თინეიჯერული ლიტერატურა
"შერჩევაში" თანაბრადაა დისტოპიური სიმძაფრისა და ზღაპრული ბედნიერების ელემენტები. მთავაი გმირი, ამერიკა სინგერი, ერთი შეხედვით, ბედის რჩეულია. მას შანსი აქვს, სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბის კლანჭებს და ქვეყნის დეოდფალი გახდეს. თუმცა თავს სულაც არ თვლის რჩეულად. დამიჯერეთ, ლამაზად აღწერილი  სასიყვარულო ამბავი გულგრილს არ დაგტოვებთ. ეს მომავლის ზღაპარია. აქ ბედნიერი დასასრული ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის.
ნანუკა, 17 წლის
რაღაც აქაამქვეყნიური მოხდა! ჯადოქარმა კონკიას Liberteens-ზე უამბო. თვალებგაბრწყინებულმა დროის მანქანა ისურვა ჩვენამდე მოსაღწევად, მაგრამ მოგზაურობისას კურსს ასცდა და შორეულ მომავალში აღმოჩნდა! საბედნიეროდ, ფეხსაცმელი არსად დაუკარგავს, მაგრამ ზღაპრულ პრინცს იქაც შეხვდა! აი, როგორი ამბავი გელოდებათ!
ლევანი, 16 წლის
"შერჩევა" - ნუ გგონიათ, რომ ბანალური ზღაპარია ბედნიერი დასასრულით. ის დისტოპიური ჟანრის ფანტასტიკაში გარდამავალი რომანი უფროა. რთულია, ცხოვრობდე ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანებს ეკონომიკური და სოციალური სტატუსით ასხვავებენ. მჯერა, წიგნის წაკითხვის შემდეგ მთავარი გმირის, ამერიკას, სიმტკიცე და შეუპოვრობა თქვენთვის მისაბაძი გახდება.
მარიამი, 14 წლის