თინეიჯერული ლიტერატურა
ნილ შუსტერმანმა წიგნით "ჩელენჯერის უფსკრული" ფსიქიკური დაავადება სრულიად ახალი კუთხით დაგვანახვა მკითხველებს. წიგნს კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემატა იმან, რომ ავტორმა ის საკუთარი ვაჟის ისტორიაზე დაყრდნობით დაწერა. ეს წიგნი აუცილებლად ყველა მკითხველს დააინტერესებს.
თაკო ახალაძე, 17 წლის
"ჩელენჯერის უფსკრული" Liberteens-ის ფარგლებში გამოცემული ყველაზე განსხვავებული და დამაფიქრებელი წიგნია. ის მძიმე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ემოციითა და გრძნობებით არის დატვირთული. ვფიქრობ, წიგნი ერთი ამოსუნთქვით არ იკითხება, რადგან მის თოთოეულ წინადადებას გააზრება და დაკვირვება სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ქართველი თინეიჯერები ამ წიგნისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ და ეს მათ საყვარელ რომანადაც კი იქცა.
მარიამ გაბელაია, 16 წლის
ეს არ არის მარტივად წასაკითხი, მხიარული წიგნი. იგი ისეთივე ღრმა, უცნაური და საშიშია,როგორიც თავად ჩელენჯერის უფსკრული. წიგნი შიზოფრენიით დაავადებულ ბიჭზეა, მის გრძნობებსა და განცდებზე. ვფიქრობ, ავტორს შესანიშნავად აქვს აღწერილი, ეს საშინელი დაავადება. "ჩელენჯერის უფსკრული" ისე ჩაგითრევთ, რომ სხვაზე ვერაფერზე იფიქრებთ.
ნუცა გამეზარდაშვილი, 15 წლის