ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სიცოცხლისფერი

სიცოცხლისფერი

იყო დრო როცა ნიბერია არ არსებობდა. დრო, როდესაც ადამიანთა ყოფას თავისუფლება და მეაბოხე გულების ფეთქვა ასულდგუმლებდა, ამოძრავებდა. რწმენისა და სიყვარუსლის ძალით იმართებოდა სახელმწიფო და თავისუფლება ჰაერში მსუბუქად ცეკვავდა. ბედნიერებისა და სიცოცხლისფრად ანათებდა მზე ქვეყანაში და ადამიანთა ყოფაც სხვანაირად ბენიერი და სიცოცხლისფერი იყო. ნიბერია არ მოსულა ზღვით და ხმლით – ის უფრო ჩრდილს ჰგავდა, რომელიც მთის ძირიდან, სადღაც უფსკურლიდან წარმოიშვა და ქვეყნებს გარს შემოერტყა. მისი გავლენა თითქოს მიწიდან იზრდებოდა, ხეებსა და ნიაღვრებში იფანტებოდა და ბურუსის მსგავსად, სულში ატანს. რკინის გალიასავით მოედო ნიბერია ქვეყნებს და შთანქა ყველაფერი წმინდა და ცოცხალი.  ჭაობისა და ჯოჯოხეთის მაგვარ, შიშისმომგვრელ მდუმარე ყოფად აქცია ქვეყანა და მმართველობითი რეჟიმის უკიდეგანო უფსსკურლში ჩაითრია თავისუფლების მოყვარული გულები.ნიბერია შიშისა და მორჩილების სიმბოლო იყო. ეს იყო ჭაობი, რომელიც თავისი რკინის მარწუხებით აბავდა ქვეყნებსა და თავისუფლებისკენ მფეთქავ გულებს. უფსკრულში იყო ჩვენი ქვეყანაც. ჭაობში იძირებოდა მარგალიტი და დახმარებასაც არავინ ცდილობდა. ან იქნებ აღარც ედარდებოდათ უკვე. ქვეყნის მომავლის რწმენაც კი გაუფასურებულიყო ჩვენს ერთ დროს მფეთქავ და მეამბოხე გულებში. ახლა აღარაფერი იყო. მხოლოდ შიში, გაჭირვება და შიმშილი. აღარავის ადარდებდა მარგალიტის ჭაობიდან ამოყვანა. ასე უსაშველოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ ტალახსა და ჭაობში ისვრებოდა მარგალიტი, ნელ-ნელა კარგავდა სიკაშკაშესა და ბრძოლის უნარიც აღარ შერჩენოდა დაქანცულს, ჭაობში მწოლიარეს. ქვეყანას გაჭირვების ჟამი ედგა. ადამიანთა გონება მხოლოდ მცირე ლუკმის მოპოვებას თუ მისწვდებოდა და ყოფაც რასაც ადამიანთა მოდგმა შენატროდა სულ უფრო და უფრო შორეულ პერსპექტივაში რჩებოდა. თავს ვერ აღწევდა მარგალიტი ჭაობს. ჭაობს რომელიც უფრო და უფრო ითრევდა.ჭაობს რომელიც ნელნელა ფსკერისკენ ექაჩებოდა მარგალიტს,როგორც უძრავ, უუნარო არსებას. თავის დაღწევისა და სინათლისკენ სწრაფვის უშედეგო მცდელობამ ჩვენც უძრავ, გაყინულ სხეულებად გვაქცია.სხეულად რომელიც იქცა ჭაობისა და უუნარობის ერთიან არსებად და ჩვენც აღარ შეგვეძლო გონების ძალით სხეულის მართვა.გონების ძალა დასუსტდა, გაქარწყლდა და გონების ყველა ბნელი კუთხე დატოვა. ჩვენ აღარ შეეძლო ბრძოლა...ჩვენი გონება მოეცვა ჭაობს...ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა.შიში და შიმშილობა იქცა ყოველდღიური ყოფის ნაწილად იმ დროის ქვეყანაში.სადაც მე ისევ ბავშვი იყო. ისევ პატარა, უსუსური. ზოგი ფიქრობდა, რომ ნიბარიას ფესვები იმდენად ღრმად იყო გაბმული მიწაში, რომ თავად იგი მიწის ნაწილი იყო. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ჩრდილი შორეული ზღვებიდან გადმოვიდა, თითქოსდა უცხო ტალღებმა მოიტანეს იგი ნაპირებზე. მაგრამ ნიბარიას შესახებ ფაქტი ყველასთვის ერთი იყო – ის, ვინც ნიბარიას წინააღმდეგ წავიდოდა, მალევე ქრებოდა, ისე თითქოს მიწამ შთანთქა, ხოლო სახელი კი სიბნელის მდუმარე მარწუხებში ჩუმად და უსახურად იფანტებოდა.*** ჩვენს რეალობაში ყველაფერი აბურდულია. ქაოსურად მიედინება და მძიმედ ეშვება მოულოდნელობათა და შეცდომებით გაჟღენთლი რეალობა. უდროო დროს ებმევა მე იმ მახეში სადაც თავის დაღწევის საშუალებები მეტნაკლებად მოიპოვება. მე მაინც ცოცხლობს. მაინც ცოცხლობს რელობიგან გაქვავებული, უსულო ცხოველივით და შეჰყურებს იდეალიზმით გაჟღენთილ გონებას და თვალს არიდებს რეალიბას, ყოველდღიურობას. მე რეალურია, მეს ყოველდღიური ყოფაც რეალურია. რეალურია და მუდმივია პრობლემებითა და თავსატეხებით გაჟრენთილი ყოფა. მემ რეალობის აღქმა მხოლოდ მაშინ დაკარგა, როცა უდარდელი ბავშვობის ჯებირები დაანგრიეს მეს ცხოვრებაში. ყველაფერი იდეალური იქცა ჯოჯოხეთად და ჭაობად. ჭაობიდან ამოსვლა კი მარტივი არ ყოფილა. მეს ახსოვს მამის გარდაცვალება და მეამბოხე დედის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება. ყველაფერი იმ დაწყევლილ დღეს დაიწყო, როცა სოფლის ქოხმახებისა და მიწურებში ნისლი საეჭვოდ დაიარებოდა და წვიმისგან მორჩენლი წვეთები აქა-იქ წინწკლებად ეცემოდა ახლად ამოსული ენძელების ფოთლებს. მაშ მარტი კარს მომგარიყო და ნათოვლ და გაყინულ მიწას ნელ-ნელა ალღობდა მზის სუსტი სხივები. მეს ტრაგედიაც ამ ნისლიანი დილის დადგომასთან ერთად დაიწყო. ამ დღეს შეაბიჯა მემ დაუნდობელი და ბოროტი სამყაროს რეალობაში და ფერი იცვალა უსუსური ბავშვიდან ზრდასრულ ადამიანამდე.1942 წელს გაყვითლებული და კიდეებთან შელახული ფურცლები დარიგდა ჩვენს სოფელში. შინაარსი კი ერთი და იგივე ქონდა. მსოფლიო ომი  კარს მომდგარიყო და ჩვენი ქვეყანაც ნიბერიის ძალებს უნდა შეერთებოდა. მაშ მამაც გაუყენეს ნიბერიული  იდეოლოგიის დასაცავად მიმავალ არმიას და უსულო არსებასავით დააყენეს პირველივე ხაზზე, პირველივე დარტყმისთვის. ერთხელ მოგვივიდა წერილი მამის ჯერ კიდე მფეთქავი გულით დაწერილი და ეს იყო და ეს. მეს მამა აღარ უნახავს, ცოცხალი.სევდა იმდენად მძიმედ იჭრებოდა დედის სულსა და გონში, რომ დარჩა მხოლოდ სხეულად, რომელსაც ცრემლისა და დარდის იქით აღარაფერი ესმოდა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჭამდა დარდი დედის სხეულს. გაყინული და გაშეშებული ადამიანი მხოლოდ ცრემლად იღვრებოდა თვეებისა და ალბათ წლების განმავლობაში. მე უყურებდა როგორ იტანჯებოდა დედა ტკივილისგან, როგორ უჭირდა სუნთქვა გაურკვევლობაში მყოფ ადამიანს.ალბათ ასეც ხდება. ასეც ხდება როცა შენი ადამიანი მიდის და რჩები მარტო. რჩები უსულოდ, დარდისა და სევდის ამარა. ასე ხდება როცა შენი ადამიანი მხოლოდ შენს გონებაშიღა რჩება და ელი, ელი და ალბათ ბოლო ამოსუნთქვამდე ელოდები მის გამოჩენას. ადამიანის გამოჩენას რომელიც პირადად შენია, რომელიც სიცოცხლისფერია. მეს ახსოვს. მეს ბევრი რამე ახსოვს.ახსოვს მამა.ახსოვს მამის ხელები, ჯაფისგან გაუხეშებული. ხაოიანი ხელები და მზისგან გაშავებული ლოყები.გამხდარი, დანაოჭებული სახე. გაჭაღარავებული თმა.მესმოდა როგორ ოხრავდა ტკივილისგან როცა მარტო იყო.მისი ტკივილით ცხოვრობდა მე. მე როგორც უსუსური, უძლური არსება.მეს სტკიოდა მამის ტკივილით და მოჩვენებითი ღიმილის უკან მალავდა გაუსაძლის ჭრილობებს, რომელიც არ ინკურნება.;მეს იმედი იყო მამა.მამა სიცოცხლისფერი იყო. მამას ხელები ახლაც მახსოვს და მაინც ყველაზე ტკბილი იყო იმ ხაოიანი ხელების ალერსი. მაშინ მაწუხებდა, ლოყებს მჩხვლეტდა ნაჯაფარი ხელების ალერსი. მაშინ მე ვერ იაზრებდა. მეს ფიქრი არ შეეძლო.მეს ახლა მხოლოდ მოგონებებიღა დარჩა. 1943 წლის მარტში მოვიდა დაგვიანებული წერილები. ისევ გაყვითლებული ფურცლები, ისევ კიდეებთან შელახული. წერილები მწუხარების გარეშე იუწყებოდა მამაჩემისა და კიდევ რამდენიმე თანასოფლელის გმირულად დაღუპვის ამბავს. სოფელში მდუმარე ტირილის ჟამი იდგა. დედაც მდუმარედ ტიროდა, თავისთვის, ჩუმად. მალევე ჩამოასვენეს დამახინჯებული სხეულები სოფელში. მამის ცხედარის დანახვაზე დედა კიდევ უფრო გაშრა, გაფითრდა. გმირულად დამარხა ქმარი, გმირულად დაიტირა საკუთარი ადამიანი. კიდევ დიდხანს ტიროდა დედა მდუმარედ, მარტო. სახლის მდუმარება და დარდი უფრო და უფრო შლიდა ცოცხალ ადამიანს, უფრო და უფრო ანადგურებდა. საყვარელი ადამიანის ნახვის შეგრძნებები მოლოდინიდან უსასრულობამდე იქცა. მე პატარა იყო. მე ვერ იაზრებდა დედის დარდსა და ბავშვური გამოსხივებებით ცდილობდა დედის დარდის გადატანას, გაქარწყლებას. მეს ფიქრებში მამა სიცოცხლისფერ ადამიანად რჩებოდა და რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იაზრებდა მდუმარე ტირილსა და დედის სასოწარკვეთილი მდგომარეობას.***მას შემდეგ რაც დედამ საკუთარი ადამიანი მიწას მიაბარა და დარდმა და ბრაზმა ერთდროულად დაისადგურა დედის გონებასა და სულში, დედა სხვანაირი გახდა. თითქოს გაუცხოვდა მეს ერთადერთი ადამიანი. უფრო დამძიმდა, უფრო დადუმდა და დარჩა მხოლოდ სიჩუმე, რომელიც სახლში სუფევდა და მეს ბავშვურ გონებას ანადგურებდა, აგიჟებდა.ღამე გაღვიძებულს დედა აღარ მხვდებოდა სახლში, ბრუნდებოდა გამთენიისას, თვალებჩაშავებული, გამოუძინებელი და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა ხოლმე. მხოლოდ ამ დროს ვხედავდი დედას რაღაცნაირად კმაყოფილს, ბედნიერს და ენერგიულს. მეს ახსოვს დედის აალებული თვალები, როცა დაძინებამდე რამდენიმე სიტყვას მეტყოდა ხოლმე. დედა მასწავლიდა რომ სამყაროში ძალიან ბევრი უსამართლობაა და ამ ყველაფერს ვინმე უნდა გაუმკლავდეს. ნიბერიის მმართველი ძალის დემონსტირებას კი აუცილებლად უნდა მოეღოს ბოლო, რათა ქვეყანამ და მოქალაქეებმა ერთიანად ამოისუნთქონ. ამოვიდნენ ჭაობიდან და ისევ ის გულღია და სიცოცხლისფერი ელფერი დაიბრუნონ, რომელიც აქამდე სარტყელივით ეკვროდა ქვეყანას.  მეუბნებოდა რომ ყოველთვის მებრძოლა და არ გავჩუმებულიყავი მაშინ, როდესაც უსამართლობა ქვეყანაზე ბატონობდა. მასწავლიდა, რომ ყველაფერს აქვს ფერი ამ სამყაროში და ყოველთვის უნდა ვეცადო, თუნდაც ყველა უბედურების კვალდაკვალ ვიპოვო ფერი, ფერი რომელიც უბედურებასა და შიშსაც კი ფერადს გახდის და დამთრგუნველ გრძნობებსაც კი ფერს მისცემს და გააქარწყელს გონებასა და სულში ცუდ შეგრძნებებსა და ფიქრებს. მე მაშინ 12 წლის იყო. ბოლომდე ვერ ვიაზრდებდი დედის სიტყვებს და ვერც მიმდინარე მოვლენებს ვუსწორებდი თვალს. აღქმაც ბავშვური და მიამიტური იყო. მეს არ ეგონა რომ დედა სამყაროს დაუპირისპირდებოდა ანდაც ოდესმე მეს გვერდით აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა.  1945 წელს დედა გასასვლელად ემზადებოდა.იმ ღამითაც, როგორც ყოველ ღამეს, ნიბარიას ჩრდილი მძიმე ფარდასავით ეფარებოდა მთელ ქვეყანას. თითქოს ზეციდანვე ეშვებოდა რაღაც დიდი, უძრავი ხელი, რომელიც ყველას თვალს უბნელებდა და იმედს უხშობდა. სოფელში, სადაც ერთ დროს მუსიკა და სიცილი ირეოდა, ახლა მხოლოდ ჩუმი სუნთქვა ისმოდა, თითქოს ყველა ელოდა რაღაც გაურკვეველ, შორეულ განაჩენს. ტომარაში გაურკვეველი ფურცხლები და წებო ჩადო. თმა მჭიდროდ შეიმაგრა და შავი შალის მოსახვევი მოიფარა უკვე გაჭაღარავებლ თმაზე. მე უკვე ძილბურანში იყო, მაგრამ მაინც გარკვევით ესმოდა დედის აფორიაქებული სუნთქვა და ნერვიული სიარული. ჩვეულებრივზე მეტად იყო ანთებული დედის თვალები იმ საღამოს, ჩვეულებრივზე მეტად ღელავდა დედა.უცებ სახლში მამას ძველი მეგობარი შემოვიდა. ისიც მძმედ სუნთქავდა, ქოშინებდა და თვალებს აქეთ-იქით გაურკვევლად აცეცებდა. უცებ დედას მივარდა. მრებში ხელი ჩაჭიდა და ამღვრეული თვალებითა და აფორიაქებული ხმით უთხრა:-         ელიკო, სწრაფად - უთხრა შალვამ დედა შეკრთა, უკვე ხვდებოდა რომ რაღაც ცუდს მოასწავლებდა შალვას ასეთი უეცარი გამოჩენა. -         მათ იციან, იციან გაზეთებისა და პლაკატების შესახებ. იციან რომ იქ შენ იყავი და შენსკენ მოდიან. სწრაფად უნდა გაიქცე!-         თუ გავიქცევი, მაინც მიპოვიან, ასე ევაც საფრთხეში ჩავარდება. -         თუ არ გაიქცევი დაგიჭერენ, შემდეგ რაც ხდება შენც კარგად იცი, ღმერთმა უწყის რას დაგმართებენ, ან გაცოცხელებ თუ არა საერთოდ! ღვთის გულისათვის, ელიკო, გაიქეცი, წადი !-         ღმერთია მოწმე მე სამართლიანობისთვის ვიბრძვი, ვინმე უნდა ალაპრაკდეს, ვინმე უნდა დაუპირისპირდეს იმ ჯოჯოხეთუ რეჟიმს, სადაც შიშს თესავენ და ჩვენც ამ შიშში ცხოვრებას გვაიძულებენ. ჩემი შვილი არ იმსახურებს ასეთ სამყაროს, ასეთ ქყვეყანას. ამისთვის ვერ მომკლავენ.-         სამართლიანობას, რასაც მე და შენ ვღაღადებთ და რისთვისაც წლებია ვიბრძვით, მათთვის კარგი არა მოუტანია და ეს შენც კარგად იცი.  მხოლოდ მათთვის კი არა, არც ჩვენთვის. ვიცი შენი ქმრის დაღუპვის გამო გინდა მთელს ნიმერიას და რეჟიმს დაუპირისპირდე, მაგრამ ბავშვზეც იფიქრე. ევას შეხედე რა უსუსურია, რა პატარაა, რა ეშველება შენს გარეშე.-         უკვე გვიანია, ევა წაიყვანე. მე სახლში დავხვდები, ასე აჯობებს. -         საკუთარ თავს ზედმეტად წირავ!-         ევას მიხედე - გაუმეორა დედამ შალვას და ორივე მათგანმა ჩემსკენ გამოიხედა. დედა მშვიდი ნაბიჯით მოვიდა, სუნთქვა ჯერ კიდევ აჩქარებული ქონდა. შუბლზე მაკოცა და გულში ისე ძლიერად ჩამიხუტა, სუნთქვა შემეკრა. სათითაოდ დაუკოცნა მეს  ორივე თვალი და საწოლიდან წამომაყენა. თეთრ პერანგზე შალის ნაქსოვი ადიელა მომახვია და შალვას ანიშნა თვალებით რომ წასვლის დრო იყო. შალვამ ხელი ჩამჭიდა და სახლიდან გამიყვანა.გზაში ქალის გამაყრუებელი, მოგული კივილი შემომესმა შორიდან . მეს მას შემდეგ დედა აღარ უნახავს. უკიდეგანოდ ბლენ და საშიშ რეალობაში აღმოჩნდა მე მარტო, დედისა და მამის გარეშე. დარჩა მხოლოდ მე. ***გლოვასა და სამარადისო ტკივილში გავიდა 6 წელი. მძიმე ლოდივით ედო დედისა და მამის მონატრება მეს უსულო სხეულს და კიდევ უფრო და უფრო ამძიმებდა მეს უუნარობა და უმოქმედობა. ტირილისა და ნაღველის ვეებერთელა ტალღები ფარავდა მომავლისკენ ჭვრეტის იდეას და გონებაში მხოლოდ დედის დაბრუნების იმედიღა რჩებოდა. 6 წელი მმალავდა შალვა მაღალმთიან, მიყრუებულ სოფელში, ჩემი სახლიდან შორს და იმედს იტოვებდა რომ დედაჩემისა და ჩემი გზები კიდევ გადაიკვეთებოდა. 6 წელი იმალებოდა შალვა მოღალატედ შერაცხული და 6 წელი მმალავდა მეც, როგორც მოღალატის შვილს. არადა, ღმერთია მოწმე დედას სამშობლო სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. მეს კი გულში იმედი ქონდა და შეგრძნება რომ სადღაც ახლოს იყო დედა. სადღაც ცოცხალი და ელოდებოდა მეს. კვირა დილით ქალაქში იყო მე გასული. გაზეთებისა და ცოტაოდენი საჭმლის საყიდლად დიდი გზა გამოევლო, მაგრამ იმედის ნაპერწკალი ღვიოდა გულში, რომ სადმე შესაძლოა დედაზე გაეგო რამე.  თვის ყველა კვირა დღეს მოდიოდა ქალაქში მიზეზზითა თუ მიზეზ გარეშე და ელოდა რაიმე ახალს, ახალს რაც გულში იმედის ნაპერწკალს გაუღვივებდა. გაზეთების ჯიხურს ფეხაკრებით მიუახლოვდა და შიშის თანდაყოლილი შეგრძნებები მაინც არ ეშვებოდა მეს. დროდადრო შეათვალიერებდა ხოლმე გარემოს და დარწმუნდებოდა თუ არა რომ საფრთხე არსაიდან იყო, უფრო თამამად აგრძელებდა დღის გეგმის შესრულებას. გაზეთების ჯიხურს მიუახლოვდა მე და შალვას დაბარებული გაზეთების ძიებას შეუდგა. ახალი და წინა თვის გამოცემები მოაკოწიწა და ის ის იყო ფული უნდა გადაეხადა, რაღაც უცნაურუ მოხდა. -         თქვენ - დაიძახა უკნიდან ვიღაცამ და ჩქარი ნაბიჯით მოუახლოვდა მეს. - თქვენ !მეს გაოგნება სახეზე ეწერა, როდესაც სრულიად უცხო, ახალგაზრდა ყმაწვილი აღმოჩნდა მეს გვერდით და გამალებით მიაშტერდა. -         თქვენ გესაუბრებით - დასძინა ახალგაზრდამ და კიდე უფრო მიუახლოვდა მეს. ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც მეს ასე უცხოდ და ასე უეცრად ვინმე გამოელაპარაკა. თავში ათასმა აზრმა გაიელვა. გაოგნებისა და შიშის უეცარმა ტალღამ გადაიარა მეს სხეულზე და შეშფოთებული მიაშტერდა უცნობს. -         მე თქვენ გიცნობთ, ვიცი ვინც ხართ - ამის თქმა იყო და ევამ იგრძნო როგორ გადაიარა შიშის უეცარმა ტალთებმა სხეულში და როგორ აუკანკალდა პატარ ნიკაპი. ის ის იყო ევას გონებაში გაქცევისა და თავის შველოს ფიქრებმა გაიელვა, რომ უცნობმა მაჯაზე მოსჭიდა საკმაოდ გამხდარი და ძარღვიანი ხელი და წამიერად დასძინა:-         დარდისფერი !მე შეკრთა, გაშეშდა, გაოგნდა. ყველანაირმა ფიქრმა და ემოციამ ერთად მოიყარა თავი. შიში გამქრალიყო, მაგრამ უამრავმა კითხვა დაბადა გონებამ მეს სხეულში. დარდისფერი...  დარდისფერი...  დარდისფერი...-         რა... შენ... - ენა ებმოდა და გონებაში აბურდული ფიქრები ლაპარაკის უნარს აკარგვინებდა მეს.-         შიშისფერი! - დასძინა უცნობმა-         თქვენ... თქვენ რას გულისხმობთ? - ძლივს ამოილუღლუღა დაბნეულმა მემ. -         ევა - თავდაჯერებული ტონით მიმართა უცნობმა მეს. - თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. -         გისმენთ - ეჭვნარები ტონით მიუგო მემ-         აქ არა. აქ საშიშია! გამომყევით.ევას ეჭვებიც კი გააქარწყა მოგონებებიდან ამოტივტივებულმა დედის სიტყვებმა. ფერებად ქცეული ემოციების ლექსიკა უფრო და უფრო აახლოვებდა დედას. უცნობი ქალაქის მდინარეს გაუყვა და განაპირა პატარა პარკში, დიდი ტირიფის ქვეშ, ხის სკამზე ჩამოჯდა. მეც საგულდაგულოდ მიყვებოდა უცნობს და შიშისა და ეჭვის შეგრძნებები აღარ დაჰყვებოდა ჩემს გონებას. უცნობი სკამის მარჯვენა კუთეში ჩამოჯდა და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა მე. მივედი თუ არა მაშინვე დასძინა :-         დაბრძანდით, ევა - ხმა თითქოს მშვიდი, სანდომიანი ქონდა, თან ბოხი და სასიამოვნოდ მიზიდველი. ჩამოჯდა მეც უცნობის გვერდით და ინტერესით მიაშტერდა. შეგრნებები იმედისფრად ედებოდა გაქვავებულ გულს და თითქოს პატარა ნაპერწკლის აგიზგიზებას ცდილობდა, რათა გულის ყველა კუთხეს მოსდებოდა სინათლე. იმედისფრადვე აკიაფდა მეს თაფლისფერი თვალები და გულის ცემაც ალბათ მთელს სამყაროს ესმოდა. -         ევა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ დედათქვენი ცოცხალია. მან მითხრა ის სიტყვებიც. უბრალოდ ელიკოს უნდოდა გცოდნოდათ რომ მარტო არ ხართ, ის თქვენზე ფიქრობს, ახსოვხართ და ენატრებით. დუმილის უკან უამრავმა აზრმა მოიყარა თავი. გონების უკუნითი წერტილებიდან ამოტივივდა მოლოდინის ელფერი და გონებაც უფრო და უფრო დამძიმდა. მოლოდინებმა ერთიანად შეისხეს ფრთები და უკიდეგანოდ თბილმა გრძნობებმა იმედისფრად გაიელვეს გულსა და სულში. დედა ცოცხალია... დედა ცოცხალია...გონებაში ეს სიტყვებიღა მეორდებოდა და მეორდებოდა სანამ ისევ უცნობმა არ დაარღვია სასიამოვნოდ უცნაური დუმილი-         ევა, კარგად ხართ?-         კი, გთხოვთ განაგრძეთ და დაწვრილებით მომიყევით დედაჩემზე.-         რითი დავიწყო?-         სად არის დედაჩემი? როგორ არის? საიდან იცნობთ? როდის ვნახავ? - ერთიანად მოიყარა თავი ყველა კითხვამ და ევაც უფრო და უფრო გამალებით ელოდებოდა თითოეულ კითხვაზე პასუხს. -         არ ვიცი ახლა სად არის ელიკო. დედათქვენი მაშინ გავიცანი, როდესაც ჯერ კიდევ რეპრესიულთა სიაში ვიყავი. მე სამი წლით გადამასახლეს. დედათქვენიც ჩემთან ერთად იყო, სანან მე უკან დავბრუნდებოდი. ორი წლია დავბრუნდი და ორი წელია თქვენ გეძებთ. ელიკომ სიკვილს გადამარჩინა და მე მხოლოდ ეს შემეძლო სანაცვლოდ, სხვა ვერაფრით დავეხმარე. -         ხომ არ იცით როდის დაბრნდება?-         როგორც ვიცი მას რეპრესია 7 წლით შეეხო. ასე რომ მალე უნდა დაბრუნდეს. ვიმედოვნოტ რომ ცოცხალი დაბრუნდება, ჯანმრთელობისა კი რა გითხრათ, შუა აზია ნადვილად ვერ დატოვებდა კარგ კვალს.-         მადლობა უფალს - დაუფიქრებლად აღმოხდა სუნთქვაშეკრულ მეს ბაგეებს - დღემდე ვერ გამერკვია ცოცხალი იყო თუ არა.-         ევა, დედათქვენი ამბობდა რომ ახლობელმა გასწირა ასე. ახლობელმა უღალატა და გაიმეტა სიკვდილისთვის. მე დეტალები კარგად არ ვიცი, მაგრამ გთხოვ ფრთხილად იყავი. დედაშენი ყველაფერს მოგიყვება როცა დაბრუნდება.-         თუ...-         უკაცავად - გაიკვირვა უცნობმა.-         თუ დაბრუნდება. თავად აღნიშნეთ რომ შუა აზიაში იყავით და დედაც იქაა, ჩვენ კი კარგად ვიცით რა პირობებია შუა აზიაში. -         ძალიან გთხოვთ, ნუ დანებდებით და ნუ დაყრით ფარხმალს. დედათქვენი მუდმივად ცდილობდა თქვენამდე ხმა მოეღწია და მოეწერა და გეემხნევებინეთ, კარგად იცოდა რისი გამოვლაც გიწევდათ. -         წერილები? ჩემამდე არაფერი მოსულა.-         შეიძლება, ალბათ ასეც ხდება ხოლმე. -         კი, მაგრამ არ გითხრათ ვინ გასწირა ასე? გინ გაიმეტა და ვინ დაანგრია ჩვენი ისედაც გაუბედურებული და დანგრეული ოჯახი?-         არა, ეს ზუსტად არც თვითონ იცოდა. ბოლოს ეჭვები გაუჩნდა მაგრამ ჩემთვის სახელი არ უთქვამს. წამიერი დუმილი ჩამოწვა და ორივე კარგად ვხვდებოდით მეს თავში რაც ტრიალებდა. უცნობმა ჯიბიდან უბის წიგნაკი და ფანქარი ამოიღო.-         ევა, მესმის თქვენი მდგომარეობა, ალბათ მილიონობით აზრი ირევა ახლა გონებაში. ეს ჩემი მისამართია - თქვა და უბის წიგნაკი გადაფურცლა, ზედ მისამართი და ბინის ნომერი დაწერა და უჯრიანი ფურცელი საგულდაგულოდ ფრთხილად ამოხია. - აუცილებლად მნახეთ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ ან რაიმე დაგჭირდებათ. მე ელიკოსთან ვალში ვარ და ამიტომაც ყველაფერში გვერდით მიგულეთ. უბრალოდ კიდევ გაგიმეორებთ, რომ ფრთხილად იყოთ და ნუ ენდობით ნურრავის. დაელოდეთ ელიკოს და მზად იყავით რომ მალე დაბრუნდება. იმედს ნუ დაკარგავთ და ნუ მიეცემით იმედგაცრუებასა და დარდს. -         კიდევ? კიდევ რა იცით დედაჩემზე?-         მამათქვენის გარდაცვალების შემდეგ ელიკო მიხვდა, რომ ნიბერიის ამ უსულო რეჟიმს უნდა დაპირისპირებოდა და ებრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გეცხოვრათ. შიშისა და რეჟიმის დამხობა უნდოდა, ამიტომაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბეს საიდუმლო სტამბა, სადაც თავიდან პლაკატებსა და გაზეთებს ბეჭდავდნენ. ღამღამობით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ხალხისთვის ხმა მიეწვდინათ. სამწუხაროდ ეს დიდხანს არ დასცალდათ... ვიღაცამ უღალატა... -         თუ იცით ზუსტად ვინ იყვნენ დედაჩემის მომხრეები?-         როგორც ვიცი ერთ-ერთი მათგანი იყო შალვა - მამათქვენის მეგობარი. დანარჩენი არ ვიცი, შალვაც იმიტომ ვიცი, რომ თქვენზე საუბრის დროს ახსენა რომ მას ანდო თქვენი თავი და ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისაც იმ დროს ენდობოდა. -         მადლობა - თქვა ევამ და უცებ შეყოყმანდა - თქვენი სახელი?-         ალიო.-         მადლობთ, ალიო.ალიო ადგა, წელში გაიმართა და დატოვა მე ჩემს ფიქრებთან. ცოტახანი ასე იჯდა მე, ბედნიერი და გაოგნებული, შეშფოთებული და შეშინებული. შემდეგ გაზეთების დასტას მოკიდა ხელი და სახლისკენ მიმავალ ავტობუსისკენ მიაშურა. სახლში შალვა ელოდებოდა, მაგრამ კარგად იცოდა რომ იქ დაბრუნება აღარ უნდოდა, აღარ უნდოდა გადაკარგულ, შორეულ სოფელში ცხოვრება და მალულად არსებობა. დრო იყო, დრო იყო საკუთარ ქოხმახს და სოფელს დავბრუნებოდი და და დედას დავლოდებოდი. ქალაქის ფოსტიდან შალვას წერილი გაუგზავნა მემ და გეზი იმ პატარა მიწურისკენ აიღო სადაც დედა ბოლოჯერ ნახა, სადაც ბავშვობის ტკბილი და მწუხარე მოგონებები ერთდროულად ელოდებოდა. 6 წლის შემდეგ მე მზად იყო დედის კვალს დადგომოდა, მზად იყო ებრძოლა და სულისა და გონის დაკარგვამდე ეომა უსამართლობასთან, ებრძოლა იმ ჭაობში, რასაც ამდენი ხანი ემალებოდა. ჭაობში, რომელიც ყველას ითრევდა, მთელ კაცობრიობას. სადაც უსამართლობისა და ძალაუფლების განცდის სურვილმა, კი უფრო და უფრო დაამძიმა ადამიანთა მოდგმა. მემ აიძულა თავი დაბრუნებოდა იმ ადგილს,სადაც უბედურებისა და ტკივილის აურა ისე მძიმედ სუფევდა, ჯერ კიდევ, რომ სუნთქვა ეკვროდა, უმძიმდა, უჭირდა. ჯერ კიდევ ვერ უსწორებდა ტკივილს თვალს მე და ისევ უსუსური ბავშვის არსებად აქცევდა საკუთარი სახლის კედლები. იდგა, იდგა გარინდებული და გონებაში კიდევ და კიდე, გაუჩერებლივ ამეორებდა იმ კადრებს, როცა დედა ბოლოჯერ ნახა. და გულის იმ ნაწილში, სადაც ბნელი ფიქრები ჯერ კიდევ არ იყო მოდებული, სინათლის პატარა სხივი ელავდა, ბჟუტავდა. ეს იყო იმედი. იმედი მომავლის, რომ მეს ყველაფერი გამოუვიდოდა. მემ პირველად შეაბიჯა სახლის ზღრუბლზე, მას შემდეგ რაც დედა ბოლოჯერ ნახა. პირველად შეაღო ხის, საკმაოდ დაძველებული კარები იმ ერთ ოთახში, რასაც ის და დედა სახლად მიიჩნევდნენ. ისევ ისე ძველებურად იყო საწოლები, მაგიდა და კარადა. იქნებ აქ უფრო ადრეც უნდა დაბრუნებულიყო?!სუნთქვაშეკრული ათვალიერებდა ოთახის ცივ კედლებს და კიდევ უფრო ეყინებოდა და ეკუმშებოდა გული. სუნთვა უფრო და უფრო დაუსუსტდა და თითქოს დედის ტკივილით აივსო აწ უკვე ახალგაზრდა ქალი. ოთახში შევიდა. ხის სკამი ფეხზე ააყენა და ფრთხილად ჩამოჯდა. მიაშტერდა ღია კარებს რაღაცის მოლოდინით. თან საკუთარ თავს უმეორებდა, ხმამაღლა და გარაკვევით :-          რამდენჯერ აიძულა მემ საკუტარი თავი სიკვდილამდე მისული ტკივილისთვის ისევ თავად ეშველა?  რამდენჯერ ყოფილა მე მუხლებზე დამხობილი და გონების უფსკურლში გადაკარგული, როცა საკუტარი ფიქრები ახრჩობდა გონების მართვის უნარს კარგავდა? ნუ შეგეშინდება გონების შავი ფიქრებისა და იმ ტკივილის, რომელიც შენს სხეულს მთელი სიმძიმით აწვება.  ნუ დაუჯერებ გონების გამოძახილებს თითქოს არ შეგიძლია და ვერ გადაიტან.შენ ეს უკვე გამოიარე. გამოუთქმელი ტკივილი გატეხე უთქმელად, მარტომ და არეულობა გონებაშიც შენვე დაალაგე, თითქოს იქ საკუთარი მეობების ომი არ ყოფილიყო. მე ყველაზე კარგად იცნობს მეს. მემ უკეთ იცის რა ჭირდება მეს. უბრალოდ უსმინე მეს.  უსმინე საკუთარი ტკივილის გამოძახილებს და თავად გამოაგნებ უფსკრულიდან გამოსასვლელ გზას. თავად გადაარჩენ მეს იმ ფიქრებისგან, რომელიც გახრჩობს, გკლავს, გასამარებს. ნუ დაემონები ტკივილს თითქოს ეს უკანასკნელი იყოს გონების მართვის მექანიზმი. უმეორებდა საკუთარ თავს და სუნთვა შეკრული მიშტერებოდა კარის ზღრუბლს. მე ელოდებოდა რომ დედა შემოაბიჯებდა ამ კარში, მაგრამ ამავე დროს კარგაც იცოდა რომ ეს უბრალოდ ილუზია იყო. კარგად იცოდა რომ დედა ჯერ არ მოვიდოდა, ჯერ არ შემოვიდოდა ამ კარში. შებინდებისას გარედან მეს გაბრაზებული ბუტბუტი შემოესმა. -         ისევ ეს ბავშვები - ბუტბუტებდა ქალი და ნელნელა სახლისკენ მოიწევდა - ხომ ვუთხარი აქაობას არ გაკარებოდნენ. ქალი ნელნელა ზღრუბლს მოუახლოვდა და გაოგნებულს ევა შეეჩეხა თვალებში. -         თქვენ ვინ ხართ? - კითხა ქალმა გაოგნებული სახით და მოუთმენლად დაელოდა პასუხის გაცემას. -         მე ევა ვარ - თქვენ?-         ევა? შენ, შენ ელიკოს ევა ხარ? - დაიბნა ქალი.-         კი, ელიკოს ევა ვარ. -         ევა - ერთიღა ამოიოხრა ქალმა და კიდევ გაოგნებულმა შეათვალიერა მე. - რამხელა გაზრდილხარ. - აუწყლიანდა თვალები ქალს და მთელი ძალით ჩაეცუტა მეს.-         მე თამი ვარ. თქვენი მეზობელი. შეილება არც გახსოვდე იქ ვცხოვრობ. - თქვა და ღია კარიდან დაანახა დაბალი ხეებში ჩაკარგული სახლი. - ვიცოდი, ვიცოდი რომ ოდესმე მოხვიდოდით შენ და ელიკო. გელოდებოდით, თქვენ მთელი სოფელი გელოდებოდათ. გვაპატიე, ყველას გვაპატიეთ რომ ვერ დაგიცავით, რომ გავჩუმდით!-         კი, მაგრამ...-         იცი რა, ევა, ჩემთან წამოდი, ცხელ დეკის ჩაის დაგალევინებ და ყველაფერს აგიხსნი. -         სიამოვნებით, მაგრამ მინდა ეს ფიცრული მოვაწესრიგო. იქნებ მოგვიანებით გვესაუბრა?-         მე თქვენს სახლს ხშირად ვალაგებდი, იმ იმედით, რომ ერთ დღეს მოხვიდოდით შენ და ელიკო, ასე რომ ბევრი არაფერია დასალაგებელი.სახლს თვალი უფრო კარგად შეავლო მემ. მართლაც დალაგებული იყო, ამიტომაც თავისუფლად და სიამოვნებით დაჰყვა თამის ნებას და ორღობის კიდეს გაუყვა თამის გვერდით. თამიმ რკინის ჩაიდანი შემოდგა პატარა ღუმელზე და დეკის ფოთლებიც შიგვე მოათავსა. ღუმელიც საგულდაგულოდ ააგიზგიზა. -         ევა, რამხელა გოგო გაზრდილხარ - ნაღვლიანი თვალებით შემოხედა მეს და გაყინული ხელები აგიზგიზებულ ღუმელს მიაშურა. - დედას ძალიან გავხარ.-         მადლობთ - სევდანარევი ღიმილით უპასუხა მემ. -         ელიკო სად არის? როდის დაბრუნდება?-         არვიცი. წინა დღემდე ისიც არ ვიცოდი სად იყო და ცოცხალი იყო თუ არა.-         კი მაგრამ წერილებს ხომ გწერდა? შალვას გავატანე წინა წელს რამდენჯერმე ელიკოს წერილები...მე გაოგნდა. წერილების შესახებ არაფერი სმენოდა შალვასგან.-          წერილები?-         კი, შარშან და იმის წინა წლებში შალვა იყო მოსული. თქვენთან რომ არავინ იყო ჩემთან ტოვებდნენ და მე შალვას გამოვატანე. რატომ გაგიკვირდა, არ გინახავს?-         შალვას ჩემთვის წერილები არ მოუცია... - გაოგნებულდა, დაბნეულმა და შეშფოთებულმა მემ ძლივსღა ამოილუღლუღა.-         რას ამბობ?! მე... მე... მე მეგონა რომ შალვა მოგიტანდა ამ წერილებს... ალბათ არ უნდა გამეტანებინა, მაგრამ რას ვიფიქრებდი?!-         თქვენი ბრალი არ არის, თამი, არაუშავს...-         მოიცა მე კიდევ მაქვს ერთი წერილი. რამდენიმე კვირის უკან როცა თქვენს ეზოს ვაწესრიგებდი მაშინ ვნახე. კარებში დაეტოვა ვიღაცას. - თქვა თამიმ და მაშინვე წამოხტა, პატარა ხის კარადა გამოაღო, ქვაბებს უკან საგულდაგულოდ გადანახული ბიბლია გადმოიღო. ფურცლებს შორიდან გაყვითლებული ფურცელი გამოაძრო და ისევ ისე საგულდაგულოდ გადამალა ბიბლია რკინის ქვაბების უკან. -         აიღე - უმალ მოაწოდა მეს წერილიმემ ხელისკანკალით გამოართვა გაყვითლებული ფურცელი. სანამ გახსნიდა თამიმ მეს უთხრა;-         ევა, დედაშენი გმირია, ეს არ უნდა დაგავიწყდეს. დედაშენი ქვეყნისთვის ბევრ რამეს აკეთებდა. მთელს სოფელს უყვარდა და პატივს სცემდა. ყველამ იცოდა ელიკოს ღვაწლი და მთელი სოფელი შორიდან ვგულშემატკივრობდით - თქვა და წამიერი დუმილის შემდეგ დასძინა - დალჩერბივით. ლაჩრები ვიყავით ყველანი დედაშენის გარდა. მის გარდა ყველანი უთქმელად მივყვებოდით რეჟმისა და ცხოვრების წესს და ხმას არავინ ვირებდით. შიში განსაკუთრებულად კარგად დათესეს ჩვენს გულებში და ნიმერიის რეჟიმის სიყვარული ჩაგვინერგეს ამ შიშის ფონზე. დედაშენი კი, ოჰ რა უშიშარი იყო. დაუპირისპირდა რეჟიმსა და ქვეყნის ბედით გულმოკლულმა ბრძოლა დაიწყო ქვეყნისა და ჩვენს გადასარჩენათ. სულ იმეორებდა რომ ყველაფერს გარდაცვლილი მამაშენის ხსოვნისა და შენი მომავლისთვის აკეთებდა. უნდოდა გეცხოვრა ისეთ ქვეყანაში სადაც თავისუფალი და ლაღი იქნებოდი, ამ რეჟიმში კი ეს შეუძლებელი იყო. თამის თვალებს ცრემლი მოადგა და ნიკაპის კანკალით მიუახლოვდა მეს. გაუხეშებული ხელებში მოაქცია მეს ხელი და დაამატა : -         მაპატიე, ევა, გვაპატიე ყველას რომ ვერ დაგიცავით ვერც შენ და ვერც ელიკო. დღემდე არ ვიცით ვინ გასცა დედაშენის საქმიანობა და ვინ გაიმეტა ასე, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება სიმართლე და პასუხს აგებს ის ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდოთ შენ და ელიკო. არ დაგავიწყდეს რომ სიმაღლე არასდროს იმალება და აუცილებდა გამოვა მზის სინათლეზე. -         მადლობთ, თამი. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი.ნაღვლიანი თვალებით გამიღიმა თამიმ და დეკის ჩაი ფინჯაანში ჩამოასხა. ამასობაში რამდენიმე კელაპტარი, პური და ახლად ამოყვანილი ყველის ნაჭერი ტილოში გაახვია და გამომიწოდა. მე მალევე გაეშურა სახლისკენ , თვალზე ცრემლმორეული სწრაფი ნაბიჯით მიაშურებდა ორღობეს რომ რაც შეიძლება მალე ენახა დედის წერილი. ფიცრულში ნესტის სუნი იდგა. მემ თამის გამოტანებული კელაპტარი აანთო და წერილის მიაშტერდა. ძალა არ ყოფნიდა ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი მოლოდინის შემდეგ ასე მარტივად გაეხსნა. ერთი რამ კი ახლა უფრო დანამდვილებით იცოდა - დედა ნამდვილად ცოცხალი იყო. ფრთხილად გადაშალა ორად მოკეცილი წერილი და თვალებ ამღვრეულმა კითხვა დაიწყო :„ ჩემო ევა, ჩემო შვილო, ჩემო სიცოცხლისფერო გოგო, ვიცი ძნელია და შეიძლება გგონია კიდეც რომ მარტო დაგტოვე, მაგრამ დამიჯერე ეს ასე არ არის. გთხოვ იყავი ძლიერი. მე შენთან ვარ და მე შენ მიყვარხარ.ნეტა გესმოდეს რომ შენ ჩემი სიცოცხლისფერი ადამიანი ხარ...მაგრამ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ გონებაში ტრიალებს, გონებაშივე დარჩება იმ არარეალურ ფიქრებსა და ილუზიებში, სადაც მე და შენ ვართ.მე შენ მიყვარხარ... მინდა გესმოდეს ჩემი ფიქრების, რომ მე შენ მიყვარხარ... ნეტა უფრო ხშირად შემეძლოს შეთვის იმისთქმა, რომ მენატრები და ჩემი გული მხოლოს შენით ფეთქავს. შენს პატარა, ლამაზ და კოპწია სახეს ვატრიალებ ყოველღამე გონებაში და გეფერები ილუზიასა და სიზმრებში. მენატრები ჩემო სიცოცხლისფერო გოგო და ნუ დაივიწყებ რომ დედა შენს გვერდითაა. ფიქრებით შენთან ვარ, გულიც კი შენი სახელით ძგერს და იმედი მაქვს მალე გნახავ. ბრაზისა და დარდის ფერები არ შეშვენის შენს კოპწია სახეს ჩემო ანგელოზო. ნუ დამივიწყებ და ნუ იჯავრებ ჩემზე. სიყვარულით ე. „ნიაღვარიით გადმოეშვა მეს თვალებიდან ცრემლები და ნაკადულად დაედინა ისედაც შელახულ ფურცელზე.-         დედა - ესღა წამოხდა ნამიან ბაგეებს და გულში ჩაიხუტა დედის ხელით დაწერილი წერილი, დედის ვერ გამოუთქმელი გრძნობებისა და სიტყვების ნაკადმა შეაღწია გულის ჯებირებში და კელაპტრის შუქში დედის მოგონებები გააცოცხლა. ახსენდებოდა დედის გრძელი დაწნული თმა, წითელი ტუჩები და ნაზი, საამური ხმა. მე ბედნიერია.მე ცოცხალია, სიცოცხლისფერი.ყველაზე ცოცხალი რაც კი აქამდე უარსებია.პირველად გაიხედა მემ გონების ჩარჩოებს მიღმა და დაინახა ის რაც არასდროს უნახავს. ეს იყო იმედის ნაპერწკლის რელობად ქცევა.მე ცოცხალია, ბედნიერი, სიცოცხლისფერი.მეს მოსწონს ცოცხლად ყოფნა, სიცოცხლის შეგრძნება...მემ იპოვა ის რასაც ამ ხნის განმავლობაში ელოდა.მე ცოცხალია და გონების ის უკიდეგანოდ შავი ფიქრებიც თითქოს სიცოცხლისფერი გახდა.მეს მოსწონს სიცოცხლისფრად ყოფნა და გონებაც სადღაც შორსაა სადღაც უსასრულობაში და კიდევ უფრო მიისწრაფვის უსასრულო სიცოცხლისფერი იდეებისკენ.მე ცოცხალია და მე ბედნიერია...სანთლის შუქმა ბჟუტვა დაიწყო, ნელნელა მოუკლო სინათლეს და კელაპტრის კვალი მაგიდაზე ჩამოიღვენთა.***დილა სასიამოვნოდ გათენდა და თვალის გახელისთანავე მემ ბედნიერებისფერი იგრძნო. ბედნიერებისა და იმედისფრად ანათებდა მზე და გონების ყველა წერტილი ერთიანად ასხივებდა იმედს სხეულის ყველა კუთხეში. დილით მემ ეზოში ამოსული პიტნა მოკრიფა და ქურაზე შემოდგმულ ჩაიდანში ჩაი დააყენა. თამის გამოტანებული პური და ყველი მოძველებული, ბლაგვი დანით დაჭრა და ის ის იყო უნდა ესაუზმა, ეზოდან ფეხის ხმა შემოესმა. ერთხანს შეკრთა, გონებაში იმ დაწყევლილი ღამის მოგონებები ამოუტივტივდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და დაორთლილი ფანჯრიდან შეძლებისდაგვარად გაიჭვრიტა. თვალში ნაცნობი სილუეტი მოხვდა. კარი გამოაღო და ზღურბლზე ნაცონბი სახე შეეჩეხა. -         ალიო - შეკრთა მე და უფრო და უფრო კარგად დააკვირდა. - ალიო, აქ რას აკეთებ?-         დილამშვიდობის, ევა. არ მეგონა აქ თუ იქნებოდი. როდის დაბრუნდი?-         ჩვენი საუბრის მერე პირდაპირ აქ წამოვედი. შენ რას აკეთებ აქ?-         არაფერს. უბრალოდ ელიკოსგან ახალი წერილი მივიღე და მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე მომეტანა შენამდე. - თქვა ალიომ და ტრადიციულად გაყვითლებული ფურცელი გამოუწოდა მეს.-         მადლობა, მაგრამ რა იცოდი რომ აქ ვიქნებოდი?-         არვიცოდი, უბრალოდ ეს წერილი მას შემდეგ მივიღე რაც შენ დაგემშვიდობე გუშინ, სხვადროს კი წერილებს აქ გიტოვებდი - იმ იმედით რომ დაბრუნდებოდი და ნახავდი...-         მადლობა, ალიო.მემ სასწრაფოდ გადაშალა ორად მოკეცილი, გაუხეშებული ფურცელი და მოკლე წერილის არსმა სიცოცხლისფერი ელფერი დაუბრუნა მეს ცხოვრებას.„ჩუმი ლოცვისა და განშორების წუთები დასასრულს უახლოვდება, ჩემო მზისფერო გოგო. აპრილის პირველ კვირაში მელოდე. იმედი მაქვს ეს წერილები მოვა შენამდე და შენს დადარდიანებულ გულს მოაშუშებს, მოარჩენს. ე. „-         ღმერთო ჩემო - აღმოხდა მეს გაუხეშებულ, დამსკდარ ბაგეებს და ალივლივებული, გაბრწყინებული თვალები მიაშურა ალიოს.-         ვიცი, გილოცავერთიანად ღრმად ჩაისუნთქა მემ და აბრიალებული თვალები მიაშეურა უსასრულო ჰორიზონტს. აპრილის პირველ კვირამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა.ალიოს გამხდარ სახეზე ღიმილი საამურად დასთამაშებდა და მეს გაბრწყინებული სახის შემხედვარე ისიც ბედნიერებასა და სიცოცხლეს ანათებდა.-         ალიო, ჩაის ხომ მიირთმევთ?-         უარს ნამდვილად ვერ გეტყვით ევამ ხის კარადა გამოაღო ყურმომძვრალი თიხის ფინჯანს ხელი დასტაცა და უგულოდ დააბრუნა უკან, ახლის ძიებაში მიხვდა რომ სახლში ორი ფინჯნის მეტი არა მოეპოვებოდა რა და ისევ იმ ყურმომძვრალ ფინჯანს მიუბრუნდა. ახალ ადურებული პიტნის ჩაი ჩამოასხა და ალიოს მაგიდაზე დაუდო. -         მადლობა, ალიო, რომ ამხელა გზა გამოიარეთ.-         ეს არაფერია, უკვე გითხარით რომ ელიკოს ვალს ვერასდროს გადავიხდი.-         მომიყევით ასეთი რა მოხდა?-         ალბათ იცი რომ ნიმერიის რეჟიმი შუა აზიაში ასახლებს მათ ვისაც დიდი დანაშაული მიუძღვის. შუა აზიის ბანაკი კი ყველაზე მკაცრი რეჟიმითა და სასტიკი მოპყრობითაა ცნობილი. როდესაც იქ მიმიყვანეს რეჟიმს ვერ ვეგუებოდი და სისასტიკესა და უსამართლობას ღიად ვუპირისპირდებოდი. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს ზედამხედველთან ჩხუბი მომივიდა. ამის გამო კარცერში გამამწესეს. იცი კარცერი როგორია? ბნელი, ნესტიანი სოროა. რამდენიმე ჯარისკაცმა სქელძირიანი რეზინის ჩექმებითა და რკინის ჯოხით მცემეს. დასისხლიანებული და უსულო დამტოვეს საკანში და დაელოდნენ როდის მოვკვდებოდი. დედაშენი იმ ღამესვე მოვიდა და სამკურნალო მცენარეებით დამზადებული მალამო და სახვევები მომიტანა. საიდან იშოვა დღემდე არ ვიცი. საკუთარ ულუფას მიყოდა და ხან თვითონ მშიერიც რჩებოდა რომ მე გამოვჯანმრთელებულიყავი და მოვღონიერებულიყავი. ამ ყველაფერს კი ჩუმად, მალულად აკეთებდა და საკუთარ სიცოცხლეს წირავდა ჩემს გადასარჩენად. დედაშენი გმირია!მე დადუმდა. არ იცოდა რა ეპასუხა.-         ამ ამბის გამო ნუ ჩააქრობ იმ ბედნიერებისა და სიხარულის ცეცხლს შენს გულში რაც ამ წერილმა მოგიტანა. - თქვა ალიომ. ძარღვიანი ხელი ხელზე დაადო მეს და იმედიანად გაუღიმა.-         მომიყევი კიდევ-         რა?-         როგორი იყო ბანაკი.-         უსასრულო ტკივილისა და მოწყენილობის ნარევი. ეს უცხო მიწები არც სახლის სურნელს ატარებდა და არც სითბოს, დღეები უფრო და უფრო უფერული და უღიმღამო ხდებოდა, მზეც უფრო მკაცრი იყო ვიდრე აქ, ცაც კი უცხო იყო, ისეთივე ცივი და გაუგებარი, როგორც თვით ნიმერიის რეჟიმი. იქ ცხოვრების წესებს ადამიანები თავად არ ქმნიდნენ – ყოველ ჩვენს მოძრაობას, სიტყვას და ფიქრს რეჟიმის მარწუხებიდან მართავდნენ. მშობლიური ენა იშვიათად ისმოდა, მხოლოდ ღამით, ჩუმად ნათქვამი ლოცვების დროს, რომლის ხმა მხოლოდ ქარს მიჰქონდა და უცხო მიწაში უჩინარდებოდა. ყოველი საღამო ერთნაირად მთავრდებოდა და ილეოდა – უღონობის შეგრძნება, უიმედოდ ჩაფიქრებული მზერა ჰორიზონტისკენ, სადაც თითქოს თავიანთი ფესვები ეძებდნენ. არ ინდობდნენ არც ქალს, არც კაცს და არც ბავშვს. ერთიანად ყველაზე მძიმე და ბინძურ საქმეს აკეთებინებნენ. იმდენად მძიმეს, რომ ბევრი ჩვენიანი სიკვდილამდე მიიყვანეს შრომისგან. ბანაკებში სუფევდა დაუსრულებელი კონტროლი და მუდმივი დამცირება – მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმისთვის ისინი "რაღაც დანაშაულის" სიმბოლოებად იქცნენ.  დანაშაული კი საკუთარი თავისუფლებისა და რეჟიმთან დაპირისპირება გახლდა . შრომასა და სისასტიკეში ვეღარ ვხედავდით საკუთარ ნებას ან მომავალს – ჩვენი ცხოვრება გადაიქცა უსასრულო ბრძოლისა და ნგრევის სიმბოლოდ, სადაც ჩვენი სული და სხეულიც თანდათან ქრებოდა. წყლისა და საჭმლის გარეშე მწველი მზის ქვეშ ამუშავებდნენ ყველაზე უსუსურებსაც კი და ყველაზე სუსხიანი, მკაცრი ზამთრის გადატანას მხოლოდ გაცრეცილი, დახეული ქსოვილებით გავტანინებდნენ. აი ეს არის შუა აზია და ნიმერიის რეჟიმი. -         ღმერთო ჩემო, როგორ უძლებდი?-         საქმეც ისაა რომ მე მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებდა - იმედი. იმედი იმისა რომ უკან დაბრუნებული ყველაფერს გავაკეთებდი რომ რეჟიმისთვის ფესვები გამომეცალა.-         დედაჩემმაც ეს გამოიარა?-         ევა, ამაზე ფიქრი დაგამძიმებს. ჯობს იმაზე იფიქრო რომ დედაშენმა ეს ყველაფერი უკვე წარსულში დატოვა და შენსკენ მოემართება.-         და შენ? შენ რას აპირებ ახლა?-         რას გულისხმობ?-         ხომ თქვი, რომ მხოლოდ ის მინდოდა უკან დაბრუნებულს ნიმერიის რეჟიმისთვის ფესვები გამომეცალაო?-         აა, ეგ... კი ასეა. შემიძლია გენდო?-         კი, რა თქმა უნდა. -         მე და რამდენიმე ჩემი თანამოაზრე ელიკოს დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ. ალბათ იცი ხომ დედაშენის ამბები?-         კი, კი ვიცი. - ცოტახანს მე დადუმდა. - ალიო, მეც მინდა შემოგიერთდე, მეც მინდა ვიბრძოლო და პასუხი ვაგებინო ყველას, ვინც ჩემი ოჯახისა და ქვეყნის უბედურების სათავეში დგას. მეც მინდა მივყვე დედაჩემის კვალს და ვიბრძოლო ისე როგორც დედა მასწავლიდა. -         ევა, არ ვიცი. არ მგონია კარგი აზრი იყოს. -         რატომ არა?-         მე ელიკოს შევპირდი რომ გიპოვიდი რა დროც არ უნდა დამჭირვებოდა და შენზე ვიზრუნებდი. -         მისმინე, შენ მე მიპოვე. ამ ამბების შემდეგ როგორ შეიძლება გულხელდაკრეფილი ვიჯდე და ველოდებოდე როდის გააკეთებს სხვა ჩემს და თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალს? ეს ისევეა ჩემი ვალდებულება, როგორც შენი და სხვა ყველა მობინადრის, ვინც ამ რეჟიმის მარწუხებშია მოქცეული. -         არ ვიცი. ჯობს ელიკოს დაველოდოთ.