თინეიჯერული ლიტერატურა
ჰარიეტი გვიბრუნდება და ის ისევ გიკია. "ყველაფერი რაც ბრწყინავს" ერთდროულად მოიცავს ბრიტანულ იუმორსაც და სევდიან ტონსაც, რომელიც თან ახლავს ჰარიეტის ისტორიას. იგი უშვებს შეცდომებს და მათზე სწავლობს. ცდილობს, მოდელობა და გიკური ცხოვრების სტილი შეუთავსოს ერთმანეთს. მისი მცდელობები წიგნს მიგაჯაჭვავთ, სწორედ ეს ხდის "გიკი გოგოს" სასიამოვნო და საინტერესო საკითხავს.
მარია, 15 წლის
"გიკი გოგოს" პირველ სამ წიგნში ჰარიეტისა და ნიკის ურთიერთობა თითქმის იდეალურია, მაგრამ საკითხავი ის არის, რა ელოდება მათ სიყვარულს სერიის მეოთხე წიგნში. გარწმუნებთ, ამ მხრივ, იმაზე განსხვავებული საკითხავი გელოდებათ, ვიდრე თქვენ გგონიათ.
თაკო, 15 წლის
"გიკი გოგოს" მეოთხე წიგნში, ისევ გრძელდება ჰარიეტის საოცარი თავგადასავალი. წიგნში ასახულია თინეიჯერებისთვის ძალიან ნაცნობი და აქტუალური პრობლემები. რომანი გამორჩეულია იმით, რომ კითხვის პროცესში გვხვდება უამრავი საინტერესო ფაქტი - ჰარიეტი ხომ გიკია. საბოლოოდ კი მინდა გითხრათ, რომ გაგიმართლათ, რადგან "გიკი გოგო" ჩაგივარდათ ხელში. ძალიან მალე  ჩაიკითხავთ მთელ წიგნს და ემოციისგან დაქანცული, აუცილებლად ბევრ რამეზე დაფიქრდებით.
თამარ ვარდიაშვილი, 16 წლის