თინეიჯერული ლიტერატურა
ემი იტერანტა კვლავ გვიბრუნდება თავისი ახალი წიგნით "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი". ამ წიგნში რეალობა და სიზმარი ერთმანეთში იხლართება. ავტორი გასაოცარი ოსტატობით ქმნის ერთი შეხედვით ზღაპრულ, მაგრამ ამასთანავე რეალურ სამყაროსა და პერსონაჟებს. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
გიო კიკაბიძე, 16 წლის
ემი იტერანტას "ნაქსოვი ქუჩების ქალაქი" თხრობის ისეთივე დახვეწილი სტილით გამოირჩევა, როგორითაც "წყლის საიდუმლო". სწორედ ეს სტილი განასხვავებს მას დისტოპიის ჟანრის სხვა მწერლებისგან. წიგნი აუცილებლად მოეწონებათ ლუის ლოურის "გამღების" თაყვანისმცემლებს.
თაკო ახალაძე, 17 წლის
ქართველი თინეიჯერები უკვე იცნობენ ემი იტერანტას "წყლის საიდუმლოს", ახლა კი დროა, "ნაქსოვი ქუჩების ქალაქს" გაეცნოთ, რომელიც პირველივე ფურცლებიდან ჩაგითრევთ თავისი გასაოცარი თხრობითა და ფანტასტიკის ელემენტებით. ისტორია ვითარდება ქალაქში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი არა აქვს და გადარჩენისთვის თუ არ იბრძოლე, გარიყული ხარ!
მარია ენუქიძე, 15 წლის
ეს წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი წამიკითხავს. ვერ წარმოვიდგენდი ფინური ლიტერატურა ასეთ დიდ გავლენას თუ მოახდენდა ჩემზე. ავტორი განსაკუთრებული წერის სტილით გამოირჩევა, წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ეს ამბავი ახლა ხდება, თავად კი მისი მონაწილე ხარ. მოკლედ, გირჩევთ, წაიკითხოთ!
დეა ფირცხალავა, 14 წლის