თინეიჯერული ლიტერატურა
„ორეული“ იმ წიგნებს განეკუთვნება, რომელსაც კითხულობ და არ გაქვს სურვილი თავის მაღლა აწევის. გირჩევნია, სულ არ დაასრულო კითხვა. თუმცაღა ავტორის არაჩვეულებრივი თხრობის სტილი იმდენად სულ უფრო უჩვეულოს და საინტერესოს ხდის სიუჟეტს, რომ შეუძლებელია გაჩერდე.
ვახო სალთხუციშვილი, 15 წლის
„ორეული“ ლიბერთინსის სერიის ყველაზე განსხავებული წიგნია, რომელიც აერთიანებს საშინელებათა და მისტიკის ჟანრებს. ჩვეულებრივი გოგონა ფეი დალასი ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომელშიც მკითხველიც არჩევანის წინაშე დგება _ ვის დაუჯეროს ფეის თუ დანარჩენ სამყაროს? სისხლის გამყინავი ნოველა შოკისმომგვრელი დასასრულით, წაკითხვის შემდეგ, ემოცია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაყვება მკითხველს.
ნანუკა ყიფიანი, 18 წლის
„ორეული“ იმ იშვიათ წიგნთაგანია, რომელიც რეალურობასა და გამონაგონს შორის ზღვარს წაგიშლით და მუდამ ფხიზლად დაგტოვებთ. თვალებგაფართოებულები წიგნის ფურცლებს ვერ მოსწყდებით. ეს არის ამბავი გოგონაზე, რომელიც გაურკვევლობით იტანჯება. ის იმ ადგილებში ხვდება, სადაც წესით არ უნდა იყოს, აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ ეს მისი ქმედებები არაა, მაშ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ.
გიო კიკაბიძე, 16 წლის