თინეიჯერული ლიტერატურა
Liberteens-ი უამრავ საინტერესო წიგნს გამოსცემს, თუმცა რეინბოუ რაუელის "ფანგოგო" იმ მრავალთაგან მაინც გამორჩეულია. ეს წიგნი მორცხვი გოგონას - კეთის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც შეყვარებულია... შეყვარებულია სამყაროზე. მჯერა, მისი საოცარი თავგადასავალი ქართველი მკითხველის გულსაც დაიპყრობს.
ანა ბაშაური, 15 წლის
თუ ფანოჯახის წევრი ხარ, გიყვარს ფანფიკების წერა და გყავს საყვარელი პერსონაჟები, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა! გადადე ყველა საქმე და ახლავე დაიწყე "ფანგოგოს" კითხვა: ის ულამაზეს სამყაროში გამოგზაურებს, სადაც შეიძლება, საკუთარი თავიც აღმოაჩინო.
მარიამ ხარაიშვილი, 16 წლის
"ფანგოგო" რეინბოუ რაუელის მორიგი რომანია. წიგნის მთავარი გმირი კეთი ფანატიკოსია - გამოგონილ პერსონაჟზე გიჟდება. ვფიქრობ, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. წაიკითხეთ ეს ნაწარმოები და გადაეშვით ფანგოგოს ფანტასტიკურ ცხოვრებაში.
ზეზვა ბუთურიშვილი. 14 წლის
"ფანგოგო" - ეს არის წიგნი, რომელიც, ვფიქრობ, ყველა გოგონამ უნდა წაიკითხოს. წიგნის პირველი გვერდი ჩავიკითხე და... მაშინვე შემიყვარდა. მალევე გავაცნობიერე, რომ მეც კეთისთან ერთად ვჭამდი, ვსვამდი, ვსუნთქავდი... ასე რომ, გილოცავ, მკითხველო, შენ წინაშეა გულთამპყრობელი წიგნი საოცარი ამბით, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ.
თეკო კაციტაძე , 15 წლის