თინეიჯერული ლიტერატურა
წიგნი სიყვარულისა და სიკვდილის თამაშზე, მათ მიერ არჩეულ მოთამაშეებზე მოგვითხრობს. ფლორასა და ჰენრის თავგადასავალი გულგრილს არავის დაგ- ტოვებთ. ისინი იძულებულნი არიან, მათთვის შედგენილი წესებით ითამაშონ. ეს თამაში კი უამრავი გამოწვევისა თუ წინააღმდეგობის პირისპირ აყენებს მთავარ გმირებს. ეს არის უნიკალური, უჩვეულო სიყვარულის ამბავი მაგიის ელემენტე- ბით, რომელიც მკითხველს იმედგაცრუებულს არ დატოვებს.
მარია ენუქიძე, 16 წლის
ეს წიგნი აუცილებლად მოეწონება და შეუყვარდება „წიგნის ქურდის“ მოყვარუ- ლებს. პარადოქსული პერსონაჟები, ავტორის გამორჩეული სტილი, მის მიერ შემოთავაზებული თავბრუდამხვევი სიუჟეტი, გულგრილს არავის დატოვებს. სიკვდილისა და სიყვარულის გამორჩეულად საინტერესო პერსონაჟები აუცი- ლებლად დაგამახსოვრებენ თავს.
გიო კიკაბიძე, 17 წლის
ვფიქრობ, ეს წიგნი რომანტიკოსებს განსაკუთრებულად უნდა მოეწონოთ. სიყ- ვარული, ფენტეზი, ისტორია − ამ სამი ჟანრის სინთეზი საშუალებას გვაძლევს, მოვწყდეთ რეალობას და წიგნის ფურცლებში ჩავიძიროთ. სიყვარულისა და სიკვდილის ბრძოლა გვიდასტურებს, რომ ინი და იანი მართლაც არსებობს. ხოლო ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ამას წაკითხვის შემდეგ გაიგებთ...
ლუკა ქირია, 16 წლის
ხშირად ხდება, რომ წიგნის სათაური ბევრს გპირდება, მაგრამ წაიკითხავ და იმედგაცრუებული დარჩები. ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად არ გემუქრება − „სიყვარულისა და სიკვდილის თამაში“ ნამდვილად გამონაკლისია! ეს არ არის სტანდარტული ამბავი სიყვარულზე, თანაც, თუ ერთფეროვანი რომანებიც მოგ- ბეზრდა, ეს წიგნი შენთვისაა. ავტორის მომაჯადოებელი წერის მანერა ბოლო გვერდის ჩაკითხვამდე ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემს. ნუთუ, მართლა შეიძლება სიყვარულსა და სიკვდილს შორის გამარჯვებულის გამოვლენა?
გვანცა მელიქიშვილი, 15 წლის