მებაღის დღიურები
მებაღის დღიურები
საუკუნის დასაწყისში შვილებისთვის, კომპიუტერი Pentium4 შევიძინე , ახალი სიტყვა ციფრულ ტექნოლოგიაში.დიდი და სწრაფი ოპერატიული მეხსიერებით .თამუნია და სანდრო მორიგეობით მუშაობდნენ,ყოვლის შემძლე Pentium 4 -ზე. ექვს თვეში ციფრული მიღწევები სამომხმარებლო ტექნიკაში უფრო წინ წავიდა. "წყეული" ამერიკელები არ ისვენებდნენ, და სტენფორდისა,თუ ჰარვარდის უნივესიტერტის ნასტუდენტარებმა,iPhone-ბი და სმარტფონები შექმნეს.ჩემგან ქებული-Pentium 4 -ი,ისე მოძველდა თავისი შესაძლებლობებით ,ვითომ და ასი წლის წინ იყო გამოშვებული და დამკვიდრებული.ახლა თამუნის და სანდროს მოთხოვნებიც გაიზარდა,თუმცა კი იმ "ნოუ-ჰაუ"-ს,მყიდველი ვერ ვიყავი,საკმაოდ ძვირად ღირებული სიამუვნებაა, ახალი-სიტყვა.ჩემდა და ჩემი შვილების გასაკვირად-უცხო ქალბატონმა,თითქოს და თამუნის და სანდროს სურვილი იცოდა,იცოდა და აუსრულა კიდეც,ერთ მშვენიერ დღეს, ორი ახალგაზრდა ქალბატონი,მოგვადგა, პარკებით ხელში,---ესო ბატონო თეიმურაზ R.M გამოგვატანა თქვენთან,და პარკებიდან სამი ყუთი ამოიღეს,იმ ყუთში კი ,კომპანია Apple-iPhone 7 -ბი ელაგა.ეს თამარს,ეს სანდროს,ეს კი რუსუდანს,. ბავშვები იმდენად გაკვირვებულები იყვნენ ,ვერ გაეგოთ უნდა გახარებოდათ,თუ არა. საჩუქრის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს სურათით სათითაოდ ,მერე კი ერთად გადაუღეს ფოტო,iPhone 7 -ით ხელში. მხოლოდ იმ ფოტოში პატარა გოგლიკო დაღონებული გამომეტყვერლებით-"ყველამ მიიღო საჩუქარი მე კი არა"-იყო.---მამა,ვინ არის ქალბატონი R.M? ნათესავია ჩვენი?--არა,არ ვიცი, არ ვიცი მამა,მგონი ეგეთი ნათესავი არ უნდა გვყავდეს. გაოგნებული გონებაში ვიმეორებ ქალბატონი R.M გვარს და სახელს,ვფიქრობ ვინ უნდა იყოს, მეხსიერებიდან ვერაფერი დადებითი პასუხი ვერ მივიღე.ბავშვებს გაკვირვება-სიხარულმა- უეცარ სიხარულმა შეცვალა, მეგობრებს ურეკავენ,საჩუქრის შესახებ უყვებიან.ვერაფრით,რომ ვერ გავიხსენე,ვიცნობ,თუ არა ქალბატონ R.M,ბოლოს თავი დავიიმედე იმით,რომ შესაძლოა ბევრი წლების წინ ვიცნობდი და ვერ ვიხსენებ,მაგრამ აქ არ დამთავრდა ეს საოცრება.საღამოსკენ,როცა მზე უკვე დასავლეთისკენ იყო გარდასული და დასაძინებლად ემზადებოდა,ისევ ის ორი ქალბატონი,,მხოლოდ ახლა ახალგაზრდა კაცთან ერთად,-- ველოსიპედით,ფეხბურთის, რაგბის და კალათბურთის ბურთით მოგვადგნენ.-- ბატონო თეიმურაზ, გვაპატიეთ, ქალბატონ R.M- ს ეგონა,რომ სამი შვილი გყავთ, გიორგის შესახებ არაფერი იცოდა. ახლა გოგლიკოს გადაუღეს ფოტოები, ბურთებით ველოსიპედზე გადამჯდარს.ვზივარ სავარძელში, თავი კარგ სიზმარში მგონია,არ მინდა დამთავრდეს სიზმარი,არა,.ერთი ფოტოც მე გადამიღეს,წასვლა ,რომ დააპირეს ,მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე და,--მადლობთ, დიდი მადლობა.ძალიან, ძალიან მერიდება კია,მაგრამ ეგება და ვინმეში გეშლებით?მე,მე ქალბატონ R.M მგონი არ ვიცნობ.მგონი კი , არა და ვერაფრით გავიხსენე.--კი,კი თქვენ არ იცნობთ R.M.--მაშ ეს სამეფო საჩუქარი რისთვის?--R.M თვლის,რომ თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ,კარგსა და რთულ საქმეს და მაგისთვის.მიპასუხეს სამივემ ჯერ ცალკე,მერე კი ერთად.--რთულ და კარგ საქმეს? .უფრო მეტსა და რთულ საგონებელში ჩავარდი. კარგი შესაძლოა ქალბატონი R.M ვერ ვიხსენებ ,მაგრამ,მე და კარგი საქმე?,თანაც კარგი და მითუმეტეს რთულად კარგი საქმე?ვერაფრით გავიხსენე, ჩემგან გაკეთებული კარგი,მითუმეტეს რთულად კარგი საქმე..ბიჭებს :-სანდროს და გოგლას ვთხოვე,მანანას ოთახში გამიყვანეთ.ოთახში სამი სეფე ხატია-იესოს ცად ამაღლების,მარიამ ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის. ,ვდგავარ ხატებთან სანთლით ხელში, ჯერ მრწამსი ვთქვი,მერე მამაო ჩვენო სამგზის,ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტროპარი,მაგრამ ვერცა ლოცვით ვერ გავიხსენე,ჩემს მიერ გაკეთებული ,-კარგი,მითუმეტს რთულად კარგი გაკეთებული საქმე. Iსად წავედი? ასეთ დროს ამბობენ:-- სიტყვა გამექცაო.რაღაი ამბავს ვწერ შეიძლება ვთქვა:-- კალამი გამეცქცა.თუმცა ვერ ვიქნები მართალი , ხომ კი? წერით ვწერ ,მაგრამ არა კალმით,არამედ 21 საუკუნის " სიკეთით" ვსარგებლობ და კლავიატურით გამომყავს ასოები კომპიუტერის მონიტორზე.ის უკვე ძველი Pentium4 - მე დამრჩა, დამრჩა და,,ახალი ამბები, საერთოდ ინფორმაცია, კარგი ფილმები, კონცერტები,ფეხბურთი და ყველაფერი რაც სანახავია და რაც არა, მხოლოდ ამ კომპიუტერით ვსარგებლობდი,დავივიწყე ტელევიზორის და ტელეფონის არსებობა, წიგნი,რომ წიგნია მასაც ან ვუსმენდი აუდიო წიგნით ან კი კომპიუტერში ვნახულობდი წასაკითხ მასალას, კომპიუტერმა შეცვალა ყველაფერი,მხოლოდ ეგაა, ჩაის ვერ ადუღებდა და კვერცხს ვერ წვავდა ,კომპიუტერი. დრო კი გავიდა, აბა დრო იმისაა,რომ გავიდეს, დღეს დღე მოყვა, თვეს თვე,ზამთარს ზაფხული,წელს წელი. კომპიუტერი დაძველდა.ჯერ ვიდეო კარტა გადაეწვა,ხელოსანმა მირჩია:-ბატონო ჩემო ეს უკვე ძველი მოდელია და ამის გაკეთებას,ჯობს ახალი იყიდოთო.არაფრით დავუჯერე ,გამოვცვალეთ ვიდეო კარტა, ერთ თვეში სხვა დეტალი გაფუჭდა, ისევ მირჩია ხელოსანმა ახლის ყიდვა,თან ადგილიც მიმასწავლა სად შეიძლება იაფად ,მეორადი,მაგრამ კარგი მოდელი კომპიუტერის შეძენა. ჯავახეთის ქუჩაზე უამრავი ლომბარდებია,თითქოს და ეს ლომბარდები იმისთვისაა,რომ ვარკეთილში მცხოვრებლებმა, შეიძინონ რამე ძვირად ღირებული ნივთი და ლომბარდში ჩააბარონ.რა უნდა მექნა? ისე შევეჩვიე კომპიუტერს,ვერ წარმომედგინა მის გარეშე ყოფა.აბა ყოფნას ყოფის გარეშე რა აზრი აქვს.ბევრი ვარჩიე,ბოლოს ფასიც და მოდელიც მისაღები ,რომ იყო ისეთი კომპიუტერი I5 შევიძინე.შევიძინე და ზუსტად მაშინ დაიწყო რაც დაიწყო.კომპიუტერის მყარ დისკზე pdf-ის ფაილი იყო შენახული,ფაილში კი, მცირე ზომის მოთხრობები,თუმცა შესაძლოა მოთხრობები არც ქვია მათ,იქნება და ნოველები.მოთხრობებია,თუ ნოველები,ეგ ნაკლებად საინტერესოა, საქმე ისაა,რომ დავიწყე კითხვა,ვერაფით გავეშვი,უამრავი ჩანაწერი,თან ყველა დათარიღებული,იმდენად გამიტაცა სხვისი ნაწერის კითხვამ,რომ დამავიწყა ბევრი რამ. 2015 წლიდან იწყებოდა და ბოლო ნოველა,თუ მოთხრობა 2023 წლით იყო დათარიღებული.ქართულად, რუსულად,გერმანულად ,თუ ინგლისურად.ვკითხულობდი და კითხვისას ,ხან ვიცინოდი,ხან ვტიროდი ბავშვები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ,მგონი მამა გაგვიგიჟდაო.კვირა ჩამთავრდა, მივუჯექი უცხო მწერლის მოთხრობებს,ბევრი დრო არ იყო გასული ,თვალზე ცრემლი მომადგა,ცრემლმა ამაზლუქუნა,ბოლოს რუსა დამადგა თავზე ,,, --მამა რა გჭირს? რას კითხულობ ასეთს?,თვალზე ცრემლი მოვიწმინდე.ყელში მომდგარი "ბურთი" დავაბრუნე იქ საიდანაც მოვიდა.ემოციურ სიმები დავიწყნარე..--ნოველებს რუსა, ნოველებს ვკითხულობ.---ვის ნოველებს მამა?--არ ვიცი ვისია, კომპიუტერში ვნახე,მგონი ადრე ვისიც იყო ეს კომპიუტერი მისია,უბრალოდ წაშლა დაავიწყდა და,,რუსა დაინტერესდა,ჩამომიჯდა გვერდით, ორი სამი პატარა ნოველა შევარჩიე. კითხულობს რუსა,კითხულობს ,თვალები უბრწყინავს,---მამა, დარწმუნებული ხარ,რომ ეს შენ არ დაწერე?---ამას მე როგორ დავწერდი რუსა?--არ ვიცი,როგორ დაწერდი,მაგრამ აქ რაც წერია ის ჩემთვის ნაცნობია.დედა, თამუნი,სანდრო,გოგლიკო და მე.---ეგ დამთხვევაა.--- და შენი ოპერაციებიც, ესეც შემთხვევითობაა?--ალბათ,ალბათ მამას გოგო,კი დასტურ შემთხვევითობაა. რა ვქნა რუსა?მამა,ამას მე ფლეშ მეხსიერებაზე გადმოგიწერ, ღირსეული საქციელი იქნება,თუ პატრონს მოძებნი და დაუბრუნებ.---კი,რუსა,კი მამა, რა კეთილი ხარ ,მამას გოგო,კეთილი და გონიერი. ნეტა მე როგორ ვერ მომივიდა თავში ეგ ქალაქ გარეთ,საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ უსახო კორპუსების ეზოში,ჩემი ასაკის კაცი, საბურავებში ჩაყრილ მიწაში დარგულ ყვავილებს ესაუბრებოდა.-- ცოტა თქვენც მოინდომეთ, თქვენც მომეხმარეთ, ნუთუ არ გინდათ სიცოცხლე? მესმის თქვენი, აქ ყოფნა რთულია,მაგრამ სიცოცხლე ხომ ჯობს სიკვდილს? მოინდომეთ,მე დაგეხმარებით, აყვავილდებით და გალამაზდება ეს ჯოჯოხეთი.--გამარჯობათ ბატონო ჩემო.--ახ, კი, კი გამარჯობათ,თქვენ ჩემთან?--კი,მე,მე თქვენგან კომპიუტერი შევიძინე და..--- ჩემგან?--კი, თქვენგან?--შეუძლებელია, კომპიუტერი მე ლომბარდში ჩავაბარე,ფულს მოვუყრი თავს და გამოვიტან.--ვეღარ,ვერ გამოიტანთ.--ვითამ,რატომ ვერ გამოვიტან ჰა? მიპასუხა აგდებით გაბრაზებელმა.--იმიტომა რომე,მე შევიძინე.--მდასს, რა თვეა?მკითხა.--ივნისი.-და წელი?2024!--ვახ,რა დრო გასულა, ხედავ.ანუ გაყიდეს,ხომ კი?-კი,ეგრე გამოდის,რომ გაყიდეს და მყიდველი მე ვარ.--და რა გნებავთ? ამბავი შემატყობინეთ?--ალბათ კი,მაგრამ, თქვენ მწერალი ხართ?--ვინ?--მწერალი?---მე,მებაღე ვარ,აი ხედავთ, ბაღი მინდა გავაშენო.--და ყვავილებს საბურავებში რგავთ?--კი,აქ ნაყარი მიწაა, სამშენებლო მასალები,ნიადაგი მჟავაა,და ყვავილს არ უყვარს მჟავე ნიადაგი.--ვატყობ,ვერც საბურავებში ჩაყრილ მიწაში ხარობენ.--კი,ასეა,გამოდის კარგი მებაღე ვერა ვყოფილვარ.იცით?მე თქვენი ნოველები წავიკითხე.---ნოველები ქვია?მეგონა დღიურს ვწერდი.კარგი იყოს ნოველები.--დღიური,ოოო,როგორ ვერ მივხვდი ეს ხომ დღიურია,ოღონდ ლიტერატურული დღიური. გამიხარდა, ძალიან გამიხარდა. თქვენ კი ამბობთ მებაღე?--კი,მებაღე ვიყავი ადრე.--არ გავხართ.--რომ ვგავდე გულზე ხე უნდა ამომვიდეს? კი,მებაღე ვიყავი, თანაც ძალიან, ძალიან ძვირად ფასობდა ჩემი საქმე.კი,ნამეტანი ძვირად ღირებული მებაღე ვიყავი,კი,კი ესე იყო,კი.და თქვენ? დამიბრუნა კითხვა.--მე,მე მძღოლი.კი შოფერი ვიყავი.ოღონდ ჩემი საქმე ეგრე ძვირადა ვერა ფასობდა.--შოფერი ხარ ბიჭო?--კი შოფერი ვარ ,და მალიარობას ფაიზაღი ჯობს. გავბრაზდი მე.--და სად მუშაობდი?-სად უნდა მემუშავა? საქართველოში,ხანდისხან რუსეთში ,უკრაინაში,და შუა აზიაში მქონდა რეისები.--თქვენ,თქვენ სად აშენებდით ბაღს?---გეოგრაფიაში როგორ ხარ ,შოფეროვ ჩემო?--არ ვიცი,მგონი არა მიშავს რა.--ლაოსი, კამბოჯა,ვიეტნამი. ალჟირი,მაროკო, ლიბია,ლიბანი,სირია. ერაყი,კუვეიტი, განვაგრძო?კი პაჟალუსტა- ბელიზი,კოსტა-რიკა,ნიკა-რაგუა, ურუგვაი,ვენესუელა,პარაგვაი,კოლუმბია,ცოტაა,თუ ბევრი?--კი,მარა კოლუმბიის ჯუნგლებში შენი გაშენებული ბაღი ვის უნდოდა?--საქმეც ეგაა,ჯუნგლებში და უბედურებაში უნდოდათ ბაღი,აბა დალაგებულ შვეიცარიას თავისი მებაღეები ყავს.---რაღაც მართლა არ გავხართ მებაღეს.--არ ვგავარ ხომ კი? შენც,თუ ისეთი შოფერი ხარ,როგორიც მე მაბაღე,მაშინ გავუგებთ ერთმანეთს. ყავა, თუ ჩაი?--ალბათ ჩაი,წნევა მაქვს და.-- შაქრით, მურაბით?-- უშაქროდა და უმურაბოთ, დიაბეტი მაქვს.--ოოო, ეს კარგია.წნევა,დიაბეტი. ეს დასტურ კარგია. გაუხარდა, ძალიან გაუხარდა მებაღეს. ორი პატარა ოთახი, დაბალი ჭერით, სახლს ქალის ხელი აკლდა, არეული არა,მაგრამ მაინც სხვაგვარად დალაგებული ,ისევ დასალაგებელი .მაგიდაზე საბეჭდი მანქანა, ჟურნალები-აფინაჟი და ანეული.კიდევ ორი წიგნი.გეოგრაფიაში მაგარო ყოფილხარ და მუსიკაში ჰა?მძიმე,მსუბუქი თუ კლასიკური?--მსუბუქი მირჩევნია,მელოდიური.-- ინგლისური, ფრანგული,რუსული თუ ქართველო ხელი ხმალს იკარ?--არა,მე სიტყვებს არ ვუსმენ,მთავარი მელოდიაა.--ახ მელოდია ხომ კი? ანუ წნევა, დიაბეტი,სიმღერაში სიტყვები არა,მთავარი მელოდია,ეს ხომ კარგია,კარგი,თანაც შოფერი,რა მანქანის მძღოლი?--თავიდან ვოლგის,მერე კი მაზის, კამაზის,კრაზის.--და ტანკის?--არა ტანკის ვერა, ტანკში ვცერ ჩავეტეოდი,ტანით დიდი ვარ, ხედავ?--ანუ ტანკი არა,კრაზი კი და ტანკი არაო,ესეც კარგია,კარგზე კარგია.ხულიოზე როგორა ხარ კრაზის მძღოლოვ?--ეგლესიასი?--სხვა ხულიოს იცნობ ვინმეს,?--არც ეგლესიას ვიცნობ.--მე,მე ვიცნობ, დიდი ფანფარონი ვინმეა,პიჟონი ნაშამორი. სამზარეეულოში გავიდა.მაგიდაზე დადებულ წიგნებს დავაკვირდი, ღია ცისფერ ყდაზე ასევე მეტად ცისფერ ყვითელი ფრთაგაშლილი დიდი ფრინველი და ლათინური შრიფტით -Gabriel García Márquez . Cien años de soledad -ეწერა.ოთახში შემოვიდა,ესეც ჩაი,დაბრძანდით,აქ ამ სავარძელში.-აკი მწერალი არა ვარო? კი და ხელი მაგიდისკენ გავიშვირე. მწერალი არა, შეიძლება ითქვას მკითხველი და ისიც ცუდი მკითხველი.ეს მარკესი,ესეც ბორხესი, ჩემი სამაგიდო წიგნებია,ნახეთ.--მე არ ვიცი ესპანური,--აბა კოსტარიკაში და თუნდაც კოლუმბიაში როგორ?--გეშლებათ,მე ვორონეჟში,როსტოვში,ასტრახანში და ვიცი კიდეც რუსული.კოლუმბიაში კი თქვენ.-ახ, კოლუმბიაში ხომ მე,მე ვარ ნამყოფი.ვსხედვართ,ვსვამთ ჩაის, ვსაუბრობთ, ხულიო მღერის:-- OOO, MAMY,MAMMY BLUE.იდიოტი უნდა იყო, მწერლობა,რომ გინდოდეს.ადრე,მაშინ როცა მხოლოდ 2%-მა იცოდა წერა კითხვა,ცხადია ისინი წერდნენ და კითულობდნენ,როცა სხვებმაც ისწავლა წერა,ისევ 2% კითხულობდა წიგნს,არაფერი შეცვლილა,მხოლოდ ამ საუკუნეში მკითხველთა რიცხვი 10ჯერ შემცირდა.უამრავი გასართობია,კინო, თეატრი,მუსიკა,ბარი-ბორდელი,მართალია იმ თეატრშიც ის-დადის ვინც კიტხულობს.კარგი ექიმი,ან ფიზიკოსი,კითხულობს იმას,რაც ჭირდება. რას მიცემს ხოსე არკადიოს,თუნდაც აურელიანო ბუენდიას ასს წლოვანი ისტორია კარგ ექიმს? ვერაფერს,ექიმი სამედიცინი წიგნებს კითხულობს და ეს კარგიცაა, თუ გადავა კაფკაზე შესაძლოა გაგიჟდეს და ყეფაც დაიწყოს.ინგლისელი, ესპანელი, ფრანგის, არაბი მწერლის მესმის. ესპანურად ხუთასი მილიონი კაცი კითხულობს, ხუთასი მილიონის 0,2%კი,დიდი ციფრია.ოთხი მილიონიდან კი?/--გამოდის იდიოტები ვყოფილვართ?--არა,მე გონებაშეზღუდულს არ ვგულისხმობ იდიოტში, კაცი ვინც,მხოლოდ თავისი საქმითაა დაინტერესებული მათ,აი შენ შოფერ კაცს,რას მოგცემს ჩემი დღიურების კითხვა?-- და თქვენ,ამათი კითხვა რას გაძლევთ?-- არც არაფერს,მხოლოდ ვცდილობდი ჩემი მებაღეობა დამევიწყებინა.-ჟურნალების კითხვით?--ოო,ეს ჟურნალები უბრალო არ გეგონოს,აქ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულების ლექსები,მოთხრობები,თუ ნოველებია. საინტერესოა ვინ რაზე და როგორ წერს.ლექსები რიტმიტ,და რითმით გავს,ასევე ნოველებში,თუ მოთხრობებშიც ერთი და იგივე სიუჟეტია,სხვა და სხვაგვარად "ნამღერი",თითქოსდა ერთს დაეწეროს აქ ყოველივე.მხოლოდ ვინმე სალომე გოგოლაძემ მიიქცია ყურადღება.სიუჟეტი აქაც იგივეა,სხვისგან არ გამორჩეული. თხუტმეტი,თუ თექვსმეტი წლის გოგონა,მარტოდ დარჩენილი,სიმწიფეში შესულს უჭირს უდედოდ ყოფნა, მწიფეა და უნდა ვინმემ იგემოს მისი სხეული,ეს არ ახალია,ახალი ისაა,რომ იმ გოგონას ოთახში მომღერალ ნინა სიმონეს ფირფიტაა.--იცი ნინა სიმონე?-=-პირველად მესმის.--ოო და საქმეც ეგაა,რომ პირველად გესმის.ნინა სიმონე,ლამაზად ლამაზად ისმინება , ყურს სიამუვნებს სახელი ნინა და გვარი სიმონე. დააკვირდი!მაია ჩიბურდანიძე- ნინა სიმონე. რომელი უფრო ჰა?-კი,მაგრამ ეგ უსამართლობაა,ის ჭადრაკია ეს კი სიმღერა.--კარგი,კარგი გეთანხმები,თუმცა აბა კიდევ ვცადოთ.--ნინა წკრიალაშვილი-- ნინა სიმონე.ჰა რომელი?--ალბათ სიმონე .- შეგიძლია წარმოიდგინო,ამ სახელის უკან ვინაა?--ალბათ ქალია, ოღონდ ლესბოსური მიდრეკილებებით,სახელი ნინა ეს ქალი და სიმონე კი კაციც,კი უფრო ბისექსუალი, ანგლო საქსი,ქერა თმიანი, მოხულიგნო გოგო, სქელი ლანჩიანი ბათინკებით, შავი სვიტერით,გახეხილი ჯინსით à la მელანი გრიფიტი.--à la მელანი გრიფიტი?--ეგ კარგი იყო,შენა და დარწმუნებული ხარ,რომ მართლა შოფერი ხარ?--კი,მძღოლი ვიყავი.--კარგი,კარგი,იყავი რა მძღოლი.კი არ გავხარ და,,ნინა სიმონე კი მძღოლოვ, შავია, შავზე შავი,საკმაოდ უშნო გარეგნობს,სიმღერით კი არც ჯაზია და არც პოპი,განსხვავებულია,იმდენად განსხვავებული,რომ მას ძირითადად მუსიკის სპეციალისტები იცნობენ.არც ცუდია და არც სხვაზე უკეთესი,უბრალოდ განსხვავებულია.ხოდა ის გოგონაც მოთხრობის პერსონაჟიც არაფრით გამოირჩევა ტოლებისგან, ის მხოლოდ განსხვავებულია,ის განსხვავებულ მუსიკას- ნინა სიმონეს უსმენს.ავტორის მიზანი გასაგებია,იქ იმ თბილისურ სახლის ოთახში ნინა სიმონეს ფირფიტა დადო, დადო და გვითხრა:- მე თქვენგან განვსხვავდები,მე ნინა სიმონეს ვუსმენ. გაიგე?---მგონი უფრო მეტი ვიდრე თქვენ ფიქრობთ,გავიგე ნინა სიმონეს რისთვის,მაგრამ აქ ამ მაგიდაზე გაბრიელ მარკესით და ბორხესით რა გავიგო?-- კიდევ ერთი კომპლიმენტი შენ,ბატონო მძღოლო,კი არც უმაგისობაა ალბათ,მაგრამ მე,მე ვიცნობდი გაბრიელ მარკესს,კუბაში ,მე და ჩემდარ 15 რუსს "მებაღეს" კოლუმბიაზე და კოლუმბიელებზე 6 საათიანი ლექცია წაგვიკითხა.--ამაში ცუდი რა არის?-- ცუდი? ცუდი ისაა,რომ იცოდა ,რა მებაღეებიც ჩვენ ვიყავით,მაგრამ სოციალისტი იყო და ფიქრობდა კოლუმბიას ედემის ბაღად ვაქცევდით.გამთენიისას ასე 5 საათზე შაშვის გალობამ და ფორტეპიანოს ხმამ გამომაღვიძა.სახლში როგორ მოვედი,ვერაფრით ვერ გავიხსენე.ან ის მებაღე სად არის? კომპიუტერის მონიტორს გავხედე,ვიღაც აფრიკელი უშნო ქალი ფორტეპიანოსთან იჯდა და მღეროდა-Mississippi Goddam.ალბათ მესიზრმა,მაგრამ სად ჩემი სიზრმები-სად ბაღი და მითუმეტეს გაბრიელ მარკესი?მაგიდაზე წერილი დამხვდა. შენ დაგეძინა,მე კი,ხო მე,როცა დაგჭირდები,მხოლოდ მაშინ მოვალ.წერილი ბიბლიიდან ციტატით მთავრდებოდა;- როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი. რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს ეკლესიასტე(1,17-18).