თინეიჯერული ლიტერატურა
"Playlist-ის საიდუმლო" არის წიგნი, რომლის დანახვაც რამდენიმე მხრიდან შეიძლება. სიყვარულისა და მეგობრობის ისტორია, რომელსაც თავისის საიდუმლოებები ახლავს, ძალიან ორიგინალურად არის მოთხრობილი. ყოველი თავი თითო სიმღერასთან არის კავშირში. წიგნი სემის ისტორიას მოგვითხრობს, მან საუკეთესო მეგობარი დაკარგა. ყოველი სიმღერის შემდეგ სემი სულ უფრო მეტს იგებს გარდაცვლილი მეგობრის შესახებ. ჩემი რჩევა იქნება მელომანებისა და არა მხოლოდ მათთვის, რომ წიგნის წაკითხვასთან ერთად, ყოველი თავის დასაწყისსა ან ბოლოში, შესაბამის სიმღერას მოუსმინონ.
თეკლა, 17 წლის
წიგნში განსაკუთრებით მომეწონა ჰეიდენის მიერ დატოვებული ფლეილისტის იდეა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არსებით როლს არ თამაშობს მთავარი საიდუმლოს ამოხსნაში, ძალიან საინტერესო დატვირთვა აქვს და წიგნს მეტ ხიბლს სძენს. საბოლოო ჯამში, "Playlist-ის საიდუმლო" შესანიშნავი წიგნია, საზოგადოდ, ცხოვრების, პიროვნული ზრდისა და მეგობრობის შესახებ.
თაკო, 16 წლის
დამაინტრიგებელი სათაური იყო პირველი მიზეზი, რამაც მაიძლა წიგნი ამეღო და გადამეფურცლა. თუმცა, თავად წიგნისგან შემდგომში გამოწვეული ემოცია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მივხვდი, სათაური მხოლოდ წინაპირობა იყო იმისა, რაც მელოდა. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ავტორმა შეძლო ჩემთვის საგნები სხვადასხვა მხრიდან დაენახვებინა. მიმახვედრა,თუ როგორი მნიშვნელოვანი და, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტიც კია, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვიყოთ, უბრალოდ, გულრწფელები.
ანა, 16 წლის