თინეიჯერული ლიტერატურა
შერჩევის ბოლო ეტაპი იწყება. ბრძოლა ელიტის წევრებს შორის იძაბება. ამერიკა სინგერი კვლავ გაორებას ებრძვის, დრო კი ცოტაა. წიგნი მოულოდნელობებით არის სავსე. მეგობრობა, სიყვარული, ტკივილი და ბოლოს რთული, მაგრამ სწორი არჩევანი  ეს გამოარჩევს კირა კასის „ერთადერთს“. წიგნს ვერ მოსწყდებით!
ლიზა ჭუმბურიძე, 13 წლის
კირა კასის ტრილოგიის მესამე წიგნში გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვის აირჩევს ამერიკა სინგერი, რომელიც ახლა უფრო გაგვაკვირვებს და შეგვაყვარებს თავს თავისი უცნაური ხასიათითა და საქციელით.
მარიამ პავლიაშვილი, 16 წლის
ტრილოგია კულმინაციას აღწევს და საოცარ დასასრულს გვთავაზობს... გადაწყვეტილების მიღების დრო დგება და იმდენი საინტერესო რამ ხდება, ვერც ერთი მკითხველი წიგნს უგულისყუროდ ვერ წაიკითხავს... ამიტომ გირჩევთ!
თეკლა ზუბიაშვილი, 16 წლის
ამ წიგნის კითხვისას ჩემში ყველანაირმა ემოციამ გაიღვიძა: სიხარულმა, შიშმა, ნერვიულობამ. წიგნმა იმდენად ჩამითრია ხელიდან ვერ ვუშვებდი. თითქოს მე მიწევდა გადაწყვეტილების მიღება. ამერიკას წინააღმდეგობებით სავსე ისტორია, მაქსონი თუ ასპენი? მისთვის არჩევანი რთულია.. მას არასდროს სურდა ყოფილიყო დედოფალი. მესამე წიგნი კიდევ უფრო სავსეა ემოციებით. უაღრესად საინტერესო ისტორია გელით წინ.
ნინი ახობაძე, 14 წლის