„ეს არის წიგნი, რომელიც შეგითრევს; წიგნი, რომელიც უნდა ამოიცნო“ - ასე აფასებს ლიტერატორი პაატა ჩხეიძე „გახდი ბესტსელერის ავტორი2020-ის“ჟიურისა და ხალხის რჩეულ რომანს „ჰერმესის დახლიდარები“. სწორედ ამ წიგნით დასრულდა ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. რომანი ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა წარადგინეს.რომანის ავტორი ქარდა ქარდუხი უკვე შემდგარი მწერალია.
წერს მოთხრობებს, რომანებს, წარმატებით ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი შემოქმედებითი ცხოვრება არაერთ ჯილდოს ითვლის, მათს რიგს წელს ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ში“ გამარჯვებაც დაემატა.„ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც გოგა ჩანადირია.რომანსა და მასზე მუშაობის პროცესზე ქარდა ქარდუხი თავად გვესაუბრა.
როგორ ჩაიარა თქვენი წიგნის ონლაინწარდგენამ და როგორ გამოხმაურებას ელით მკითხველისგან?
ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ბატონი პაატა ჩხეიძისა და ქალბატონი მაია ალუდაურის მოსმენა, რომლებმაც ჩემთან ერთად წარადგინეს „ჰერმესის დახლიდარები“. როცა ასეთი პროფესიონალები შენზე და შენს ნაწარმოებზე საუბრობენ, ამაზე უკეთესი გრძნობა, მერწმუნეთ, არაფერია. აი, ჩემი ჩართვისას კი ნამდვილად მეკარგებოდა კომფორტის სიამოვნება, საკმაოდ რთული ყოფილა დისტანციურად საუბარი.რაც შეეხება მკითხველის გამოხმაურებას, ახლა ისეა მწერლობის საქმე, რომ მთავარია, იყოს გამოხმაურება... მოუთმენლად ველი.
უკვე შემდგარი მწერალი ხართ. თუ შეიცვალა რამე თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
კი, შეიცვალა: ერთგან ვთქვი კიდეც, რომ უკვე თითქოსდა მზად ვარ იმ რომანის დასაწერად, რომლის გამოცემის დარდი აღარ მექნება.
როგორი იყო რომანზე მუშაობის პროცესი? ფიქრობდით მაშინ, რომ იგი დიდ წარმატებას მოგიტანდათ?
რომანის წერა 2002 წელს დავიწყე. მაშინ ეს ნაწარმოები თითქოსდა ამბოხი იყო იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ სადო-მაზოხისტურ დიქტატურა-ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მალე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამ მიმართულებამ აზრი დაკარგა. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ, მგონია, ძირითად მოტივად ეს ხაზი რომ დარჩენილიყო, რომანი საკმაოდ დაკნინდებოდა. შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მოგვიანებით კი ერთბაშად ვიგრძენი სათქმელის მოჭარბება. წერის პროცესში მხოლოდ მთავარ გმირზე ვფიქრობდი; შეძლებდა თუ არა იგი საკუთარი თავის, ნავსაყუდელის პოვნას...
შინაარსის მცირე ნაწილიც გავანდოთ მკითხველს. ვინ არის მთავარი გმირი, რა მისია აქვს მას?
რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია... მთავარი გმირი შეყვარებულის მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის, სადაც თავგადასავლებით სავსე 14 წელს დაჰყოფს. ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა, თავისი მცხოვრებლებითა და ისტორიით. პერსონაჟის თავგადასავალში არის „ვეფხისტყაოსნის“ეპიზოდის ალუზია -გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის.
რატომ „ჰერმესის დახლიდარები“?
არის იქ ერთი მთავარი ხაზი - ტირანი, დოჟი, ვაჭართა ქალაქში, ცდილობს მოწინააღმდეგეებს, შემოქმედებითი სულის ადამიანებს, დაავიწყოს ხელოვნება და ვაჭრობა დააწყებინოს. ეს ადამიანის სულიერი გატეხვაა. აქედან წამოვიდა სათაურიც- ჰერმესის დახლიდარები. მოგეხსენებათ, ჰერმესი ვაჭართა ღვთაებაა (სხვა მრავალთა შორის).
ოღონდ აქ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ვაჭრობა - როგორც პროფესია - იყოს დაკნინებული. ერთ-ერთი გამორჩეული გმირი რომანში სწორედ ტრადიციული ვაჭართა გილდიის წარმომადგენელია. აქ საუბარია მატერიალურის გაკერპებაზე, რაც სულიერების განადგურებით ხდება.
წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში , ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ვებგვერდიდან
გრძელდება ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის„გახდი ბესტსელერის ავტორი“2020 წლის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. ამჯერად, ხალხის რჩეულის, დავით ჩომახიძის წიგნის „დეტექტივობანას“ ონლაინწარდგენა გაიმართა. წიგნი დებიუტანტი ავტორის მენტორმა მწერალმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წარადგინა.
„დეტექტივობანა“ დავით ჩომახიძისთვის პირველი დაბეჭდილი წიგნია. მანამდე მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში ქვეყნდებოდა.როგორც მწერალი აღნიშნავს, რომანის წერა 90-იან წლებში დაიწყო და იგი გარკვეულწილად იმ პერიოდის გზამკვლევის როლს შეასრულებს.აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც სალომე ლომთაძეა.
როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და რას ჰპირდება მკითხველს „დეტექტივობანა“, ამის შესახებ მისი ავტორი დავით ჩომახიძე გვესაუბრა.
როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ, რამდენად ამაღელვებელი იყო თქვენთვის საკუთარი წიგნის მკითხველისთვის წარდგენა?
მართალია, პრეზენტაცია ონლაინ ჩატარდა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლებად საინტერესო იყო. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და გავაცანით ხალხს ეს რომანი. რა თქმა უნდა, აღელვებული ვიყავი, ის ხომ ჩემი მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. როგორც ყველა ავტორს, მის მიმართ ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიცმშობელს შვილის მიმართ.
რა შეიცვალა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
კონკურსში გამარჯვებამ სტიმული შემმატა, უფრო თამამად და ნაყოფიერად ვიმუშაო ახალ ნაწარმოებზე.
თქვენი რომანი ხალხის რჩეული გახდა. ალბათ მათს შთაბეჭდილებებს მოუთმენლად ელით...
რა თქმა უნდა. როცა ხალხის რჩეული ხარ, კრიტიკაც არ გაშინებს, რადგან ხალხი არა მარტო კრიტიკული - სამართლიანიცაა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საინტერესო ნამუშევარს შევთავაზებ ჩემს მომავალ მკითხველს.
დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, წიგნის გარეშეც მარტივად შეიძლება ზღვა ინფორმციის მოპოვება, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა, რათა წიგნის მიმართ ინტერესი არ შემცირდეს. არ მეგულება უფრო სასარგებლო საქმე, ვიდრე წიგნის გამოცემა და პოპულარიზაციაა, რასაც „პალიტრა-L“ აკეთებს. ამისთვი სდაუსრულებლად შემიძლია მადლობა გადავუხადო მთელ სარედაქციო ჯგუფს.
როცა ამ რომანზე მუშაობდით, ფიქრობდით, რომ გარკვეული ხნის შემდეგ იგი წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდებოდა?
ყველა შემოქმედს სურს თავისი ქმნილება ვინმეს გააცნოს. როგორც მსახიობს - მაყურებელი, ფერმწერს - შემფასებელი, ასევე სჭირდება მწერალს მკითხველი. რა თქმა უნდა, როცა „დეტექტივობანაზე“ ვმუშაობდი, ვოცნებობდი, რომ ოდესმე წიგნად დაიბეჭდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მქონდა, რადგან ნაწარმოების წერა 90-იანების მიწურულს დავიწყე, მაშინ წიგნებს საკმაოდ იშვიათად ბეჭდავდნენ. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და მხოლოდ „პალიტრა-L“-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის წყალობით მივა მკითხველამდე წიგნის სახით.
რა ელოდება მკითხველს თქვენი წიგნისგან და როგორ შეძლებს მის დაინტერესებას?
„დეტექტივობანა“ მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს. პირველი–ვინც 90-იანი წლები გამოიარა, რადგან ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და მეორე – თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან და ნაცნობებისგან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს.
წიგნის გამოწერა შესაძლებელია "ბიბლუსის" ვებგვერდიდან.
წელს ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხედ ჩატარდა. ჟიურიმ და ქართველმა მკითხველმა 3 რჩეული რომანი გამოავლინეს, რომლებსაც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე ვიხილავთ.
პირველი წიგნი, რომლის წარდგენაც უკვე გაიმართა, ნიკოლოზ ცისკარიშვილის „ცეცხლისწამკიდებელია“. იგი ჟიურის რჩეული გახდა და დანარჩენი 2 რომანის მსგავსად, რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა მკითხველთან შესახვედრად. ლიტერატორი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი პაატა ჩხეიძე „ცეცხლისწამკიდებლის“ წინასიტყვაობაში წერს: მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გამყოფოსო. შესაბამისად, მკითხველს კიდევ ერთი, თავგადასავლებითა და განსხვავებული ემოციებით სავსე რომანი ელოდება. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც ლუიზა ჩალათაშვილია.
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში შედგა. როგორი იყო ახალგაზრდა ავტორისთვის თავის პირველ წიგნთან შეხვედრა და როგორი ლიტერატურული თავგადასავალი ელის მის მკითხველს, ამის შესახებ ნიკოლოზ ცისკარიშვილი თავად გვესაუბრა.
რამდენი ხანი ელოდით წიგნს და რას გრძნობდით ამ მოლოდინის დროს?
კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. გამარჯვებულების ვინაობაც უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მოსამზადებელ პროცესს საკმაო დრო დასჭირდა. ავტორისთვის, რომელიც პირველ წიგნს აქვეყნებს, მოლოდინი კიდევ უფრო მძაფრია. საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემი ურთიერთობა გამომცემლობის თანამშრომლებთან და წიგნის რედაქტორთან, ბატონ როსტომ ჩხეიძესთან. დავრწმუნდი, რომ წიგნის დაწერის შემდეგ ავტორს კიდევ დიდი სამუშაო ელის, სანამ ის გამოსაცემად მზად იქნება.
როგორი იყო წიგნთან პირველი შეხვედრა?
საკუთარ წიგნთან პირველი შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ბევრს ვერაფერს ვგრძნობდი სიხარულისა და გაოცების გარდა. ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ.
ცხადია, ყდის დიზაინი და წიგნის ფორმატი წინასწარ იყო ჩემთვის ცნობილი, მაგრამ მასთან უშუალო შეხვედრამ განსაკუთრებულად იმოქმედა, თითქოს რაღაც ახლის შექმნის უშუალო მომსწრე და მონაწილე გავხდი.
წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში გაიმართა... შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვქონდა. უკეთესი იქნებოდა, მომავალ მკითხველს უშუალოდ შევხვედროდი, მათ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მქონოდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პირობებში გამომცემლობამ მაქსიმალურად ორგანიზებულად იმუშავა და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პრეზენტაციის დაგეგმვასა და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორი იყო ნიკოლოზ ცისკარაშვილი კონკურსამდე და როგორია ახლა, როცა უკვე თავის წიგნს უყურებს?
ხელოვანსა და ხელოვნების ნაწარმოებს შორის მიმართება დიალექტიკურია: ხელოვანი ქმნის ნიმუშს, და ხელოვნების ნიმუში აქცევს შემოქმედს შემოქმედად. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარე პირველადი და უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მწერალს მხოლოდ წიგნი არ ქმნის: არსებობენ ისეთი მწერლები, რომლებსაც არასდროს არაფერი გამოუქვეყნებიათ და ადამიანები, რომლებიც უამრავი წიგნის ავტორები არიან, მაგრამ მათ მწერლებს მაინც ვერ ვუწოდებთ. საკუთარი წიგნის უშუალოდ ხილვამ მომიტანა მეტი თვითრწმენა, თავდაჯერება და მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო.
შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი?
ლიტერატურა არა მხოლოდ მკითხველისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ავტორისთვისაც. ხელოვანი შემოქმედების პროცესში გარდაიქმნება. „ცეცხლისწამკიდებელი“ არის წიგნი, რომელმაც, პირველ რიგში, ავტორზე იმოქმედა. ხელოვნების მნიშვნელობის ან დანიშნულების განსაზღვრა, მით უმეტეს პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, შეუძლებელია, მაგრამ შემოქმედი ალბათ ის არის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის სურვილი აქვს და საამისოდ სიმამაცეც ჰყოფნის. „ცეცხლისწამკიდებელი“ სწორედ ამის შესახებაა: თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, როგორ გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავის შინაგან სამყაროს.
რა ელოდება მკითხველს, როგორია რომანის მთავარი გმირი?
ეს ნაწარმოები, შეიძლება ითქვას, ერთ დიდ დევნაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, მუდამ ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. „ცეცხლისწამკიდებელი“ სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით. ყველაფერი ეს არის კიდეც სიმბოლო და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით სრულდება.
წიგნის გამოწერა შესაძლებელია ბიბლუსის ვებ-გვერდიდან.
ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" ფინალს უახლოვდება. 11 ივნისს, 17:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა შეწყდა. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია - 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო ჟიურიმ მხოლოდ 7 ფინალისტი დაასახელა.
ფინალისტების სია ასეთია:
ხალხის რჩეულები:
ჟიურის რჩეულები გახდნენ:
ერთ-ერთი კონკურსანტთან, ქარდა ქარდუხთან დაკავშირებით, ხალხისა და ჟიურის აზრი დაემთხვა და ის ორივე მათგანის სიაში მოხვდა. შესაბამისად, მეორე ტურში სულ 16 კონკურსანტი გადავიდა.
ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან. მეორე ტური 25 ივნისიდან 9 ივლისამდე გასტანს.
10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ სამი გამარჯვებული, რომელთაგან 1 მკითხველისრჩეულიიქნება, 1 − ჟიურის, ხოლო ერთს ჟიური აარჩევს ჟიურისა დამკითხველისერთობლივისიიდან.
იხილეთ წესები და პირობები: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE
ლიტერატურულიკონკურსი, რომელმაცუკვეარაერთინიჭიერიავტორიაღმოაჩინაწელსმეოთხედტარდება. პროექტის მიზანი, ერთის მხრივ, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია; მეორე მხრივ, ახალი ავტორების აღმოჩენა და მათთვის ხელშეწყობაა.
"ყვავილები სახლთან ახლოს" - ალბათ, ყველას გეცნობათ ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს შთამბეჭდავი ნამუშევრის ეს სახელწოდება. ბევრისთვის ეს ფრაზა მხოლოდ ლეგენდარულ მხატვართან აღარ ასოცირდება - ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთის ნაწარმოებს სწორედ „ყვავილები სახლთან ახლოს“ ჰქვია.
ეს ხალხის ერთ-ერთი რჩეულის, 38 წლის თამარ გოდერიძის ნამუშევარია, რომელმაც მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. ნაწარმოები ორ ნაწილადაა გაყოფილი: გოგოს ნაწილი და ბიჭის ნაწილი. ორივეს ისტორია განსხვავებული, ემოციური და შთამბეჭდავია უამრავი პარალელითა და საოცრად „ადამიანური“ თავგადასავლებით.
ავტორს წერის გამოცდილება ბავშვობიდან აქვს, თუმცა ეს მისი პირველი სერიოზული ნაწარმოებია. თამარ გოდერიძე ენდოკრინოლოგია, თუმცა მუსიკალური განათლებაც აქვს მიღებული. მუშაობს ოჯახის ექიმად, სხვადასხვა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია და სამედიცინო მიმართულებით ლექციებს კითხულობს. როგორც თავად გვიამბო, კონკურსის მიმდინარეობისას, სტუდენტებისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობდა.
თამარ გოდერიძის „ყვავილები სახლთან ახლოს“ წიგნის მაღაზიების თაროებზე მალე გამოჩნდება, მანამდე კი, შეგვიძლია, ავტორი უკეთ გავიცნოთ:
- რატომ გადაწყვიტეთ, ბედი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსში გეცადათ?
- კონკურსს, შემთხვევით, ინტერნეტსივრცეში წავაწყდი. მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, იქიდან პატარა ჩანახატებს და ლექსებს ვწერდი. შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში შევწყვიტე, თუმცა მოგვიანებით განვაგრძე. ალბათ დადგა დრო, როდესაც ეს ყველაფერი უნდა გაერთიანებულიყო და თავისი სახელი დარქმეოდა. ამგვარ, ბიძგად მივიღე „პალიტრა L-ის“ ეს პროექტი და წერა დავიწყე.
პაციენტებთან, სტუდენტებთან ურთიერთობის ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება დამიგროვდა. მიმაჩნია, რომ მედიცინა და ექიმობა არ არის მხოლოდ წამლის დანიშვნა და რაღაცისთვის თვალყურის დევნება. ხანდახან, ორგანული დაავადებები მიგვიყვანია ბოლომდე, დაგვიძლევია პრობლემა, მაგრამ შემდეგ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ფსიქოლოგისა და პაციენტის ურთიერთობად გარდაქმნილა. ხშირ შემთხვევაში, იმდენად ბევრი და საინტერესო შტრიხი გამოკვეთილა... დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაგროვდა.
მე ჩემს ნაწარმოებს რეალიზმის გამოხატვის ფორმად აღვიქვამდი. მასში თითოეული პერსონაჟი, გარკვეულწილად, თან არსებობს, თან არ არსებობს. მასში არის ძალიან ბევრი პარალელი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწარმოებში ყველა მკითხველი განსხვავებულ პარალელს იჭერს, ქვეტექსტებს ხედავს. როგორც მითხრეს, ყველასთვის ერთხელ წაკითხვა არ იყო საკმარისი. რაღაცებს დაუბრუნდნენ, რაღაცებს ჩაეძივნენ, ზოგმა საკუთარი თავი აღმოაჩინა, ზოგმა -ახლობელი.
ბევრისგან მოვისმინე ორი ფრაზა, რომელიც ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, მნიშვნელოვანია: ზოგმა მითხრა, რომ ცრემლებით დაასრულა ამ ნაწარმოების კითხვა და ზოგმა - რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა.
- თქვენ ხალხის ერთ-ერთი რჩეული გახდით. რამდენად ელოდით ასეთ მხარდაჭერას?
- არ ველოდი, რადგან ამისთვის არანაირი გათვლა არ გამიკეთებია. გმირს ქმნი, შემდეგ კი ის თავისით იწყებს მოძრაობას. თვითონ გკარნახობს და თვითონ გაიძულებს. რაც არ უნდა გინდოდეს, რომ შენი გმირი სხვანაირად მოიქცეს, ვერ მოახერხებ - იქცევა ისე, როგორც მას უნდა.
საკმაოდ მასშტაბური და დატვირთული კონკურსი იყო, ჰყავდა უამრავი მონაწილე. თავდაპირველად, მათი ჩამონათვალი 87-ს აღწევდა. ვერ ვიტყოდი, რომ ასეთ მხარდამჭერას ველოდი. როგორც ჩანს, ჩემი პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ამდენ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად, ბევრი ნაცნობი და მეგობარი დამიგროვდა. თუმცა ასეთ შედეგს მაინც არ ველოდი.
უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაც უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. „ფეისბუქზე“ ძალიან ბევრი აზიარებდა, კითხულობდა. მეკითხებოდნენ, როდის დაიბეჭდებაო. როგორც პაციენტებში, ისე სტუდენტებში, ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია.
- შინაარსობრივად რას მოიცავს „ყვავილები სახლთან ახლოს“ და რატომ არის ის ემოციებით დატვირთული ნაწარმოები?
- შინაარსობრივად, შეგვიძლია, ასე ჩამოვაყალიბოთ: რამდენად კარგია ადამიანებისთვის ბევრი ფიქრი და რამდენად გვპარავს ის დროს სწორი გადაწყვეტილების ძიებაში, ანუ კარგია თუ ცუდი, როცა ადამიანი ბევრი ფიქრის შემდეგ კი მივიდა გადაწყვეტილებამდე, მაგრამ, ამასობაში, ცხოვრებაში ბევრი რამ გამოტოვა. ვიტყოდი, რომ აქ ახალგაზრდობაში ერთმანეთგამოტოვებული ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც ერთად აღმოჩნდებიან, მაგრამ ტკივილი ახვედრებთ ერთმანეთს. მერე ყველაფერი ლაგდება, მაგრამ, როგორც წვიმის შემდეგ მზეა, შემდეგ ისევ წვიმს და არასდროს არაფერია ერთფეროვანი, ისე იცვლება მათი ცხოვრება და ისევ მოდის გარკვეული ნეგატივი.
რაც შეეხება სახელს, როგორც კი პირველი ნაწილის წერა დავსრულე, დავარქვი „ლექსებად აკინძული ცრემლები“. იქ არის ერთ-ერთი მომენტი, რომელშიც ნახსენებია კლოდ მონეს ნახატი „ყვავილები სახლთან ახლოს“. გამოგზავნამდე 5 წუთით ადრე „ლექსებად აკინძული ცრემლები“ თვალში ნეგატიურად მომხვდა, სასწრაფოდ მოვხსენი და დავარქვი „ყვავილები სახლთან ახლოს“.
როგორც კი ამ სათაურით რომანი „პალიტრა L-ში“ გავგზავნე, კარზე გაისმა ზარის ხმა. როდესაც გავაღე, დამხვდა გოგო, ხელში ყვავილებით დახუნძლული დიდი თაიგულით, რომელსაც ყიდდა. მითხრა, რომ 7 ლარი ღირდა. რა თქმა უნდა, შევიძინე. იმ ყვავილებმა იცოცხლა კონკურსის დასრულებამდე. კონკურსის პირველი ტური დაიწყო 7 ივნისს და დამთავრდა 7 ივლისს, ჩემ მიერ დაგროვებული ხმების რაოდენობა კი 7 227 აღმოჩნდა. ასეთი „მიზეზ- შედეგობრივი“ დამთხვევა იყო, რომელიც იღბლიანიც აღმოჩნდა.
"არჩილ ფირიაშვილის სახით, ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჟიური ერთსულოვანი იყო" - ეს სიტყვები "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის.
არჩილ ფირიაშვილის "ფეხბურთის მოთამაშე" ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც მას განვლილი 37 წლის განმავლობაში დაუწერია. პირველივე მცდელობამ ავტორიტეტული ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის რჩეული არჩილ ფირიაშვილი, რომლის წიგნსაც მკითხველი მალე იხილავს, უფრო ახლოს გაგაცნოთ.
არჩილი ბიზნესმენია - ცნობილი ფიტნესცენტრების მფლობელია. ამასთან, ჩართულია ტექნოლოგიური სტარტაპების პროექტების შექმნაში. "გახდი ბესტსელერის ავტორის" ერთ-ერთ გამარჯვებულს კითხვა ყოველთვის უყვარდა და „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის შესახებაც „ბიბლუსში“, წიგნის საყიდლად შესულმა გაიგო.
- რა გახდა „ფეხბურთის მოთამაშის“ დაწერის ინსპირაცია?
- კონკრეტული ინსპირაცია არ არსებობს, ალბათ, ჯამში ერთად, ბევრმა რაღაცამ მოახდინა გავლენა. ჩემთვის წერა სტრესის მოხსნისა და განტვირთვის საშუალება იყო, დღიურის წარმოების მსგავსი, ბავშვობაში რომ აკეთებ, თუმცა მე უკვე „დიდური“ დღიური გამომივიდა.
- ნაწარმოებში თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ არის მოთხრობილი თუ გამოგონილ ისტორიებსა და გმირებს გვაცნობთ?
ალბათ ორივე - პირადი გამოცდილებაც, რომელიც მხატვრულად არის გაფორმებული, და შეთხზულიც. კონკრეტული ისტორია, რის გამოც „ფეხბურთის მოთამაშე“ დავწერე, არ მაქვს. უბრალოდ, თითქოს კონკრეტული რაღაცისთვის კი არ წერ, იმისთვის წერ, რომ სხვა გზა არ გაქვს, გჭირდება ეს... აუცილებელი იყო, რომ რაღაც ასეთი გამეკეთებინა.
- შინაარსის შესახებაც გვიამბეთ. რას ეხება წიგნი?
- ეს წიგნი ყველაფერზეა, ფეხბურთის მოთამაშის გარდა. წაკითხვის შემდეგ ჩანს, რატომ ჰქვია „ფეხბურთის მოთამაშე“. მისი შინაარსი არის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ადამიანში ხდება. გარკვეულ მომენტში ალბათ ყველა გადის პერიოდს, როცა ძველი ფასეულობები აზრს კარგავს, რაღაც ახლის ძიებაში ხარ, უამრავი კითხვის ნიშანი გიჩნდება, ეჭვის თვალით უყურებ შენს მანამდე განვლილ ცხოვრებას, არ იცი, მომავალში რა გინდა, და სადღაც შუაში ხარ გაჩხერილი. ალბათ ამაზეა ეს მოთხრობა - შუაში გაჩხერილ მდგომარეობაზე.
მთელი მოთხრობა კითხვის ნიშნებია, რომლებზეც პასუხი განსხვავებული და ინდივიდუალურია. ჩემთვის უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ არის დარჩენილი.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ „პალიტრა L”-ის კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა და რა მოლოდინი გქონდათ ამ კონკურსიდან?
- „ბიბლუსში“ დავდივარ ხოლმე, წიგნებს ვყიდულობ, ახალ ავტორებს სულ ვეცნობი. ერთ-ერთი ავტორი, რომლის წიგნიც მირჩიეს, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებული იყო. ამ ავტორის ნაწარმოების კითხვისას გავიგე, რომ მსგავსი კონკურსი არსებობს. მოთხრობა ბოლომდე დაწერილი არ მქონდა, როცა გავგზავნე. კონკურსის ფორმატიც ასეთი იყო, რომ ნაწარმოების დასაწყისი უნდა გაგეგზავნა. დასაწყისის გაგზავნის შემდეგ, დავასრულე წიგნზე მუშაობა.
ამ კონკურსში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ სხვა მსგავსი კონკურსი არ არსებობს.
მოგების გარდა, ყველაფრის მოლოდინი მქონდა. ალბათ, საკუთარ ნაწერს ადამიანი უფრო კრიტიკულად აღიქვამ, როცა გამოცდილება არ გაქვს და არავის არ უთქვამს, შენი ნაწარმოები კარგია ან ცუდი. ჩემთვის ძალიან რთული იყო შეფასება, კარგი მოთხრობა გამომდიოდა თუ ცუდი.
ამ კონკურსში ნამუშევრის გაგზავნისას, ჩემი მიზანი იყო ის, რომ საკუთარ თავთან გამერკვია, რაღაც ღირებული გამომდიოდა თუ არა. თუ ღირებული ნამუშევარი გამოგდის, ჟიურის წევრებმა ეს უნდა შენიშნონ. თავიდანვე ასე გადავწყვიტე, თუ ჟიურიმ ჩემს მოთხრობაში რაღაც ღირებული დაინახა, კარგი იქნება, თუ არადა, არა უშავს, მილიონ ადამიანს დაუწერია რაღაც და წაუშლია ან გადაუგდია-მეთქი.
მოგებაზე დიდად არ მიფიქრია. გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ შეფასებას არ მოველოდი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც მივიღე!
მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს თავისი წიგნი, რათა მკითხველს მისი ნაწარმოების გაცნობისა და მისი გმირების ისტორიებით აღფრთოვანების საშუალება მიეცეს. ეს ერთგვარად, მწერლის აღიარებას ნიშნავს, რადგან თუნდაც თაროზე შემოდებული წიგნი ავტორსა და ნაწარმოებს უკვდავებას ანიჭებს.
ნიკოლას მაჩაბელი, ანუ ბექა ბაღაშვილი, ერთ-ერთი იყო, ვინც ოცნებობდა, თავისი ნაწარმოები წიგნის სახით გამოეცა. ბექამ ამისთვის ბრძოლა დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გამომცემლების დაინტერესება და წიგნის გამოცემა თითქმის დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამის გამო, ბექას იმედი არაერთხელ გაუცრუვდა, თუმცა „პალიტრა L”-ის კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ მონაწილეობის მიღება მაინც გადაწყვიტა და ჟიურის ერთ-ერთი რჩეულიც გახდა.
ბექა ბაღაშვილი პროფესიით გეოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესია მოსწონს, მომავალს მაინც ლიტერატურაში ხედავს. ფიქრობს, რომ ნიკოლას მაჩაბელი იქნება ფსევდონიმი, რომელსაც ლიტერატურის ყველა მოყვარული დაიმახსოვრებს, მანამდე კი მწერალს ბევრი სამუშაო აქვს.
ნიკოლას მაჩაბლის ნაწარმოები „ჩაინა კონტრასტებიდან“ ქართველი ემიგრანტის მისტიკითა და მოულოდნელობებით სავსე ჩინურ გამოცდილებას აღწერს, მკითხველს უამბობს, რას ნიშნავს დარჩე მარტო უცხო გარემოში, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს. ამ ემოციებით სავსე ნაწარმოებმა ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. მწერალს იმედი აქვს, რომ ჩინეთის განაპირა პროვინციაში მიღებული მისტიკით სავსე გამოცდილება მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.
ახალგაზრდა მწერალმა ჩინური მოგზაურობისა და „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის დეტალებზე AMBEBI.GE-ს თავად უამბო.
პროფესიით გეოგრაფმა და თქვენს საქმეში რეალიზებულმა ახალგაზრდამ როგორ დაიწყეთ მწერლობა, რამ გიბიძგათ ამისკენ?
ბავშვობიდან ვწერდი. თავდაპირველად, ლექსების წერა დავიწყე, რომლებიც სკოლის გაზეთშიც დაიბეჭდა. ეს ყველაფერი ძალიან მიხაროდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშიც, ძირითადად, ლექსებს ვწერდი, ძალიან აქტიური ვიყავი. თსუ-ის ლიტერატურულ კლუბშიც გავწევრიანდი, ჩემი ლექსები იბეჭდებოდა უნივერსიტეტის სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში. საბოლოოდ, 2010 წელს, უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, პირველად დავწერე დიდი ნოველა. ეს ნაწარმოები გავგზავნე მაშინდელ „ლიტერატურულ პალიტრაში“ და მაშინვე დამიბეჭდეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩემი ლიტერატურა გავიდა უფრო შორს, ვიდრე სამეგობრო წრე და უნივერსიტეტი. ეს ნოველა „ვაშლი და ფორთოხლები“აგვისტოს ომის თემატიკაზე იყო.
ამან შთაგაგონათ, რომ შემოქმედებითი მუშაობა არ შეგეჩერებინათ?
ამის შემდეგ, სულ ვწერდი. თანაც, ხშირად ვიცვლიდი ფსევდონიმებს. უნივერსიტეტის პერიოდში, ფსევდონიმად მქონდა - „ბექ ნიკასონი“.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა საჯარო სამსახურში დავიწყე. ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ჩამხუთველი და დამზაფვრელი აღმოჩნდა. დაახლოებით, 4-5 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე სისტემაში გადაბმით ვმუშაობდი. ფაქტობრივად, უნივერსიტეტის შემდეგ, შემოქმედებით საქმიანობას, მღელვარებას, სტუდენტურ ცხოვრებას მოვწყდი და ჩავები საოფისე ცხოვრებაში, რამაც ძალიან „შემჭამა“ და „დამღრღნა“.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის შემდეგ დამეწყო ერთგვარი შემოქმედებითი აფეთქება. ვწერდი იმაზე, რასაც ვხედავდი, რაც ხდებოდა საქართველოს საჯარო უწყებებსა და საოფისე ცხოვრებაში. ეს იყო ჩემი ძირითადი ლიტერატურული შთაგონება. ჩემი ნოველები გადადიოდა ფანტასტიკაში, მისტიკაში და იძენდა საინტერესო სახეს. რამდენიმე ნოველა დამიგროვდა და გადავწყვიტე, მაშინდელი ჟურნალებისთვის გამეგზავნა. ჩემდა გასაკვირად, პირველივე ცდაზე მოეწონათ.
თქვენი სახელი და გვარია ბექა ბაღაშვილი. ფსევდონიმად ნიკოლას მაჩაბელი რატომ აირჩიეთ?
ეს ფსევდონიმი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან კამათისას დაიბადა. რედაქტორმა მითხრა, ყელში ამომივიდა ფსევდონიმებით წერა და არ დაგიბეჭდავ ფსევდონომითო. ვუთხარი, რომ სახელითა და გვარით გამოქვეყნება არ მსურდა, რაზეც მიპასუხა: „მაშინ კარგი, არ დავბეჭდავ“.
საშინლად გამიცრუვდა იმედი. ამ კამათიდან ზუსტად, ორ დღეში მომწერა, რომ ჩემს შემოთავაზებაზე თანახმა იყო და სურდა, ფსევდონიმი ამერჩია. ფსევდონიმად ყოველთვის ევროპული სახელი მინდოდა. ფრანგული ლიტერატურა და კინო ძალიან მიყვარს. ნიკოლასი როგორც სახელი, ძალიან მომწონს, კარგად ჟღერს. რაც შეეხება გვარს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღაშვილები აზნაურები იყვნენ, თავადური გვარი ავარჩიე. ასევე, გავლენა მოახდინა ივანე მაჩაბლის ფაქტორმაც, რომელმაც, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, შექსპირი პირველმა თარგმნა და, საერთოდ, დიდი ღვაწლი ჰქონდა ლიტერატურის საწყისებთან. 3 წლის წინ, ასე გავხდი ნიკოლას მაჩაბელი.
საბოლოოდ, გადაწყვიტეთ, საოფისე ცხოვრება გვერდით გადაგედოთ და ინგლისური ენის მასწავლებლად ჩინეთში წასულიყავით. როგორც კონკურსიდან გახდა ცნობილი, სწორედ აქ დაიბადა „ჩაინა კონტრასტებიდან“. გვიამბეთ ჩინური გამოცდილების შესახებ...
პირველ რიგში, რამაც ამ ნაწარმოების წერა შთამაგონა, სამშობლოს მონატრება იყო. მენატრებოდა ოჯახი, მეგობრები... ჩინეთი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ჩემთვის.
ყველაფერი, რასაც ვიცნობთ, რაც ვიცით, ლიტერატურა, კინო, იქ არაფერს ნიშნავდა. იმდენად სხვა სამყარო იყო, რომ თავი ძალიან მარტოდ ვიგრძენი. ამასთან, აღმოვჩნდი ქალაქში, სადაც უცხოელი არავინ იყო, პირველი და ერთადერთი უცხოელი მე აღმოვჩნდი. ინგლისურის მასწავლებლად ვიყავი ციმბირთან ახლოს, ჩრდილოეთ პერიფერიაში, რუსეთის საზღვართან. დავიწყე უკვე იმაზე ფიქრი, თუ რა ვიყავი მე ამ ქალაქისთვის და რა იყო ეს ქალაქი ჩემთვის, ანუ ნიკოლას მაჩაბლისთვის.
პირველ ნაწილში აღწერილია ის ამბები, თუ როგორ ჩადის იქ, როგორ ერგება სიტუაციას, როგორ იწყებს ცხოვრებას, მუშაობას. ამის პარალელურად, არის დედისა და სამშობლოს განუწყვეტელი მონატრება, შენი ცუდი და მტკივნეულიც რომ გენატრება. აღწერილია მიამიტური შეხედულებები გულუბრყვილო პერსონაჟისა, რომელმაც არ იცის, რა მოხდება მის თავს. მეორე ნაწილიც მთლიანად ჩინეთს ეხება, მაგრამ საქართველოში, ერთ კვირაშია დაწერილი.
ყველაფერს, რაც ჩინეთში ვნახე, თითქოს თვალებით გადავუღე ფოტოები, მერე ეს ყველაფერი შევკარი და ავაგე სიუჟეტი, რომელიც მკითხველს, იმედია, დააინტერესებს.
რატომ სახელი „ჩაინა კონტრასტებიდან“?
ეს სახელი ჩინეთში შევარჩიე, რადგან აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში ყველაფერი საოცრად განსხვავებული და კონტრასტული იყო.

როცა „გახდი ბესტსელერის ავტორი“ დაიწყო, თქვენი ნოველები რამდენიმე ჟურნალში უკვე გამოქვეყნებული იყო, შესაბამისად, მკითხველის ნაწილი გიცნობდათ. რა მოლოდინები გქონდათ კონკურსიდან?
მას მერე, რაც ნოველებს ვწერდი და ვგზავნიდი, სულ იბეჭდებოდა. ასევე, მონაწილეობა მივიღე ლიტერატურულ კონკურსში - „რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია“ - და გავიმარჯვე.
საბოლოოდ, ჩემი ნოველები წიგნად შევკარი და გამომცემლობებში გავგზავნე. არცერთი მათგანისგან პასუხი არ მიმიღია. მოვიდა დაპირებები, „წავიკითხავთ“, „შემდეგში ვნახავთ“, „ცოტა ხანში მოდით“, მაგრამ არავისგან არაფერი მოსულა. ისიც კი არ უპასუხიათ, რომ წაიკითხეს და არ მოეწონათ. ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, ნოველების კრებულის დაბეჭდვაზე ხელი ჩავიქნიე. არადა, ყოველთვის მინდოდა, რომ ნიკოლას მაჩაბლის წიგნი გამოსულიყო. მწერლისთვის წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წიგნი იქნება ყოველთვის, შეიძლება, უბრალოდ ბიბლიოთეკაში იდოს, მაგრამ იქნება, იცოცხლებს. მწერალი უფრო ცოცხლობს და შემორჩება, თუ მისი წიგნი არსებობს.
და აი, გამოჩნდა „პალიტრა L”-ის პროექტი. უკეთესი რა უნდა მომხდარიყო? - ამ პროექტში წიგნს მიბეჭდავენ.
კონკურსის განმავლობაში, მცირე იმედი მქონდა, გული რომ ნახევარზე გაყო, ისეთი. აღმოჩნდა, რომ ჟიურის რჩეული გავხდი და ჩემი წიგნი მალე გამოჩნდება თაროებზე.
სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ფინალს უახლოვდება. 7 ივნისს, 00:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა შეწყდა. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია - 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო 10 - ხუთმა კომპეტენტურმა, კონფიდენციალურმა ჟიურის წევრმა გამოავლინა.
„ჟიურის წევრებისთვის არჩევანის გაკეთება, გასულ წლებთან შედარებით, ბევრად უფრო რთული იყო.
სია ასეთია:
ხალხის რჩეულები გახდნენ: თამარ გოდერიძე, ნინო გელოვანი, ლუკა ხატიაშვილი, ნანი მანველიშვილი, თეო ჯამასპიშვილი, თინიკო ბერიძე, ლევან რამაზაშვილი, მარიამ ელიაშვილი, მაია ლომაშვილი, ანა მაწკეპლაძე.
ჟიურის რჩეულები გახდნენ: არჩილ ფირიაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნიკოლას მაჩაბელი, ნინო ამირეჯიბი, ფიქრია ყუშიტაშვილი, თინა თაყაძე, გვანცა ხაბელაშვილი, უჩა მაზმიშვილი, ნიკოლოზ არჩვაძე და თინიკო ბერიძე.
ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, 25 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.
10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, მაქსიმუმ 2 − ჟიურის.
გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია“.