თინეიჯერული ლიტერატურა
ლაია მონაა. ელიასი ჯარისკაცი. არც ერთი არ არის თავისუფალი. ეს წიგნი ნამდვილი პორტალია, რომელიც სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. თქვენ მოხვდებით სამხედრო იმპერიაში, სადაც არავინ იცის, თავისუფლება რა ხილია. თუმცა გაიგებთ, რა არის თანადგომა, მეგობრობა და სიყვარული. ეს უბრალოდ წიგნი არ არის, ეს არის ისტორია მებრძოლ სულებზე, რომლებიც კარგი მსახიობები არიან.
საბა ზამთარაძე, 14 წლის
ამ წიგნმა თავბრუ ისე დამახვია, რომ რამდენიმე დღე „ნაბახუსევზე“ ვიყავი. წიგნში ნელ-ნელა იძაბება სიტუაცია, იქსოვება სიუჟეტი, იხატება სცენები, რომლებიც გულს აგიჩქარებთ და თვალებს გაგიფართოებთ. წიგნის ბოლო ფურცლებზე კი ეს ყველაფერი ერთ ფეიერვერკად ფეთქდება და სიგიჟის ზღვარს აღწევს. ასეთი წიგნი თანამედროვე თინეიჯერულ ლიტერატურაში ძალიან ცოტაა. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ!
გიო კიკაბიძე, 16წლის
ძალიან მიახარია, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი ქართულად გამოვიდა. იმდენად ძლიერად და ლამაზად არის წიგნში აღწერილი გმირების ურთიერთობა, რომ რაღაც მომენტში მეგონა, სასიყვარულო რომანს ვკითხულობდი. სამყარო, რომელშიც მოქმედება ხდება, სასტიკია და არ იწყალებს სუსტებს, სწორედ ეს ხდის წიგნს საინტერესოს.
ვფიქრობ, „ნაპერწკალი ფერფლში“ ნებისმიერ მკითხველს მოაწონებს თავს.
ნიკა გოგუა, 17 წლის