თინეიჯერული ლიტერატურა
ჰარიეტისა და ნიკის თავგადასავალი რომანტიკითა და იუმორით სავსე სამყაროში გრძელდება. ჰარიეტი ბედნიერია, მას ჰყავს შესანიშნავი შეყვარებული და ფიქრობს, რომ მისი ცხოვრებაც შესანიშნავია. თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ჰარიეტი ხომ საცხოვრებლად ახალ ქვეყანაში გადადის და ახალ სირთულეებთან მარტოს მოუწევს გამკლავება?! დამიჯერეთ, სერიის ასეთ საინტერესო გაგრძელებას ვერც კი წარმოიდგენთ.

ნანუკა, 17 წლის
ჰარიეტ მანერსმა და ჰოლი სმეილმა ქართველი თინეიჯერი მკითხველის გული დიდი ხანია, დაიპყრეს და მინდა გითხრათ, რომ დამსახურებულადაც. მოუხერხებელი ჰარიეტის ისტორიებმა მეც ძალიან მომხიბლა და გამახალისა. ჰოლი სმეილი ამ ნაწილშიც არ გვიცრუებს იმედებს და მისთვის დამახასიათებელი ლაღი მწერლური სტილით ნამდვილ თავგადასავალს გვთავაზობს მოუხერხებელ, სასაცილო და გამოუსწორებელ გიკ ჰარიეტ მანერსთან ერთად.
გიო, 15 წლის
პირველად „გიკი გოგო“ რომ წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მოუთმენლად ველოდი მეორე ნაწილს. მეორე ნაწილმა კი, შემიძლია ვთქვა, რომ გამაოცა. არ შემეძლო, დავლოდებოდი რამდენიმე თვე შემდეგ ნაწილს ქართულად, ამიტომ ინგლისურად დავიწყე გაგრძელების კითხვა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
ნიკა, 14 წლის