თინეიჯერული ლიტერატურა
თავიდან გგონია, კონკიას ჩვეულებრივი ისტორიაა, მაგრამ მალევე მიხვდები, რომ შეცდი. ეს წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე ბანალური სიყვარულის ამბავი. "ელიტას" კითხვისას გიხარია, გეშინია, ნერვიულობ და განიცდი ყველა იმ პერსონაჟის მაგივრად, ვინც ავტორმა შექმნა. წიგნი შენში შემოდის და გონებას მთლიანად იპყრობს. ლედი ამერიკას ისტორია გრძელდება, ის ახლა ელიტაშია!..
ლევან ჯალიაშვილი, 16 წლის
შერჩევა უკვე საკმაოდ დაძაბული გახდა და ახლა ბრძოლა ელიტის წევრებს შორის გრძელდება, ეს კი ადვილი სულაც არ გახლავთ, განსაკუთრებით ამერიკა სინგერისთვის, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, ვის მიუძღვნას გული. წიგნი ძალიან საინტერესო და ჩამთრევია. ყოველი ახალი გვერდი სავსეა სამეფო კარის ინტრიგებითა და სასიყვარულო სამკუთხედებით. ამერიკა მართლაც ურთულესი არჩევანის წინაშე დგას: მაქსონი თუ ასპენი? წიგნში ბევრი საინტერესო ამბავი გელოდებათ. ასე რომ, გირჩევთ, წაიკითხოთ!
ნანუკა კოხოძე, 13 წლის
ამერიკა დიდი არჩევანის წინაშეა. უნდა აირჩიოს: მაქსონთან დარჩეს და ფუფუნებაში იცხოვროს თუ ასპენთან დაბრუნდეს და კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ამერიკა რჩეულ გოგონებში მოხვდა და უფრო და უფრო ეჩვევა სიმდიდრეს. ამასთან, მისი საუკეთესო მეგობარი მერლი დიდ საიდუმლოს მალავს, რომელიც ნაწარმოებს კიდევ უფრო მატებს დაძაბულობას. გირჩევთ, წაიკითხოთ ეს თანამედროვე და თან ზღაპრული წიგნი, რომელიც სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებთ.
სალომე ციმნარიძე, 15 წლის