ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ფრთხილად! ცირკში მკვლელია!

0 ხმა

ნათია საგინაშვილი

ბიოგრაფია

 მე ვარ ნათია საგინაშვილი, 22 წლის, ვცხოვრობ თბილისში.

 პატარაობისას ყოველთვის მინდოდა, სცენარისტი გამოვსულიყავი და პირველი სერიოზული ოცნებაც, შესაბამისად, ფილმის გადაღება იყო საკუთარი სცენარის მიხედვით და რადგანაც 14 წლის ბავშვს ეს საქმე დიდად არ გამომივიდოდა, გამოგონილი სცენარის მიხედვით წიგნის დაწერა გადავწყვიტე და, რა თქმა უნდა, პირველი 20 გვერდის შემდეგ თავი მალევე დავანებე.

 მას შემდეგ მრავალჯერ შეიცვალა ჩემი პროფესიული ოცნებები და გატაცებები, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩებოდა: ლიტერატურული თვალსაზრისით, მუდმივად სიახლეებს ვეძებდი ხოლმე. მაგალითისთვის, რაც თავი მახსოვს, არასდროს მხიბლავდა  დეტექტიური ჟანრის წიგნები, თუმცა ჩემი პირველი დასრულებული რომანი, სწორედაც რომ დეტექტივი აღმოჩნდა და ახლა ის თქვენ წინაშეა!

 „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - რამდენად მარტივად, სულელურად თუ უინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს ამ სიტყვათა ერთობლიობა, უმჯობესია, ისევ და ისევ წიგნის სათაური იყოს, ვიდრე, მაგალითისთვის, ფრაზა, რომლის წარმოთქმასაც სიკვდილის წინ დააპირებდით. 

სინოპსისი

თბილისის ცირკი იმაზე მეტი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში ჯამბაზს კლავენ. მკვლელობის გამოძიებას თეიმურაზი და მისი სტაჟიორი, ტატო, იწყებენ.

 ტატოს თავის კარიერაში დებიუტი აქვს. თეიმურაზი კი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობის დატოვებას აპირებს და წასვლამდე უკანასკნელი საქმის აღებას თანხმდება.

 უდანაშაულო ჯამბაზის მოკვლის მიზეზის გარკვევას მოხუცი დეტექტივი და ახალგაზრდა სტაჟიორი ფართომასშტაბიან დანაშაულთან მიჰყავას. გამოძიების მსვლელობა სახიფათო თავგადასავლის სახეს იღებს, რაც მკვლელობათა ახალი სერიითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სრულდება.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური