თინეიჯერული ლიტერატურა
„უსასრულო ზღვა“ _ დაუსრულებელი თავგადასავლებისა და განცდების მორევია, „მეხუთე ტალღის“ მშვენიერი გაგრძელებაა. ეს საშიში, ზოგჯერ სასაცილოც და, რა თქმა უნდა, იმედით აღსავსე ამბავია. წიგნში სხვადასხვა ეპოქასთან გავლებულ პარალელებს შეხვდებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ნაწარმოებს; ადამიანის ფსიქოლოგიის საინტერესო
ნიუანსები კი თქვენ თვალწინ გამოიკვეთება და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. მთავარი მაინც
მოთხრობილი ამბავია, რასაც იქამდე ვერ დაეხსნებით, ვიდრე ნაცნობ თუ უცნობ პერსონაჟებთან ერთად არ გაივლით რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას. ძველი
კავშირები გამოაშკარავდება, გაჩნდება ახალი კითხვები უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, ბევრ საიდუმლოს ფარდა აეხდება... მოემზადეთ, დიდი თავგადასავალი
გრძელდება!
გიო კიკაბიძე, 16 წლის
რიკ იანსის „უსასრულო ზღვამ“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ავტორმა შთამბეჭდავად
აღწერა მეხუთე ტალღასთან დაპირისპირების კიდევ ერთი ეტაპი. ეს წიგნი არავის დატოვებს
გულგრილს.
თაკო ახალაძე, 17 წლის
რიკ იანსის „მეხუთე ტალღის“ შემდეგ ტალღები უსასრულობისკენ ინაცვლებენ... დაძაბულობა, დინამიკური სიუჟეტი და დამაჯერებელი თხრობა _ სხვა რაღაა საჭირო, რომ უსასრულო ზღვაში შეცურო? და მერე იქ მანამ დარჩები, სანამ მაშველად მომდევნო წიგნს არ ჩაიგდებ ხელში.
ლევან ჭყონია, 16წლის
თუ ხელში „უსასრულო ზღვა“ აიღეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ „მეხუთე ტალღა“ ძალიან მოგეწონათ და დამიჯერეთ, ეს წიგნიც არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ გაიგებთ, რა ბედი
ეწიათ თქვენს ნაცნობ პერსონაჟებს, ახლებსაც გაიცნობთ და ბევრ საიდუმლოსაც აეხდება
ფარდა. კითხვისას უამრავი სხვადასხვა ემოცია მოვა თქვენთან, ბევრ რამეზე დაფიქრდებით
და კითხვებზეც თავად მოგიწევთ პასუხების გაცემა. დაასრულებთ კითხვას და მოგინდებათ
მალევე წაიკითხოთ შემდეგი ნაწილი.
ანა ხართიშვილი, 15 წლის