თინეიჯერული ლიტერატურა
ეს წიგნი „ონლაინგოგოს“ გაგრძელებაა. ამ ნაწილში პენი ნოეს მიჰყვება ევროპის მუსიკალურ ტურნეში. ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა იმ სიტუაციის რეალისტურმა აღწერამ, რაც მართლაც ხდება ტურნეს დღეებში. ასევე, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ როგორ გაიზარდა და შეიცვალა მთავარი პერსონაჟი მთელი ამ ხნის განმავლობაში. გირჩევთ წაიკითხოთ, დიდ გამოცდილებას მიიღებთ.
ანა, 17 წლის
წინა წიგნიდან მხოლოდ ექვსმა თვემ განვლო. ყოფილი მწერალ-ბლოგერი პენი, როკვარსკვლავ ნოეს მიჰყვება საკონცერტო ტურნეში, თუმცა მისი წარმოდგენა სრულიად განსხვავდება ნამდვილი ტურნესგან. ზოგჯერ, ისე არ ხდება, როგორც გვსურს და სწორედ ამაშია ცხოვრების სიტკბო. არაფერია სრულყოფილი და ეს ხდის წიგნს იდეალურს.
ლევანი, 16 წლის
„ონლაინგოგომ“ უამრავი მკითხველის გული მოიგო, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მეორე ნაწილში გელოდებათ. ამჯერად, პენის შეყვარებულის ფანებთან გამკლავება და უამრავი პრობლემის გადაჭრა მოუწევს. შეძლებს კი პენი ცხოვრების დაბალანსებასა და სასიყვარულო ურთიერთობის მოწესრიგებას? ამას იმ წიგნიდან შეიტყობთ, რომელიც უკვე ხელში გიჭირავთ.
მარიამი, 15 წლის
პირველი ნაწილი დასრულდა, პენი და ნოე ერთად არიან, სხვა რაღა უნდა მოხდეს? ყველაფერი ახლა იწყება. პენიმ სკოლა დაამთავრა და ახლა ცხოვრების გზა უნდა აირჩიოს, რაც არც ისე ადვილია. ამას ნოეს როკვარსკვლავობა და მისი ფანებისგან წამოსული სიძულვილი ემატება. პირველი ნაწილის მსგავსად, სიურპრიზები არც მეორე ნაწილს აკლია. და მაინც, როგორ შეძლებს პენი ამ ყველაფერს გაუმკლავდეს? მგონი, ჯობია, თვითონ წაიკითხოთ.
ელენა, 14 წლის