თინეიჯერული ლიტერატურა
შიშისგან, წარსულისა და საკუთარი თავისგან გაქცეული ასი კოლონისტის ბედი დედამიწაზე გადაიკვეთება. ისინი არასოდეს ყოფილან გმირები, მაგრამ ახლა კაცობრიობის უკანასკნელი იმედი გამხდარან. ამ წიგნს „ბუზთა ბატონსაც“ ადარებენ. ადამიანის ფსიქოლოგია, განცდები, მტაცებლური ბუნება, ინსტინქტები, თავბრუდამხვევი სიუჟეტი − ამ ყველაფერს „100“-ში შეხვდებით.
გიო კიკაბიძე, 16 წლის
კეს მორგანის დისტოპიურ სამყაროში ადამიანთა უკანასკნელი იმედი თინეიჯერთა ასეულია. გაართმევენ ამ მისიას თავს? რისკი ხომ ასე დიდია: სამაშველო მისია შესაძლოა, მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს!
მარია ენუქიძე, 15 წლის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კეს მორგანის „100“ ერთ-ერთი გამორჩეულია დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებებს შორის. ასი მოზარდის მცდელობის ამბავს, გადაირჩინოს თავი და გადაარჩინოს ჩვენი პლანეტა, ძნელია ადვილად მოსწყდე. კითხვისას შენც ასეულის ნაწილი ხდები და აგრძელებ ბრძოლას გადარჩენისთვის. გირჩევთ, გადადოთ ყველა საქმე და წაიკითხოთ კეს მორგანის „100“.
ლუკა ხვარეშია, 15 წლის
კეს მორგანის „100“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რაც წამიკითხავს. წიგნი პირველივე სტრიქონებიდან ჩაგითრევთ. ავტორი მოგვითხრობს კაცობრიობაზე, რომელიც ატომურ ომს გადაურჩა და კოსმოსურ ხომალდებზე გადასახლდა. წიგნი აუცილებლად დაგაფიქრებთ ჩვენი პლანეტის მომავალზე.
ბარბარე ბერიშვილი, 14 წლის