თინეიჯერული ლიტერატურა
„სინდერის“ წაკითხვის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ამაზე უკეთესი აღარაფერი იქ-
ნებოდა, მაგრამ „სკარლეტმა“ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მერისა მეიერმა ჯერ კონკიას თანამედროვე ისტორია მოგვითხრო, შემდეგ კი წითელქუდას ამბავი
გადაიტანა ჯადოსნურ მომავალში, სადაც წითელქუდას ბებიის პოვნა და ბოროტი
მაქციის დამარცხება ევალება. ამ წიგნში კონკიას და წითელქუდას გზები იკვეთება. მე გირჩევთ, რომ გემრიელად მოკალათდეთ, იმიტომ, რომ წინ ძალიან საინტერე-
სო ამბავი გელოდებათ.
ტატო რევაზიშვილი, 15 წლის
სინდერის ანუ კონკიას ზღაპრული ისტორიიდან, რომელიც სულაც არ არის ზღაპრუ-
ლი, წითელქუდა-სკარლეტის სამყაროში გადავეშვებით. ეს ისტორია ბევრად უფრო
საინტერესო და ჩამთრევია. წიგნის პირველივე გვერდებიდან გაურკვევლობაში ვარდები და ინტერესი იღვიძებს. რა მოხდება შემდეგ? ისე უსვამ ამ კითხვას საკუ-
თარ თავს, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ ამთავრებ კითხვას. ახალი პერსონაჟების შემოყვანით წიგნი უფრო საინტერესო ხდება.
ლუკა ხვარეშია, 15 წლის
თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი მექანიკოსი ბრუნდება სერიის თავბრუდამხვევ
მეორე წიგნში. მერისა მეიერის „მთვარის ქრონიკა“ განსაკუთრებული და გამორ-
ჩეულია, რადგან წიგნები და მისი პერსონაჟები სწორედ ჩვენს საყვარელ ზღაპრებ-
ზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წიგნი იმედგაცრუებულს არავის
დატოვებს, რადგან ამ ნაწილში გაიცნობთ ძალიან საინტერესო ახალ პერსონაჟს, სკარლეტს, რომელიც დაკარგულ ბებიას ეძებს. მოემზადეთ, წინ ამაღელვებელი
თავგადასავალი გელით, სკარლეტთან და სინდერთან ერთად.
ნინო მემანიშვილი, 14 წლის
მეიერის წერის სტილი არც ამ წიგნში დაგტოვებთ გულგრილს. ასე რომ, მოკა-
ლათდით კომფორტულად და შეაბიჯეთ გასაოცარ სამყაროში სკარლეტთან ერ-
თად, იმ სამყაროში, რომელიც სავსეა წარმოუდგენელი თავგადასავლებით და
თავისი განსაკუთრებულობით გაგაოცებთ.
ანი ნადირაძე, 15 წლის