„ნუ დაელოდებით მუზას, დაჯექით, იმუშავეთ და ის თქვენთან თავად მოვა“ - სტივენ კინგის 12 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ წიგნი

როგორც უკვე იცით, გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი - ”გახდი ბესტსელერის ავტორი” უკვე დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე უკვე კარგად ცნობილ მწერლებს (იხილეთ პირობები). - როგორ დავწეროთ ბესტსელერი? - ამ კითხვის პასუხად, ჯოან როულინგის რჩევები უკვე შემოგთავაზეთ, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ. კინგი, რომელიც მრავალი ბესტსელერის ავტორია და რომლის წიგნების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული, საიდუმლოებებს გვიმხელს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევქმნათ საინტერესო ნაწარმოები.
1. ბევრი იკითხე და ბევრი წერე თუ გინდა იყო მწერალი, პირველ რიგში ეს ორი რამ უნდა გააკეთო: ბევრი იკითხო და წერო.
2. ცუდი წიგნი უფრო მეტს გასწავლის, ვიდრე კარგი ყველაზე კარგად ისწავლი, რა არ უნდა გააკეთო, როცა ცუდ პროზას კითხულობ.
3. კარგი წიგნი, მკითხველ მწერალს - სტილს ასწავლის კარგი წიგნები მწერალს ასწავლის სტილს, გადმოცემის ფორმას, სიუჟეტის განვითარებას, რეალისტური პერსონაჟების შექმნას და სიმართლის თქმის უნარს. 
4. აკეთე ის, რაც მოგწონს თუ იპოვი იმას, რის ნიჭიც გაქვს, იქამდე უნდა აკეთო ის, ვიდრე თითებიდან სისხლი არ წამოგივა და თვალები ბუდიდან გადმოცვენას არ დააპირებს. მაშინაც კი, როცა არავინ გისმენს, არავინ კითხულობს, ან გიყურებს, ყოველი ასეთი ქმედება - ოსტატური სპექტაკლია, რომელშიც შენ, როგორც შემოქმედი - ბედნიერი ხარ.
5. მუშაობა მშვიდ გარემოში შენ გჭირდება კაბინეტი, რომელსაც აქვს კარი. დახურული კარი - ეს არის საშუალება, უთხრა მთელს მსოფლიოს და საკუთარ თავს, რომ სრული სერიოზულობით იწყებ საქმის კეთებას და იწყებ წერას.
6. დაისახე მიზანი შენ უნდა დაისახო კონკურეტული მიზანი სამუშაო დღისთვის. მე გთავაზობ დღეში 1000 სიტყვას! დასაწყისისთვის, შეარჩიე ერთი დღე კვირაში, განმარტოვდი კაბინეტში, დახურე კარი და დაიწყე 1000 სიტყვის ფურცელზე გადატანა.
7. თავიდან მოიშორე ყველაფერი, რაც ყურადღებას გიფანტავს კაბინეტიდან გაიტანე ტელეფონი, ტელევიზორი და სხვა სულელური ხელისშემშლელი ვიდეო თამაშები. ფანჯარას კი ფარდა ჩამოაფარე.
8. ხმაური თუ სიწყნარე? მოცემული პუნქტი თქვენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. მაგალითად მე, ხმამაღალი მუსიკის ქვეშ ვწერ. როდესაც წერ, ხომ გინდა, ამ სამყაროდან წახვიდე? რა თქმა უნდა! როდესაც წერ, შენ საკუთარ სამყაროს ქმნი.
9. ნუ დაელოდები მუზას, დაიწყე მუშაობა და ის თავად მოგძებნის
10. რაზე უნდა წერო? შეხვედი კაბინეტში, დახურე კარი, ჩამოუშვი ფარდა, ტელეფონი გამორთე. განეწყვე, რომ 1000 სიტყვა უნდა დაწერო და მაშინვე ჩნდება კითხვა: რაზე უნდა დავწერო? სერიოზული პასუხი: რაზეც გინდა! მთავარია, სიმართლეს ამბობდე. თუ დეტექტივი მოგწონს, დეტექტივი დაწერე. დაწერე რაც გინდა, შემდეგ მას სიცოცხლე შთაბერე და უნიკალური გახადე, დაუმატე ის, რაც იცი: მეგობრობა, სიყვარული, სექსი, ცხოვრების შენეული ხედვა. მე ღრმად მწამს: წიგნებს არ წერენ, წიგნი თავად იწერება.
11. კარგი აღწერა + ისტორიის მოყოლა = საინტერესო წიგნს აღწერა - აი, რა ხდის მკითხველს შენი ისტორიის მონაწილედ. აღწერე ისე, რომ მას კანზე უხილავმა ჭიანჭველებმა გადაურბინონ. ზედმეტად გაწელილი ახსნა მკითხველს სწრაფად ბეზრდება, მას არც „ძუნწური“ თხრობა მოსწონს. საიდუმლო -ოქროს შუალედის დაცვაშია.
12. დიალოგები გეხმარება გმირების ხასიათის განსაზღვრაში დიალოგი არის კარგი საშუალება, მოუსმინო საკუთარ პერსონაჟებს და მათი ხასიათი უკეთ გაიგო. დაიმახსოვრე: არასოდეს მოყვე ის, რისი ჩვენებაც შეგიძლია! ჩემი აზრით, საუკეთესო ნაწარმოები ყოველთვის ადამიანებზეა და არა მოვლენებზე. სტივენ კინგი აქტიურად თანამშრომლობს რედაქციებთან. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც რედაქცია გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს. მაგალითად, ეუბნება ჟანრს და რომანის მოცულობას. მწერალი კი თავის მხრივ, ამას ითვალისწინებს და იწყებს წერას. ასე, რომ თუ წერა კარგად გამოგდით და გაქვთ ამბიცია, დაწეროთ ბესტსელერი, ნუ დაელოდებით მუზას, როგორც თავად კინგი იტყოდა, დაიწყეთ მუშაობა და ის თვითონ მოგძებნით. გისურვებთ წარმატებებს!
ჩემი აზრით ეს არის არაჩვეულებრივი კონკურსი, შეიძლება ამ კონკურსმა მართლა საოცარი ავტორი აღმოაჩინოს. სულ მცირე ეს იქნება ახალი ემოციების და სიახლეების შემომტანი ჩვენს გულებში ქართველი ავტორებისგან. დღეს ქართული რეალობა უკვე ისეთია, რომ მჯერა ქართველი ავტორები ამას შეძლებენ, ისინი არიან ღრმად მოაზროვნ ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ხედავენ ჩვენს ყოფას, არა ისე როგორც რამოდენიმე წლის წინ.

ბავშვებოაში მეგონა, რომ კარგი წიგნი არის ის რომელიც ღამეებს გამათენებინებდა, შემდეგ როცა წამოვიზარდე ვფიქრობდი რომ კარგი წიგნი იყო ის რომელიც მაფორიაქებდა, განცდებს მიტოვებდა, შემდგომ უკვე ვფიქრობდი რომ კარგმა წიგნმა რაღაც უნდა დამიტოვოს, გამიჩინოს სურვილი რომ სხვასაც გავუზიარო. დღეს მიმაჩნია რომ კარგი წიგნი არის ის, რომელიც ზუსტად ასახავს შენს სათქმელს, წიგნი რომელიც გათქმევინებს "ამაზე ხომ მეც მიფიქრია?!" თუმცა არა ასე სიღრმისეულად როგორც მოცემული წიგნი გვაფიქრებს. 
I ტური
  1. როდემდე გაგრძელდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღება ?
    საკონკურსონაწარმოებებისშემოტანისბოლოვადაა 30 აპრილი,  მანამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ რომ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე ნაწარმოებები:  konkursi@palitra.ge, რის შემდეგაც კონკურსის კურატორი დაგიდსტურებთ ფაილის მიღებას. თუ ასე არ მოხდა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 551622643
  2. რა სიდიდის უნდა იყოს ნაწარმოები და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს?
    ნაწარმოები უნდა იყოს აუცილებლად რომანი - ხოლო I ტურში უნდა გამოაგზავნოთრომანისდასაწყისი 20-დან 50 Word-ისგვერდამდე 12-იანი sylfaen-ით. თუ გამოზაგვნილი ტექსტი გადააჭარბებს Word-ის 50 გვერდს, არ მიიღება, და შესაბამისად ხელმეორედ უნდა მოგვაწოდოთ შემოკლებული ნაწარმოები.
  3. რომელი ჟანრისა და თემატიკის ნაწარმოებები განიხილება ?
    ლიტერატურული ჟანრი -რომანი
    თემატიკა - თავისუფალი.
  4. როდის დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს ხმის მიცემის პროცედურა?
    ხმისმიცემადაიწყება 2 მაისიდანდაგაგრძელდება 20 მაისისჩათვლით. გამოგზავნილი ნაწარმოებები აიტვირთება 2 მაისს ჩვენს ვებგვერდზე: http://www.palitral.ge/literaturuli-konkursi, რის შემდეგაც ყველას შეეძლება 24 საათში ერთხელ მისცეს ხმა მისთვის სასურველ ნაწარმოებს (ან ნაწარმოებებს).  ამის პარალელურად ჟიურიც შეაფასებს ნაწარმოებებს და შეარჩევს 5 ნაწარმოებს.
  5. როდის გახდება ცნობილი I ტურის შედეგები და რამდენი კონკურსანტი გადავა მეორე ტურში?
    22 მაისსგამოვლინდებიან  I ტურისგამარჯვებულები  (მაქსიმუმ 15 კონკურსანტი: 10 ხალხისმიერშერჩეული, 5 კი  - კონკურსისჟიურის).
  6. როდის  დაიწყება II ტური?
    23 მაისიდანდაიწყება II ტური.
  7. რა ევალებათ II ტურში გადასულ კონკურსანტებს?

II ტურში გადასულმა კონკურსანტებმაუნდაგამოგზავნონუკვემოწოდებული საკონკურსონაწარმოებისგაგრძელება 30-დან 60 Word-ისგვერდამდედა ასევე ნაწარმოების სრული ფაბულა.

8. საბოლოოდგაიმარჯვებს 5 კონკურსანტი, რომელთაგან 3-სხალხიაარჩევს, ხოლო 2 ჟიურისრჩეულიიქნება.
ბევრი დამწყები მწერალი ოცნებობს დაწეროს წიგნი, რომელიც ბესტსელერი გახდება. წიგნი, რომელმაც შესაძლოა ცნობილ მწერლადაც გაქციოთ. თუ ჯერ არ დაგიწერიათ ბესტსელერი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭი არ გაქვთ. თუ წერა კარგად გამოგდით და საკმარისი ნებისყოფა გაგაჩნიათ, რატომ არ უნდა სცადოთ?

ამ შანსს “გამომცემლობა პალიტრა L” გაძლევთ, რომელსაც ქართველი მწერლების პოპულარიზაცია, ახალი მწერლების აღმოჩენა და მათი ბესტსელერის ავტორებად ქცევა აქვს გადაწყვეტილი. თუ ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტეთ და არ იცით, საიდან ან როგორ დაიწყოთ ბესტსელერის წერა, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.

ჯოან როულინგი მსოფლიო ბესტსელერის ავტორია! „ჰარი პოტერმა“ მწერალს მსოფლიო პოპულარობა და მილიონები მოუტანა.
ჯოან როულინგი:

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ჰარი პოტერის“ პირველი წიგნი გამოიცა, ყველა მხრიდან დამაყარეს კითხვები: „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“ თავიდან, მე გულახდილად ვპასუხობდი ყველას, რომ არ ვიცი. რომ უბრალოდ, დავწერე წიგნი ბიჭზე, რომელიც შინაგანი სამყაროთი და შესაძლოა ბედითაც - მე მგავდა... მაგრამ ჩემი არავის სჯეროდა.

ყველა თვლიდა, რომ მე ლიტერატურული წარმატების ჯადოსნურ ფორმულას ვფლობდი, რომელიც ჰარიზე მუშაობის დროს გამოვიყენე. გადიოდა წლები. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, გულახდილად მომეყოლა, თუ როგორ ვმუშაობდი წიგნზე, ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამდნენ: - „როგორ დავწეროთ ბესტსელერი?“

ერთ მშვენიერ დღესაც, ამან იმდენად გამაღიზიანა, რომ საკუთარ თავს ვუთხარი: „ თუ ადამიანები ასე ჯიუტად გეკითხებიან ერთსა და იმავეს, იქნებ გეცადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?“ და გავიფიქრე: იქნებ მართლაც არსებობს რაღაც ფორმულა, რომელიც ჩემს წიგნებშია ჩადებული და მე ის ვერ შევამჩნიე?

დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. გადავიკითხე საკუთარი წიგნები არა როგორც ავტორმა, არამედ როგორც მკითხველმა. წავიკითხე სხვა მწერლების აღიარებებიც და ახლა უკვე მგონია, რომ ასეთი ფორმულა ვიცი.

მაშ, ასე! როგორ დავწეროთ ბესტსელერი

1. დავიწყებ იქიდან, რომ არ არსებობს შეზღუდვა ჟანრის არჩევისას. ბესტსელერი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჟანრის წიგნი. რომანიდან დაწყებული - დოკუმენტური ნაწარმოებით დამთავრებული. მთავარია, მკითხველმა თავი კომფორტულად იგრძნოს კითხვის დროს. მკითხველი ძალიან მალე შეწყვეტს რთული და გაურკვეველი ტექსტის კითხვას.

ადგილს და დროს მნიშვნელობა არ აქვს. რაც უფრო დიდი მოცულობისაა წიგნი, მით მეტი შანსი აქვს ბესტსელერად იქცეს. მთავარია, მკითხველის გული მოიგოთ.

2. განსაზღვრეთ მკითხველთა აუდიტორია

პირველ რიგში, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, ვინ წაიკითხავს თქვენს წიგნს. ეცადეთ თქვენი პოტენციური მკითხველების (თუ გყავთ ასეთი) ჯგუფში რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააგროვოთ.

3. დასაწყისშივე მიეცით მათ გამოცანა (საიდუმლო, თავსატეხი), რომელსაც მხოლოდ ბოლოს გახსნით.
თქვენ მკითხველთა ყურადღება უნდა დაიპყროთ. პირველ სამ თავში მათ რაიმე საინტერესო საიდუმლო წარუდგინეთ. გახსოვთ, როდის შეხვდა პირველად ჰარი პოტერი დაუძინებელ მტერს? - პირველ რომანში. და როდის იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა? მართალია, - სულ ბოლოში. ამასთან, არავინ იცოდა (არც მე) რით დამთავრდებოდა ეს შეხვედრა.
ამიტომ გახსოვდეთ, რაც უფრო საინტერესო საიდუმლო-თავსატეხს შესთავაზებთ დასაწყისში მკითხველს, მით უფრო დიდი ინტერესით წაიკითხავენ თქვენს წიგნს.

4. ოცნებების ასრულება

გაიხსენეთ მდგომარეობა, რომელიც ყველას განგიცდიათ. ღამით, ძილის წინ, თქვენ წვებით საწოლში და ოცნებობთ თქვენთვის ყველაზე სანუკვარ რამეზე. აქციეთ თქვენი წიგნი „ადგილად“, სადაც თქვენი მკითხველების ოცნებები ახდება.

5. აჩუქეთ მკითხველს ახალი სამყარო

ამისთვის უნდა შექმნათ ახალი სამყარო. დიახ, უნდა შექმნათ და არა შეცვალოთ არსებული. რეალური სამყაროს კარგად ცოდნა არ მისცემს მკითხველს საშუალებას, დაგიჯეროთ. ისინი იტყვიან: მე აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
მე ძალიან გამიმართლა, არარსებული სადგური რომ მოვიფიქრე არსებულში. ან კედლები, რომლებიც უხილავ, მაგრამ არსებულ სამყაროს მალავენ...

6. აგრძნობინეთ თავი დაუცველად

ამის გარეშე არც ერთი დიდი რომანი არ არსებობს. მკითხველს აქვს სამყარო, სადაც თავს კარგად გრძნობს, იცის, რომ ამ სამყაროში მისი ოცნებები ასრულდება. უცბად, მას თავს უსიამოვნებები ატყდება. სასურველია, უსიამოვნებები მკითხველს კი არა, გმირს შეემთხვეს. სწორედ წიგნის გმირია მკითხველის გიდი მწერლის სამყაროში.

შექმენით გმირისთვის დაბრკოლება, რომლის გადასალახად ის მკითხველთან ერთად იბრძოლებს, იტირებს, გაიცინებს და გაიმარჯვებს.

მაშ, ასე! დიდი ლიტერატურული კონკური იწყება! კონკურსზე უნდა წარადგინოთ თქვენი დაწერილი, გამოუქვეყნებელი მხატვრული ნაწარმოების (რომანი) პირველი რამდენიმე თავი (გამოგზავნილი ტექსტი უნდა შეადგენდეს 20-დან 50-მდე Word-ის გვერდს). ჟანრში თავისუფალი ხართ. ასე რომ, დაელოდეთ! დაწვრილებით ინფორმაციას და კონკურსში მონაწილეობის პირობებს სულ მალე ჩვენი ვებგვერდის: www.palitral.ge და ასევე ჩვენი სოციალური ქსელის - Palitra L Publishing -ის მეშვეობით გაიგებთ.

გაუზიარეთ სტატია მათ, ვისაც წერა ეხერხება.

გისურვებთ წარმატებებს!

სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ფინალს უახლოვდება. 7 ივნისს, 00:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა შეწყდა. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია - 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო 10 - ხუთმა კომპეტენტურმა, კონფიდენციალურმა ჟიურის წევრმა გამოავლინა.

„ჟიურის წევრებისთვის არჩევანის გაკეთება, გასულ წლებთან შედარებით, ბევრად უფრო რთული იყო.

სია ასეთია:

ხალხის რჩეულები გახდნენ: თამარ გოდერიძე, ნინო გელოვანი, ლუკა ხატიაშვილი, ნანი მანველიშვილი, თეო ჯამასპიშვილი, თინიკო ბერიძე, ლევან რამაზაშვილი, მარიამ ელიაშვილი, მაია ლომაშვილი, ანა მაწკეპლაძე.

ჟიურის რჩეულები გახდნენ: არჩილ ფირიაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნიკოლას მაჩაბელი, ნინო ამირეჯიბი, ფიქრია ყუშიტაშვილი, თინა თაყაძე, გვანცა ხაბელაშვილი, უჩა მაზმიშვილი, ნიკოლოზ არჩვაძე და თინიკო ბერიძე.

ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, 25 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, მაქსიმუმ 2 − ჟიურის.

გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია“.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

რა­მაზ გი­გა­­რი თა­ვის პირ­ველ წიგნს იხ­სე­ნებს:

„ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც გვაქვს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მწერ­ლო­ბა და გვყავს მსოფ­ლიო დო­ნის მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი, წე­რით ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ, რა თქმა უნდა. მეც ბავ­შვო­ბი­დან ვწერ­დი მო­თხრო­ბებ­საც, ლექ­სებ­საც, თუმ­ცა ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი საკ­მა­ოდ გვი­ან, 2012 წელს გა­მო­ი­ცა. მა­შინ 37 წლის ვი­ყა­ვი. ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი „ლურ­ჯი რვე­უ­ლი“ იყო. იგი აერ­თი­ა­ნებ­და ჩემს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ სხვა­დას­ხვა ლექ­სებს. ვთვლი, რომ ჩემი წიგ­ნე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი­ვით არი­ან და პირ­ველ შვილს, ანუ „ლურჯ რვე­ულს“ ვუ­წო­დებ­დი სიყრმის შვილს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

თუმ­ცა დატ­რა­ბა­ხე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ მწერ­ლო­ბა­ში აღი­ა­რე­ბა და ყვე­ლა სა­ხის წარ­მა­ტე­ბა ჩემ­მა რი­გით მე­ო­რე წიგნ­მა- „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი“ მო­მი­ტა­ნა. წიგ­ნი უკვე ოთხჯერ გა­მო­ი­ცა და მისი ტი­რა­ჟი რამ­დე­ნი­მე ათასს ას­ცდა. ამ წიგნ­ში ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია ჩავ­დე, 12 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი და მსურ­და მსგავ­სი ტი­პის წიგ­ნის და­წე­რა, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო თავს ვი­კა­ვებ­დი. ერთ დღე­საც მივ­ხვდი, რომ ის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მე მინ­დო­და წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მქო­ნო­და, შე­საძ­ლოა ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს დამ­დგა­რი­ყო და შე­საძ­ლოა, ისე მოვმკვდა­რი­ყა­ვი, რომ ეს წიგ­ნი ვერ და­მე­წე­რა. შემ­დეგ ჩემს თავს ესე­თი ამო­ცა­ნა და­ვუ­სა­ხე: წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ 1 წე­ლი­წად­ში კვდე­ბი და თუ რა­ი­მეს გამ­კე­თე­ბე­ლი ხარ, გა­ა­კე­თებ ახლა ან ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ა­კე­თებ-მეთ­ქი! და­ვი­წყე წერა და ზუს­ტად 1 წე­ლი­წად­ში დავ­წე­რე იგი.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ მწერ­ლო­ბას, მე მი­მაჩ­ნია, რომ ნი­ჭის გარ­და ეს არის უდი­დე­სი შრო­მა, მწე­რალს უნდა შე­ეძ­ლოს ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე ვარ. ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რს წე­რენ ან გა­და­წე­რენ, გან­სა­კუთ­რე­ბით რო­დე­საც პრო­ზა­ზეა სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ამ გა­და­წე­რა­ში მო­დის ის სა­ბო­ლოო ფორ­მა, რაც მკი­თხვე­ლამ­დე მი­დის ბო­ლოს. ეს პრო­ექ­ტი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი არის დიდი მო­ტი­ვა­ცია დამ­წყე­ბი მწერ­ლე­ბის­თვის, მო­ტი­ვა­ცია იმი­სა, რომ შენ გაქვს შან­სი, შენ­მა წიგნ­მა გა­ი­მარ­ჯვოს და შენი სა­ხე­ლი და გვა­რი გა­ი­გოს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ. კონ­კურსს ის და­დე­ბი­თი მხა­რეც აქვს, რომ მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ჩვენ შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ბევ­რი ახა­ლი სახე, რო­მე­ლიც შემ­დგომ ძა­ლი­ან ბევრ კარგ წიგნს და­წერს. დღეს მწერ­ლო­ბას არც თუ ისე ულ­ხინს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამი­ტომ მსგავ­სი ტი­პის კონ­კურ­სე­ბი ნამ­დვი­ლად კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა და დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა ახალ­გაზ­რდა ამ­ბი­ცი­უ­რი მწერ­ლე­ბის­თვის. მე თა­ვა­დაც და­მი­წე­რია რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა კონ­კურ­სის­თვის, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ პე­რი­ოდ­შიც და­ი­ბეჭ­და“.

best

ასე­თია რა­მაზ გი­გა­უ­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა, რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი - შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

 

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

თე­­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი თა­ვის პირ­ველ წიგნს იხ­სე­ნებს:

„ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ეს იყო მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “იან­ვრის მდი­ნა­რე” . არ მი­ფიქ­რია, რომ წიგ­ნი უნდა და­მე­წე­რა. მიზ­ნად ეს არ მქო­ნია. რო­დე­საც პირ­ველ მო­თხრო­ბას “ფი­დაი ანუ ამი­ნა სა­მი­დან ხუ­თამ­დე” ვწერ­დი - ეს ერ­თგვა­რი კვლე­ვა იყო ჩემ­თვის. მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვუს­მენ­დი ტე­რო­რისტ ქალ­თა სა­სა­მარ­თლოს სტე­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წე­რებს და ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ და რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ჩემი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ე­ბი თვით­მკვლელ შა­ჰი­დე­ბად. მინ­დო­და სხვა კუ­თხით და­მე­ნა­ხა ეს მოვ­ლე­ნა და ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს მო­თხრო­ბა და­ი­ბეჭ­დე­ბო­და და რაც მთა­ვა­რია, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და. “ფი­დაი” შე­ვი­და “15 სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბის” კრე­ბულ­ში, მი­ი­ღო “პარ­ნა­სის” ჯილ­დო, გახ­და 2004 წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბა. ითარ­გმნა უამ­რავ ენა­ზე, და­ი­წე­რა კი­ნოს­ცე­ნა­რი, რა­დი­ო­პი­ე­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რაც კი. მოკ­ლედ, ეს წარ­მა­ტე­ბა უკვე რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და, რომ გზა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, “ფი­და­ის” მოჰ­ყვა სხვა მო­თხრო­ბე­ბი - “ექ­სპე­დი­ცია”, რო­მე­ლიც უკვე 2005 წლის “15 სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბის” კრე­ბულ­ში მოხ­ვდა, “ლი­ა­ნა, ვერა, ნო­რი­კო”, ფრთე­ბი”, “425- ე”, “იან­ვრის მდი­ნა­რე”, “სი­ჩუ­მის სამი ნა­პი­რი” და სხვე­ბი...

ჩემი სა­დე­ბი­უ­ტო კრე­ბუ­ლი “იან­ვრის მდი­ნა­რე” საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, იგი 2006 წელს “სა­ბას” სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ანა კა­ლან­და­ძის და სხვა ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის გვერ­დით “სა­ბას” გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რი­გებ­ში ყოფ­ნა. ეს სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, სხვა კუ­თხით გა­ვი­ცა­ნი მა­შინ­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო, გა­ვი­ცა­ნი ის მკი­თხვე­ლიც, რო­მე­ლიც ხში­რად უსა­მარ­თლო­ოდ მაკ­რი­ტი­კებ­და და ამ­გვა­რად იმა­საც მივ­ხვდი რომ ეს წარ­მა­ტე­ბა ხში­რად მძი­მე ჯვა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რო­დე­საც ის მწერ­ლე­ბი, რომლთა მკი­თხვე­ლი ვი­ყა­ვი, ახლა უკვე ჩემს წიგნ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ახლა უკვე ის უნდა გა­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა რომ გაგ­რძე­ლე­ბაც ასე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც და­სა­წყი­სი . პირ­ვე­ლი წიგ­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლი­ვი­თაა. მან უნდა გა­ა­მარ­თლოს შენი იმე­დე­ბი ისე­ვე, რო­გორც შენ - მისი. ეს გზა რო­მელ­საც პირ­ვე­ლი წიგ­ნი ხსნის, ღირ­სე­უ­ლად გა­სავ­ლე­ლია. დე­ბი­უ­ტი და­სა­წყი­სია, კარ­გი სტარ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მწერ­ლის მთა­ვა­რი გზა , აღ­მართ დაღ­მარ­თი, რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის დაძ­ლე­ვა და სხვა სი­მა­ღღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა უკვე შემ­დეგ იწყე­ბა”.

ასე­თია თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

f

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი - შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს:

https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

 

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

ალე­კო შუღ­ლა­ძე თა­ვის პირ­ველ ნა­წარ­მო­ებს იხ­სე­ნებს:

„სულ პირ­ვე­ლად სცე­ნა­რი დავ­წე­რე, „გვი­რაბ­ში“ ერ­ქვა. რო­მე­ლიც მო­თხრო­ბად გა­და­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მო­მი­ვი­და. ვა­მა­ყობ­დი მა­ნამ­დე, სა­ნამ მე­გო­ბარ­მა არ მი­თხრა, რომ ერთი-ერ­თში დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბას ემ­თხვე­ვაო. დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბა რუ­სულ ენა­ზე ვი­პო­ვე, წა­ვი­კი­თხე, მარ­თლა ეგრე იყო. უფრო მე­ტიც, ფრიდ­რიხ დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბას სა­ხე­ლიც კი იგი­ვე ჰქონ­და: „გვი­რაბ­ში“. ბევ­რი ფიქ­რი სა­ჭი­რო არ იყო, მო­თხრო­ბა ნა­გავ­ში მო­ვის­რო­ლე. თან ნაგ­ვის ბუნ­კე­რი მა­შინ პირ­და­პირ სახ­ლში გვქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და იქ ჩა­ვაგ­დე. შემ­დეგ ისე­თი მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ვი­წყე, რომ­ლის სი­უ­ჟე­ტიც სხვას არ უნდა დამ­თხვე­ო­და. რამ­დე­ნი­მე თვე­ში 4 მო­თხრო­ბა დავ­წე­რე და „ცის­კარ­ში“ მი­ვი­ტა­ნე. ცის­კრის მა­შინ­დელ რე­ა­დაქ­ტორს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ისე ძა­ლან მო­ე­წო­ნა, რომ ად­გილ­ზე შეხ­ტა. ოთხი­ვე და­ბეჭ­და. სა­თა­უ­რე­ბიც უც­ნა­უ­რი ჰქონ­და: „ნახე, ნახე, რო­გორ ქა­ნა­ობს“, „ჰოპ და ისევ ზურ­გზე გა­დავტრი­ალ­დი“, „რას ინე­ბებთ“...

მაგ­რამ ეს მო­თხრო­ბე­ბი არ­ცერთ წიგნ­ში არ შე­სუ­ლა. მე კი ახალ მო­თხრო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი: „პა­სუ­ხე­ბი ერთ-ერთი მცი­რე­ტი­რა­ჟი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­თვის“. რო­მე­ლიც უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­ვდა წიგნ­ში „გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა“.

სწო­რედ იმ მო­მენ­ტში აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბის და ფი­ლო­სო­ფი­ის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე და 2001 წლის და­სა­წყის­ში გა­მო­ვი­და ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „სამ­სა­რა“, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი სინ­თე­ზი იყო, აღ­მო­სავ­ლე­თის და ალ­ბერ კა­მი­უს „შავი ჭი­რის“. რო­მა­ნი არა­ერ­თგვა­როვ­ნად მი­ი­ღო მკი­თხველ­მა, ზოგს მოს­წონ­და, ზოგს არა. ერ­თმა ისიც კი მი­თხრა, ტექ­სტში ძა­ლი­ან ბევ­რი „რომ“ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო.

სა­კუ­თა­რი წიგ­ნი კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რა­ღაც კუ­თხით შვილ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ა­და­რო, ყვე­ლა პლი­უს-მი­ნუ­სით გიყ­ვარს. ამი­ტომ ბო­როტ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კო­სებ­ზე, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა რომ სურთ, ვბრა­ზობ ხოლ­მე, ნა­წარ­მო­ებს როცა გვი­გი­ნე­ბენ. ისე ვწერ, ნიჭი სა­დამ­დეც მყოფ­ნის, ვარ ბედ­ნი­ე­რი და თავი და­მა­ნე­ბეთ რა.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ თით­ქმის 20 წლის მერე მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, (კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რია - უმე­ტე­სად უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი), რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ რო­მან­მა ძა­ლი­ან დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა მათ­ზე. „სამ­სა­რას“ ტი­რა­ჟი აღარ არ­სე­ბობს, ძვე­ლი სა­ხით და­ბეჭ­ვდვას აღარ ვი­სურ­ვებ­დი. ვა­პი­რებ, „სამ­სა­რა“ გა­და­ვა­კე­თო და თა­ვი­დან გა­მოვ­ცე“.

ასე­თია ალე­კო შუღ­ლა­ძის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.
wqe

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „ გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი- შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

ლევან ბერძენიშვილი
ივანე ამირხანაშვილი
ია კარგარეთელი
რამაზ ჭილაია
შორენა ხუხუა
ზაალ ჩხეიძე
ლევან ბერძენიშვილი საუბრობს კონკურსის შესახებ
თათული ღვინიანიძე
მარიკა დარჩია
კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი"