თინეიჯერული ლიტერატურა
ლორენ ოლივერმა ჯერ დელირიით დაგვაინფიცირა, შემდეგ პანდემია შეგვყარა. რა მოხდება ბოლოს? როგორ დასრულდება ეს სულის შემძვ- რელი ამბავი? მიიღებს თუ არა ლინა ბედნიერებას და თავისუფლებას? აქამდე მას სხვებთან უწევდა ბრძოლა, რომ თავისი სიყვარული დაეცვა, ახლა ის თავად სიყვარულს უპირისპირდება.
ტატო რევაზიშვილი, 14 წლის
რა ხდება მესამე ნაწილში? იცვლება ყველაფერი... სიყვარულის საოცა- რი თავგადასავალი, რომლის წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია... ისტორია მოულოდნელობებითაა სავსე.ოცა-
ლუკა ქუთათელი, 15 წლის
მესამე ნაწილის მოლოდინი უსათუოდ გაგიმართლდებათ... საინტერე- სო ემოციებს, დაძაბული სიუჟეტის არაპროგნოზირებად განვითარებას გთავაზობთ მესამე ნაწილი. ემოციის მწვერვალზე ახვალთ, იქიდან დაშ- ვების სურვილი კი აღარასოდეს გექნებათ... თუ ეს წიგნი ჯერ არ წაგი- კითხავთ, წინ საინტერესო თავგადასავალი გელით!
გიორგი კიკაბიძე, 17 წლის
ტრილოგიის მესამე ნაწილში, ყველა იმ პასუხგაუცემელ კითხვას, რაც წინა წიგნების წაკითხვის შემდეგ დაგრჩა, საბოლოოდ გაეცემა პასუხი. ლინას მოუწევს საკუთარ გრძნობებში გარკვევა და არჩევანის გაკეთება, ჯულიანსა და ალექსს შორის. ამ ნაწილს მეტად ემოციურს ხდის ისიც, რომ ძველი მეგობრების გზები განშორების შემდეგ, კვლავაც იკვეთება. ეს იქნება ყველაზე რთული ბრძოლა დელირიისთვის და თუ შენ უკვე ხარ დაავადებული ამ სენით, მაშინ ნამდვილად არ გენდომება, რომ ლინა გა- დამწყვეტ ბრძოლაში შენ გარეშე დარჩეს.
ნათია მაზმიშვილი, 17 წლის