პოლიტიკაანებს ყველა დაესწრებოდა და მააგ ჯგუფიდან ყველა კაი დ ასე შემდეგ შავ და კაი ბიჭების ბირჟაზე დიდხანს და ზოგი საერთოდ ვერ დააბირჟავებდა. იყო ეს დაუწერელი ამბები და ახლა ამაზე აქცია და პროტესტი არავის გამოუხატია. ჰოო და როგორც ითქვა ყოველი ცისმარე დილა ახალ და ა უკვე განხილულ ამბავს უფრო დაღეჭილად და დახვეწილად გაიგებდი და ან გიმეორებდი. აქ იცოდნენ ყველმ ყველასი თეთრი და შავი ამბები, ნათელი და ბნელეთი, ვინ ვის მისცა და ვინ ვისთან გასცა და ვის რა ეცვა და რას ჭამენ, უფრო მეტიც რას ფიქრობენ ოჯახში და ეგზისტენციალურადაც და კოლექტიურად რა უფიქრიათ და რას გაიფიქრებენ. იცოდნენ გაცნობამდე, იქით, გაღმა რა უქნიათ, რა უთქვიათ, როგორ უბოზავიათ და როგორ უცხოვრიათ და ამწყოზე რა გასაკვირია. იცოდნენ ის რომ გურამი თამაზის ცოლთან ჩუმად დაძვრება და თამაზიც ეჭვებშია და ვერ დაფაკტა. იცოდნენ კლარა პუტანკას ყოველდღიური კლიენტების ანოტაციებიც, შურას რომ ბავშვი ოცი წლის უკან გაუყიდია და მარტო ქმარმა იცოდა ეგეც იცოდნენ და მყიდველის ოჯახიც იცოდნენ, ოღონდა ვერსია ორი იყო და აქედან ერთ-ერთი ჯუმბერის ოჯახი და მისი აყვანილი შვილი ტოლიკი და ისიც იცოდნენ, რომ ტოლიკმაც არ იცის რომ აყვანილია და ბჭობა იყო ეთქვათ თუ არა. მოკლედ ეს ყველაზე ხელისგულზე განფენილი ამბები იყო და მაშინ ღვივდებოდა როცა გაივლიდა კლარა და გამოივლიდა გურამი, ტოლიკი როცა გაძღებოდა ბირჟაობით და რომ წავიდოდა მაშინ გაიხსენებდნენ თან ამბავს, თამაზის წასვლისას ან გავლა-გამოვლისას მის ცოლზე ახუნტრუკდებონენ კაც- ქალიანად და იმიტომაც იტყოდნენ უკვე ბევრჯერ მონაყოლ და მოსმენილ ამბავს რომ გურამა თამაზას დაათრობს და მერე გააქთ კვნესა და ხვნეშა და მერე აქ ქალები ტყოდნენ -ფუ რა საზიზღრობაა.-ფუ ამათი დედა მოვტყან.- იტყოდნენ მამები და კაცები.-მოსატყნავი უნდა მოიტყნას. - იტყოდნენ ამათი შვილები და სულ გაბადრული, მომღიმარი სახით ესალმებოდნენ ნანის, თამაზის ცოლს, გავლა გამოვლის დროს. ალისა მე ახლა რომ არაფერი მახსოვს ესე არ იყო ჩემი ამბავი და რა არ მახსოვს და რა უნდა არ მახსოვდეს და აუცილებლად მახსოვდეს ამაზე აქვე ავიბლანდე. ისე თავიდან სხვანაირად იყო. იყო ისე რომ სიმდიდრე გამფუჭებელი რომ ეგონათ იმ ეპოქაში დავიბადე და რომ გავიზარდე კარგა ხანი მეც მასე ვამტკიცებდი, არა იმიტომ რომ რამე კვლევები მქონდა ამ იდეაზე ჩატარებული არამედი ამ პასტორალზე იყო განფენილი ეს აზრი და მეც მაგ სივრცის ოდნავ ბჟუტავი ვარსკლავი ვიყავი თუ ვიყავი და მერე როგორც ხდება სხვა განედის ქარმა დაუბერა და ნელ ნელა სიმდიდრე ბნელი ოთახის ჩუმი ვნება უკვე არ იყო, პირიქით ამაზე იყო გამოცხადებული ჟინიანი ნადირობა, ჯერ ნადირობის სწავლა დახელოვნება და მერე და მერე ეგ, მაგრამ მე არ მისწავლიანადირობა, რადგან ჩემნაირი გოთვერნები მონადირის სტიგმით იბადებიან და ყნოსვა აქვ თანდაყოლილი. მაგრამ არის აქ მაგრამ, რადგან ყველა ამ გრძნობებითა და ჟინით და პროფესიით შეპყრობილი ვერ აღწევს ოლიმპოს მწვერვალს ანუ მილიონერ მილიარდერობის სტატუს, ყველას ხვედრი როდია, ზოგი ამათი მეგზურია, ზოგი ლოკომოტივი და მერე თვითგანადგურების პროგრამა ერთვებათ და ქრებიან და ზოგნი მელკი, მცირე მიკრო ეკონომიკაში რჩებიან, უბრალოდ საშუალებიანი კმაყოფილლი ბუზინა ბაბუ ბიძიებად, რომლებსაც ჭამა სმის მადა სულ აქვთ და საშუალებაც, ზოგი პაჩტი მილიონერები ხდებიან და მერე სკდებიან, მოკლედ კატეგორია ბევრია და ამას სერიოზული კვლევებიღა ჭირდება და თუ მემუარებამდე მივედი. მანამდე კიდევ ჩემ ამბავზეა ეს ამბავი და სხვაზე. მე ანუ მე ვარ და ვიყავი და ახლა სხვა მედაც შეიძლება ითქვას მაგრამ არის კიდევ სხვაზე ეგ და ეგ არის ჩემი შეფი, დირექტორი, უფროსი და პატრონი და მოკლედ პატრონ და კეთილ მოტყნული სპირდონოვიჩ აბელ, აბესალომ სპირიდონოვიჩ. პირველი აბელ სპირდონოვიჩ წარმოების შიგნითა სავიზიტო მოსახსენიებელია და ჯურნალ გაზეთებში და ტელევიზია სტუმრებში ბატონი აბესალომი, აბესალომ სპირიდონოვიჩ, მაგრამ ეს ძალიან ვიწრო ბობოლა სასტავში. აბესალომი თვითნასწავლი მონადირეა, უფრო სწორად მონადირეების ოჯახიდანაა, ორთაობიანი, ჩემნაირად გაწაფული და დაგეშილი არ იყო და რათქმაუნდა არც მე ვიყავი ველურ ხეზე დამყნობილი, მე ბუნებით მომსდგამდა და ჩემნაირ მონადირეებს ეგ გვაქ პეწი, ყნოსვის თანდაყოლილი უნარი, დანარჩენი ყოფიერში შესასწავლია და სწავლადია. აი სპირდონოვიჩისნაირები გზა და გზა ეუფლებიან ამ ხელობის არს და ცოდნას თორემ მათვის მოცემულობაა და უბრალოდ დინებას მიყვებიან სანამ არ გამყარდებიან და მერე მონადირეები მას აქეთ დაძებნიან და მისით იხეირებენ და ახეირებენ იმაზე მეტს რაც ერგო წინაპრისგან და წინაპრისგან გავლენები და ნაცნობობები და ცოტაოდენი საწყისისთვის კაპიტალი, მოკლედ პაპამისმა ცეკას მესამე მდივანმა მამამის საქაღალდე გადასცა სავსე ცნობადი და საგავლენო მისამართებით და კაპიტალით, მამა უფრო კაი ჩათლახი გამოდგა და საჯაროდან კერძოზე გადასკუპდა და ჯერ დელეცი გახდა მერე ოლიგარქი და მერე ბიზნსემენი ნუ შუალედებში ავტომატებითაც დარბოდა და იქიდანაც ხეირები იპოვა, სპირიდონას უფრო მეტი ომები და დარასკლადება და ზუზუნები მოუწია ვიდრა სპირდონოვიჩს და რაც გადაეცა სპირდონს და რაც სისხლის ფასად უპოვია გადასცა აბესალომს, აბელს და მოკლედ სპირდონოვიჩს, ერთადერთ მემკვიდრეს. აი ამიტომ არ სჭირდება აბელ სპირდონის ძეს ომებიდა დაგეშვები და ნადირობები, იდეაში რა აქვს სანადირო? ოდიდგანვე ნანადირევი უზარმაზარი წარმოება უდევს ლანგარში და მარტო თვითონ კი არა აგერ ჩემ წილი მეც მიძიძგნია და თუ სიმართლეა მე მართლა ვძიძგნიდი იმათან შედარებით რაცმადიანები მინახია, სუულ თქვლეფდნენ. მე ნარჩენზე ვარგაზრდილი და ჩემს ნარჩენზე კიდევ რამდენი, მთლა ბევრი არა მაგრამ ოცი კი მყავდა ბრიგადაში, ხოლო იმედით შემომყურენი ოცჯერ ოცი და მეტიც. ოცი კაცი ამზადებს ამსიოდენა სალაფავს სადანც ყველას გვაქ ჩადებული პირი და ცხვირ და თავფეხიც. ხო ოცია მთავარი ძალა და რატო მეტი არაო ბევრს უკითხავს და თავად სპირდონოვიჩმაც მითხრა დაგამატებ კიდევ ჯგუფსო. -მეთქი სუ რამდენი მუშაობს საწარმოში?-ორასიოჰოო და სპირდონოვიჩ ორასიდან რამდენიც დასჭირდეს საქმეს იმდენსვე გადმოვისრი თუ და ჯერ ოცის ჯანი აკეთებს იმას რასაც აკეთებს და რეიზა გახარჯინო მაი ფულითქო და ეგ სიტყვები სუფრაზე შეზარხორშებულმა გამიხსენა და სულ შუბლში მკოცნა და მკოცნა, მარტო კოცნად არ რჩება არსადროს სპირდონოვიჩის სველი ცხიმიანი ტუჩებიდან ხმა ტყლაშ, ეგ ან კაის ნიშანია ან დაგენძრასი მარა ამ შემთხვევაში კაი პრემიის გასროლა იყო და ბევრს ეგონა მდიდარი და თავზე ყველაფერი დაცვენილიდა ზოგს კი მილიონერიც ვეგონე, არა და აი ასეთ პრემიებითა მაქ ნაშოვნი სახლი ეზო კარი ჭიშკარი და მანქანა.-ეეჰ ეგ ყველაფერი წარსულია, ნაძიძგნი და მანქანა და კაი ცხოვრება... აწყმოდან ვუყვები წურსულის აღზევება დაღზებვების ისტორიასჟორიკას და ის კიდევ თავისწილად უემოციოდ, შიგა და შიგ კომენტარებით ან შეკითხვებით, ერთგული მსმენელია. ჟორიკას გარდა სტიოპკაცაა მსმენელი და სტიოპკა ძაღლია, ძაღლი კი არა პირდაპირ ადამიანია, ეს უფრო სევდიანი თვალებით მისმენს ვიდრე ჟორკა. ასი გრამის ჩაფენის მერე ჟორკაც სევდიანია და ფილოსოფოსი. ეხსნება დიფუზორები ფილოსოფიური.-ყველა ფილოსოფოსი ბომჟი და ლოთი იყო... ხოო კიდევ გიჟები და ამბები. - შეაფასებს ხოლმე თავის მდგომარეობას ჟორკა.ამბავს ძველს და ტკბილს და ურთიუერთობებით სავსე წარსულ ვიხსენებ და ვუყვები თითქმის ჩემს თავს რადგან ჟორჟიკას გამხმარ ფეხებზე კიდია, თავს მიქნევს და ჰოო, ხოოის მიკომენტარებს და ამასობაში მისი გამოსკვაზნიაკებული ტვინი ითვლის თეთრებს და როცა ავა ორ ლარზე აუცილებლად გარბის სპირტზე და მისაყოლებლად ორი პამიდორი ან მჟავე კიტრი მოსდის, მერე ეხსნება სამყარო და გისმენს თუ მოსმენა ქვია მაგას, პირის დაღება და თითქოს იცის რას უყვები და რჩევას ან შეფასებას გიკვეხებს, მერე ჩემი ისედაც გაცვეთილი ენერგია მეფანტება და ვჩერდები, დიდად არ დარდობს და არც მე რადგან შემიძლია ჩუმად გულში ჩემს თავს მოვუყვე, მარა გჭირდება ხმამაღალი აღსარება ხოლმე და ზოგჯერ. როცა ძალიან მომინდება მოვყვე მაშინ მე მაინც რუტინულად ვყვები და ჟორიკიც თავის სტიქიაშია. აი ახლაც ვყვები და ჟორჟიკ მშრალზეა და თითქოს მისმენს, შუალედში ბუტბუტებს ნიშნად ყურადღებისა: „ჰმ, ნტ, ოხ ოხო ბლად“. მეც ვყვები და ვყვები, მოსაყოლი არ მაქვს თუ რაა. სტიოპკაც მისმენს, ჩემს ფეხებზეა გადაშხლართული, ესე ეგემრიელება და მეც მითბობს ფეხებს. ამბავი და მოსაყოლი ბევრია მაგრამ მთავარი და დასაწყისი ყოველთვის ძნელია, უფრო ძნელია შენზე მოყვე და წარსული, აწყმო და მომავალი შეაფასო. ჩემი შეფასებითმორგებული, კარგი, საჭირო, კულტურული, გონებამჭრიახი, ზრდილობიანი და ოდნავ შეძლებული ადამიანი ვარ, ხოო კიდევ შრომისმოყვარე, ჭამა-სმის კულტურულოგი და მექალთანეც, აბა ამის გარეშე შრომას და შოვნასაც ფასი არააქვს. ეგ ბოლო დასკვნა საერთაშორისო შეფასებაა, ნუ ახლა ჩვენთან მაინც, ან სავალდებულო შესავსებ გრაფად არ ითვლება, უფრო საგარეო საბეგრაუნდოა. ეგ შეფასება ჩემზე და ჩემს თავზე იყო პასპორტში ჩაწერილიო რომ იტყოდნენ ესე, შეუცვლელი და საზეპირო. კიდევ იყო რაღაც რასაც ვმალავ და ადრე ვიძინებ ძილამდე რომ ფიქრებმა არ მკრას ხელი და არ ჩამახრჩოს წარსულ აწმყოში. დავიწყე ამბის ყოლა როგორც ვიყავით განლაგებული, მე სტიოპკა და ჟორკა. სტიოპკა წკმუტუნი დაიწყო რატომღაც და არც გვიკითხია რა ჭირი გჭირა და რას ისურვებდი, ძაღლია და უენო, თან ზრდილობის იმ ნაწილში მოიკოჭლებენ ძაღლები სადაც სმენის კულტურაა, ჟორკა კი ადამიანია თვალებში თვალები გამიყარა და კინაღამ მეგონა მნუსხავს და უნდა სანამ მე მოუყვები მანამდე ამოასკანეროს მთლიანი თემა, კინაღამ შემაშინა და უფრო მაშინ შევშიონდი როვც კითხვა დასვა. ხომ ვთვი სანამ რამეს ეტყვი მანამ კომენტარეს აგდებს გზადა გზა და არ უნდა მიაქციო ყურადღება რადგან ამით იმას განიშნებს რომ გისმენს და სულაც არ გისმენს, თავში ალაგებს შეგროვებულის რენტაბელობას და მერე რაოდენობას გრადუსისა და საათის მიხედვით, ზაკუსკაზე არ დარდობს წყალი და თავისი მხრჩოლავი მაჯა მარცხენა ან მარჟვენა. მაგრამ ეს იყო დილით, გუშინ, იმის წინათ და იმისწინაწინა და მანამდე და ახლა სანამ ამბავს განვავრცობდი მანამდე მომახალა სახეზე: „როგორ იყო სინამდვილეში“. ჰოო თითქოს რაა ამით მარა ამითაა ნათქვამი რომ აქამდე მიკიბ მოკიბვით ვიწყებდი და მივყვები ახლაც და სიმართლეო და მხოლოდ სიმართლე, მიმანიშნა კი არა პრინციპულად მომთხოვა ჟორკამ. ჩემდა თავად სიმართლის არ მთქმელს ნამუსი და სინდისი შეურცხვინე, თუ ეგ საქმეს წაადგება და არაფერშიც წაადგება, ხოო და ვთქვა არ ვთქვა ამ დილემის წინაშე ვარ და თან არ თქმით დაშავდების და თქმითო. აი რგორ ვუთხრა ასე ამბავი ჟორკას და სტიოპკას რომ სამი წიგნი მაქ წაკითხული და აქედან ერთში კინაღამ ვრეალიზდი, ჰოო ეგრე, ზუსტად მასე. დაიჯერებს? ნტ, არც მე მჯერა. დაჯერება არ დაჯერებამდე კიდევ ჯობია როგორ იყო ის გავიხსენო დეტალურად. დეტალებშია დეტალებიო, სულ მიზანშია ეგ აზრი. დეტალი კიდევ ესე იყო, ვიჯექი წარმოების ეზოში საიდანაც ნარჩენები გროვდება და ეს ნარჩენები არ გეგონოთ ნაგავი და გადასაყრელი, ამას თავისი წილი მოგება მოაქვს, ჭიშკართნ კიდევ გაგა დაცვა სქელ ქაღალდში შეხვეულ თუთუმს ღეჭავდა და აფურთხებდა, ყოველ ესეთ პროცედურისას და საცოდაობის ვერ შემყურე შემსვლელ გამომსვლელი სიგარეტს აწვდის გაგას, საუბედუროდ უკვე საღამოა და ყველა გასულია, მე კიდევ ფეხებზე მკიდია მისი ღეჭვა და ფურთხება, თან შორსაა მისი ბუტკა და არც მამჩნევს თუ ვარ აქ. კიდევ შიგნით ნუგზარაა, ბრიგადირი და ის კიდევს იჩისტკავს ფეხებს თავს და ერთი სული აქვს გავარდეს და მე კი არსაიდ მიმეჩქარება, მძიმე დღე იყო და საერთოდ კრიზისი ფაზაზე იყო. ბიუჯეტური კრიზისი იყო წარმოებაში. ეს ის ეტაპია რგოლიდან სუსტი უნდა გავარდეს და რომ არ გავარდე აი აქ გასაგებია სიბრძნე „აქლემის ყუნწში გაძრომა.“ რომ გამოძვრე და უდანაშაოლობა დაამტკიცო აქლემი უნდა გააძვრინო ნემსის ყუნწზე და შენც მიყვე, პრონციპში აქლემი თუ გააძვრინე მერე შენი გაძრომა ხახუნის კანონის გარეშე მოხდება. გაძრომა და სხვა არაო ვითომ? მარა არა არც მეტი არც ნაკლები არ გამოვა, ვერ გამოძვრები ასეთ სიტუაციიდან, სპირდონოვიჩისგან შუბლზე ნაკოცნი და ნაფერები კი არა მთლა ტრაკმიცემული იყო მაინც ვერ გშველის თუ არ გააძრომ და არ გაძვრები, მოკლედ აქ თავის გადარჩენა გაპრავების კანონი თავისი უცვლელი კანონით მუშაობს და აქლემი კია არა ქარავანი გამიტარებია, მაგრამ რატომღაც ან დავიღალე ან ამერია რამსები და პრინციპი დამავიწყდა და თუ ესეა ვერაა ჩემი საქმე და ამის დარდზე ვიყავი რომ ჩემ წინ ვირთხამ გაინარნარა, ხო ვირთხამ და თან ნარნარით, თითქოს მიწვევდა და თამ მეფლირტავებოდა, ფუ ეშმაკსოთქო და გავაფურთხე მარა არა მაინც იდგა და თან ბუზღუნებდა რაღაცას და მაშინ დამკრა თავში ბოლოს წინა წაკითხული ალისა საოცრებათა ქვეყანაში და ისიც გამახსენდა რატომ წავიკითხე და ემოციაც. საერთოდ კითხვა მიყვარს მაგრამ ბავშვობას ვერ ავცდი და ზღაპრებისდ მეტს ვერ ვქაჩავ, კიდევ ანიმაციებიც მიყვარს. არავინ მირჩია ალისია, სამხარურში სამაკულატუროდ გადაგდებული ვნახე და განსატვირთად ავიტანე კაბინეტში და შემომეკითხა ისე რომ ემოციები გამყვა, ბოცვერმა გამაოცა, სუ რატო ბუზღუნებსთო და მის გასარკვევად ბოლომდე ჩავიკითხე და მაინც ვერაფერი გავიგე. ამჯერად ვირთხის უნდა გამეგო, ეს დამკრა „ფუი ეშმაკის“ მერე, თითქოს ზმანების ფაზაში ვიყავი, ძილი და ღვიძილის შუაში გავეკვეხე, წამებში მოხდა, ან ვირთხამდე ან ეგრევე, დასკვნას ვერ გამოვიტანდი და მერე აზრიც არ ქონდა. ჩაცუცქვით გავიწიე დიდთაგვასთან, მან უნდობლად შემომხედა და გაიწია, ცოტახანი დამაკვირდა მივხდი მასკანერებდა და შედეგმაც გაამწვანა და დუდღუნი დაიწყო და გაიბატბატა სიბნელესკენ თან ჩემსკენ იხედებოდა და მეც გავყევი, საკანალიზაციო ჭაში შეძვრა სადაც თავისი ზომის შესასვლელი ნახა, იქ ვერ გავძვრებოდი და ავღსენი სახურავი და დაუფიქრებლად ჩავხტი. ალისა განმეორად მხოლოდ მე საკანალიზაციო ჭაში, ხოლო ალისია წყლის ჭაში და ჩემი ვირთხა დიდთაგვა არ იყო ბოცვერი, კიდევ მე არ ვიყავი ალისია და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ კონცეპტულურად ერთნი ერთი ჰიპოსტასივით ვიყავით, მეც მებავშვურა ჩემი თავი და კაი გულუბრყვილობად მეჩვენა ყველაფერი, აბსურდად და თან დიდი სერიოზულად, ნუ ეგ ჩემი მოგონილი სულაც არაა, ადამიანები სრულიად სერიოზულობით ეკიდებიან საღუღუნო აბსურდს, უფროსწორედ სხვაგან თუ ეპოტნავებათ დაებავშვებათ, სათავისოდ სრულაიდ დიდად ესერიოზულებათ და ეგ აქსიომაა აუღიარებელი და ამჯერად ვაღიარებდი მაგრამ მაინც მივიღე მოვლენა სრულიად პასუხისგებლობით, სიბნელეს თვალი რომ მივაჩვიე სრულიად აღაჟღაჟდა არემარე და ჭა გახდა დასალიე სამყაროს ტოლა ოღონდა შეგრძნების დონეზე თორემ დიდ დარბაზში ვიყავი , მანამდე კალიდორული სისტემა იყო, ნათელი და ერთი დიდი კარი რომ გაიღო მოვხდი დიდ მოსაცდელ ოთახში, მრგვალი მოსაცდელი ოთახი, სადაც ირგვლივ კარები იყო, კედლის მაგივრად თითქმის კარები და ეტყობოდა კარებს იქით ამბები იყო რადგან მოწიწებით შედიოდნენ და სხვა და სხვა ემოციებით გამოდიოდნენ. ალისაზე გამეფიქრა მე. შეიძლება აქაა და თუ არაა ახლა ალბათ შემოივლის, გაზრდილიც იქნება და კაი ნაშაცთქო, საერთოდ ბარემ აქ ვარ და ბარემ მეკითხა და თუ შემთხვევით აქაა, გამეცნო ბარემ და მერე თუ ავარდა თემა და გავარდა პონტი ალისას მოქინძვისა, სერიოზული საბლატაო იქნება წარმოებაში და ბიჭებში, ისე ჩახვიხვინებით რო ჩაუგდებ პროსტა რაა თემაში სპირდონოვიჩს აი ეგ მაგრა გაასწორებდა. ბევრი რო არ ვატრაკო აქ ოცნებებით და ტუფტად, ავდექი და ვინც ვნახე სახით ჩემსკენ იმას ვკითხე ეგრევე, აქ ირევა ბუზებივით ხალხი და რამე რო დაგჭირდეს ერთსაც ვერ მოიხელთებ, აი სიზმარში რო გეფსია და ყველგან საპირფარეშოა მაგრამ არცერთი გამოყენებადი ეგ პონტია გეფიცებით და როგორც იქნა დავიჭირე ღვთისნიერი და ვკითხე ალისა სად ბრძანდებათქო და ამ ქალმა, რავი მე ქალად მომეჩვენა თორემ შეილება საერთოდ ირემი ყოფილიყო ან ციყვი და კაცი და ქალი საერთოდ რამ გაყო. აქ ან ადამიანები არიან ან ანიმე არსებები, ხოდა ამ ბატონმა თუ ქალბატონმა მეექვსე ოთახში იკითხეო და მეც მადლობა შენი ჭირიმეთქო და რომ გავიხედე ყველა კარი ხომ ერთნაირია და არცერთი დანომრილი და ლოგიკურად ვიფიქრე მარცხნიდან მარჯვნივ იწყება ათვლათქო და ეგეც ტყუილი გამოდგა, მერე სხვა ვიღაც ძალად დავიჭირე და ვკითხე მეექვსე კარი რომელია თუ ძმა ხარ, -გადათვალე პირველიდან და ეგაა-რომელი პირველიდან თუ ადამიანი არსებახართქო და მანაც სულ ერთიაო... შენი და თქვენი კარგიც თქო და რომელ კართან ახლოს ვიყავი ის შევაღე. ვინმე კომპეტენტურთან კითხვა უკეთესად მეფიქრა. კომპეტენტურის რა ვთქვა და ნაცნობს კი გავდა და არ ვიცი მოსმენილიდან, წაკითხულიდან თუ ნანახიდან იყო და უფრო წაკითხულიდან ხომ არაა ვკითხე ჩემს თავს, ბოცვერს მივამსგავსე, ალისა რომ გაყვა პირველწამიდან, არადა არც ბოცვერი მყავდა ნანახი წაკითხულის გარდა და არც ეს კაცი იყო კურდღელი, ჩვეული თავით, ფეხით და ხელებით იყო ჰომო ერექტუსი და საპიენსი.-გამარჯობათ... -შესვლისთანა შევაგდე მისალმება და უმალ მაჯახა საპირისპიროდ გაგიმარჯოსო.-ალისას ვეძებ და ხო ვერ მეტყვით სადაა?-ვისა ვისა? - გაოცდა ეგ შეჩვენეუბილი-ალისას... აქაურს, ადგილობრივს თუ როგროცაა, აი პირველ სტუმარს. - ძაან ავიკრიფე და ლაბირინთში ავიხვიე.-უი უი ალისია, ჩვენი ალისა. - მგონი პირველივე სიტყვიდანვე იცოდა, რომ ვიკითხე რადგან ისეთი ჩაფუფუნებილი სითბო გამოხატა.-ჰო ჰო ეგა..- თქვენ ვინა ხართ მერე და რატომ კითხულობთ? - უმალ მობილიზდა მასპინძელი და თავიდან ფართე შლიაპა მოიხსნა და მაგიდაზე დემონსტრატიულად დაასვენა, პლაში კიდევ კურდღლისფერი ეცვა და ამ სითბოში რატო ეცვა ვერაფრით მივხდი და ხომ არ ვკითხავდი რატომ გაცვიათ, მასავით თავხედი ხო არ ვიქნები გავიფიქრე, ხო თავხედობაა რომ მეკითხება ვინა ხარ და რატომ კითხულობო.-არ შეილება კითხვა ბატონო? ასეთი ცნობილი პერსონა რომ მოვიკითხო და ვინახულო მე მგონი მააქ მაგის უფლება. - გავცხარდი და მიხვდა ვაჟბატონი ჰომო ერექტუსი და საპიენსი.- კი კი კი ბატონო შეიძლება როგორ არ შეიძლება კითხვა, მე ვიგულისხმე მისი ვინ ბრძანდებით, ნათესავი, ძმა მეგობარი მამა თუ დედა...-არავინ, გაცნობა მინდოდა..- ცოტა ამაყად და დასტოინის სახეც მივიღე. ხო არ ვეტყოდი ნაშობა მინდოდა ალისასითქო.-მშვეინეირი იქნებოდა მისი გაცნობა, ულამაზესი და უადამიანესი საოცარი პიროვნება იყო, იყო რაა არის მაგრამ ჩვენსკენ აქეთ არ გამოჩენილა, ამბობენ აქედან წასული რამდენიმე წელში პატარა დიდი ორგანიზაციები დაუარსებია, მომავლის ბავშვები, მეოცნებეთა კლუბის ორგანიზაცია, ქალებისა და კაცების თანაშერწყმული პლანეტა კლუბი, საპლანეტაშორისო კორპორაცია და ათასი დიდი პროექტების დამაარსებელი ავტორი და თანაავტორიაო ამბობენ, ცოტახანი მიმოწერა გვქონდა და მერე ვიღაც ბიჭი გაუცნია და იმის მერე დაიკარგა და დაიკარგა... დაღვრემილი დაამთავრა თხრობა ოფისმასპინძელმა.-ჰმ... ამის მეტი ვერაფერი დავამატე მე და კარისკენ გავიწიე.- დაგემშვიდობებით ბატონო. თავი დავუქნიე პატივისცემით და ზურგი ვაქციე.-ნახვამდის...შლიაპა აიღო, თავზე მოირგო და დამემშვიდობა და სანამ კარს მოვიხურებდით დენდარტყმულივით ახტა სკამიდან და დამიძახა - ბატონო, ბატონო...-გისმენთ- შევცბუნდი -აქ როგორ მოხვდით?- დანაშაულში წასწრებულივით მიყურებდა.-რავი მოვხვდი. - რა მეთქვა მეც არ ვიცი-ვინ იყო თქვენი პროტეჟე?-ბატონოო. - ცოტა ხმა დავაწვრილე და ტონალობას მივეცი ცინიზმი-აქ ასე პაპუტჩუკები ვერ მოხვდებიან, ვინმემ უნდა გიშუამდგომლოს, გესმით რას ვამბობ?-ჰო გავიგე გავიგე.- მართლა მივხდი რას მეუბნებოდა მაგრამ ვინ იყო და რა იყო მეც არ ვიცოდი.- დიდთაგვას შემოვყევი-ვიის?-დიდთაგვა ანუ ვირთხა-აა ვირთხა.. და ჩაფიქრდა-ჰოო ესენი ხო დიდი თაგვები არიან და ესეც სულ არ გავდა ვირთხებს როგორებიიც გვინახია და წარმოგვიდგენია ალთასი და ბალთასი, ეს დახვეწილი, სუფთა და მოლაპარაკეც იყო და წამოვყევი მეც- კი კი ჩვენი ვირთხა სერიოზული მაწანწალა გურუა, კაი სახელი გიწოდებიათ დიდთაგვა, რაღაცნაირი თბილი სახელია და აწებებული სტიგმური სახელი არ არის მადისკრიმინაციული, ჰაჰა მეც ასე ჩავინიშნავ მის მოსახსენიებელ საფეხურებზე.ეგ ვერ გავიგე რა მოსახსენიებელი და რა საფეხურები და არც სურვილი მქონდა ჩაძიების იმიტომ რომ ვხდებოდი რაღაცნაირ გაუგებრობაში ვიყავი და აქედან დროული მოქესტვა აჯობებდა. სახელურს ხელი მოვკიდე და ქვემოთ მოვქაჩე და ძვრა არ ქონდა.-ზემოთ...-ბატონო?-ზემოთ აქაჩეთ და გაიღება, მაგრამ ჯერ ჯობია გეკითხა რომელ ოთახში შეხვიდეთ.-რატომ ვიკითხო? მე გასვლას ვაპირებ და... ხელები გავავიშვიშე-როგორთუ გასვლას ბატონო? თქვენ ხომ ამაზე არ მოსულხართ?-რაზე?. - ვიკითხე-ალისას საკითხავად..-შეიძლება ზუსტად მაგაზე და ან შეიძლება ცნობისმოყვარეობას გამოვყევი და მერე მიზანიც გამოიკვეთა ალისას შესახებ და სრულიად დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე ყველანაირად ბატონო და თქვენი ნებართვით დაგტოვებთ და ნებართვის გარეშედაც მასე ვიზამ..- ეს ბოლო ბრაზიანი გამომივიდა.-მესმის ბატონო მესმის მესმის. მაგრამ არის აქ ერთი ამბავი და ეს ამბავია რომ რაგინდ იძახოთ შემთხვევითო და შემთხვევითო, ნუ მარტო თქვენ არ იძახით ამას აქ, თითქმის, თითქმის რაა ყველა ჩამომსვლელი მასე იძახის, შემთხვევით მოვხდი ბატონო და სულ არ მიფიქრია და ასე და ისეო. ჰოო და იმას ვამბობდი რომ შემთხვევით აქ არავინ ჩამოსულა. აქ სხვა ამბავია, ზოგს მართლა გონია შემთხვევითაა და გაოცებულია და მერე სასამართლოს პროცეში ათასი პროცენტით დარწმუნებული არიან რომ აქ მიზანი იყო და მისია, ან პასუხებზე იყვნენ და ისიც არ ახსოვთ კითხვა როდის გაუჩნდა, ხდება მასე, მაგრამ არიან მეორე კატეგორიიისა რომლებმაც მშვენივრად უწყიან რაიზა ჩამოვიდნენ მაგრამ მორცხვობენ, ხათრობენ ან შიში აქვთ, კიდევ არიან კატეგორიები და ისინი შემდეგისთვის იყოს. ასეა მეგობარო ახლა ამბავი და აქედან სულ ერთია რომელ კარებზე შეხვალ, რადგან თქვენი სასამართლო წუთი წუთზე დაიწყება და ჯობია თავიოდანვე დაესწროთ, ხდება ისე რომ თავშია პასუხი და ამისთვის ბოლომდე ზიან, ვერ გაიგებ სისტემის პრინციპს.- ამ ბოდვის მერე ხელები გაშალა.-ვერაფერი გავიგე და არც მინდა გავიგო და გასასვლელ როგორმე ვიპოვი და ნახვამდისს. -სახელურს ზემოთ აუწიე და გაიღო ბედოვლათი კარიც და გამოვიჯახუნე მაგრადაც. დერეფანში მივხდი ჭეშმარიტებას უცნობი ოთახიდან უცნობ კაცბოცვერისგან, სხვა გზა სხვა ხსანას ვერ ვხედავდი და ცალყბად გავიფიქრე შევალ იქ და გასასვლელს მანდვე ვიპოვი და გავიძურწები, მორიდებულად შევაღე კარი და მორცხვად ვიკითხე აქაა სასამართლოს სხდომა პატივცემულო? -გელოდებით ბატონოო, მანდატურმა და ისე გამიღიმა ვიფიქრე ნაცნობიათქო და სულ ტყუილად, ასეთი სერვიზ პლიუსი ჰქონიათ. შემომიპატიჟა ა ადგილიც მიმიჩინა აი აქ დაბრძანდიო და ჯერ ვჯიუტობდი არა დავდგებითქო და მერე ყურში ჩამრჩურჩულა რეგულაციას არღვევ და ამაზე ცალკე დაგსჯიან და ჯობია დაჯდეო, უნებლიე შემეშინდე და რომ დავჯექი კი ვინანე რატო დაუჯერე და რატომ შემეშინდა, მაგრამ როგორც მივხდი აქ სრულიდ ინსტიქტებს მინდობილობაა ირგვლივ, რასაც შეიგრძნობ იმას შეიგრძნობ და ისე გამოხატავ როგორც შეიგრძნობ ნუ ძნელი ასახსნელია, მაგრამ თავიდან ამის მიხვედრა და აღიარებაც ჩემთვისაც ძნელი იყო, მოვლენებმა მიმიყვანეს ამ აზრამდე, აი მაგალითად ჩემი ადვოკატი იჯდა ჩუმად, თითქოს ეძინებაო ისეთი სახე ქონდა და წამით გავიფიქე თახვიათქო და რომ ვკითხე მანდატურს ეგ თახვია ჩემი ადვოკატითქო და კიო და საიდაან იცნობო და რა საიდნ ვიცნობ, მივხდი რომ ჩემი ადვოკატია, საიდანო? საიდან და ბრალდებელი აქ გვერდით ხო არ მომიჯდებოდა და აბა ვინღა იქნებოდა... -საიდან იცით რომ ბატონ ადვოკატს თახვი ქვია..-ხუმრობთ ხო?- გაოოცებული ვკითხე-არა ბატონო თახვი ქვია და ყველას უკვირს მღრნელის სახელი რატოო? მარ პასუხი მასაც არ აქ, ისე ზედმეტ სახელად პანდას ეძახიან, ხშირად რო ეძინება ამიტომ.. ჩაიცინა მადატურმა... მერე მობაცბაცდა მოსამართლე, ზანტი მოძრაობით ბეჰემოტი იყო პირაპირ, მაგრამ თვალები გასაოცრად უციმციმებდა, ყველგან იყურებოდა, შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა ეტყობა, ამოიხვნეშა და ისე დაჯდა, ჩაახველა ისე რომ მომინდა მეთქვა ჩაიხრჩვი. მანდატურს დაუძახანა და რაღაც ჩასჩურჩულა მანდატურმა თავის მხვრიე ეს ჩურჩული მიიტანა ბრალმდებლებთან და მათ გადაცა რაღაცა იმათმაც თავის მხრივ მხრები აიჩეჩეს და თავიც დაუქნიეს, მერე ერთი ბრალმდებელი ადგადა თავის მხრივ ჩანდა ჩურჩული მოჰქონდა ჩემს ადვოკათან და ყურში მიაყარა. ხო ჩურჩული მიაყარა და რეაქციას არც დალოდებია და ამ თახვისფორმიანი ადვოკატმა თავის მხრივ მხრები აიჩეჩა და თავი დაიქნია თანხმობის ნიშნიანი და მერე მანდატურმა კიდევ თავის მხრივ ხმამაღლა მოსამართლეს შესძახა: თქვენო უმაღლესობავ, ყველანი თანახმა არიანო, მერე თავის მხრივ მოსამართლემაც მხრები აიჩეჩა და თავი დასტურიად დაიქნია, მერე ზანტად აიღო ხის ჩაქუჩი და მძიმად დაჰკრა, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო, წარმოთქვა ბოლო სიტყვა და წამოდგა და ზანტად იქითკენ აიღო გეზი საიდანაც მოვიდა და სანამ მიეფარებოდა ჩემს თვალებს მომაძახა, სავარაუდოდ ადრესატი მე ვიყავი რადგან გულში მე გავიფიქრე და ჩემი გაფიქრებას ის ვერ გაიგებდა, უბრალდ მე უნდა გამეფიქრა ეს ან უნდა მეკითხა მაინც და კი ვაპირებდი კითხვას, მაგრამ დამასწრო მოსამართლე, „განჩინებას მანდატური გაგაცნობთო“. ჩემს გარდა არავის მიუხედია მანდატურისკენ ისევ დატოვეს ოთახი და შევჩი მე, მე კიდვე გაოგნებული და ცოტათი გაბრაზებული დასაწყისითვის თორემ გაწიწმატებული გაცხარებული დავიწყე ქოთქოთი.-აბა ეგ რას ნიშნავს და რის გულისთვის დამაკარგინეთ დრო... ეგაა სასამართლო და ან რა განჩინება და სად... მოკლედ მე უნდა წავიდე აქედან... - ვიქოთქოთე. მანდატური მამშვიდებდა როგორც შეეძლო. -ყველაფერს აგიხსინი და მიხვდებიო და რას უნდა მივხვედრლიყვი ესეც მისახვედრი ოყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო მას უნდა აეხსნა და მე მიმხვდარიყავი მერე. - ეს რანაირი გაურკვეველი პასუხია თუ განაჩენი? გაოცებული ვარ პირდაპირ, განაჩენი გამომიტანეს და არც გამაცნეს, ის კი არა არც დავსწრები ვარ და რის საფუძველზე გამომიტანეს ეს განაჩენი ან სად არის ან როგორია და რა ძალიან პატარა საქციელია ამხელა ხალხის? გაოცებას ვერ ვუმალავდი მანდატურს. -იცით ამათაც უნდა გაუგოთ, თქვენ რომ იცოდეთ რამდენი საქმეები აქვთ ასე არ იტყოდეთ. ყოველ წამს თხოვნა მუდარები, შეკითხვები, დახმარება, საჩივრები და რეები არ მოსდით. და ყველა ითხოვ იმთათვე გაეცეს სათანადო პასუხი და უძნელდებათ ამათაც. ესენი ხომ სამართლით ხელმძღვანელობენ. მესმისმეთქი ვუთხარი მაგრამ უფრო ამ მანდატურის მესმოდა დამდგარა ანგელოზივით ეს კაცი და ჩემ წუწუნ უსმენს უპრეტენზიოდ.-თქვენი განაჩენი კიდევ ის არის რომ უნდა შეცვალოთ... ნუ ეს უფრო რეკომენდაციაა და არა გადაწყვეტილება მაგრამ აუცილებლად გადაწყვეტილება და მოთხოვნები მოყვება თუ არ შეიცვლებით.-რაღა უნდა შევცვალო? - გავოგნდი პირდაპირ.- აი რას შეცვლიდი მითხარი თუ მიწიერი ხარ. აი ამდენი სიკეთეები მაქ გასაკეთებელი და გამიკეთებია რას ქვია შევცვალო, ან აქამდე მოსასვლელად რა აღარ დავთმე და ვიწვალე... შენი ჭირიმე რა გზა მაჩვენე და გავედი არაფერიც არ მინდა...- ან აქამდეც რა მინდოდათქო და გავარდი, უკან გამომყვა მანდატური და კარისკენ მიმითითა, დავემშვიდობე და წამოსვლისას მომაძახა დროებითო, მოვბრუნდი რაღა დროებით სამუდამოდ მშვიდობითქო მაგრამ ვერ დავინახე, გაქრა, გაქრა რა იმდენი ხალხი დაბოდიალობდა ამერია თვალებში და დამეკარგა, მერე დიდად არ მიძებნია, გავარდი კარებიდან, ისევ ქარხნის ეზოში გავედი და წამოვჯექი იქ სადაც მანამდე ვიჯექი. სიგარეტი ტკბილად გავაბოლე და მერე სახლში წავედი. კარგად გამოვიძინე და დილას ძალიან აბჟიტირებული და გახარებული გამეღვიძა, ყველაფერი კარგისკენ მენიშნებოდა, გუშინდელი ამბავი და ღამის სიზმარიც. ვგრძნობდი სამყარო კაი რაღაცაც მიმზადებდა. ეზოში ვარვარა შემხვდა. ვარვარა ყველას გონია ბოშაა და თვითოთ ამტკიცებს საიდანღაც ბურიატებიდან ჩამოვიდნენ მისი მშობლები და ბოშას რატომ ეძაღიან მისთვისაც გაურკვეველია, ალბათ უფრო იმიტომ რომ ქალაქში სულ დაი რუკუ უგადაიუ გაიძახის წლები კი არა საუკუნეს გადაცდა, ამით ირჩენს თავს დღემდე და უკვე რომ ასაკშია და სახსრება უმტყუნა უბნიდან შორს არ გადაის და უკვე კაი სტაჟისანი კლიენტები ყავს სახლში რომ აკითხავენ. მე სულ დამსდევ „ბესპლატნა გიმკითხაო ზმისგულო ოღნდ დაი ლადონი ჩემო ოქროო“ მე კიდევ ვიშორებ ყოველჯერზე: „მერე იყოს ვარვარჯან.“ აი დრო მოვიდა მერე იყოსი და ჩემი ნებით შევთავაზე და მივაწოდე ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ხელის გული, კაი ხანი ატრიალა და სრისა ისე რომ დაბანილი ხელისგულიდან მაინც ამოყარა ჭუჭყი.მეტკინა შე ქალომაიცა მაიცა ვნახო ქარქად რათო წერია-თუ რა წერია-ჰოო ერტია მაინც-როგორაა ერთი ადამიანო-შენა დიდი საქმეები გელის, გაგიხარდება, ბევრი ხალხი მოვა შენთან და ბევრს გთხოვენ შენ ყველას არ ენდო. მერე... -გაჩუმდა-ჰაა ვარვარჯან რა მერე. - სიხარულსგან კარგად გამეცინა, დილიდან ყველაფერზე მეცინება-მერე არჩანს, რაღაცა გაფრთხილება გაგახსენებნ და უტუტუს გეტყვიან, მერე დაღვრემილიც იქნები და მერე სულ სხვა იქნები-რა სხვა და რაზე ვიტირებ.... ვსო გეყო წავედი.. გავეცალე ვარვარას-სხვა იქნები და აქ გაქრები, ფაფუ გაქრები-შენა ახლა მოგიტყნავ კეთილებსა... ან სად ყავდა კეთილები მაგრამ ძალიან ჩამიჯვა კაი ხასიათზე და ამან გამაბრაზა. სამსახურში უკვე სულ არ მახსოვდა ვარვარას ფეიკები და ისევ გაბიდნული და აბჟიტირებული ვიჯგიმებოდი.გზაზე გამეხსნა ყველა ხაზი... გონების, წინასწარ ვგრძნობდი მომავალს. ვუყურებდი და გამჭოლი სარკე იყო ხვალინდელი დღე. სამსახურში კარებთან მჯდარ აბელიჩის მდივან ნატომ რომ მითხრა აბელიჩი გეძახისო მე ვიცოდი რაზეც მეძახდა. მინისტრობას მთავაზობს?-ალბათ... იქედნურად წაიაზვა ნატომ და ინანებთქო და ერთი ნატო იყო რომელსაც ჩემი რიდი ვერ შევატენე, აბელიჩის ნაშობა იყო მისი ანდერგრააუნდობა და გულში კივიფქრებ შექცემ შენცათქო. აბელიჩმა ისაო ესაო აბა ისეო და ასეო, მერე გუშინ იმათთანო პური ვჭამეო, აი იმათანო და ზედ ჭერისკენ აიხედა, მეც თავი დაუქნიე მიხვედრილობისა. ჰოოდა მაჩუქეს მინისტრის პორტფელიო და თვალი ჩამიკრა. ახლა მუქდან ვინ რას მარა ხელი ხელს ბანსო ეგ მანდვე ითქვა ადგილზეო და ჩემო ზურიე საქმეს უნდა მივხედოთო და მე კიდევ:-თანახმა ვართქო-რაი?. - გაშრა აბელიჩი ეგრე არ ელოდა, თავის დაკრულ სალამურზე ჩემი ფლეილისტი რომ ვატაკე ეტკინა და გაოცდა კიდევაც.-შენ ახლა გინდა მანდ სანდო შენი კაცი და შენ აქ საქმეს მიხედო და მე მენდობი ეგ ფაიზაღია და მე თუ უარს გეტყოდი ხო გყავს ის ორი კოხტა და იურა და ახლა შენცა და მეც ვიცი ისინი უკუდურესი სათადარიგო ამბავია და მე როდის მიღალატია შენთვინა? - და ფეხი ფეხს შემოუნაცვლე შერონივით მარა ისეთი ეფექტი სად ექნებოდა.- ო ო ხო, აი კაცი ხარ შენ და დაკა. - მოკლედ იმედი შენი მაქ.-აბა რაა აბელიჩ. ხვალვე მაგის კარგიც და ახლა ვიგულაოთ და გაიმართა გულავი თავზე მორტყმით თუ რამე კაი იყო, სასმელი ამბები, ფულები, მოლოცვები, ნაშები, ფიცები და ძმობა ახლობლობა. წაიდა გულავი და ტაშები ტუშები მარა ეგ იმ ღამეს მორჩადა მერ მე სულ სხვანაირი გავხდი. აი ეგეთი: „რო იტყვიან, კაი ტიპია მარა რაცხანაირი“.„აი ყველას პატივს ცემს მარა ჯერ შენი ძმაო“. „ვაბშემ სულელი და არა ალალი ეგრე არ შეილება.“„ ვაახ ამდენ სიკეთერს ვერ გააკეთებ და არ დაგიფასდება“.„ ჯერ თაო და მერე სხვაო აკლია.“„ სახელმწიფო კი არა სანამ დროა მოაგროვე სუ მანდ არ იქნები“, და ასე და ასე და ასეთი ისმოდა თურმე ზურგს უკან რადგან მე არ მესმოდა რამეთუ არ მაინტერესებდა რადგან არაფერი მადარდებდა ჩემი პრინციპების და ეს პრინციპები ახალი ხილი იყო ამას ვგრძნობდი. მერე აბელიჩმა თვალი თვალის წილ გამიყარა და იქ მოვინუსხე და განვიბლოკე ახალშეპყრობილობით და მივხდი რომ ჯერ ჭამო მერე შენებს აჭამო და მერე თუ დაგრჩა მადლიერებს და მივყები მეც თბილად და ტკბილად დინებას სანა ჭას არ აეხადა სახურავი და ისევ სასამართლოს წინაშე არ აღვმოჩნდი.