თინეიჯერული ლიტერატურა
მერი ლუს „გამარჯვებული“ „ლეგენდის“ დისტოპიის ბოლო, ანუ მესამე ნაწილია. მიმაჩნია, რომ ყველა ნაწარმოებს, რომელიც რამდენიმე ნაწილად არის წარმოდგენილი, სწორედ ისეთივე დასასრული უნდა ჰქონდეს, როგორიც ამ წიგნს. ის განსხვავებული და, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კარგიც კია. სწრაფად წაიკითხავ, მაგრამ მასზე დიდხანს იფიქრებ მოულოდნელობით სავსე სიუჟეტები სხვა გზას მაინც არ დაგიტოვებს. და მაინც, ამ წიგნში ყველაზე საინტერესოა, რომელი იქნება „გამარჯვებული“ ლეგენდა ბიჭი თუ გენიოსი გოგონა.
ვახო სალთხუციშვილი
„ლეგენდის“ ტრილოგიის გმირებმა ძალიან გრძელი გზა გამოიარეს, ახლა კი მათ ბოლოჯერ შეხვდებით. მერი ლუს წერის სტილი, ნათელი პერსონაჟები, ბრწყინვალე სიუჟეტი ყველაფერი, რაც ამ ტრილოგიისთვისაა დამახასიათებელი კიდევ ერთხელ დაიპყრობს თქვენს გულებს. მაშ ასე, მოემზადეთ დასასრულისთვის, არც კი იცით, წინ რა სიამოვნება გელოდებათ!“
გიო კიკაბიძე
რას აპირებთ მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამ წიგნს აიღებთ ხელში? წინასწარმეტყველი არ გეგონოთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, როცა პირველ ფურცელს გადაშლით, სანამ ბოლო სიტყვას არ წაიკითხავთ, ვერ მოსწყდებით ამ ბრწყინვალე წიგნს. გაფრთხილებთ, დასრულებისას, შეიძლება, საკუთარი ემოციების კონტროლიც კი გაგიჭირდეთ.
ლიკა ლომთაძე