თინეიჯერული ლიტერატურა
„სინდერის“ მესამე ნაწილი, შეიძლება ითქვას, ერთი დიდი ისტორიის არაჩვეულებრივი გაგრძელებაა. სამი ზღაპრის გმირი ერთად იყრის თავს და მთვარიდან მომავალ ბოროტებას უპირისპირდება. სინდერი, სკარლეტი და ქრესი ერთადერთი იმედი არიან დედამიწისათვის, რომელსაც გადარჩენა სჭირდება.
ლუკა ქირია, 17 წლის
დიდი მოლოდინი მქონდა პირველი და მეორე ნაწილის შემდეგ და მოლოდინმა, უდავოდ, გაამართლა! ეს არაჩვეულებრივი ისტორიაა რეალურ და ირეალურ სამყაროზე... პერსონაჟი, რომელიც ოცნებობს დედამიწაზე მოხვედრაზე... ადამიანური ემოციები, წარმოსახვითი სამყარო და ათასგვარი თავგადასავალი...
გიო კიკაბიძე, 17 წლის
ძალიან მომეწონა ეს წიგნი, მოვლენების განვითარება სწრაფია... უკვე ნაცნობი პერსონაჟები იცვლებიან, ვითარდებიან და უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათგან დიდ დაფიქრებასა და ყურადღებას მოითხოვს. მათთან ერთად მკითხველიც იძირება იმ ზღაპრულ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობენ ჩემი საყვარელი გმირები. გირჩევთ!
ლუკა ქუთათელი, 16 წლის
კონკიასა და წითელქუდას მერისა მეიერისეული ინსპირაცია ამჯერად რაპუნცელის ზღაპრის მიხედვით ვითარდება. თუმცა, ეს დისნეი არ არის და ნურც საბავშვო ზღაპარს მოელით „ჰეფი ენდით“...
რუსუდან ბალამწარაშვილი, 14 წლის