თინეიჯერული ლიტერატურა
"არ ილაპარაკო", პარანორმალური, გოთიკური სასიყვარულო ისტორიაა, რომლის მთავარ გმირს, ნორას, მოულოდნელად უცნაური მოვლენები ატყდება თავს. მის ცხოვრებაში მომხიბვლელი პაჩი გამოჩნდება, რომლის მიმართ გაორებული გრძნობა არა მარტო მთავარ გმირს, არამედ თვითონ მკითხველსაც უჩნდება. არაჩვეულებრივი იუმორი და ჩახლართული სიუჟეტი არც ერთ თინეიჯერს არ დატოვებს გულგრილს.
ნანუკა, 17 წლის
ბეკა ფიცპატრიკის "არ ილაპარაკო", ამ ჟანრის ძალიან საინტერესო და ნამდვილად გამორჩეული წიგნია - იდუმალი, საინტერესო და ჩამთრევი. მწერალი ლამაზად აღწერს მოვლენებს, რომლებიც მაშინვე თვალწინ გადაგეშლებათ.
გიო, 16 წლის
ბეკა ფიცპატრიკი თავის წიგნში "არ ილაპარაკო' სრულიად ახალი კუთხით დაანახვებს მკითხველს ზებუნებრივ სამყაროს. იგი ორივე სამყაროს თანაბარი დამაჯერებლობით აღწერს. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ნებისმიერი ტიპის მკითხველს დააინტერესებს, რადგან მასში მართლაც საოცარი ამბავია აღწერილი.
თაკო, 17წლის
წიგნი ახალგაზრდა ნორა გრეის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც ახალი თანაკლასელი შემთხვევით გაიცნო ბიოლოგიის გაკვეთილზე და ძალიან შეუყვარდა იგი. თუმცა, მან არ იცის, რომ ამ ყველაფრით თავს საფრთხეში იგდებს, რადგან სინამდვილეში პაჩი დაცემული ანგელოზია და ბევრ საიდუმლოს მალავს, მათ შორის, ბნელ კავშირს ნორასთან.
ნოდო, 16 წლის