თინეიჯერული ლიტერატურა
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დამერწმუნებით, რომ მწერლის ფანტაზია დაუშრეტელი
და უსასრულოა!!! "გამღების" ტეტრალოგიის მესამე წიგნში მეტის
გავიცნობთ და ახლა მასთან ერთად გადავლახავთ უამრავ წინააღმდეგობას...
ნამდვილად სასიამოვნო თავგადასავალი გელოდებათ! ნუ გადადებთ მის
წაკითხვას სხვა დროისთვის, ახლავე გადაშალეთ "შიკრიკი"!
ლუკა ქირია, 16 წლის
ლუის ლოურიმ რევოლუცია მოახდინა მწერლობაში: „გამღების“ ტეტრალოგიის
მესამე წიგნში ორი სხვადასხვა თემის წევრთა ცხოვრებისეული გზები
გადაიკვეთა! „შიკრიკი“ ის წიგნია, სადაც ყველა სიტყვა და ფრაზა ფასეული
და საინტერესოა; ისეთი მონათხრობია, შენში მეამბოხე სულს გააღვიძებს და თან დაგარწმუნებს, რომ ბრძოლა ყველაზე მეტად მაშინ ღირს, როცა მთელი
სამყარო შენ წინააღმდეგაა!
ლიზი ლომთათიძე, 15 წლის
არსებობს ორი კატეგორიის წიგნი: საინტერესო და ძალიან საინტერესო. ეს
წიგნი ჭეშმარიტად მეორე კატეგორიას მიეკუთვნება! ნაწარმოების სიუჟეტი
იმდენად ჩამთრევია, რომ სანამ ყველა კვანძს არ გახსნით, თვალს ვერ
მოსწყვეტთ. ამ ნაწილში თქვენთვის ნაცნობ პერსონაჟებს ისევ შეხვდებით,
თუმცა მათზე არანაკლებად შეგიყვარდებათ მეტი _ გაბედული ბიჭი, რომელსაც დიდი მისია დაეკისრა! გაინტერესებთ, როგორ გაართმევს თავს? მაშ, მოემზადეთ, წინ ძალიან ჩამთრევი და საინტერესო ამბავი გელოდებათ.
ეს წიგნი აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი!
დათა გოგოლაძე, 16 წლის